როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდოდა, ამ სიტყვებს ეტყოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი იმას არ ამბობს, რასაც გრძნობს, ფიქრობდა და გრინ-პარკში მიაბიჯებდა. სიამოვნებით უცქერდა ხეების ჩრდილში მსხდარ ოჯახებს. ბავშვებს ქვიშაში თამაშობდნენ და რძეს სვამდნენ. მინდორზე ქაღალდის პარკები მიმოფანტულიყო (თუკი ეს პარკები ხალხს შეაწუხებდა, ერთი მსუქანი, ლივრეაში გამოწყობილი კაცი სწრაფად აკრეფდა). მაიკის მიაჩნდა, რომ ზაფხულობით ბავშვებისათვის ყველა პარკი და სკვერი უნდა გაეხსნათ (პარკებში ბალახი ხან წითლად ელავდა, ხან კი ფერმკრთალდებოდა და ვესტმინსტერელ ქალებსა და მიწაზე მხოხავ ბავშვებს ისე ანათებდა, თითქოს მინდორში ყვითელი ლამპა დაედგათ). მაგრამ როგორ უნდა დახმარებოდნენ მაწანწალა, უსახლკარო ქალებს? მაგალითად, ბალახზე წამოწოლილ ამ ქალს, რომელიც იდაყვს დაყრდნობოდა (თითქოს მიწაზე მოცელილივით დაეცა, რათა ყველაფერს ცნობისმოყვარედ დაჰკვირვებოდა და თამამად დაესვა თავისი თავისათვის შეკითხვები, ყველაფერი აეწონ-დაეწონა)? მაიკის ყვავილები იარაღივით მიჰქონდა. ქალს მიუახლოვდა. განზრახ ჩაუარა. თუმცა, მათ შორის რაღაც ნაპერწკალი გაკრთა. ქალს გაეცინა. მაიკმა თავაზიანად გაუღიმა და უსახლკარო ქალების მძიმე ხვედრზე დაფიქრდა. ისინი ვერასოდეს გააბამდნენ საუბარს. ადრე პიტერზე და კლარისაზე ეჭვიანობდა. მართალიც იყო... 

 

ნახვა: 1314

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ოაზისი, ჩანაწერი

Kakha: იანვარი 28, 2016||11:16am

ასეთ დროს, ადამიანთა რაოდენობა ძალიან შემცირდებოდა :DD

Kakha: იანვარი 28, 2016||12:57pm

ეგ ბოროტული გეგმაა :DD

Kakha: იანვარი 28, 2016||10:59pm

ზედმეტი არაფერი არ არის კაი, ზრუნვაც კი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ოლიმპიადა ყოველდღიურობაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2021.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს სპორტი, ოლიმპიური თამაშები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. შარშანდელი ოლიმპიადა წელს ტარდება, მაგრამ ხალხის გარეშე. იაპონიამ, მხოლოდ დელეგატები და მონაწილეები მიიღო და უმასპინძლა. დღეს არა თავად ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მის დახვედრაზე ვისაუბრებთ. ტოკიოში, ნაკამეგუროს რაიონში მოღვაწეობს…

გაგრძელება

მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…

გაგრძელება

ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მსოფლიოს ფერი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2021.
საათი: 6:13pm 0 კომენტარი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters