ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გახლავთ. იმავდროულად, ის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზიც არის, რაც X|| საუკუნეში დაიწყო. კონფესიათა წარმომადგენლები ტაძარში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ისინი ყოველ ღამით შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ცხარედ კამათობდნენ. 1852 წელს 6-მა კონფესიამ - მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სირიელები, სომხები, კოპტები და ეთიოპიელები - თურქეთის სულთნის გავლენით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, მათ ტაძრის თითოეული სანტიმეტრი გადაინაწილეს.

ქრისტეს საფლავის ტაძრის მრევლი 100 ათასამდე ადამიანს ითვლის, მათი უმრავლესობა არაბები არიან, თუმცა ყველაზე დიდი გავლენით ბერძნები სარგებლობენ. წმინდა მიწაზე ქრისტიანობის უმთავრესი დამცველები სწორედ ისინი იყვნენ, რაც უფრო მათი დიპლომატიური ნიჭის დამსახურებაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქს ახლო ურთიერთობები ჰქონდა სულთნის კართან, ამიტომ ბერძნები იერუსალიმში მეტად დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობა ქალაქის ქრისტიანულ კონფესიათა შორის მხოლოდ მართლმადიდებლებს აღიარებდა. შედეგად, იერუსალიმის წმინდა ადგილების უმრავლესობას ბერძნები აკონტროლებდნენ. კათოლიკურმა დასავლეთმა ჯვაროსნული ომების შემდეგ დაკარგული ავტორიტეტი არცთუ დიდი ხნის წინ დაიბრუნა. დღესდღეობით ყველა კონფესია 1852 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.

ჯვაროსანთა "გმირობების" გამო კათოლიკეებს წმინდა მიწაზე საუკუნეების განმავლობაში არ უშვებდნენ. კათოლიკური ეკლესიის პოზიციების გამყარება X||||-|X საუკუნეებში დაიწყო, როდესაც იერუსალიმში ფრანცისკანელთა ორდენი დამკვიდრდა. X|X საუკუნეში სხვადასხვა პროტესტანტულმა ორგანიზაციებმა იერუსალიმში მისიონერული საქმიანობა დაიწყეს. შედარებით დიდ წარმატებას ინგლისელმა პროტესტანტებმა მიაღწიეს. მისიონერული საქმიანობა მუსლიმანთა შორის სიკვდილით ისჯებოდა, ამიტომ ინგლისელებმა მთავარი აქცენტი ებრაელებზე გააკეთეს, თუმცა რამე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია.

ტაძრის მშენებლობის ისტორია || საუკუნეში იწყება. რომის იმპერატორმა ადრიანემ (119-138) გოლგოთაზე ვენერას, ხოლო ქრისტეს დასაფლავების ადგილზე იუპიტერის ტაძრების აშენება ბრძანა. შესაბამის ადგილებზე რომაელი ღმერთების ქანდაკებები დაიდგა, თუმცა მშენებლობა ბოლომდე არც დასრულებულა. 326 წელს იმპერატორ კონსტანტინე |-ის დედამ ელენემ აქ ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 335 წელს დასრულდა. 614 წელს ტაძარი სპარსელებმა დაარბიეს, 15 წლის შემდეგ ის აღადგინეს. მსგავსი ისტორია არაერთხელ განმეორდა.

1009 წელს არაბი ხალიფას ალ ჰაქიმის ბრძანებით არაბთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ქრისტიანული ეკლესიები მთლიანად განადგურდა, მათ შორის აღდგომის ტაძარიც. 1036 წელს მუსლიმებმა ბიზანტიის იმპერატორს მიხეილ ||-ს ტაძრის აღდგენის უფლება მისცეს. მომდევნო იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა ქრისტეს საფლავის ზემოთ მდებარე როტონდა შეცვალა და ტაძარს გალერეა და აღმოსავლეთის აბსიდი დაუმატა. 1099 წელს იერუსალიმი ჯვაროსნებმა დაიკავეს. მათ ტაძარი არ მოეწონათ და მისი გადაკეთება დაიწყეს. ახალი ტაძარი 1149 წელს აკურთხეს. მას შემდეგ ტაძარი კიდევ რამდენჯერმე დაზიანდა, მაგრამ ჯვაროსნების მიერ მინიჭებული გოთური სტილი დღემდე შეინარჩუნა.

თუმცა კათოლიკური სახურავის ქვეშ მართლმადიდებლური გავლენა იგრძნობა. მართლმადიდებელთა ტაძარში ყოფნის კვალი შესასვლელშივე გვხვდება. ტაძრის შესასვლელში ორი თაღია. ერთი ქვით არის ამოვსებული, მეორეში კი ხის დიდი კარიბჭეა განთავსებული. ხის კარიბჭიდან მარცხნივ სამი სვეტია აღმართული, რომლებიც თაღს ამაგრებენ. ერთი მათგანი ძირში არის გახლეჩილი. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე საუკუნის წინ, მართლმადიდებლებს სააღდგომო მსახურების ჩატარებაზე უარი უთხრეს, რომლის დროსაც ზეციდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. სომხები ქრისტეს სამარხთან (კუვულკია) ღვთიური ცეცხლის გადმოსვლას ამაოდ ელოდნენ. ცეცხლოვანი ალი სვეტს დაეცა და ის გახეთქა, ხოლო ბერძენმა პატრიარქმა ღვთიური ცეცხლი სააღდგომო სანთელზე გადაიტანა.

ტაძრის შენობის შესასვლელში მირონცხების ქვა დევს, რომელიც მოგრძო მარმარილოს მონოლითს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ქვაზე დაასვენეს იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. მომდევნო განყოფილება მრგვალი ოთახი - როტონდა - გახლავთ. ცენტრში ვარდისფერი მარმარილოსაგან დამზადებული სამრეკლო დგას. კედლებში ორი ჭრილია, ღვთიური ცეცხლის გადასაწოდებლად. ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირებამ აქაც იჩინა თავი: ჩრდილოეთ ჭრილი მართლმადიდებლებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო სამხრეთი - სომხებისთვის. კათოლიკეები ღვთიური ცეცხლის სასწაულს არ აღიარებენ.

როტონდის მეორე ნაწილში ქრისტეს საფლავია. მისკენ დაბალი გასასვლელი მიემართება, ამიტომ ადამიანს ნებსით თუ უნებლიეთ ქედის მოხრა უწევს. სამარხი მეტად ვიწროა, ამიტომ ბერძენი მცველი მხოლოდ ორ-სამ მლოცველს უშვებს. სამარხს კედელზე ოთხ რიგად დამაგრებული სანათები ანათებს. კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, მათი რაოდენობა დადგენილია და 1852 წელს ქრისტიანულ კონფესიათა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არის შეტანილი. 13 კათოლიკეებს ეკუთვნით, 13 სომხებს, ამდენივე მართლმადიდებლებს.

სწორედ აქ, აღდგომის წინა შაბათს, ნაშუადღევს ერთსა და იმავე დროს ღვთიური ცეცხლი გადმოდის. მისი მიღების პრეროგატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს აქვთ. დადგენილი ტრადიციის მიხედვით, ყოველგვარი "ჩაწყობისაგან" თავის ასარიდებლად, პარასკევ ღამით ტაძარში სინათლეს აქრობენ, როტონდას ჩხრეკენ და კარს ლუქავენ. შაბათს იერუსალიმის პატრიარქს ტანსაცმელს უსინჯავენ, რათა მან რამე ასანთები მოწყობილობა არ შეიტანოს. ამის შემდეგ კარს ლუქს ხსნიან და პატრიარქი ქრისტეს საფლავის სამრეკლოში შედის. მცირე დროის შემდეგ, მხურვალე ლოცვის შედეგად ზეციდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. პატრიარქი ღვთიური ცეცხლით სანთლების შეკვრას ანთებს (თითოეულ შეკვრაში 33 სანთელია) და ტაძარში მყოფთ გადასცემს. რამდენიმე წუთის შემდეგ იერუსალიმის ქუჩები ღვთიური ცეცხლით ანთებული სანთლებით ნათდება.

მირონცხების ქვის მარჯვნივ, ორი კიბე გოლგოთაზე ადის. გადმოცემის თანახმად, აქ მდებარეობს ადგილი, რომელზედაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. იატაკზე მოთავსებულ ვერცხლისფერ დისკს მრგვალი ჭრილი აქვს - ის აღნიშნავს ადგილს, სადაც ჯვარი იყო დასმული. მის გვერდზე ორი შავი წრით აღნიშნულია ქრისტესთან ერთად დასჯილი ავაზაკების ჯვარცმის ადგილი. აქვეა მგლოვიარე ღვთისმშობელი ხატი, რომელიც დროდადრო ტირის. გოლგოთის ქვემოთ კიდევ ერთი სამრეკლოა. მის იატაკში ნაპრალია - ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგი. ქრისტიანები ნაპრალის სიგანეს ყოველწლიურად ზომავენ. ამ მაჩვენებლის ზრდა აპოკალიპსისის მოახლოების ნიშანი გახლავთ.

უკვე ცხრა საუკუნეა, ქრისტეს საფლავის ტაძარი ქრისტიანთა მთავარ სამლოცველოს წარმოადგენს. აღდგომის დღესასწაულზე მის გარშემო ასიათასობით მლოცველი იკრიბება. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში არ წყდება დაპირისპირება სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა შორის. ხშირად მათი ურთიერთობები მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიით არ შემოიფარგლება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, იერუსალიმის აღდგომის ტაძარი - ქრისტიანობის უწმინდესი ადგილი - თვით ქრისტიანობაში არსებული დაპირისპირების სიმბოლოც არის ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გახლავთ. იმავდროულად, ის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზიც არის, რაც X|| საუკუნეში დაიწყო. კონფესიათა წარმომადგენლები ტაძარში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ისინი ყოველ ღამით შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ცხარედ კამათობდნენ. 1852 წელს 6-მა კონფესიამ - მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სირიელები, სომხები, კოპტები და ეთიოპიელები - თურქეთის სულთნის გავლენით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, მათ ტაძრის თითოეული სანტიმეტრი გადაინაწილეს.ქრისტეს საფლავის ტაძრის მრევლი 100 ათასამდე ადამიანს ითვლის, მათი უმრავლესობა არაბები არიან, თუმცა ყველაზე დიდი გავლენით ბერძნები სარგებლობენ. წმინდა მიწაზე ქრისტიანობის უმთავრესი დამცველები სწორედ ისინი იყვნენ, რაც უფრო მათი დიპლომატიური ნიჭის დამსახურებაა. კონსტანტინოპოლის პატრიარქს ახლო ურთიერთობები ჰქონდა სულთნის კართან, ამიტომ ბერძნები იერუსალიმში მეტად დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობა ქალაქის ქრისტიანულ კონფესიათა შორის მხოლოდ მართლმადიდებლებს აღიარებდა. შედეგად, იერუსალიმის წმინდა ადგილების უმრავლესობას ბერძნები აკონტროლებდნენ. კათოლიკურმა დასავლეთმა ჯვაროსნული ომების შემდეგ დაკარგული ავტორიტეტი არცთუ დიდი ხნის წინ დაიბრუნა. დღესდღეობით ყველა კონფესია 1852 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.ჯვაროსანთა "გმირობების" გამო კათოლიკეებს წმინდა მიწაზე საუკუნეების განმავლობაში არ უშვებდნენ. კათოლიკური ეკლესიის პოზიციების გამყარება X||||-|X საუკუნეებში დაიწყო, როდესაც იერუსალიმში ფრანცისკანელთა ორდენი დამკვიდრდა. X|X საუკუნეში სხვადასხვა პროტესტანტულმა ორგანიზაციებმა იერუსალიმში მისიონერული საქმიანობა დაიწყეს. შედარებით დიდ წარმატებას ინგლისელმა პროტესტანტებმა მიაღწიეს. მისიონერული საქმიანობა მუსლიმანთა შორის სიკვდილით ისჯებოდა, ამიტომ ინგლისელებმა მთავარი აქცენტი ებრაელებზე გააკეთეს, თუმცა რამე მნიშვნელოვანი შედეგი ამას არ მოჰყოლია.ტაძრის მშენებლობის ისტორია || საუკუნეში იწყება. რომის იმპერატორმა ადრიანემ (119-138) გოლგოთაზე ვენერას, ხოლო ქრისტეს დასაფლავების ადგილზე იუპიტერის ტაძრების აშენება ბრძანა. შესაბამის ადგილებზე რომაელი ღმერთების ქანდაკებები დაიდგა, თუმცა მშენებლობა ბოლომდე არც დასრულებულა. 326 წელს იმპერატორ კონსტანტინე |-ის დედამ ელენემ აქ ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 335 წელს დასრულდა. 614 წელს ტაძარი სპარსელებმა დაარბიეს, 15 წლის შემდეგ ის აღადგინეს. მსგავსი ისტორია არაერთხელ განმეორდა.1009 წელს არაბი ხალიფას ალ ჰაქიმის ბრძანებით არაბთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ქრისტიანული ეკლესიები მთლიანად განადგურდა, მათ შორის აღდგომის ტაძარიც. 1036 წელს მუსლიმებმა ბიზანტიის იმპერატორს მიხეილ ||-ს ტაძრის აღდგენის უფლება მისცეს. მომდევნო იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა ქრისტეს საფლავის ზემოთ მდებარე როტონდა შეცვალა და ტაძარს გალერეა და აღმოსავლეთის აბსიდი დაუმატა. 1099 წელს იერუსალიმი ჯვაროსნებმა დაიკავეს. მათ ტაძარი არ მოეწონათ და მისი გადაკეთება დაიწყეს. ახალი ტაძარი 1149 წელს აკურთხეს. მას შემდეგ ტაძარი კიდევ რამდენჯერმე დაზიანდა, მაგრამ ჯვაროსნების მიერ მინიჭებული გოთური სტილი დღემდე შეინარჩუნა.თუმცა კათოლიკური სახურავის ქვეშ მართლმადიდებლური გავლენა იგრძნობა. მართლმადიდებელთა ტაძარში ყოფნის კვალი შესასვლელშივე გვხვდება. ტაძრის შესასვლელში ორი თაღია. ერთი ქვით არის ამოვსებული, მეორეში კი ხის დიდი კარიბჭეა განთავსებული. ხის კარიბჭიდან მარცხნივ სამი სვეტია აღმართული, რომლებიც თაღს ამაგრებენ. ერთი მათგანი ძირში არის გახლეჩილი. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე საუკუნის წინ, მართლმადიდებლებს სააღდგომო მსახურების ჩატარებაზე უარი უთხრეს, რომლის დროსაც ზეციდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. სომხები ქრისტეს სამარხთან (კუვულკია) ღვთიური ცეცხლის გადმოსვლას ამაოდ ელოდნენ. ცეცხლოვანი ალი სვეტს დაეცა და ის გახეთქა, ხოლო ბერძენმა პატრიარქმა ღვთიური ცეცხლი სააღდგომო სანთელზე გადაიტანა.ტაძრის შენობის შესასვლელში მირონცხების ქვა დევს, რომელიც მოგრძო მარმარილოს მონოლითს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ქვაზე დაასვენეს იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ. მომდევნო განყოფილება მრგვალი ოთახი - როტონდა - გახლავთ. ცენტრში ვარდისფერი მარმარილოსაგან დამზადებული სამრეკლო დგას. კედლებში ორი ჭრილია, ღვთიური ცეცხლის გადასაწოდებლად. ქრისტიანულ კონფესიათა დაპირისპირებამ აქაც იჩინა თავი: ჩრდილოეთ ჭრილი მართლმადიდებლებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო სამხრეთი - სომხებისთვის. კათოლიკეები ღვთიური ცეცხლის სასწაულს არ აღიარებენ.როტონდის მეორე ნაწილში ქრისტეს საფლავია. მისკენ დაბალი გასასვლელი მიემართება, ამიტომ ადამიანს ნებსით თუ უნებლიეთ ქედის მოხრა უწევს. სამარხი მეტად ვიწროა, ამიტომ ბერძენი მცველი მხოლოდ ორ-სამ მლოცველს უშვებს. სამარხს კედელზე ოთხ რიგად დამაგრებული სანათები ანათებს. კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, მათი რაოდენობა დადგენილია და 1852 წელს ქრისტიანულ კონფესიათა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არის შეტანილი. 13 კათოლიკეებს ეკუთვნით, 13 სომხებს, ამდენივე მართლმადიდებლებს.სწორედ აქ, აღდგომის წინა შაბათს, ნაშუადღევს ერთსა და იმავე დროს ღვთიური ცეცხლი გადმოდის. მისი მიღების პრეროგატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს აქვთ. დადგენილი ტრადიციის მიხედვით, ყოველგვარი "ჩაწყობისაგან" თავის ასარიდებლად, პარასკევ ღამით ტაძარში სინათლეს აქრობენ, როტონდას ჩხრეკენ და კარს ლუქავენ. შაბათს იერუსალიმის პატრიარქს ტანსაცმელს უსინჯავენ, რათა მან რამე ასანთები მოწყობილობა არ შეიტანოს. ამის შემდეგ კარს ლუქს ხსნიან და პატრიარქი ქრისტეს საფლავის სამრეკლოში შედის. მცირე დროის შემდეგ, მხურვალე ლოცვის შედეგად ზეციდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. პატრიარქი ღვთიური ცეცხლით სანთლების შეკვრას ანთებს (თითოეულ შეკვრაში 33 სანთელია) და ტაძარში მყოფთ გადასცემს. რამდენიმე წუთის შემდეგ იერუსალიმის ქუჩები ღვთიური ცეცხლით ანთებული სანთლებით ნათდება.მირონცხების ქვის მარჯვნივ, ორი კიბე გოლგოთაზე ადის. გადმოცემის თანახმად, აქ მდებარეობს ადგილი, რომელზედაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. იატაკზე მოთავსებულ ვერცხლისფერ დისკს მრგვალი ჭრილი აქვს - ის აღნიშნავს ადგილს, სადაც ჯვარი იყო დასმული. მის გვერდზე ორი შავი წრით აღნიშნულია ქრისტესთან ერთად დასჯილი ავაზაკების ჯვარცმის ადგილი. აქვეა მგლოვიარე ღვთისმშობელი ხატი, რომელიც დროდადრო ტირის. გოლგოთის ქვემოთ კიდევ ერთი სამრეკლოა. მის იატაკში ნაპრალია - ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგი. ქრისტიანები ნაპრალის სიგანეს ყოველწლიურად ზომავენ. ამ მაჩვენებლის ზრდა აპოკალიპსისის მოახლოების ნიშანი გახლავთ.უკვე ცხრა საუკუნეა, ქრისტეს საფლავის ტაძარი ქრისტიანთა მთავარ სამლოცველოს წარმოადგენს. აღდგომის დღესასწაულზე მის გარშემო ასიათასობით მლოცველი იკრიბება. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში არ წყდება დაპირისპირება სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიათა შორის. ხშირად მათი ურთიერთობები მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიით არ შემოიფარგლება. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, იერუსალიმის აღდგომის ტაძარი - ქრისტიანობის უწმინდესი ადგილი - თვით ქრისტიანობაში არსებული დაპირისპირების სიმბოლოც არის.

ნახვა: 743

ტეგები: Qwelly, ბლოგი, იერუსალიმი, სააღდგომო, ტაძარი

George: აპრილი 29, 2012||4:30pm

Didi madloba, Mariam ! )  Tu bavshvebi kargad moiqcevian  Tadzris *3D* ganvaTavseb ! :))

George: აპრილი 14, 2013||8:16pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters