ნასკას ხაზები — ნასკას ფერდობზე უზარმაზარი გეომეტრიული და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფი პერუს სამხრეთით. წარმოდგენილ გამოსახულებათა შორის — პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილებია. რამდენადაც, თითოეული გამოსახულება ათეულობით მეტრია დიამეტრში, დედამიწიდან მათი დანახვა (აღქმა) შეუძლებელია. ეს ქმნილებები 20-ე საუკუნის დასაწყისში მფრინავებმა აღმოაჩინეს, როდესაც პერუზე პირველი გადაფრენები დაიწყო. ნახევარუდაბნოს ჰავის წყალობით, ფიგურები უძველესი დროიდან იქნა შემონახული. 1994 წლიდანიუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი. ნასკას ერთ-ერთი ნახატის, კოლიბრის ფრთების სიგანე 90 მეტრზე მეტია.
ერთ-ერთი ვერსიით ამ გიგანტურ ხაზებზე ძველი ინდიელი ათლეტები დარბოდნენ, ანუ ნასკაში იმართებოდა რაღაც ოლიმპიადის მსგავსი.
თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ვარაუდს, რომ ნასკას ნახაზები უცხოპლანეტელების მიერაა შექმნილი და ისინი მათ ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად იყენებდნენ. მაგრამ ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ თუკი უცხოპლანეტელები, რომელთაც ვარსკვლავთშორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, რაღაში სჭირდებოდათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები.
თუ უდაბნოს დათვალიერებას გადაწყვეტთ, ქალაქ ნასკაში მდებარე საკმაოდ კარგად მოწყობილ აეროპორტს უნდა ესტუმროთ. აეროპორტის მთლიანი ტერიტორია უამრავ ავიაკომპანიას უჭირავს, რომლებიც თავიანთ პატარა თვითმფრინავებს პლატოს სანახავად ტურისტებზე აქირავებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უდაბნოს წყალობით, ქალაქში ტურიზმი მნიშვნელოვნადაა განვითარებული. ექსკურსიისთვის განკუთვნილი 40 წუთი არცთუ ისე იაფი, ერთ ადამიანზე 100 ათასი დოლარი ჯდება, თუმცა მიღებული შთაბეჭდილება იმედს ნამდვილად არავის გაუცრუებს.
ხაზები და ზოლები ერთმანეთს მრავალჯერ კვეთენ. ზოგიერთ შემთხვევაში ხაზებ ზედ ნახატებზეა გაკეთებული, ხოლო გეომეტრიული ფიგურები თავის მხრივ ზოლებს კვეთენ. ეს ყველაფერი იმის შესახებ მეტყველებს, რომ ნასკას კომპლექსი გამოსახულებებით არაერთხელ დაფარულა, ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მოგვიანებით გაკეთებული ფიგურები წინამდებარე ნახატების კონტურებს არ შლიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უდაბნოზე მანქანამ ერთხეკ ნაუბც, რომ გაიაროს, მისი გრუნტი იმდენად რბილია, იგი აუცილებლად კვალს დატოვებს და სწორედ ამ მიზეზის გამო ნასკას ტერიტორიას საგულდაგულოდ იცავენ, ხოლო ნახატის უნებლიე გაფუჭების შემთხვევაშიც კი, კანონი ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთასა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ თუ მანქანა ერთხელ გავლით კვალს ტოვებს, მაშ როგორ დახაზეს ეს ფიგურები ისე, რომ არსად საცალფეხო ბილიკი არ შეინიშნება? სად არის იმ ადამიანთა ნაფეხურები, რომლებიც ასობით მეტრის მქონდე ხაზებისა და ფიგურების შესაქმნელლად მოდიოდნენ? ნასკას ფიგურებისა და ხაზების მრავალწლიანი გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ფიგურების ურთიერთმდებარეობა, მათი პროპოციები და ზომები, სხვადასხვა, მაგრამ მკაცრად დაცულ მათემატიკურ კანონებს ემორჩილება.
ჰაჰ ზუსტად ვიცოდი ასე რომ დაწერდი კახა : )) შენ ძაან გადაეკიდე ამ უხცოპლანეტელებს... არადა რამდენი პასუხგაუცემელი კითხვაა დაწყებული ეგვიპტიდან.....
რას ერჩით ამ უცხოპლანეტელებს... ისინი იმდენად უცხონი არიან, რომ არც კი არსებობენ :D
საინტერესოა
მეც არსად შემხვედრიან კახა : )) მაგრამ არც ისეთი ადამიანი თუ ვინცაა შემხვედრია ოდესმე მრავალტონიანი ქვები რომ აეფრინა ჰაერში და ალბათ იმას უფრო დავიჯერებ რომ ძვ.წ. აღრიხვამდე თვითმფრინავი არსებობდა სტოუნჰენჯს აბა ადამიანი მხოლოდ წარმოსახვაში შექმნიდა....
მინახავს კიდევაც მსგავსი გოლიათები ეგვიპტურ ფრესებზე...: )) მაგრამ ზეგოლიათებზე და თვით უგოლიათელესელებზე არაფერი მსმენია, რომლებიც საშუალოდ 30 ტონას ეზიდებიან...თუმცა იქნებ შენ ამოიკითხე სადმე რავიიი.:P
მე ამომიკითხავს, რომ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა :) ისიც მსმენია რომ ეგვიპტეში პირამიდები აუგიათ თანამედროვე "დეველოპორების" გარეშე :) განა სტოუნჰენჯი ის საოცრებაა რომელიც ვერ ამოიხსნება? ის მე მაინც რელიგიური სამსხვერპლო მგონია და სრულიად ვემხრობი მეცნიერთა ამ მოსაზრებას :)
ქედს ვიხრი შენი სოფისტური განათლების წინაშე: ))) სტოუნჰენჯის რაობაზე კი არა წარმომავლობაზე გვქონდა საუბარი.
Nirvana ბატონო ბატონო? რა შემატყვეთ სოფისტურობისა? :P :D წარმომავლობაც უკავშირდება რაობას :( აბა როგორ უნდა გაიგო წარმომავლობა, თუ არ დააკავშირებ რაობასთან :* და კიდევ - რა არის გასაოცარი იმაში რომ ქვებზე ქვები შემოელაგებინა 10 000 ადამიანს? :(
თუნდაც ბოლო კომენტარში შეატყობს ამას ადამიანი : )) წარმომავლობაც უკავშირდება რაობას....ზოგადად ალბაც ასეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რომ სტოუნჰენჯი რელიგიური სამსხვერპლოა ვინ ააგო ამასთან როგორ დავაკავშიროთ??? 1 გიგანტური ქვა და ჰა ჰაა 50 ადამიანი შეიძლება ერთდროულად ამ ქვას შეეხოს მაგრამ შეუძლებელი რა შეიძლება იყოს როცა დანარჩენი 9950 ადამიანი გამხნევებს....: )) რა არის ამაში გასაოცარი : ))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2022.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
როცა ევროპა სტატუსზე უარს გეუბნება, პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში უნდა ეძებოო, ნათქვამი მთიელთა სიბრძნეებში. მაგრამ მთლად ასე მართივადაც არ არის საქმეო, თქვეს ქართულ მთავრობასა და ოპოზიციის პოლარიზებულ სექტორებში. დღეს იაქტიურა პრემიერმაც და მას ცალკე ბლოკი დაეთმო. ცხადია, აქციის განახლებაც გვქონდა დღეს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
როცა რუსთაველზე ათასი, ათიათასი და ასიათასი ადამიანი იკრიბება, ცხადია დღის მთავარი თემა სწორედ ეს აქციაა და მის გარშემო გამოხმაურებები რომლებიც დღეს მრავლად დაგროვდა. პოლარიზაცია პრობლემააო, ამბობენ ეროპელები, მაგრამ ამ პოლარიზაციას ჯერ არავინ ებრძვის, გარდა გუშინ შეკრებილი ხალხისა. პრემიერმა დღეს ნატოში შესვლის ამბავიც განილიხა ყატარში და მაგის აქცია როდის იქნება, ჯერ არაა ცნობილი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 18, 2022.
საათი: 10:59pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მთელი მუზეუმია ილინოისის შტატში ამ იდეით - Morton Arboretum და დღეს ჩვენ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანი უნდა გავიცნოთ. დანიელ პოპერი (Daniel Popper) შთაგონებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობის, ემოციური თუ ბიოლოგიური ბმის გამოსახვით სკულპტურაში. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი გამოფენა ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ მუზეუმშია გახსნილი და არაერთი შესანიშნავი სკულპტურის ავტორმა, კიდევ რამდენიმე ახალი ნამუშევარი შემჰმატა გამოფენას. სანამ…
გამოაქვეყნა Carlos huyu_მ.
თარიღი: ივნისი 18, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
A workers proclaiming 1 of the NHL brightest younger superstars trips the United Heart upon Tuesday night time as soon as the Chicago Blackhawks host the Anaheim Ducks. The Ducks are kicking off a 5-sport street vacation inside Chicago that may Calculate the destiny of their time. They are particularly a few facts out of the minute wild card location inside of the Western Convention, however unbelievably considerably within just the race toward create the playoffs. Nonetheless theye…
გაგრძელება
© 2022 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია