პოსტსაარჩევნო დღე და ფინალში გასული ვაშაძე და ზურაბიშვილი, მეორე ტური დეკემბრამდე

      სხვას არც არავინ ელოდა - მთელი დღე ჩაიარა არჩევნების შედეგების, შედეგებზე კომეტნარების, კომენტარებზე კამათის და ამ ყველაფერს გადაყოლებული ორშაბათით. საქმე ისაა, რომ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ნახევარფინალი გამოვიდა და წინ კიდევ ფინალია, ფინალი ორ კანდიდატს შორს - ერთიანი ოპოზიციის ვაშაძესა და დამოუკიდებელ ზურაბიშვილს შორის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 ოქტომბერი, 2018 /

      არჩევნების შედეგები 2018 - გადავავლოთ მთელი დღის ამბებს თვალი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ლევან ვარშალომიძე - მადლობა ყველას, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე და მომავალზე იფიქრა, „ძალა ერთობაშია". მაღალმთიან რეგიონებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. ანა დოლიძე - ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. თბილისში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო. გია ხუხაშვილი - “ქართულ ოცნებას“ ამარცხებს არა „ნაცმოძრაობა“, არამედ თვითონ მათი ამპარტავნობა და სიბრიყვე. მიხეილ ჯანელიძე - საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ პროცესები ორპარტიული სისტემისკენ მიდის. ცესკოს მიერ დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა - 38,63%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % მიიღო. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. „მრავალეროვანი საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას აკეთებს. ხათუნა ლაგაზიძე - თუ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს დააბრალა ყველაფერი და არა საკუთარ შეცდომებს, მაშინ „ქართული ოცნება“ მეორე ტურსაც წააგებს. გრიგოლ ვაშაძე - ღირსების არჩევნები შედგა - თხოვნა მაქვს, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ. ანრი ოხანაშვილი - „ნაცებო“! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში! მამუკა მდინარაძე - ჩვენი ხელისუფლების და მმართველი პარტიის ვალდებულებაა, კომუნიკაცია იყოს მეტი, რომ მოსახლეობამ იცოდეს ობიექტური სურათი. გია ვოლსკი - არ მგონია, რომ „ევროპული საქართველოს" ყველა ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს "ნაციონალურ მოძრაობას". სოფო კილაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე - ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც გუნდმა დაუშვა - ამის არც ხალხზე და არც „ნაცებზე“ გადაბრალება არ იქნება სწორი. „ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ახმეტის მე-18 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ირაკლი კობახიძე - მინდა მოგილოცოთ წარმატებული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. გიორგი ვაშაძე - კარგია, „ოცნებამ” გაიგო, რომ ქვეყანა გაჭირვებაშია, მაგრამ ისინი ამ წუთამდე ცდილობენ მონაცემებით მანიპულაციას. დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოდის, მეორე ტურისთვის ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შეიქმნას. ეკა ბესელია - მშვიდობაში მოახმაროთ ის წარსული, ვინც თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ისევ წარსულში დაბრუნდეს - ჩვენ წინ მივდივართ, უკან ვეღარ დავბრუნდებით. აკაკი ზოიძე - არის შავი და თეთრი, არის რეჟიმი, რომელმაც რაც არ უნდა მოსასხამი მოიცვას, მაინც ის რეჟიმია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უარი უთხრა. ელენე ხოშტარია - არც ერთ ხელისუფლებას არ გასდის ადამიანის ღირსებასთან შეხება - ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ არ შეიძლება გადაუარო სარალიძეს. რომან გოცირიძე უმრავლესობას - პარლამენტის ბიურო ფსიქო-თერაპიულ კაბინეტს დაემსგავსა - ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებთ, მაგრამ ისევ იმ ძველი რიტორიკის ტყვეობაში დარჩით. გიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებაზე - მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის. „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ გამორიცხავს. „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ გამორიცხავს.

      მტკვრის ნაპირი - მტკვარში ავტომანქანა გადავარდა.

      საკნის კარის გაღება - ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების მიზეზი გახდა.

საზღვარგარეთულები:

      დასასჯელი დამნაშავე - პენსილვანიის შტატის პროკურორები სინაგოგაში 11 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

      არჩევნები იყო ბრაზილიაშიც - ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ჟაირ ბოლსონარუმ გაიმარჯვა.

      მერკელის მზაობა - მედია - მერკელი მზადაა, დარჩეს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე და უარი თქვას საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენაზე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 76

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

Kakha: ოქტომბერი 30, 2018||6:57pm

მაინც სხვა რამეა, როცა ოპოზიცია გაერთიანდება, ლოგოდ ექნება ისრების ერთობლიობა, რომ მტერმა არ დააცალკევოს და სათითაოდ არ გადატეხოს, რა ბრძნული იდეა გასდევთ ბექგრაუნდად :D არა ცალცალკე არამედ ერთად 9 ისარი სახუმარო არ არის  :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters