სულაც არა ვარ პირად ღირსებებს მოკლებული. პირიქით, ჩემი აზრით, კარგი აღნაგობისა და გარეგნობისა გახლავართ, ათიდან ცხრა ასეთს მშვენიერს შეარქმევს. ჩემი სიმაღლე ხუთი ფუტი თუ იქნება(შეიძლება ცოტა მეტიც). მუქი ფერისა და ხუჭუჭა თმა მაქვს(სეზონის მიხედვით და ქარის დახმაერბით). საკმაოდ ლამაზი ცხვირი(კეხთან ახლოს). თვალები დიდი და ნაცრისფერი, თუმცა კი მეტად მაწუხებს ახლომხედველობა, მაგრამ ეს ნაკლი სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. სულ მუდამ თავმობეზრებული ვიყავი ამ ჩემი ახლომხედველობით და მის სამკურნალოდ ყოველ ღონეს ვხმარობდი ერთის გარდა, სათვალეს არ ვატარებდი. ყმაწვილკაცი და კარგი გარეგნობისა რომ ვიყავი, ცხადია, შემძულებოდა იგი და მტკიცედ ვამბობდი უარს, სათვალეს როგორ დავიბნევ-მეთქი. მართლაც, ძალიანაც ამახინჯებდა ახალგაზრდულ სახეს, მიუკარებლობის ნიშნით აღბეჭდავდა, მისთვის შეუფერებელ კაშკაშა იერს ანიჭებდა და აბერებდა კიდევაც. ხოლო მონოკლის მოშველიება კაცისთვის არასაკადრისი პრანჭვისა და თავგამოდების გამომხატველი იქნებოდა. არც ერთით მისარგებლია და არც მეორით. აქამომდე. თუმცა აღარცაა საჭირო ამ წვრილმანების ჩამოთვლა, რაღა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამას. ერთი კი უნდა დავსძინო, სანგვინიკური ტემპერამენტის გახლავარ, კაცი ჩქარი, ფიცხი, აღფრთოვანებული და მთელი ჩემი ცხოვრება, სულ მუდამ პატივს ვცემდი დოღსა და სუმოს. 2 წლის შემდეგ სახლიდან უსათვალოდ აღარ გამოვსულვარ...

ნახვა: 156

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

ლაშა: ნოემბერი 5, 2016||10:20am
რამდენ სიახლეს გაიგებ კარგადნაცნობ ადამიანზეც კი ბლოგის საშუალებით. ხუჭუჭა ვიცოდი, მაგრამ ნაცრისფერი თვალები არ შემიმჩნევია. აი, სუმომ საერთოდ დამამუნჯა. ))
Kakha: ნოემბერი 5, 2016||10:58am

ბლოგი უნიკალური რამეა! ))

Kakha: მარტი 3, 2019||4:36pm

არადა სულ ვამბობდი დოღისა და მონოკლის გარეშე ადამიანი დიდი პრობლემების წინაშე დგას თქო!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ორი მზის ტბორი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 19, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ორი მზე ხვდება ერთმანეთს ამ ტბორში. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა წყლის შროშანის მოწყვეტას…

გაგრძელება

მავრიტანიული სოფელი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 18, 2019.
საათი: 11:17pm 5 კომენტარი

      ცხოვრება საჰარის უდაბნოში არც ექსტრემია და არც თავზეხელაღებულთა უშნო ახირება - ესაა ცხოვრება იქ სადაც გინდა და ისე, როგორც გიყვარს. გამონაკლისი არც მავრიტანიის ერთი ძველი სოფელია, რომელიც კიდევ…

გაგრძელება

შტორმის სილამაზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2019.
საათი: 10:14pm 0 კომენტარი

      ფოტო და ვიდეოგრაფი, ანდა, უფრო სწორად, ფილმოგრაფი მაიკ ოლბინსკი (Mike Olbinski), უკვე მრავალი წელია საქორწილო დღესასწაულების გადაღებებით არის დაკავებული და პროფესიული საქმიანობა დიდი…

გაგრძელება

დიდი  თვალები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters