თანამედროვე ისტორიიდან, მერია-საკრებულოს მომავალი, იუსტიცია, დაკავებული ადვოკატი და დაზოგილი პენსია

     უახლოესი წარსულიდან შვიდი ნოემბერი მოშიმშილეთა დარბევას, საღამოს მომიტინგეთა განდევნას და ცემა-ხოცვას, ხოლო კიდევ უფრო მოგვიანებით, მედიაზე თავდასხმასთან ასოცირდება, თუმცა ეს ყველაფერი უკვე 10 წლის წინანდელ ისტორიაში ხდებოდა. ამის შემდეგ, ბევრი რამ მოხდა და ბევრი რამ შეიცვალა. 

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 ნოემბერი, 2017/

      თბილისის მერიის მომავლიდან. დახმარება ოპონენტებს - კახა კალაძე მზად არის ოპონენტებს პროექტების განხორციელებაში დაეხმაროს. კახა კალაძე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს თხოვს, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება და მათი განათებით აღჭურვა დღესვე დაიწყოს. კახა კალაძე ახალგაზრდებს თხოვნით მიმართავს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვაში მონაწილეობა მიიღონ. მიწისქვეშა გადასასვლელებში შესაძლოა, ვიდეოკამერები დამონტაჟდეს. კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდას „საჭიროდ“ მიიჩნევს. კახა კალაძე - ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება - ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გიორგი ტყემალაძე - ჩვენ საკმაოდ ამბიციური პროგრამა გვაქვს.

      თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულო - მუკა ახვლედიანი - მე-5 მოწვევის საკრებულო დავით ნარმანიას და მისი მთავრობის უპირობო ნოტარიული კანტორა იყო. გიორგი ალიბეგაშვილი - მე-5 მოწვევის საკრებულო იყო ძალიან კონსტრუქციული, რომელიც ცდილობდა ოპოზიციასთან ეთანამშრომლა. თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.

      კითხვების დასმა, როგორც ძალადობის სახე ანუ სიახლეები იუსტიციის საბჭოდან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს შეკითხვის დასმის მცდელობა თუ შეიძლება, რომ ძალადობად ჩაითვალოს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ძალადობა. ნინო გვენეტაძე - მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. ვახტანგ მჭედლიშვილი - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარვადგენ. ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს სამწუხაროს უწოდებს.

      ჯანდაცვა და სამედიცინო სფერო - აკაკი ზოიძე - მედიკამენტების ხარისხი არასაკმარისად კონტროლდება. აკაკი ზოიძე - ერთ-ერთი კერძო ქსელის წმინდა მოგება 25%-დან 30%-მდე მერყეობს, რაც მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვისთვის ძალიან მაღალია.

      გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობა ხალხი მზად არის არჩევნებს 11 მლნ ლარზე მეტი შესწიროს - პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ოქტომბერში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღესპ. არტიების მიერ ორ თვეში ჯამურად განხორციელებულია 16 861 130 ლარის ხარჯი, აქედან 11 651 146 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო.

      საყდრისის თემის განახლება - "საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციით, საყდრისის მიდამოებში შესაძლოა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს.

      დამნაშვე ადვოკატი - ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. გიორგი ონიანის განაჩენის გამოცხადებას ახლობლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ნიკა მელია - გოგა ონიანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს მარტო იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ნიკა მელია - გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. მალხაზ ველიჯანაშვილი - გოგა ონიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობდა. სოფო კილაძე გოგა ონიანზე - ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს. პროკურორი - წარდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდა გიორგი ონიანის ბრალეულობას. “ნაცმოძრაობა” გოგა ონიანისთვის პატიმრობის შეფარდების გამო, პროტესტის ნიშნად საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. ლევან მდინარაძე (დიჯეი რემბო) გოგა ონიანის განაჩენზე - სამი წელია ყოველდღე ველოდებოდი ამ განაჩენს. ოთარ კახიძე - ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი და “ევროპული საქართველო” ყველაფერს გააკეთებს გოგა ონიანის გასათავისუფლებლად. ნიკა რურუას შეფასებით, გოგა ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენით მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. გიგი უგულავა - ონიანის დაკავება ყოვლად უტვინო გადაწყვეტილებაა, მელიას პრუტუნი კი დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი. ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი - არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, კაცია თუ არაკაცი უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა აღდგა. ეკა ბესელია - გოგა ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა, არ მგონია, რომ ვინმესთვის დამაჯერებელი იყოს. ოთარ კახიძე - იმედია, ნიკა მელიას აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას მისი კოლეგები არ იზიარებენ. მიხეილ სააკაშვილი - სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ზაალ უდუმაშვილი - გოგა ონიანი “ქართული ოცნების” მორიგი პოლიტპატიმარია. ბაჩო ახალაია - გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში.

      სპორტული ამბები: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

      დარღვევები გახსნილ ევროპაში - არჩილ ყარაულაშვილი - ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაეხსნა, დარღვევების სტატისტიკა დაახლოებით ჩვენნაირი ჰქონდა. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის პირობების სავარაუდო დამრღვევები უკან ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დააბრუნონ.

      ჯარიმების ბლოკიდან - მანქანის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

      ფაროსანას მასშტაბურობა - მინისტრის მოადგილე - საშიშროება, რომ ფაროსანა სხვა რეგიონშიც გავრცელდეს, არსებობს - როგორ შეიძლება შეზღუდვა დავუწესოთ, ცაში სად გაფრინდეს და სად არა

      შევიწროება - პარლამენტში წარდგენილი პეტიციის თანახმად, სექსუალური შევიწროება მათ შორის მოიცავს: უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას

      გარდაუვალი პენსია და ლარის მიმოქცევა - სოსო ფხაკაძე - თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და გვინდა გვქონდეს კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება. სოსო ფხაკაძე - კარგია, რომ ბოლო ორ დღეში ლარის გამყარების პროცესი დაიწყო. ვახტანგ ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ საპენსიო ფონდში დამსაქმებლის მხრიდან ყოველთვიური 2%-იანი შენატანი დასაქმებულის ხელფასის შემცირებაზე არ აისახება. ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსზე - ძირითადი მახასიათებლები საკმაოდ ოპტიმისტური განწყობის საშუალებას იძლევა. ფრანსუა პეშო - საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია რეგიონში. სახალხო დამცველმა პარლამენტს „პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

      უკრაინის ვიცე-პრემიერი თბილისში - ჩემი ვიზიტის მიზანი მიხეილ სააკაშვილი არ არის, ეს საკითხი ნაკლებად მაინტერესებს. უკრაინის ვიცე პრემიერი - საქართველოსთან ჩვენ გვაერთიანებს ძალიან ბევრი პრობლემა და პირველი არის რუსული აგრესია.

      7 ნოემბრის გახსენებებიდან - სოზარ სუბარი - ქართველმა ხალხმა სააკაშვილს და მის ბანდას 7 ნოემბერი არ აპატია და ამიტომაც გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეკა ბესელია - 7 ნოემბერი ისტორიას დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე.

      კეთილი ნების ელჩი აფხაზეთში - ემირ კუსტურიცა.

საზღვარგარეთულები:

      უკანონო საზღვრისკვეთა - მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ჟურნალისტები დააჯარიმეს. კიევში, პარლამენტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მეგის ქარდავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება. მიხეილ სააკაშვილი საღამოს „უკრაინის ხელისუფლების შეცვლის გეგმის“ გახმოვანებას აპირებს. მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დღეს კიევში „მილიონთა მარშს“ ჩაატარებს.

      ნაწილობრივ თავისუფალი ვიზები - თურქეთში აშშ-ის საელჩომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოხსნა

      იაპონიამ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 217

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters