საახალწლო თბილისი, კანონპროექტებისა და ბიუჯეტების მიღება, საზ. მაუწყებლობის ბიზნესი და საჯარო ინფორმაცია

     თბილისში ნაძვის ხე აინთო, მაგრამ იქამდე უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა - მაგალითად, დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და ცხადია ამ ამბავს არ ჩაუვლია პოზიცია-ოპოზიციის რეპლიკების გარეშე, ასევე პარლამენტმაც დაამტკიცა რამდენიმე კანონპროექტი და საერთოდ, კონსტიტუციის ცვლილებების ცვლილებების ცვლილებებიც დაამტკიცა (ზუსტად არ დაგვითვლია რამდენი ცვლილება მოხდა უკვე შიგნით). მაუწყებლობის საკითხებიც განიხილეს და საჯარო ინფორმაციის მიღებაზეც იმსჯელეს, მოკლედ

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 დეკემბერი, 2017/

      ნარმანია ბრუნდება, ამჯერად სემეკში - პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. გია ხუხაშვილი - დავით ნარმანია დიდი გაუგებრობა იყო, როგორც მერი, როგორც სემეკ-ის თანამშრომელი კი შეიძლება შესაფერისი იყოს, რადგან კვალიფიციური ეკონომისტია. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ სემეკის წევრის თანამდებობაზე მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს. მიხეილ გიორგაძე გია გაჩეჩილაძის ბრალდებებზე - ჩემთვის მიუღებელია ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებები და მითუმეტეს, შეურაცხყოფა. ოპოზიციური იუმორი - გოკა გაბაშვილი - გადარჩა გერმანია, თუმცა პრეზიდენტის წყალობით სემეკი ვერ გადაურჩა დავით ნარმანიას. ირაკლი აბესაძე - დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო. ირაკლი ნადირაძე - სემეკის წევრად დავით ნარმანიას დანიშვნა მომავალში ტარიფების ზრდას ნიშნავს. დავით ნარმანია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ შესაძლოა, სემეკის თავმჯდომარე გახდეს. დავით ნარმანია - ჩემი მისვლით გაიზრდება თუ არა ტარიფები ან მე ვინმეს ვუბიძგებ თუ არა ტარიფების გაზრდისკენ, წინასწარ მე თვითონაც არ ვიცი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სემეკ-ის წევრობის კანდიდატად დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

      პარლამენტი დღის შუქსა და კულუარებში - მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს და სუს–ის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, თუმცა მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით. მეურნეობები და გარემო - გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო. სულხან სალაძე - მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს კონსტიტუციაში ცვლილებები და ვხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი. ირაკლი კობახიძე - 2024 წელს, როცა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, პოლიტიკური კულტურის დეფიციტი სტაბილური განვითარების პრობლემას აღარ შექმნის. ანა დოლიძე - დღეს ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციის ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას. პარლამენტმა მეორე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო. პარლამენტმა პირველი მოსმენით, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო. არჩილ თალაკვაძე - მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, როგორიცაა კონსტიტუცია, ბიუჯეტი, სამთავრობო ცვლილებებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ პაკეტი, ავირჩიეთ ახალი ომბუდსმენი. დავით უსუფაშვილი - რთული წარმოსადგენი იყო, რომ პარლამენტი მოახერხებდა კონსტიტუციის კიდევ უფრო დაკნინებას.

      ინტერნეტ რეგულაციები - დიმიტრი ხუნდაძე - არსებობს ონლაინ თამაშები, სადაც არის ძალადობა, სიძულვილი და ხშირად სიკვდილამდე მიყავს ადამიანი - კოდიფიცირებული უნდა იყოს ხიფათის შემცველი ინფორმაციები. კომუნიკაციების ომბუდსმენი - გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან.

      უცნობის საქმე - „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი - „სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებები სრულიად აბსურდულია. ნოდარ ხადური - კონკურენციის სააგენტო „სიტროენ ჯორჯიასგან“ დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს. „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი - 10 თვეა რაც ბაზარზე გამოვჩნდით, ამ 10 თვეში კიდეც გაგვაჩერეს და კიდეც დაგვხურეს

      საქართველო მსოფლიოში - დავით დონდუამ ჟენევაში დიპლომატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკების მიმდინარეობასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.

      კანონით რეგულირებული მაუწყებლობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება და კორუფციის რისკს ზრდის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკა გაუმჭვირვალეა. ირაკლი კობახიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი რეიტინგი.

      დედაქალაქის მერია და საკრებული და სიახლეების მის გარშემო - გოკა გაბაშვილი - კალაძე არ დაესწრება ბიუჯეტის განხილვას საკრებულოში - მხოლოდ პიარი და ნაძვის ხის სლოგანებით მორთვა, კარგს ვერაფერს მოუტანს მას. ირაკლი ნადირაძე - იმედს ვიტოვებთ, რომ კალაძე არ დაემალება საკუთარ უმრავლესობას, თბილისელებს, ოპოზიციას და საკრებულოში მოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საახალწლო ნაძვის ხესთან კახა კალაძის საარჩევნო ბანერის განთავსების გამო აუდიტის სამსახურს მიმართა. ირაკლი ზარქუა - რეგლამენტი საკრებულოში მერის მოსვლას არ ითვალისწინებს, ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია. ირაკლი ზარქუა - დღეს დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია ის პრიორიტეტები, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის უმრავლესობამ მისცა ხმა. კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა. კახა კალაძე - ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში. კახა კალაძე ოპოზიციას - გააკეთეთ საქმე ლაპარაკის ნაცვლად, წაადგება დედაქალაქს. საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა. კახა კალაძე - ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. კახა კალაძე ოპონენტებს - ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა, სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე პლაკატი - ”სოციალური - 1,13 ლარი, ჩინოვნიკი - 8 064 ლარი” გამოფინა. ირაკლი ხმალაძე - საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება. ვილნიუსის მერი - თბილისის მერს პრაქტიკულ რჩევას მივცემდი, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი საბავშვო ბაღი, კარგად მოწყობილი საჯარო ადგილები და გამართული სატრანსპორტო სისტემა. ირაკლი ხმალაძე - თბილისში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მლნ ლარი, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის კი - 66 მლნ დაიხარჯება. თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 3 მლნ ლარზე მეტით იზრდება. ბექა დავითულიანი - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილს - ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან. ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს - 8 ოპოზიციონერთან საუბარს გირჩევნიათ 8 ქურდს ესაუბროთ. გიორგი ტყემალაძე - თბილისს ყავს მერი, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტი 60 მილიონით გაზარდა. ბექა დავითულიანი - სიცოცხლით სავსე ქალაქი არა პარტიული სლოგანი, არამედ მოსახლეობის სურვილია. მარიკა დათუკიშვილი კახა კალაძეს - თქვენი ვალდებულება მხოლოდ „სელფაობა“ არ არის. თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. თამარ ტალიაშვილი - 2018 წელს თბილისის ხელოვნების სკოლებსა და მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გიორგი ტყემალაძე - თბილისის ყველა მეტროსადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება.

      შეიცვლბა საჯარო ინფორმაციის საჯაროობა - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცვლება. IDFI საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ერთი ღამის კონსტიტუცია?! - გიორგი კახიანი - ცვლილებები იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, ვიდრე ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული. სულხან სალაძე - ცვლილება, რასაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, მიუღებელია - კონსტუტუცია არ არის კანონი, რომელშიც შესწორებების შეტანა ერთ ღამეში შეიძლება. საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძე - საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც პერსონალურ მონაცემებს საფრთხე შეუქმნას. ქანთარია კობახიძეს - რამდენად მიუთითებს პროფესიონალიზმზე საკონსტიტუციო პროექტისთვის საჯარო ინფორმაციის საკითხზე ცვლილების ელვა-დეპეშასავით დაწევა?

      უნივერსიტეტი! - გიორგი მარგველაშვილი - როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოებრიობის აღდგენის ღვაწლზე, უდიდესი წვლილი მოდის სწორედ უნივერსიტეტზე. გიორგი კვირიკაშვილი - უნივერსიტეტი ყველაზე რთულ მომენტებში ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი. მეუფე შიო - თამამად შეიძლება ითქვას, რომ თსუ იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერა. ნოდარ ხადური - ჩვენ კიდევ უფრო მოთხოვნადი და ცნობადი უნდა გავხადოთ უნივერსიტეტი. ლექსიკა დახვეწეთ პროფესორებო! - სახალხო დამცველი პროფესორის მიერ გამოთქმული „ჰომოფობიური მოსაზრების გამო“ თსუ-ს წინადადებით მიმართავს.

      მომავალი ჩვენიას ამბებიდან - განათლების ახალი მინისტრის ინიციატივით, სკოლებში მასშტაბური სპორტული კამპანია იწყება.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკულ-რუსული ურთიერთობები ერთმანეთთან და ცალ-ცალკე მსოფლიოსთან - სარა სანდერსი - ტრამპმა პუტინს აშშ-ს ეკონომიკური მიღწევების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მოქმედება კიდევ 6 თვით გაახანგრძლივეს. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. სერგეი ლავროვი - მოსკოვი ვაშინგტონის არამეგობრულ ნაბიჯებს ტოლფასი პრინციპის საფუძველზე უპასუხებს.

      ორ ქვეყანაში გაჭრილი სააკაშვილი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.

      ვისი დედაქალაქია იერუსალიმი? - დონალდ ტუსკი - იერუსალიმის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების პოზიცია ურყევია. ისრაელის პოლიციის გამომძიებლებმა ბენიამინ ნეთანიაჰუ დაკითხეს. იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მოხდა.

      ევროკავშირი მიგრანტებზე ვერ შეთანხმა - ანგელა მერკელი - ევროკავშირის ქვეყნები საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან.

      ტრაგედია საფრანგეთში - საფრანგეთში მატარებელთან შეჯახების შედეგად სასკოლო ავტობუსი ორად გაიყო, დაიღუპნენ და დაშავდნენ ბავშვები. გიორგი კვირიკაშვილი ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედურის შემთხვევის გამო, ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 164

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

vako: დეკემბერი 17, 2017||3:00am

ოღონდ რაც მნიშვნელოვანია იმაზე არ ილაპარაკონ და უკვე თბილისის მორთვაზეც კი არ ზოგავენ ფულს :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:45pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…

გაგრძელება

ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში, კორონას მწვერვალი და საარჩევნო საქმე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters