სისხამ დილით, როცა ჯერ კიდევ ხელოვნური განათებით ბრწყინავდა ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, მე და ჩემი მამიდაშვილი სკოლაში წასასვლელად გამზადებულნი ქუჩაში გავედით...

      სიცივისგან გათოშილნი გაჩერებაზე ავტობუსს ველოდით... ქალაქში ახალი ჩასული ვიყავით, მაგრამ ეს ჩემი პირველი „სტუმრობა“ არ იყო ამ ქალაქში, თუმცა იმ განსხვავებით რომ ახლა სწორედ იმ ასაკში ვიყავი, როცა ცნობისმოყვარეობა იღვიძებს მოზარდის სულში, ამიტომ გაფაციცებით ვაკვირდებოდი ყველაფერს, რათა ამ ხალხსა და ქვეყანაზე გარკვეული შთაბეჭდილება შემქმნოდა. უნდობლობით ვიყავი განწყობილი თითოეული გამვლელის მიმართ და ზედმეტი ეჭვნეულობით ვუყურებდი ჩვენს „ისტორიულ მტრებს“. მეგონა მთელს რუსეთში ქსენოფბური დამოკიდებულება სუფევდა ჩვენი ხალხისადმი. მეგონა შუბლზე მეწერა ჩემი წარმომავლობა, რომლითაც ასე ვამაყობდი და რომლად ყოფნა თითქოსდა ასე საშიში იყო ამ ქვეყანაში. მეგონა ვინმე თუ შემომხედავდა მაშინვე „გაშიფრული“ ვიყავი, ეგ კი გარკვეულ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, რადგან არც ისე რთულია გაარჩიო ქართველი „მათ“-გან, ქართველები და ზოგადად კავკასიელები ხომ ვიზუალურად გარკვეული სპეციფიკურობით გამოვირჩევით.

      ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და ფანტაზიაც მიწყობდა ხელს ყველაფერი წარმოუდგენელიც კი დამეშვა გონებაში, ამიტომ ჩემს წარმოსახვაში შეუძლებელს არაფერი წარმოადგენდა. მაგალითად ახლა ხელში ჭოგრიტი მეჭირა, რომელსაც ადამიანების ვინაობის დადგენა შეეძლო, შესაბამისად მეც მევალებოდა ჯაშუშების გამოვლენა და შემდგომ ამ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა. სასაცილოა არა? კიდევ კარგი ამ ყველაფერს არავის ვუყვებოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მომაკლებდნენ „თეთრხალათიანებთან“ სეანსებს და ვინ იცის, რომელიმე შეხვედრა იქნებ იმ „მოჩვენებების სახლში“ დარჩენით დასრულებულიყო, ასე ვეძახდი მაშინ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, თუმცა მაშინ წესიერად ვერც ვხვდებოდი რატომ, მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი სწორედ რომ ზედგამოჭრილია... იქ მყოფი ადამიანები ხომ მოჩვენებებს ჰგავდნენ, დაყიალობენ თავისთვის იმ ვიწრო დერეფნებში რაღაცის ძიებაში. ისინი ცხოვრების კლანჭებისგან დაჭრილნი, ვეღარ წამოდგნენ და თავიანთი სამყარო შეიქმნეს, სადაც იყვნენ თავისთვის და რაღაცის იმედს ებღაუჭებოდნენ, ან შიში აკავებდათ, რადგან მოჩვენებებად ქცეულნი ჯერ კიდევ არ ლამობდნენ ამ რეალურ სამყაროში გადასვლას...

      ჩემი პერსონალური „კლევა-ძიება“ ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული, როდესაც ავტობუსში ჩავსხედით, ჩემი „ჭოგრიტის“ სამიზნედ კი ახლა ავტობუსის მგზავრები იქცნენ.

      ვიჯექი ავტობუსში ჩემთვის და მიკვირდა... მიკვირდა რომ ყველანი ისხდნენ გატრუნულები, ხმაგაკმენდილები, არაფერს ამბობდნენ, ერთი-ორი რამეს თუ იტყოდა, ისიც ხმადაბლა, ჩურჩულით. მაშინ ჩვენი ავტობუსები გამახსენდა, ბოლო ხმაზე რომ ყვირიან მათი მგზავრები, არც თავიანთი და არც სხვისი პირადის გამოტანას რომ არ ერიდებიან საქვეყნოდ, მძღოლიც ისეთი უსინდისოა, რომ უფრო და უფრო მეტი ფულის საშოვნელად მზად არის ეს მუშაობის შედეგად გამოფიტული ხრიგინა ავტობუსი ისე გაავსოს მგზავრებით, როგორც სავსე კოლოფი ასანთის ღერებით, მერე ჭყლეტვა და ამბავი... იმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია ადგილის „დასათრევად“ ავტობუსში ასვლისას თუ „სუსტი რგოლი“ შეამჩნიეს, ისე გადაგივლიან თვალსაც არ დაახამხამებენ, ბოდიშის მოხდას ვინ ჩივის, თუ ავტობუსში შეასწარი ერთს კარგად გამოგლანძღავენ. აქ ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა, ერთი მხრივ უცხო იყო ეს ყოველივე ჩემთვის, მაგრამ მიხაროდა, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთის უფლებებს, მაგრამ თავიანთი უფლებებიც კარგად იცოდნენ და არავის არაფერს შეარჩენდნენ. ისინი მზად იყვნენ საათობით მდგარიყვნენ გრძელ რიგებში და მოთმინებით ელოდნენ თავთავიანთ რიგს. ასე იყვნენ ისინი სუპერმარკეტის სალაროებთან, ბანკებში, სატელეფონო ჯიხურებთან, პურის რიგში, ყველგან და ყოველთვის...

      დაახლოებით ოცდაათწუთიანი მგზავრობის შემდეგ სკოლაში მივედით. ორსართულიანი დიდი შენობა იყო, დიდი ეზოთი, სადაც ბავშვებისთვის უამრავი გასართობი და თავშესაქცევი რამ იყო, თუმცა ამ ეზოში ბავშვების გარდა უთუოდ შეამჩნევდით მოხუც ბებია-ბაბუებს, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულნი დასეირნობდნენ ამ სიცივეში, მაგრამ მათ ერთმანეთის სიყვარული ათბობდათ, რაც ასე შესამჩნევი იყო და მიკვირდა, რომ ეს მოხუცი წყვილები ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, თითქოს მათი გრძნობა ახლა იწყებდა გაღვივებას.

      სკოლაში ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა და ცოტა ამოვისუნთქე, როცა ქართული ხმები და შეძახილები მისწვდა ჩემს ყურთასმენას. სკოლაში აბსოლუტურად ყველანი ქართველები ვიყავით, ერთი-ორი პერსონალის გარდა, ამიტომ ეს ჩემი „მეორე საქართველო” იყო რომელიც ამ უცხო ხალხში და უცხო ქვეყანაში ერთადერთი ახლო და ნაცნობი ადგილი იყო, რომელიც ასე სწუროდა გულს. აქ მომავალი მასწავლებლები და თანაკლასელები გავიცანი, ყველანი ძალიან კარგად შემხვდნენ, ეტყობა გაუხარდათ კიდევ ერთი „ჩვენებურის“ ნახვა.

      დღის ბოლოს ნევის სანაპიროზე გავიარეთ... ვიხილე ყველასთვის კარგად ცნობილი გემი „ავრორა“, რომელიც დიდის ამბით წარმიდგინა ილონამ, მაგრამ ეტყობა მის ისტორიულ მნიშვნელობას მთლად კარგად ვერ ჩავწვდი, რადგან ესღა გავიფიქრე: დიდი ვერაფერი, ტიტანიკი ამაზე გაცილებით დიდი იყო-მეთქი. ნავით მდინარეზე გავისეირნეთ, მაგრამ იმდენი მარყია, რომ ჩვენს „ბოცმანს“ „საჩუქარიც“ დავუტოვე, ერთი ჩაიცინა, მაშინ როცა მეგონა კარგად გამომლანძღავდა, მაგრამ კარგი ადაიანი აღმოჩნდა ასე თქვა: „არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, მაგრამ რა შენი ბრალიაო.“

      განვაგრძეთ ექსკურსია ქალაქში... ვტკბებოდი იმ ღირშესანიშნაობებით, რომელიც ჩემს თვალწინ იშლებოდა, მაგრამ მათი სიმრავლისდა გამო ვერც კი ვასწრებდი ყველაფრის წესიერად შეთვალიერებას, ამ ყველაფერთან ერთად ილონა მიყვებოდა ქალაქის ისტორიას და თანდათან ჩემი აზრი ყაიბდებოდა ამ ქალაქზე, ამ ხალხზე, მაგრამ სმენაზე მეტად აქცენტი მხედველობაზე მქონდა გადატანილი, ვინაიდან უფრო მეტი რამ იყო სანახავი, დანარჩენს კი ყოველთვის მოვასწრებდი...

      საოცარი ქალაქი იყო.... ულამაზესი... რაღაც ჰქონდა ისეთი, რაც იზიდავდა ადამიანს და აჯადოებდა... თუმცა მე ყველაზე მეტად მომწონდა ის, რაც ჩვენ ასე გვაკლდა, ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველი წესრიგი... ეს წესრიგი იგრძნობოდა ყველგან....

      გასაოცარია ვფიქრობდი ჩემთვის... არცერთი პოლიეთილენის ბოთლი, ქაღალდი, კონსერვის ქილა და მსგავსი ჯართი, რომელიც ჩემი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მუდმივ ატრიბუტს წარმოადგენდა.

      ზუგდიდის ბაღი-მდიდარი უიშვიათესი მცენარეებით, ამდენი წლის ისტორიის მატარებელი და მაინც ასე ყველასგან მიგდებული, მივიწყებული და განწირული, გარდა იმ შეყვარებული წყვილებისა, რომელთათვისაც ეს ადგილი ერთგვარი თავშესაფარი იყო, სადაც შეეძლოთ მოსულიყვნენ, გარიყულიყვნენ დანარჩენი სამყაროსგან, რადგან ეს გაუკაცრიელებული ადგილი სანდო სახლად ქცეულიყო მათთვის, აქ ხომ ვერავინ დაარღვევდა მათ მყუდროებას... ბუნებრივია ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენი ბაღის „რეპუტაციაც“ შეირყა და ამიტომ მას „გარყვილების ბუდედ“ მოიხსენიებდნენ მოხუცი ქალები და არა მარტო ისინი... აბა რომელ იქ შესულ ტურისტს გაუჩნდებოდა მისი დათვალიერების სურვილი, ან ვინ დაიჯერებდა მის ისტორიულ მნიშვნელობას, შესაძლოა სანაგვედაც ჩაეთალათ მისი მოუვლელობის და უსუფთაობის გამო...

      ამ ყველაფერზე ფიქრმა დამაღონა...

      მდინარეს გავხედე, დიდი სივრცე რომ ყოფილიყო იმას მაინც ვიფიქრებდი რომ იმ ჰორიზონტს იქეთ ჩემი სამშობლოა-თქო, მაგრამ იქეთ მხარეს გაღმა ნაპირი, ნევას მარცხენა სანაპირო იყო....

      მიუხედავად ყველაფრისა მაინც მენატრებოდა ეს წელში მოტეხილი, დანაწევრებული, მოშლილი და დაცემული საქართველო... მაშინ აკაკის სიტყვები გამახსენდა:“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო“ და მე თვითონ გამიკვირდა რომ ასეთი ასოციაცია გამიჩნდა.... მაინც რატომ?... ახლა მაინც ხომ არ გვაწევს უცხო ქვეყნის უღელი, ახლა მაინც ხომ გვაქს თავისუფლება??.. რატომ არ ვუვლით ადამიანები იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს?... რატომ ვაფუჭებთ ყველაფერს და რატომ არ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის, რაც ასე ძვირფასი და მოსაფრთხილებელია??...

      ამ კითხვებზე პასუხი თითოელმა თავის სულში უნდა ეძიოს!....

      ეძიეთ ხალხნო და როცა ყველა იპოვის ამ კითხვებზე პასუხს, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს დავიმსახუროთ გვერქვას ქართველი!!!!!!!!!!

      პ.ს. ციკლიდან - "ნოსტალგიებში მიმობნეულ ნაჯღაბნთაგან".... : )))

      პ.ს.პ.ს. არა რა, ბავშვობაში იყო ჩემში რაღაც პატრიოტიზმული.... : )))))

ნახვა: 303

ტეგები: bavshvuri, patriotizmi, qwelly, salome, ბავშვური, დოჩია, ნოსტალგიებში მიმობნეულ ნაჯღაბნთაგან, პატრიოტიზმი, პატრიოტიზმისეული, სალომე დოჩიას ბლოგი, მეტი...ქველი

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 27, 2013||1:41am

როგორ მომენატრა შენი ბლოგის კითხვააააააააააა :* 

salome: ოქტომბერი 27, 2013||2:41pm

მადლობა თამილ :* :*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters