პრეზიდენტი სტუმრად, ევროპის ანტირუსული რეზოლუციის მოლოდინში, ჩხუბი ზუგდიდურად, მოხატული ხიდები და ბრალწაყენებული სარკოზი

      მარტიც ითვლის ბოლო ათეულს და დღეს მოხდა ის, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი გვეწვია და მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, ასევე, ჩვენი დიპლომატები გათამამებულები აანონსებდნენ ევროპის რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ. სამძიმარი არ წყდება ტატუნაშვილის ოჯახში, ზუგდიდში ოპოზიციონერებმა იჩხუბეს და ქალაქის მერია მხატვრობას ცდილობს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 მარტი, 2018 /

      პარლამენტის ცხოვრებიდან - ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძეს - დიდი ხანია აღარ ხარ ზურაბ ადეიშვილის თანამშრომელი და „ნაციონალური მოძრაობით“ აღტაცებული ადვოკატი? ლევან დავითაშვილი – პარლამენტმა სამართლებრივად გამართული რეზოლუცია მიიღო. მამუკა ბახტაძე - პარლამენტის მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის გზაზე. სოზარ სუბარი - პარლამენტმა მრავალდღიანი პრინციპული მუშაობის შემდეგ მიიღო დაბალანსებული რეზოლუცია, რომელშიც ასახულია ძალიან სწორი მესიჯები. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება.

      საერთაშორისო საქართველო და სამეზობლო საქართველო - მიხეილ ჯანელიძე - საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ნატო-ში წევრობისკენ და ეს წარმატება აღიარებულია ნატოს წევრი ქვეყნების მიერ. აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. თბილისში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ ჯანელიძე - ვმუშაობთ, რომ ჟენევაში მივიღოთ ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მიხეილ ჯანელიძე - გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას, რათა ყველამ და რა თქმა უნდა, რუსეთმა პასუხი აგოს. მიხეილ ჯანელიძე - მოველით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია იქნება პრინციპული და მასში ყველა ის საკითხი აისახება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მიხეილ ჯანელიძე - ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას. „ევროპული საქართველო“ ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. დავით სერგეენკო - მიღებული რეზოლუცია არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს იმ უკანონობების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება.

      მასპინძლობა - დღეს, საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. ალექსანდრე ლუკაშენკო - მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ. გიორგი მარგველაშვილი - დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო - ბელარუსის ერთად დგომა და მხარდაჭერა საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება" გააფორმეს. გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას - ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ თქვენგან. ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ შეგვიძლია რამის გაკეთება, თქვენ გვითხარით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელორუს-საქართველოს ურთიერთობებში დახურული თემები არ არსებობს, ჩვენს დიალოგს ყველა დონეზე გამოარჩევს გულწრფელი ნდობა და პატივისცემა. გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ჩარჩო ხელშეკრულებას ბელორუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ".

      დემოკრატიული საქართველო, მთავრობა მუშაობს - კატერინა მატერნოვა - 4 პუნქტიანი გეგმა წარმატებულია, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კი, საქართველო სამაგალითოა.

      ენერგეტიკა, ეკონომიკა და სხვა მსგავსნი - დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ენერგოეფექტურობის მიმართულებით საქართველოში დიდი პოტენციალია. დიმიტრი ქუმსიშვილი - EU4Business-ის ფარგლებში, საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მლნ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - მინსკში ქართული სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, სადაც მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018-2022 წლებში, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. მამუკა ბახტაძე - მთავრობის მიზანია, საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში ვაქციოთ რეგიონალურ ცენტრად.

      ქალაქიც მისახედია - კახა კალაძე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ იქნება ორიენტირებული პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. „სითი პარკის" 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება. ენის დეპარტამენტი აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგების მიზნით ბიზნესის წარმომადგენლებს კონსულტაციებს სთავაზობს. დღეიდან სამშენებლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის პირველივე შემთხვევაში კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდება. თბილისის მერია კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის განხორციელებას იწყებს. დედაქალაქის მერია ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს. თბილისის მერის მოადგილე - სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, 110 ძირი ხის მოჭრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის გამზირი ეწოდოს. მაია ბითაძე ტატუნაშვილის სახელობის გამზირის შესახებ - ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ მოხდება ქუჩების სახელდება დაღუპული გმირების პატივსაცემად. მამუკა კობახიძე - სატრანსპორტო კომპანია მზადაა „სითი პარკის“ თანამშრომლები დაასაქმოს, ასევე დაგვჭირდება ფინანსური რესურსი ტექნიკის შესაძენად. კახა კალაძე - ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების პატივსაცემად თბილისში მათი სახელობის პარკი გაშენდება და მემორიალი განთავსდება.

      ტატუნაშვილის ექსპერტიზა და დასაფლავება - ირაკლი შოთაძე - სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობა. სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს. ირაკლი შოთაძე - მთავარი პროკურატურა მზადაა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის აღსრულებაში ჩაერთოს. არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. არჩილ ტატუნაშვილის ბიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა ოჯახმა მოითხოვა.

      მარშის ქმედებები კანონდარღვევაა - ირაკლი შოთაძე „ქართული მარშის“ წევრებზე - პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა შეგროვილი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე მოხდება. ”ქართული მარშის” წევრებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხმაურება.

      მკურნალო განიკურნე თავი შენი - პაატა იმნაძემ სამედიცინო პერსონალს მოუწოდა, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაიტარონ.

      ზუგდიდის საკრებულოში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ევროპული საქართელოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატებს შორის. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - კიდევ ერთხელ გამოავლინეს ის ფორმები, რითაც ისინი საკუთარ მოსახლეობას და ამომრჩევლებს ეპყრობოდნენ. შსს-მ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      ბრალდებული ექსპრეზიდენტი საფრანგეთისა - ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს. 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეზე. Le Monde გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. კადაფის შვილი - ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამაჩნია. ნიკოლა სარკოზი - მე ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე.

      დალაგება კარგია - დონალდ ტრამპი - პუტინს დავურეკე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, „ფეიქ მედია" გადაირია, მას სურდა გამეკრიტიკებინა, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია. აშშ-ს კონგრესი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის 1,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს. აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი - შესაძლოა, რუსებს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვთ, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია. დონალდ ტრამპი - შეშლილი ჯო ბაიდენი ცდილობს მაგარი ბიჭივით მოიქცეს - ჯო, ნუ ემუქრები ხალხს.

      გაუშვით რუსები რუსეთში - „ბლუმბერგი“– ლონდონი აპირებს ევროპელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ.

      კიევში ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 210

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters