ყველაფერი გაშეშდა. ძრავების გუგუნი არეულ მაჯისცემას ჰგავდა. ძალიან დაცხა. მზის მწველი სხივები მალბერის საყვავილის ვიტრინებზე ეცემოდა. მანქანა ისევ მაღაზიის წინ იდგა. ომნიბუსებში მოხუცმა ქალებმა შავი, მწვანე და წითელი ქოლგები მხიარული წკაპუნით გაშალეს. მისის იბკინსის მაღაზიის ვიტრინას მიუახლოვდა. ხელში არჯაკელები ეჭირა. პატარა ვარდისფერი სახე ცნობისმოყვარეობისგან დასძაბოდა. ყველა მანქანას უყურებდა. დევიდსაც თვალს ვერ სწყვეტდა. ბიჭები ველოსიპედებიდან გადმოვიდნენ. ქუჩა გადაიკეტა. მანქანის ფანჯარაზე ჩამოფარებულ ფარდაზე უცნაური რამ იყო ამოქარგული. თითქოს ხეა, გაიფიქრა დევიდმა და მოეჩვენა, რომ ყველაფერი შეიკუმშა. თითქოს დაინახა რაღაც საშინელება, რომელიც ავის მომასწავებლად ელავდა. დევიდსაც(ხანდახან ასეც ხდებოდა) ეშინოდა. სამყარო ზანზარებდა, თრთოდა, თითქოს იმუქრებოდა, რომ მალე ყველაფერს ცეცხლი მოედებოდა. გზა გადავკეტე, გაიფიქრა დევიდმა. იქნებ ყველა უყურებდა და თითს მისკენ იშვერდა? თავს დამძიმებულად გრძნობდა. თითქოს ტროტუარს მიჰყინვოდა. იქნებ ტყუილუბრალოდ არ იდგა აქ? იქნებ რაღაც მიზანი ჰქონდა? მაგრამ რა მიზანი?  – წავიდეთ! – გაუმეორა ლუკრეციამ დევიდს...

ნახვა: 194

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი, წინააღმდეგობა

ლაშა: მაისი 23, 2016||1:46am
მგონი ვიცი რომელ ავტოსკოლაშიც უნდა ევლო მეტი თავდაჯერებისთვის.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, 2 მლრდ ბიუჯეტიდან და მლოცველი მრევლი ეზოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      აპრილი დადგაო და წვიმა-ქარი გაძლიერდაო - 3 აპრილამდე ასეა ნათქვამი წინაპართაგან. რაც შეეხება კორონას რიცხვებს ამ დროისთვის - დავიწყოთ საქართველოდან - 117 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 23 განკურნებული. მსოფლიოში - 918,126 და 193, 350 განკურნებული. ყველაზე მეტი, აქტიური პაციენტის ათეული: ამერიკა ~ 192k; იტალია ~ 81k; ესპანეთი ~ 70k; გერმანია ~ 57k; საფრანგეთი ~ 42k; ირანი ~ 29k; დიდი ბრიტანეთი ~ 27k; თურქეთი ~ 15k; შვეიცარია ~ 14k და ნიდერლანდები…

გაგრძელება

ჩიტების სახლი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…

გაგრძელება

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

Qwelly World

free counters