molodini | realoba | მოლოდინი და რეალობა | ბლოგი | სტატია

   არსებობს ერთი შეხედულება, რომელსაც დღეს წამდაუწუმ გაიგონებთ - თეატრების კულისებში ეს არის პიესა. ამ აზრს უნდა  ყურადღება სამართლიანადაც მივაქციოთ, რამეთუ პიესა შეიძლება დაიწეროს ყველგან, თეატრშიაც და შინაც. ოღონდ გააჩნია, ვინ წერს. ცხადია, არაფერი განსაკუთრებული აღმოჩენა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თეატრშიაც დაწერილა ბევრი პიესა, რომელთაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ და სახლშიაც. მომხდარა პირიქითაც: თეატრშიაც შექმნილა მნიშვნელოვანი დრამატურგიული ნაწარმოები და უთეატროდაც მწერლის მაგიდაზე. ასე, რომ მთავარია მწერლის ნიჭიერება. ოღონდ ეს კია ანგარიშგასაწევი: თუ პროზაიკოსისა და პოეტისათვის ძირითადად ეს ნიჭიერება ადამიანის სულისა და სიტყვის საიდუმლოს წვდომას გულისხმობს, დრამატურგისათვის მესამეც ემატება თეატრის საიდუმლო.

   ...როცა უზენაესი ამ საიდუმლოს წვდომის უნარით გაგაჩენს, უკვე სულერთია სად წერ - თეატრში თუ საკუთარ ბინაში. თუ ასეა, რატომღა გვაშინებს ზემორე მოხსენებული შეხედულება? აქ გასათვალისწინებელი ის გახლავთ, რომ თეატრი, შემოქმედებასთან ერთად, არის ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობაც. ამიტომ, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როცა პრაქტიკულ საქმიანობას მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე შემოქმედებას. სწორედ ამ დროს დებულება პიესა იწერება თეატრში - ფრიად მავნე როლს ასრულებს. გზას უხსნის თეატრის თვითნებობას დრამატურგიის საწინააღმდეგოდ. ამ თვითნებობამ დრამატურგია გადააქცია თეატრისათვის ნედლეულის მომწოდებელ ხელობად. ამგვარი დამოკიდებულება იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ სოსო სიგუას უცნაური რამ ათქმევინა: „რაც შეეხება დრამატურგიას - მე მგონია, იგი არის არა ლიტერატურის დარგი, არამედ თეატრალური ხელოვნების ნაწილი.

   ...მან მეტამორფოზა განიცადა და სრულიად ახალი ელფერი შეიძინა. ამიტომაა, რომ პიესა აღარ გვიზიდავს, მაგრამ სპექტაკლს ინტერესით ვუყურებთ“ . ასე გულგრილად გამოვუტანეთ განაჩენი მწერლობის უმშვენიერესსა და ურთულეს დარგს (სხვა რა გზა გვაქვს უნდა დავუფასოთ ნაშრომი (შემოქმედება)). ზოგიერთი უნიჭო პიესმახერის ნაცოდვილარი მეტამორფოზად მივიჩნიეთ. ამის საფუძველზე დრამატურგიას სიტყვაკაზმული ლიტერატურიდან მივერეკებით. იმას კი აღარ ვფიქრობთ, რომ ამით, ერთი მხრივ, მწერლობას ვაღატაკებთ, ხოლო, მეორე მხრივ, თეატრს მხოლოდ და მხოლოდ თავშესაქცევის ფუნქციას ვუტოვებთ. უდრამატურგიოდ თეატრს აზროვნების უნარს წავართმევთ...

ნახვა: 545

ტეგები: blog, post, qwelly, ბლოგი, თეატრი, მოლოდინი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters