ხელებს შორის შენი თვალები გამოვიმწყვდიე და მარცხენა მკლავის კუთხეში შენმა სახელმა დამბურძგლა.

მე როგორც, არც ისე დალაგებულ ინდივიდს მომაქვს შენთვის პატარა ყუთი, რომ შიგნით ჩაგტენო და მარტო ერთი ფანჯარა დაგიტოვო, ისიც, იმიტომ რო ზოგჯერ შენც ისე "დაგიბეროს" როგორც მე.

მე ეგოისტი ვარ და ყველაზე მეტად ჩემი თავი და ჩემს თავში მოსიარულე ადამიანები მიყვარს.

მე ერთი სამყარო მარგუნეს და ჩემს ათასს ვმალავ, რომ არ წამართვან.

მე ცივი ვარ ოღონდ იმდენად არა რომ გავყინო

მე თბილი ვარ, ოღონდ იმდენად არა რომ გავათბო.

მე ნელ-თბილი ვარ და რომ არ დასრულდეს ნელა ვათბობ.

მე ბუნდოვანი ვარ და ყოველთვის როცა მე საკუთარ თავს ვეძებ შენ მხედავ!

მე სახურავი ვარ და ყოველთვის როცა უნდა გაწვიმდეს შენ ყუთიდან ამომყავხარ და მერე ჩვენ სიმშრალეში ვსველდებით.

არ ვარ მთლად დალაგებული, უნდა ავდგე და თავიდან ავდგე.

უნდა წავიდე და დედაჩემის ჰორმონებს ვუსაყვედურო არაადეკვატურობისათვის...

მოდი, მოდი იმდენად ახლოს, რომ ერთად ვისუნთქოთ.

მოდი, აიღე სენტიმენტები და ფეხსაცმლის თასმა შემიკარი ერთი ჯადოსნური სიტყვით.

მოდი აიღე ჩემი ხელი ფეხქვეშ გასაგებად რომ ვიგრძნო შენი არსებობა...!

ნახვა: 167

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, ქველი, ჩააწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters