სიორენ კირკეგორი - ესთეტიკურისა და ეთიკურის წონასწორობა პიროვნულობის განვითარების გზაზე ნაწილი მეორე

სიორენ    კირკეგორი

ესთეტიკურისა და ეთიკურის წონასწორობა პიროვნულობის განვითარების გზაზე



  ჩემო მეგობარო! კვლავ გეუბნები იმას რაც უკვე მრავალ გზის მითქვამს, გეუბნები კიარა მოგიწოდებ „ან-ან“ “aut-aut”  ის რისი გაგებაც გვსურს ამ გამოთქმით მნიშვნელობით სავსეა,რთულია,არსებობენ ცხოვრებისეული ვითარებები, რომელთა მიმართ „ან-ან“_ის გამოყენება სასაცილო ან თავისებური უგუნურება იქნებოდა,შეხვდებით ადამიანებს,რომელთა სული იმდენად დაუძლურებულია რომ ვერ გააგებინებთ ამ დილემის აზრს. ამგვარ ადამიანთა პიროვნულობას არ გააჩნია ენერგია,ამიტომ მათ არ ძალუძთ პათოსით წარმოთქვან „ან-ან“ პირადად ჩემზე ეს სიტყვები მუდამ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ. ისინი ახლაც ძემოქმედებენ ჩემზე,განსაკუთრებით მაშინ როცა მათ ისეთი წმინდა და გაშიშვლებული ფორმით  გამოთქვამ რომ შესაძლებელი ხდება დღის სინათლეზე გამოვიდნენ უსაშინლესი წინააღმდეგობები, „ან - ან“ მოქმდებს ჩემზე როგორც  ჯადო სიტყვები, მათი  წარმოთქმისას  უაღრესად სერიოზული ვხდები,ზოგჯერ ვძრწუნდები კიდეც. ვიგონებ ადრეულ სიჭაბუკეს როცა ჯერ არ მესმოდა რას ნიშნავს არჩევანი, ბავშური ნდობით ვისმენდი უფროსთა სიტყვებს, არჩევანისას მხოლოდ სხვათა მითითებებს მივდევდი,ვიგონებ გვიანი ცხოვრების წამებს,როცა გზის გასაყარზე ვიდექი,როცა ჩემი სული უკვე მომწიფებული იყო გადაწყვეტილებების მიღებისათვის, ვიგონებ ჩემი ვხოვრების მრავალ  ნაკლებმნიშვნელოვან მაგრამ არცთუ წვრილმან შემთხვევებს,როცა საჭირო იყო არჩვანის გაკეთება.არსებობს მხოლოდ  ე რ თ ი   მიმართება, რომელშიც ამ სიტყვას აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა    ესაა მაშინ როცა ერთ მხარეზეა ჭეშმარიტება , სიმართლე და სიწმინდე, მეორეზე კი სიამოვნება და მიდრეკილებები, ბნელი ვნებები და მანკიერებანი. და მაინც სწორი არჩევანი, ამით კი საკუთარი თავის გამოცდა დიდი მნიშვნელობის მქონეა ისეთ ვითარებებშიც კი, რომლებშიც არჩევანი უვნებელ რაიმეს ეხება. ასეთი არჩევანი საჭიროა რათა როდისმე არ მოგვიხდეს უკან დაბრუნება და ღმერთისვის მადლობის თქმა იმის გამო რომ  საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ დროის გაცდენა გვაქვს სასაყვედურო ,ყოველდღიურ ცხოვრებაში მე ისე ვხმარობ ამ სიტყვებს, როგორც სხვები. ამაზე უარის თქმა უაზრო პედანტობა იქნებოდა,მაგრამ ზოგჯერ შეიძლება უცებ გამიკვირდეს კიდეც,რომ ამ სიტყვებს სავსებით უმნიშვნელო საგნის მიმართ ვიყენებ, მაშინ ისინი იშორებენ თავიანთ უბრალო  საბურს, მე ვივიწყებ უმნიშვნელო აზრებს,რომლებიც ამ სიტყვების  საშუალებითაა განსხვავებული ერთმენთისაგან. ეს სიტყვები წარმოდგებიან ჩემს წინაშე მთელი თავისი ღირსებით და ბრწყინვალებით,ხალხში გარეული ხელისუფლების წარმომადგენელი,რომელსაც სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია,სხვებისაგან არაფრით არ განსხვავდება,ასევე შემოდის ეს სიტყვები ყოველდღიურ ცხოვრებაში,მაგრამ ხელისუფლების  წარმომადგენელი ყველასაგან განსხვავებული აღმოჩნდება, თუ თავის ავტორიტეტს გამოიყენებს. ეს სიტყვები მე წარმომიდგება როგორც ძალაუფლებით აღჭურვილი პირი,რომლის ხილვასაც შეჩვეული ვარ მხოლოდ საზეიმო ვითარებაში  ასეთ შემთხვევაში სულს მუდამ სერიოზული განწობილება ეუფლება, თუმცა ჩემს ცხოვრებას თავისი „ან-ან“ რამდენადმე უკვე წარსულში ეგულება,მაინც კარგად მომეხსენება,რომ მრავალგზის შეიძლება შევეყარო ვითარებებს,რომლებშიც ამ სიტყვებს თავისი სრულიმნიშვნელობა ექნება.

    ვიმედოვნებ, რომ ეს სიტყვები, ჩემს გზაზე შეხვედრისას, მუდამ ღირსეულად განწყობილს მნახავენ, რომ მე შევძლებ სწორი არჩევანის გაკეთებას, დიახ ყოველთვის გავირჯები, რათა ჭეშმარიტი სერიოზულობით ავირჩიო რაიმე. მე, ყოველ შემთხვევაში შემიძლია ვინუგეშო თავი,რომ მცდარი გზიდან სწრაფად გადავუხვევ. შენ კი როგორ გაქვს საქმე? შენ საკმაოდ ხშირად ხმარობ ამ სიტყვებს, თითქმის ჩვევად გაქვს ქცეული მათი გამოყენება საუბრის დროს. რა მნიშვნელობას ანიჭებს მათ? არავითარს. შენთვის შენსავე ენაზე რომ ვთქვა, ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა გაელვება, რაღაც წამიერი, courp de mainsაბრაკადაბრა, კარგად მოგეხსენება თუ როგორ უნდა გამოიყენო ისინი ნებისმიერ ვითარებაში და თანაც შედეგიანად, ისინი ხომ შენზე ისევე მოქმედებენ, როგორც მაგარი სასმელი ნერვებაშლილ ადამიანებზე, შენ გათრობს ის რასაც თავად უდიდეს უგუნურებას უწოდებ, „ამ სიტყვებში ცხოვრების სიბრძნეა მოცემული, ამბობ შენ, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ გამოუთქვამს ის ისე შთამბეჭდავად თითქოსდა ტანჯულ კაცობრიობას საფრთხობელას მსგავსი ღმერთი ელაპარაკებაო, როგორც ერთ დიდ მოაზროვნესა და ჭეშმარიტ ცხოვრების ფილოსოფოსს  მან ასე მიმართა ადამიანს, რომელმაც ქუდი ჩამოუგდო მიწაზე: თუ აიღებ ამ ქუდს გცემ, თუ არ აიღებ, გცემ ახლა შეგიძლია აირჩიო“ დიდად ხარობ იმით, რომ „ანუგეშებ“ ადამიანებს, როცა  ისინი კრიტიკულ ვითარებაში მოგმართავენ.უსმენ მათ შემდეგ ამბობ: „დიახ მე ახლა კარგად ვხედავ, რომ შესაძლებელია ორი ვითარება შეიძლება მოიქცეთ ან ასე ან ისე. მაგრამ ჩემი გულწრფელი აზრი ამგვარია ასე მოიქცევი თუ ისე მოიქცევი ორივე შემთხვევაში მონანიება მოგიწევთ“ მაგრამ ის, ვინც სხვას დასცინის თავის თავსაც დასცინის. ეს დაცინვაა საკუთარი თავისა, სამწუხარო დასაბუთებაა იმისა, რომ შენი სული საყრდენს მოკლებულია, რომ შენი შეხედულება ცხოვრებაზე ამ ერთადერთ მსჯელობაშია კონცენტრირებული „ან-ან“ უმნიშვნელო რმაა“. ეს სიტყვები რომ მართლაც შენი არსების გამომხატველი ყოფილიყო, შენთან საქმის დაწყება არ ეღირრებოდა, მე მექნებოდა მხოლოდ სიბრალულის გრძნობა იმის გამო, რომ მელანქოლიამ ან ქარაფშუტობამ ეგზომ დაასუსტა შენი სული, მაგრამ რადგან ეს სულაც არ არის ასე, მე კი არ გიბრალებ, არამედ ვისურვებ, რომ შენმა ცხოვრებამ ერთხელაც  გაიძულოს დღის სინათლეზე გამოიტანო ის რავ შენში დაფარულია, მოგიწყოს ძნელი გამოცდა, რომელსაც ვერ დააკმაყოფილებს, ლაყბობა და ხუმრობა.

    ცხოვრება მასკარადიაო, ამბობ შენ და ეს აზრი ამოუწურავი მასალაა შენი სიამოვნებისა.შენი შეცნობა ვერავინ შეძლო, რადგან შენი გულღიობა მუდამ მოჩვენებითია, მხოლოდ  ასე შეგიძლია შენჰ სუნთქვა, ასე იშორებ ადამიანებს, რომლებიც გზღუდავენ და სუნთქვას გიშლიან.  შენი მოქმედების მიზანი შენი  დაფარულობის შენარჩუნებაა. ამ მიზანს აღწევ რადგან შენი ნიღაბი ყველა სხვაზე საიდუმლოა, შენ, თავისთავად, ხარ არარა, და წარმოადგენ რაიმეს მხოლოდ სხვასთან მიმართებაში; რაც ხარ, ხარ ამ მიმართების წყალობით, მწყემს ქალს ალერსიანად ჩაჰკიდებ ხელს და უმალ ინიღბები მწყემსის სენტიმეტალობებით, დიდად პატივსცემ სულიერ მამას ატყუებ ძმური ამბორით და ა.შ. შენთავისთავად ხარ არარა, ხარ საიდუმლოებით მოსილი ვინმე, რომელსაც შუბლზე აწერია “ან-ან“ იტყვი ხოლმე  „ესაა ჩემი დევიზი, ეს სიტყვები კი სულაც არ გამოზატავს ურთიერთგამომრიცხავ მიმართებებს, როგორც ამას გრამატიკის მკვლევარები ფიქრობენ. არა ისინი უწყვეტ კავშირში არიან ერთმანეთთან და ამიტომ უნდა დავწეროთ როგორც ერთი სიტყვა. ეს სიტყვები, დაკავშირებულნი ერთმანეთთან  გადაიქცევიან შორისდებულად, რომელსაც შევძახებ კაცობრიობას, როგორც ებრაელს მიაძახებენ ხოლმე მეტსახელს შენი ამგვარი გამოთქმები არ მოქმედებენ ჩემზე, და თუკი ზემოქმედებენ, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც სამართლიან აღშფოთებას იწვევენ ჩემში, მიუხედავად ამისა, მსურს შენთვის სასარგებლო  პასუხი გაგცე. ნუთუ არ იცი რომ მოვა შუაღამე, როცა ყველამ თავისი ნიღაბი უნდა მოიხსნას? 

ბიბლიოგრაფია: "ლარი" N1. ხელოვნება.თბილისი 1991წ

*პირველი ნაწილი*

*სიორენ კირკეგორი:ეგზისტენციალიმამდელი ეგზისტენციალები*

ნახვა: 2918

ტეგები: Qwelly, ეგზისტენციალიზმი, თეიზმი, ფილოსოფია, წონასწორობა

ლაშა: ნოემბერი 27, 2012||11:16pm

Thank you very much, excellent post... :)

Thaaaaaaaaaaaank dear Kakha :P :P :P :*

Kakha: მაისი 5, 2015||11:36pm

დღეს ძვირფას სიორენს დაბ.დღე აქვს, ვულოცავ!! :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters