გთავაზობთ დამწვარი სიტყვებით მომზადებულ, სიყვარულის მეტაფორებით შენიღბულ, პოეზიის მარტივ რეცეპტს

ინგრედიენტები:

  • მეტაფორა
  • ქალი
  • ძალადობა

უპირველესყოვლისა ავიღოთ ერთჯერადი ქალი, რომელიც სახლის პირობებში საკმაოდ ადვილი შესანახია და ძალიან იშვიათია საცხოვრებელი, სადაც ერთი ასეთი ქალი მაინც არ მოიპოვება. თუ მაინცდამაინც სასურველი ქალი გნებავთ შეგიძლიათ ესესხოთ მეზობელს, რადგან სიდედრისგან მისი ყიდვა დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს. თან არ გაქვთ გარანტია, რომ სახლში მისვლისას, როცა შეფუთვას შემოხსნით, ის ისეთივე იქნება როგორადაც შეძენის დროს გამოიყურებოდა ფატაში. რაც მთავარია, უხარისხობის შემთხვევაში უკან დაბრუნება სასტიკად აკრძალულია. (მერე ბავშვს თვალებში როგორღა უნდა შეხედოთ?). მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგულდაგულოდ გაასუფთავებთ ქალბატონს, უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი სინაზე, ერთი ჭიქა სილამაზე, 2 კილოგრამი მეხსიერება და ყოვილევე ეს მოათავსოთ ორთქლის აბაზანაში, აუცილებლად დუმილის პირობებში.

ვიდრე ქალის სითბო პიკს მიაღწევდეს, ჩართეთ მიქსერი და ფერის დაკარგვამდე ათქვიფეთ მეტაფორები. დაუმატეთ რაც შეიძლება მეტი სტილისტიკური ხერხი. პოეტური შესაძლებლობები გემოვნებით, ანალოგიები და სიტყვათა გადატანითი მნიშვნელობები შეძლებისადგვარად, რაც მოგეპოვებათ. მიღებული მასა ჩაასხით ბგერებისა და ასოების ფურთხწასმულ ფორმებში. დადგით ნელ ცეცხლზე და გამოაცხვეთ. რაც მეტად მრავალფეროვანი იქნება ეს ფორმები, მით მეტად გემრიელი იქნება სათქმელიც. ამიტომ მოუმატეთ მეტაფორას 100 გრადუსით.

მას შემდეგ, რაც გამომცხვარ სიტყვებს ქალის გამლღვალი სხეულისაგან დამზადებულ, შედედებულ ჟელატინს წაუსვამთ კიდეეებზე და ზედაპირზე ჩურჩულის ნატეხებსაც მოაყრით, აიღეთ რამდენიმე ცალი უხამსი ფრაზა, წვრილად დაჭრილი მამაკაცური დაუკმაყოფილებლობა და მოთუშეთ ვნებიან ტაფაზე.

ფიქტიური სიყვარულის მასკულინური კერძი დეგუსტაციისთვის მზად არის.

თ.ჭ.

ნახვა: 157

ტეგები: antiadamiani, blog, qwelly, qwellyblog, qwellypost, tamar chyoidze, tamuna chyoidze, ანტიადამიანი, ანტიადამიანის ბლოგი, ბლოგი, მეტი...დღიური, თამარ ჭყოიძე, თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძის ბლოგი, ქველი, ქველიბლოგი, ჩანაწერი

Tamila Moshiashvili: ივნისი 26, 2014||12:38am

კულინარიული რეცეპტების წიგნში უნდა შევინახო :) 

თამუნა ჭყოიძე: ივნისი 26, 2014||1:06am
:D
თა _ მო: ივნისი 26, 2014||1:36am

Tamila უნდა გამოიყენო? :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფიცარ-ფიქსელის არტი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 8, 2019.
საათი: 11:47pm 0 კომენტარი

      ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ მძიმე 90-იანებში, ერთგვარი ხელოვნება იყო დაწრილი შეშის ისე დასაწყობება, რომ რაც შეიძლება ბევრი დატეულიყო, ქალაქის-სოფლის იერსახე არ დაგემახინჯებინა და რაც…

გაგრძელება

ნაძვის ხის დეკორაცია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2019.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა…

გაგრძელება

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 1 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters