ნებელობა

      სუბიექტური იდეა, როგორც თავისთავად და თავისთვის განსაზღვრული და თავისითავის თანასწორი მარტივი შინაარსი, არის სიკეთე. მის თავის თავის რეალიზების მისწრაფებას ჭეშმარიტების იდეისმწინააღმდეგ შებრუნებული დამოკიდებულება აქვს და ამოცანად ისახავს იმას რომ წინასწარ ნახული სამყარო თავისი მიზნის მიხედვით განსაზღვროს - ეს ნებელობაა ერთი მხრივ დარწმუნებული წინასწარ ნახული ობიექტის უმნიშვნელობა არარაობაში, მეორე მხრივ კი იგი როგორც სასრული ამავე დროს გულისხმობს, რომ სიკეთის მიზანი მხოლოდ სუბიექტური იდეაა და ობიექტს გააჩნია დამოუკიდებლობა.

      ამიტომ ამ მოქმედების სასრულობა ის წინააღმდეგობაა, რომ ობიექტური ქვეყნის თვით წინააღმდეგობრივ განსაზღვრებაში სკეთის მიზანი ხორციელდება კიდეც და ვერც ხორციელდება, რომ იგი(მიზანი) იმდენადვე არსებითად დგინდება იგულისხმება, რამდენადაც არაა არსებითად, როგორც ნამდვილი და იმავე დროს როგორც მხოლოდ შესაძლებელი, ეს წინააღმდეგობა წარმოგვიდგება როგორც სიკეთის განხორციელების უსასრულო, უბოლოო პროგრესი; ამ პროგრესში სიკეთე ფიქსირებულია როგორც მხოლოდ ჯერარს, მაგრამ ფორმალურად ეს წინააღმდეგობა იმით ქრება რომ მოქმედება ხსნის მიზნის სუბიექტურობას და მაშასადამე ხსნის ობიექტურობასაც, ხსნის დაპირისპირებას რომლის წყალობიტაც ორივე სასრული არიან, და იგი ხსნის ამ სუბიექტურობას არა მხოლოდ ცალმხრივობას, არამედ სუბიექტურობას საზოგადოდ სხვა ასეთი სუბიექტურობა ე.ი. დაპირისპირების ახალი წარმონაქმნი არ განსხვავდება იმ სუბიექტურობისგან, რომლის წინა მოხსნილ სუბიექტურობად იგულისხმება, ეს უკუდაბრუნება თავის თავში იმავე დროს არის შინაარსის მოგონება თავის თავში, თავის თავში შიგნით მიბრუნება, ჩაღრმავება შინაარსისა, რომელიც არის სიკეთე და თავისთავად არსებული იგივეობა ორივე მხარისა ეს მიბრუნება თავის თავში შიგ შესვლა და ჩაღრმავება არის მოგონება თეორიული ურთიერთობის წინამძღვარზე რომ ობიექტი მასში სუბსტანციალური და ჭეშმარიტია.

სპეციალურად: www.Qwelly.com_ისათვის.

ნახვა: 725

ტეგები: Hegel, მეტაფიზიკა, ნებელობა, სიკეთე, ფილოსოფია, ჰეგელი

irina: ოქტომბერი 14, 2016||9:40pm
რთულია. არადა მინდა გავიგო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters