რა კარგი იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი

ზუგრზე ამობურცული კუზივით მეყვარებოდი -

რომ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი ჩემი სხეულის

განუყოფელი ნაწილია და მსიმოვნებს,

რომ ჩემია და ჩემშია, როგორც ფურთხის წელვადი გუნდა.

რა იქნებოდა აქლემი რომ ვყოფილიყავი?

კუზში დავიგროვებდი მთელი წლის სამყოფ

დარდსა და წყენას და ყოველდღე გაგიღიმებდი.

ვერავინ მაიძულებდა მელაპარაკა და ნაცოხარი ამომეღო

მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა

ტუკებივით დაპრესილი სიტყვების გადმოფუთხება.

გადმოვაფურთხებდი და ჩემი სათქმელიც ეს იქნებოდა -

პირველი თოვლივით ფაფუკი ფურთხის უზარმაზარი გუნდა.

27.10.14

ნახვა: 2717

ტეგები: Qwelly, ანტიადამიანი, აქლემი, ბლოგი, ლექსი, ჭყოიძე

თა _ მო: ოქტომბერი 30, 2014||11:22pm

აქლემი ვარ და არ ვიცი თუ რაშია საქმე? :D

"კუზში დავიგროვებდი მთელი წლის სამყოფ

დარდსა და წყენას და ყოველდღე გაგიღიმებდი"

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters