qwelly | blog | friends

   მკაცრი აზრით, ამ წიგნს ვერც ლიტერატურის თეორიას და ვერც ამ ბოლო დროს ჩვენში პოპულარულ „ლიტერატურის შედარებით კვლევა“ იქნება. სპარსული და ევროპული წყაროების კვლევით, წიგნის ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ასეთი სიუჟეტი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნამდე უბრალოდ არ არსებობდა. ავტორი მიმოიხილავს სარაინდო რომანების სიუჟეტებს და ფაბულებს შეფარვით დასცინის მეცნიერ რუსთველოლოგებს და ამბობს, რომ ისევე, როგორც არ არსებობს ზღვა ქართველების თვითწარმოდგენასა და თვითიდენტიფიკაციაში, ასევე არ არსებობს ზღვა რუსთველოლოგების თავებშიც. მაგრამ, წიგნის ავტორი, მიუხედავად ამ ეფექტური სარკაზმისა, ვერც დასავლურ ლიტერატურაში პოულობს მსგავს სიუჟეტს.

   ამ უდავოდ საინტერესო მიმოხილვების შემდეგ ავტორი ინტერესდება, თუ რა შეიძლება იყოს ამ სიუჟეტის წყარო. ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ სიუჟეტს კი ის ასე გადმოგვცემს: სამი ერთმანეთისათვის უცხო მამაკაცი, სხვადასხვა გარემოებების დამთხვევის წყალობით უმეგობრდება ერთმანეთს. მათი ურთიერთდამოკიდებულება უაღრესად ემოციურია. ისინი ერთად იბრძვიან ერთ-ერთი მეგობრის სატრფოს გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, წერს ავტორი, რომ სიუჟეტი წყდება მაშინ, როცა სამივე მეგობარი ერთადაა. მათი დაცილება სიუჟეტურად არ ხდება. წიგნის ავტორი არ ეზარება და კიდევ ერთხელ იმეორებს ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის „ქორწილის შემდგომი ისტორიის“ არაავთენტურობის დამადასტურებელ არგუმენტებს, რომელიც რუსთაველის ტექსტის დამდგენმა კომისიებმა შეიმუშავეს 1956-2009 წლებში.

   როგორც მოგვიანებით ირკვევა, სიუჟეტის ასეთი დალაგება და სტრუქტურა მარაძის დასკვნისათვის აუცილებელი და გარდაუვალი წყაროა. ამის შემდეგ მარაძე იწყებს მსჯელობას, რომლის მოკლედ გადმოცემაც, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის: „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტური წყარო ყოველდღიურობაა, ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსნის“ ნამდვილ ამბავში“. ამას მოსდევს გიდენსის, კალჰუნის, ზიმბარდოს სოციოლოგიის კლასიკურ ნაშრომებზე დამყარებული მსჯელობა ბავშვების სოციალიზაციის ეტაპების შესახებ. წიგნის ავტორი ასკვნის, რომ ჩვეული სოციალიზაციის თითქმის მუდმივად თანამდევი მოვლენაა ბავშვების გულწრფელი, ემოციურად ერთმანეთზე დამოკიდებული მეგობრობაა. ეს მეგობრობა ადრეულ ასაკში იწყება და, როგორც წესი, ერთი სქესის ბავშვებს შორის ყალიბდება. შემდეგ, ყმაწვილობის, თინეიჯერობის მოახლოებასთან ერთად ეს ემოციური ურთიერთკავშირი სუსტდება, ხოლო ზრდასრულობის დადგომასთან ერთად საერთოდ ქრება. ხშირია შემთხვევა, როდესაც წარსულში ასეთი ემოციური კავშირის განმცდელი ზრდასრულები ბოლომდე უუცხოვდებიან ერთმანეთს.

   ეს სტრუქტურა უნივერსალურია, ამბობს მარაძე. იმ ტიპის საზოგადოებებში, რომლებსაც ძირითადად ჰეტეროგენული კავშირების შედეგად შექმნილი ოჯახური სისტემების ლეგიტიმაცია ახასიათებს, იქ, სადაც ურბანული (ანუ, ქალაქური ) და რურალური დასახლებები არსებობს, რომლებიც მეზობლობის მყარ არქიტექტურულ საფუძველს განაპირობებს, ეს ქვესისტემა თითქმის კონსტანტაა. სავარაუდოა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის დროსაც ასე იყო.

   ასე მიდის ავტორი მთავარ დასკვნამდე: იმ სიუჟეტის წყარო, რომელიც რუსთაველმა შექმნა, ყოველდღიურობაა. ოღონდ, შეტრიალებული და უკუღმა მდინარებით მოყოლილი: „ვეფხისტყაოსნის“ ამბავს მიიღებთ, თუკი სოციალიზაციის შემადგენელ ერთ-ერთ პროცესს, ზემოთ რომ აღვწერეთ, უკუღმა მოვყვებით ანუ რუსთაველი, „უბრალოდ“, ყოველი ჩვენგანის (ან თითქმის ყოველი ჩვენგანის) განცდილს და გადატანილს გვიყვება. მეორე ადამიანთან ემოციური  კავშირი საოცარი გამოცდილებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვს და ალბათ გაუცნობიერებლად სულ გინდა „იმ“ კავშირის აღდგენა.

   ამიტომ არის „ვეფხისტყაოსანი“ ჯერაც საინტერესო. ჩვენთვის ყველასათვის (ან თითქმის ყველასათვის – ხომ უნდა დავუშვათ ისეთი პერსონების არსებობაც, ეს რომ არ განუცდიათ) ეს ამბავი ზღაპრული და საოცნებოა: ეს არის ერთსა და იმავე დროს იმ ჩვენი მდგომარეობის გახსენება, როდესაც ალბათ ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდით თავს და ამავე დროს იმის შეგრძნება, რომ ის მდგომარეობა, ის განცდა შეუძლებელია დაბრუნდეს. შესაბამისად, რუსთაველის მიერ მოყოლილ ამბავს, რომელშიც ზრდასრულების ისეთი მეგობრობაა აღწერილი, ჩვენ რომ ადრეულ ბავშვობაში გვქონია, სრულიად სამართლიანად აღვიქვამთ, როგორც შეუძლებელს და ჯადოსნურს.

   რუსთაველმა „უბრალოდ“ შეატრიალა ცხოვრების მდინარება და უკვდავი და საყოველთაოდ სასურველი ზღაპარი, იდეალური ვითარების აღწერა მიიღო. მარაძისათვის ეს ამ პოემის უკვდავობის და გენიალურობის ახსნაა. ის, რაც რუსთაველმა აღმოაჩინა, საყურადღებოა: ჯადოსნური, იდეალური სამყაროს პროცესი, მდინარება, ჩვენი სამყაროს მდინარების ზუსტად საპირისპიროა. ამ დასკვნას საინტერესო შედეგებამდე მივყავართ. საინტერესოა, ეს სტრუქტურა „ვეფხისტყაოსნისთვისაა“ ორიგინალური თუ ყველა ჯადოსნური ზღაპარი ასევე შეიძლება აღვწეროთ? გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ჯადოსნური ზღაპარი „happy end“-ით მთავრდება, შეიძლება ასეც იყოს. თუმცა, მხოლოდ ბედნიერი დასასრული ვერ იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ყველა ზღაპარში სოციალური ცხოვრების რევერსთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს სხვა თემაა და სცდება „ვეფხისტყაოსნის ნამდვილი ამბის“ განხილვის ფარგლებს.

   მე არ მგონია, რომ მარაძის მიერ აღწერილი სოციალიზაციის პროცესის „მეგობრულ-ემოციური“ ელემენტი ისეთი სოციალური კონსტანტაა, რომ ის ყველა ტიპის ურბანულ-რურალურ-არქიტექტურულ სისტემაში არსებობს. მით უმეტეს, არ გავავრცელებდი ამ კონსტანტას ქართულ შუა საუკუნეებზე. თუმცა, თეორია საინტერესოა, ორიგინალური და ზღაპრების კვლევების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ავტორს რომ ეცადა საკუთარი დასკვნა ზოგადად ზღაპრების სიუჟეტურ ქარგაზე გაევრცელებინა, იქნებ ახალი წიგნი მიგვეღო ზღაპრების სემიოტიკის მიმართულებით. პროპის, ბახტინის და ლევი-სტროსის შემდეგ ამ მხრივ ბევრი არაფერი გაკეთებულა. სამწუხაროდ, მარაძემ ერთი ტექსტის კვლევა აირჩია.

ნახვა: 238

ტეგები: blog, book, post, qwelly, ამბავი, ლიტერატურა, მეგობარი, რუსთაველი, სპარსეთი, წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ევროპული გადაწყვეტა ჩვენი პრობლემების

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…

გაგრძელება

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters