კალაძის ინტერვიუ, კოალიცია ქუცნა, დაცული აფხაზური ენა, მილიონები ხაზინაში, გარდაცვლილი მაღაროელი და დამოუკიდებლობის მოზეიმე კატალონია

      ოქტომბრის ბოლო პარასკევი საკმაოდ ნეგატიურად დასრულდა - შახტაში კიდევ ერთი მაღაროელი გარდაიცვალა. სხვა ამბები უკავშირდება, აწ უკვე მომავალ მერს კახი კალაძეს, კოალიცია ქუცნას და რამდენიმე სიახლეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარედან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ოქტომბერი, 2017/

      არაბიუროკრატიული მერია და კალაძის სხვა განცხადებები - კახა კალაძე - მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს. კახა კალაძე - არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა ჩემი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე. კახა კალაძე - მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ. კახა კალაძე - ბევრი ახალი ადამიანი მოვა, თუმცა ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება. კახა კალაძე - შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული. კახა კალაძე - წინასაარჩევნოდ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები ახდენდნენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, თუმცა არ გამოუვიდათ. კახა კალაძე ადასტურებს, რომ მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე მის გუნდში იქნებიან. კახა კალაძე გარევაჭრობაზე - ადამიანებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც შესაძლებელი იქნება არ ისხდნენ შუა ქუჩაში. კახა კალაძე - 500 მილიონი და ოთხი წელი თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას არ ეყოფა. კახა კალაძე - ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მოხდება, დაგეგმილი გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილატაციაც. კახა კალაძე - მე და ჩემ გუნდს გვჯეროდა, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდებოდა. კახა კალაძე - თბილისის მოსახლეობამ გადაწყვიტა თანმიმდევრობა კანდიდატების, თუ ვინ როგორ უნდა გადანაწილებულიყო. კახა კალაძე ღამის თბილისის განვითარებას აპირებს. კახა კალაძე - ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათო ნარმანიას და არც მის კადრებს. კახა კალაძე - რიყეზე მდებარე ამფითეატრის იმ მდგომარეობაში არსებობა, რაშიც ახლაა, შეუძლებელია.

      მომავლის მერია და წინა მერი - დავით ნარმანია - მერიაში, ალბათ, რაღაცას სტრუქტურულად სხვანაირად გადავალაგებდი. დავით ნარმანია - მერიაში საკადრო შემცირებები ნაკლებად არის საჭირო. დავით ნარმანია მის უუნარობაზე ოპოზიციის კრიტიკას „გაკეთებული საქმეების ჩამონათვალით“ პასუხობს. დავით ნარმანია - პრემია რომ ამეღო სამი წლის განმავლობაში საყვირალი იქნებოდა, ამიტომაც არ ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნოდა.

      არჩევნების წინსვლა - გიორგი კვირიკაშვილი - ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო დემოკრატიული. დავით უსუფაშვილი - ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა.

      პრეზიდენის 25 ოქტობრის განცხადებებზე (იხილეთ აქ) პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი არის ჩიხში და ბუნებრივია, ჩიხიდან აკეთებ არაადეკვატურ განცხადებებს. კახა კოჟორიძე - კარგია, რომ უმრავლესობა უსმენს პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს.

      საქართველო ევროპისკენ არ შეჩერდება - იანოშ ჰერმანი - არ მოველით, საქართველოს აღმოჩენას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან.

      კოალიცია ქუცნა - თამაზ მეჭიაური - ეს არის კოალიცია „ქუცნა„, არ მგონია, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ხელისუფლება იყოს ჩართული. ლელა ქიტესაშვილი - ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში. თამაზ მეჭიაური - ქუცნაშვილის თაღლითობის რამდენიმე გეგმა გავლილია, ზღაპრებში ხან სავარცხელს რომ გადააგდებ და ხან სარკეს, ბოლოს გადმოაგდო ის არასამთავრობო. დავით უსუფაშვილი - ვერ ვიხსენებ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა კაბინეტში შემომიტანა მეჭიაურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის ქაღალდი. სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ლელა ქიტესაშვილი - ვისურვებდი თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და თამაზ მეჭიაურმა შეძლოს იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი, რაც არის - არის. თამაზ მეჭიაური - ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი იწყება. თამაზ მეჭიაური თიანეთის მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

      გაფრენილი მილიონების დაბრუნება - Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა.

      დღეს იაკობ გოგებაშვილის იუბილეა - თსუ-ში დღეს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

      ახალი დესპანები საქართველოდან - საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა.

      არ ვაღიარებთ კატალონიას, არ აღიარებენ ოსეთს - ესპანეთი - „სამხრეთ ოსეთს“, როგორც დე ფაქტო ერთეულს, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში.

      ორი მილიონი ხაზინაში - ბორჯომში ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე ამ დროისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული. ბორჯომს არ ეხება, მაგრამ ფულს და ხაზინას კი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს, გრანტის სახით, 1 650 000 ევროს გამოუყოფს.

      არჩევნების რყევები და წონასწორობა - აკაკი ცომაია - არჩევნები მოკლევადიან ეკონომიკურ რყევებს ახდენს, ახალი წინასწორობა დგინდება, მათ შორის ლარის კურსზეც.

      ხუდონჰესის მსურველები არ ჩანან - ილია ელოშვილი - "ხუდონჰესის" პროექტზე კვლევა მიმდინარეობს, ჩვენ კიდევ ერთი ინვესტორისგან ველოდებით წინადადებას.

      აფხაზური ენის საკითხი - საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. გიორგი მარგველაშვილი - მინდა, აფხაზმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს. თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა. აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.

      რჩევა ან დავალება შსს მინისტრს - კოტე იოსელიანი - შს მინისტრი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში, ყველა მწვავე შეკითხვას პასუხი გასცეს, ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს. გიორგი კანდელაკი - პარლამენტში მოსვლა შს მინისტრის ვალდებულებაა.

      გამოცდა გმირთა მოედანზე - მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა გმირთა მოედანსა და ღვინის აღმართზე ჩატარდება.

      გარდაცვალება შახტაში - ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ მეშახტეს ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა. ტყიბულში, უბედური შემთხვევის შედეგად მეშახტის გარდაცვალების გამო, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

საზღვარგარეთულები:

      ტვიტერი რუსეთის წინააღმდეგ - „ტვიტერი” „Russia Today”-სა და „Sputnik”-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს.

      ძველი დეტექტივიდან - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - პრეზიდენტ კენედის მკვლელობამდე ორი თვით ადრე მისი მკვლელი КГБ-ს აგენტს შეხვდა. სხვა ნიუსებიც ამერიკიდან - ჯეიმს მეტისი ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონას ეწვია. რექს ტილერსონმა რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების სია დაამტკიცა, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები შემოიღონ.

      სურვილის პასუხად - დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობისთვის იმდენად, რამდენადაც მოსკოვთან თანამშრომლობა ვაშინგტონს სურს.

      დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კატალონია - ესპანეთის სენატმა დღეს კატალონიის კრიზისის გადაჭრის საკითხი განიხილა. კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაციას მხარი დაუჭირა. მარიანო რახოი - ყველა ესპანელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, კატალონიაში კანონიერება აღდგება. ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა. გიორგი მარგველაშვილი - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბარსელონაში ათასობით მოქალაქემ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის მიღება იზეიმა. ესპანეთის გენპროკურატურა კატალონიის მთავრობისა და დეპუტატების წინააღმდეგ ამბოხების ბრალდებით სასამართლოში სარჩელს ორშაბათს შეიტანს. ევროკავშირი და აშშ კატალონიის დამოუკიდებლობას არ ცნობენ. ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა.

      უკრაინის კრიზისი და მსოფლიო - იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე კრიზისი ევროპაში უსაფრთხოებასა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებს ართულებს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განმეორებითი განცხადება პირადად შეიტანა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. ვიქტორ იუშჩენკომ შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 146

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters