ვინც ამ გზაზე ჩემამდე იარა, ჩემსავით იხსენებდა და აღწერდა ყველაფერს. ჩვენი პირველი ნაბიჯები ამ წალკოტში ზუსტად ერთნაირი თუ არ იყო, ძალიან კი ჰგავდნენ ერთმანეთს, ოღონდ... გარკვეული დროით. განსხვავებამ ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი, უფრო სწორად, განსხვავებათა მთელმა კრიალოსანმა.

      კინაღამ გადავიჩეხე ღრმა ორმოში, აი ეს გახლდათ ხსენებული კრიალოსანის პირველი მარცვალი. ჩემს წინამორბედს, ნამდვილად ვიცი, მსგავსი არაფერი შემთხვევია. ბეწვზე ვუშველე თავს, ძლივს მოვასწარი ფეხის მომაგრება ზედ ორმოს ნაპირზე...

      სული მოვითქვი, რა კარგია, გადავრჩი-მეთქი. საკუთარ თავს მივულოცე. როგორც ჩანს, სხვა ბილიკი ამირჩევია ამ წალკოტში... ანდა სულაც გზა დამბნევია. რამდენადაც მახსოვს, ჩემს წინამორბედს ორმო ერთი სიტყვითაც არ უხსენებია.

      გზის გაგრძელებას ვაპირებდი ისევ... ხომ უნდა მივყოლოდი მწვანე ბილიკს, ნებსით თუ უნებლიეთ ჩემთვის გამზადებულს თუ არჩეულს...

      უცბად ვხედავ, ორმოდან ვიღაცა ამობობღებას ცდილობს, და ეს ვიღაცა სხვა არავინაა, თუ არა... ოქროს ნიღაბი. სწორედ ის, ვისი გულისთვისაც გამოვიარე ამხელა გზა. ხელიც კი გამომიწოდა, მანიშნა, მომეშველეო.

      რაღა თქმა უნდა, წავაშველე ხელი. ოქროს ნიღაბი ამოვიდა ორმოდან, მაშინვე თავისი ბრწყინვალე სამოსელის ფერთხვას მოჰყვა. მოიცილა, თუ რამ ზედმეტი აჰკვროდა ტანზე.

      მოიწესრიგა თავი, წელში გასწორდა, ოქროს ბრწყინვალე ქანდაკებასავით აღიმართა ჩემს წინაშე. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემი წინამორბედი აღწერდა; მთელ სახეს უფარავდა ოქროს ბრწყინვალე ნიღაბი... და საერთოდ, თავიდან ფეხებამდე ბაჯაღლო ოქროსგან გამოძერწილს ჰგავდა. მის უკან მიწის ღრმა ორმოს დაეღო პირი.

      - ჭექა-ქუხილის ღმერთმა უმისამართოდ დაარტყა, - მაცნობა მან ისე უბრალოდ, თითქოს დაწყებულ საუბარს აგრძელებსო.

      ჰო, ჯერ არ მითქვამს; ცალი ხელით ლამაზი ჭრელი ბურთი ჩაებღუჯა.

      შევყურებდი ოქროს მშვენიერ ქანდაკებას, თვალი ტკბებოდა, გული ხარობდა, თავში ხომ ნამდვილი ქარიშხალი დამიტრიალდა: ო, რომ იცოდე, რად მიღირს შენთვის თუნდაც თვალის შევლება... შენ, მხოლოდ შენ დაგეძებ ამ მშვენიერ წალკოტში, შენსკენ მოვილტვი, შენსკენ მომიხარია...

      ეს სიტყვები ჯებირის გამორღვევას ლამობდნენ, მაგრამ სიფრთხილე ვამჯობინე (ბუნებით წინახედული ვარ... მით უმეტეს მაშინ, როცა რაიმეს ჩავუდგები კვალში, თანაც ეს „რაიმე“ ასე მიმზიდველად გამოიყურება), ისევ მის სიტყვებს შევეხმიანე;

      - ვიცი, მსმენია ჭექა-ქუხილის ღმერთის შესახებ. მოთამაშემ მიამბო... სხვაც ბევრი რამ მითხრა, ოღონდ აი, ორმო არ უხსენებია.

      ეს ბოლო ფრაზა საიდან გაჩნდა, არ ვიცი. ორმოს შესახებ არაფრის თქმას არ ვაპირებდი. იცოცხლე, მომიხდა ამაზე დაფიქრება, ოღონდ... ცოტა მოგვიანებით.

      - მოთამაშე ვერაფერს გეტყოდა ორმოს შესახებ, რადგან ორმო სულ ახლახანს გათხარეს - მითხრა ოქროს ნიღაბმა. ჩანს, ჩემი დაულაგებელი სიტყვები არც ისე ეუცხოვა.

      - რისთვის? - ვიკითხე (ჰმ, თითქოს სხვა აღარაფერი მქონდა გამოსარკვევი).

      - ალბათ, რომელიმე მცენარის გადმორგვას აპირებენ. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ახალ ნიადაგს რომ შეეგუოს... ანდა იქნებ საყრდენს ამზადებენ მრავალთაღოვანი სივრცისთვის. შეიძლება ეძებენ რაიმეს, ვერ გეტყვი... –

      ამას რომ ამბობდა, სახე (ანუ ნიღაბი) ორმოსკენ მიაბრუნა ოქროს ნიღაბმა, ჰაერი მთელი მკერდით ღრმად ჩაისუნთქა, - მიყვარს მიწის სურნელი...

      - მეც მიყვარს, - ვთქვი, სხვა რაღა დამრჩენოდა.

      მეც ჩავისუნთქე მიწის სურნელი... (მართლა რა მსუყეა ეს დალოცვილი...) ძალა მოვიკრიბე და პირდაპირ შეტევაზე გადავედი. თუ ამ წალკოტში რაიმე გამახარებდა, მხოლოდ შენთან შეხვედრა-მეთქი, ვუთხარი ოქროს მშვენიერ ქანდაკებას.

      - რაში გჭირდები? - მკითხა მან, ორმოს მოსცილდა, ნელა გაუყვა მწვანე ბილიკს. ცხადია, მეც მივყევი.

      „რაში გჭირდებიო?“

      ეს სიტყვები რაღაცამ თუ ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა ჩემში... აბa, ესაა საკითხავი!

      თუმცა მე მოვახერხე თავის მოთოკვა, დინჯად ვაცნობე ოქროს ნიღაბს (იგი უკვე გამოერიდა ღრმა ორმოს), რომ მოთამაშემ ძალიან, ძალიან ბევრი რამ მიამბო აქაურობის შესახებ... ისიც მითხრა, რომ თამაში გიყვართ... და საოცრად საინტერესო მეთოდებს ირჩევთ საამისოდ, ისეთ საშუალებებს, თავში რომ აზრადაც არავის მოუვა.

      მაგრამ, უნდა ვაღიარო, ვეუბნები ოქროს ნიღაბს, რომელმაც ჭრელი ბურთით ჟონგლიორობა წამოიწყო, ჩემთვის ყველაზე საინტერესო isaa, რაც სწორედ მის შესახებ, ოქროს ნიღბის შესახებ მიამბო მოთამაშემ. მან მითხრა, რომ ოქროს ნიღაბი დიდი ხანია კვალში უდგას ამ მზისფერ მეტალს, ოქროს, რომელიც თურმე უამრავ საიდუმლოს ინახავს თავის მიუვალ წია გში.მოთამაშემ ისიც მითხრა,რომ უკვე იპოვე ბილიკი ოქროს მიუვალი წიაღისკენ, ამოხს ენი მისი ყველა საიდუმლო, თანაც მზად ხარ ყველას გაუზიარო იგი. ერთი იმასღა ნატრობ, ვინმემ ყური დაგ გიგდოს, მეტი არც არაფერია საჭირო... ძალიან, ძალიან ბევრ საიდუმლოს გაუმჟღავნებ ამ მზისფერი მეტალის შესახებ... ისეთ რამეებს იტყვი, რაც ჯერ არავის სმენია.

      - ამაზე ნამდვილად არ დაგზარდები - მითხრა ოქროს ნიღაბმა (გულზე ცხელი ტალღა მომაწვა), - ოღონდ როგორმე სხვა დროს (ცხელი ტალღა უკუიქცა, მთელ სხეულში ყინულისებური სიცივე ვიგრძენი). - თამაში აუზთან უკვე დაწყებულია, ახლა იქ უნდა ვიყოთ.

      როცა ამ სიტყვებს, მეუბნებოდა, ოქროს ნიღაბი განუწყვეტლივ ჟონგლიორობდა. საოცრად ხელმარჯვე აღმოჩნდა, ჭრელი ბურთი ლამაზ ფართო რკალებს აღწერდა ჰაერში და კვლავ მის ხელებს უბრუნდებოდა აუცდენლად.

      - ჰოდა, ოქროს შესახებ ვილაპარაკოთ, - ვთქვი მე. იმედი ჯერ კიდევ არ დამეკარგა, იქნებ რაიმე გამოსულიყო, - მეც მაქვს ჩემი სათქმელი ოქროს შესახებ. მეც კარგად ვიცნობ მას, ჩემებურად...

      - სალაპარაკო თემა უკვე შერჩეულია, - მივიღე პასუხად.

      - რა თემაა ასეთი... - ჩავილაპარაკე გულჩამწყდარმა. მინდოდა მეთქვა, ოქროზე უკეთესიო, მაგრამ აღარ გავაგრძელე.

      - ზღვიდან ამომავალი მხეცი, - თქვა ოქროს ნიღაბმა, ბურთიც შედარებით უფრო მაღლა აისროლა.

      იმავე წამს ჭექა-ქუხილივით ომახიანი ხმა გამოიჭრა მწვანე ტოტების მიღმიდან:

      - . . . დიდი მოწიწება გვმართებს, ძალიან დიდი. ხომ იცით, აქ თითო სიტყვა თითო ცთომილს მაინც იწონის...

      . მაშინვე მივხვდი, ჭექა-ქუხილის ღმერთი უნდა ყოფილიყო. აბა, სხვა ვინ იქნებოდა ასეთი ომახიანი ხმის პატრონი.

      მგრგვინავ სიტყვას გამოხმაურებაც მოჰყვა: ეს ჩვენთვისაც ცნობილიაო, გავარჩიე ქოროს მსგავს ხმებში.

      წმინდა წერილი მოიხსენიეს ასე, როგორც ოქროს ნიღაბმა მაცნობა. ამ შეხედულებას მეც ვეთანხმებოდი (მთელი სულით და გულით), მეც მიყვარს იმ საოცარ სიღრმეებზე თვალის მიდევნება, წმინდა წერილის სიტყვების მიღმა რომ ილანდება. ჯერ ეს თქმა რად ღირს: „გადაივლის ეს ცა და მიწა, ჩემი სიტყვა არ გადაივლის“. ამ სიტყვებს ცთომილის კი არა, ზევარსკვლავის წონა აქვთ, საიდანაც მთელი სამყაროები და გალაქტიკები იბადებიან. საქმე იმაშია, რომ საამისო განწყობა ნამდვილად არ გამაჩნდა. თავს ვიმტვრევდი, რაიმე მეღონა და ოქროს ნიღაბი როგორმე ჩემთვის საინტერესო თემაზე ამელაპარაკებინა. დანარჩენები? ჰმ, ისინი სათვალავში ჩასაგდებნი არც იყვნენ.

      - იქნებ როგორმე გადააფიქრებინო მათ... - წამოვიწყე მე.

      - ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, - მითხრა ოქროს ნიღაბმა, - ერთი შენღა გელოდნენ. შენ ხომ მეშვიდე ხარ...

      ჰო, მართლა... აქ ძალიან უყვართ ეს ციფრი, მოთამაშეც ასე ამბობდა; თამაშს, მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც შვიდნი გახდებიანო. მაშინ მოთამაშე იყო მეშვიდე. ახლა, როგორც ჩანს, მე მხვდა წილად ეს პატივი. მაგრამ რა დროს თამაშია... როგორმე ოქროს ნიღაბი უნდა ავალაპარაკო, თავისი საიდუმლო ვათქმევინო.

      თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, გაურკვევლობა მტანჯავდა, აღარ ვიცოდი, რა მეღონა, როგორ ამელაპარაკებინა ოქროს ნიღაბი... რა მეთქვა ისეთი, მისი ყურადღება რომ დამეპყრო. გადამლაშებისაც მეშინოდა, მეგონა, თითქოს ზღაპრულად ლამაზ უცხო ფრინველს ვუთვალთვალებდი და ვცდილობდი, რაიმეთი არ დამეფრთხო... იქნებ ხმაც აღარ გაეცა ჩემთვის ოქროს ნიღაბს, თუკი თავს ზედმეტად მოვაბეზრებდი.

      უცბად ჩემს ცხვირწინ ნიღბების აცმამ იწყო კონწიალი. ჭექაქუხილივით მგრგვინავი ხმაც სულ ახლოდან გაისმა:

      - აირჩიე, რომელი ნიღაბი გინდა...

      გამომაფხიზლა ამ ხმამ. აბა, ვის არ გამოაფხიზლებდა... ჩემს წინამორბედსაც ჭექა-ქუხილის ღმერთმა შესთავაზა ნიღბები. რამდენადაც მახსოვს, დომინოს ნიღაბი აირჩია. მეც მის კვალს მივყევი.

      მოვირგე ნიღაბი, ისევ ოქროს ნიღაბს მივუბრუნდი, ჩემს გვერდით მეგულებოდა... აჯობებს, მასთან ახლოს ვიყო, რა იცი, რა ხდება...

      რა დაგიკარგავს და რას ეძებ... ოქროს ნიღაბი ახლომახლოს არ ჩანდა. აუზის მიღმა აღმოვაჩინე, როდესაც კარგად მოვათვალიერე იქაურობა. ჰო, მოთამაშემ აუზიც ახსენა. ისიც, რა თქმა უნდა, საოცრად ლამაზი.

      დანარჩენებიც დავინახე, აუზის ირგვლივ ჩამორიგებულიყვნენ. ყველა ნიღაბი ორი იყო, თუ მათ ორეულებსაც მივათვლით, ცრემლივით კამკამა წყალში არეკლილებს... ეს, ცხადია, ოქროს ნიღაბსაც ეხება. ყველაზე საოცარი სანახავი სწორედ ის იყო: ოქროს ორი ბრწყინვალე ქანდაკება, ერთმანეთთან ასე ახლოს და თან სულ სხვადასხვა სამყაროში მყოფნი, სრულიად მოუხელთებელნი ერთმანეთისთვის. ჭრელი ბურთი უძრავად იდო იქვე... (ცხადია, ისიც ორი იყო) ჩანს, ოქროს ნიღაბს მობეზრებია ჟონგლიორობა.

      მათი თვალიერება აღარ დამცალდა, ისევ ჩამესმა ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხი:

      ...ზღვიდან ამომავალი მხეცი... ვინ უნდა იყოს იგი? ვერვინ შეძლო ზღვიდან მისი ამოტყუება.

      ნიღბები მაშინვე გაცხოველებით გამოეხმაურნენ ჭექაქუხილის ღმერთის როხროხს: მართლაც, რამდენი თავსატეხი გაგვიჩინა ამ საოცარმა არსებამ... ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგოთ, ვინ ამოვიდა ზღვიდან, რატომ გაურბის ასე ჯიუტად ყოველგვარ ადამიანურ განსჯას. რამდენი ხანია, ვცდილობთ და ვეძიებთ, მაგრამ მისი ვერაღერი გავიგეთ, შვიდ თავს ათი რქა ვერა და ვერ მოვარგეთ. ვერც ლომის ხახა მივუსადაგეთ ავაზას სახეს. დათვის ფეხებმაც ხომ გაუგებრობის ბურუსში გახვია ყველაფერი... და საერთოდ, ისიც გაუგებარია, რატომ ჰქვია ზღვიდან ამომავალი მხეცი. მართლა ზღვიდან ამოვიდა თუ რაიმე შემთხვევის გამო ეწოდა ასე... ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა, თუ რა მბრძანებელ სიმაღლეს იკავებს ხანდახან ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევა.

      ასე და ამგვარად, გააგრძელეს ნიღბებმა მსჯელობა. ერთგვარად საინტერესოც კი მეჩვენა ზოგიერთი მათი მოსაზრება. კერძოდ ის, შემთხვევის როლი რომ არ გამოჰპარვიათ მხედველობიდან, მაგრამ დიდად გაწბილებული დავრჩი, როდესაც ერთერთი ბელადის (კაცობრიობას ხომ არაერთი ბელადი ჰყოლია თავისი არსებობის მანძილზე) სახელი გაიხსენეს და მას დაუკავშირეს ზღვიდან ამომავალი მხეცი, აქაოდა ბელადს მდინარის სახელი ერქვა და ყველა მდინარე ხომ ბოლოს ზღვაში ჩადისო...

      ეეჰ, ამათ მართლა სათამაშოდ მოუცლიათ, ჩემი წინამორბედიც ხომ სწორედ ასე ამბობდა; იქ (ზღაპრულად მშვენიერ წალკოტში) მუდამ თამაშობენო. ძალიან კარგი, ითამაშეთ, სანამ არ მოგწყინდებათ... ეს თქვენი მიეთმოეთი მართლაც თამაშია და მეტი არაფერი...

      ჩემი წინამორბედიც ხომ სათამაშოდ ეწვია აქაურობას, თუმცა ვერ ითამაშა.

      ერთადერთი, ვინც არ თამაშობს ამ ნიღბებს შორის, მე ვარ. დიახ, აქ სათამაშოდ ნამდვილად არ მოვსულვარ, ფრიად სერიოზული მიზანი მამოძრავებს. ოქროს ნიღაბია ჩემი მიზანი, თუ გნებავთ, ღვთაება... ო, რა მაცთუნებლად ბრწყინავს, მის ყურებას მართლაც არაფერი სჯობს. ჰოდა, თვალსაც არ მოვაცილებ...

      „როცა იქნება, ჩაგიგდებ ხელში და აგალაპარაკებ!“ გულში ასე დავექადნე ოქროს მშვენიერ ქანდაკებას. აქედან ისე როგორ წავალ, სანამ შენს საიდუმლოებებს არ გავიგებ... აკი მოთამაშემაც (ჩემმა წინამორბედმა) გამაფრთხილა, ფეხი არ მოიცვალო იქიდან, სანამ საწადელს არ ეწევიო.

      თვითონ ჩემი წინამორბედი ვერ ეწია საწადელს... ვერ ითამაშა, როგორც უკვე ვთქვი... ო, რა გულდაწყვეტილი იყო, ვერ გავაგორე ჩემი კამათელიო. უფრო მეტიც, თვალითაც ვერ იხილა „ის“, კაცი ვისთანაც უნდა ეთამაშა. რა დიდმნიშვნელოვნად ამბობდა ამ სიტყვას; „ის“... მე კი, მისგან განსხვავებით, სწორედ თვალწინ მყავს „ის,’“ ვისი ნახვაც ყველაზე მეტად გამახარებდა... სულ პირველად სწორედ ის (ოქროს ნიღაბი) შემომხვდა, როგორც კი ამ წალკოტში ფეხი შემოვდგი. კარგი ნიშანია, აუცილებლად ავალაპარაკებ, გავიგებ ყველა მის საიდუმლოს.

      როცა იქნება, დამთავრდება ეს მიეთ-მოეთი... ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს იგი? ჰოდა, მაშინ მივიტან იერიშს ოქროს მშვენიერ ქანდაკებაზე...

      სანახევროდ გავთიშე ცნობიერება, რათა ნაკლებად შევეწუხებინე ნიღბების მიეთმოეთს, ჩემს საფიქრალს გავყევი, (დრო რაიმეთი ხომ უნდა გამეყვანა)... ერთმანეთს ვადარებდი ჩემს საკუთარ შთაბეჭდილებებს და მოთამაშის ნათქვამს (ეს შეიძლება სასარგებლო გამომდგარიყო), ნამდვილ სამოთხეს ჰგავს იქაურობაო, ასე ამბობდა იგი. ოდნავადაც არ გადაუჭარბებია, ამ მშვენიერ წალკოტს სხვანაირად ვერც უწოდებ... ჰო, კიდევ როგორ ამბობდა? ასეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ვიღაცის ძლევამოსილ მარჯვენას ვუჭვრეტდი. ყველა და ყოველი ამ წალკოტში, სულ პაწია უღონო ბალახიც კი, ამაზე ღაღადებდაო. სრული ჭეშმარიტებაა, ასე როგორ გალაღდებოდნენ თუნდაც აი, ეს მრავალფერადი ყვავილები, ვიღაცა გამუდმებით რომ არ ზრუნავდეს მათზე. მეც მაგონდება მათი დანახვისას განებივრებული ჩვილები (ჩემი წინამორბედის სიტყვებია), იმ ზომამდე არიან გასათუთებულნი.

      ცვალებადმა სივრცეებმა ხომ პირდაპირ გამაოგნა, ყოველ ნაბიჯს თითქოს სულ სხვა, ახალ სამყაროში შევყავდი. ოქროს ნიღაბმაც თქვა რაღაც ამის შესახებ, მრავალთაღოვანი სივრცე ახსენა... არ ვიცი, როგორ და რანაირად ხერხდება ეს ყველაფერი, ის კი ნამდვილად ვიცი, აქ შემოსულთაგან მოწყენას ვერავინ იგრძნობს, ყოველ ახალ ნაბიჯზე რაიმე სიახლე ელოდება.

      რკინის ჭიშკარიც სულ ადვილად გაიღო, ხელის დაკარებისთანავე (ისევ შემოსასვლელთან დავბრუნდი, ჩემი ფიქრები უთავბოლოდ დაჰქრიან). დიდი ჭიშკარი, შავად ჩალუსკუმებული... არადა, როგორი მასიური, როგორი მძიმე ჩანდა. იფიქრებდი, ადგილიდან ვერც კი დავძრავო.

      ასე რომ, ყველაფერი ემხთვევა ერთმანეთს, გარდა ერთისა; მე ვნახე, თუ როგორ ამობობღდა ოქროს ნიგაბი ღრმა ორმოდან., ჩემს წინამორბედს ეს არ უნახავს.

      ახლა კიდევ ნიღბები... ერთი შეხედვისთანავე ვცნობ ყველა მათგანს, მათ შესახებაც ბევრი რამ მიამბო მოთამაშემ... აგერ მზის ნიღაბი. მომღიმარე მზის გაბადრული სახე, სამოსელზე მიმოფანტული ოქროსფერი სხივები... მართლაც ხალისის მომფენი შეხედულება აქვს. არ შეიძლება არ გაგეღიმოს მისი დანახვისას.

      ორსახა ნიღაბი... სწორედ ისეთია, როგორიც წარმომედგინა; ორი ზუსტად ერთნაირი ნიღაბი, სხვადასხვა მხარეს მომზირალი... თუ არ ვცდები, წყალსა და სულს განასახიერებს. ფართოსახელოებიანი ფრიალა სამოსელი წყლის ჭავლივით ულაპლაპებს.

      ცისარტყელას ნიღაბი... აბა, ამის ცნობას რა უნდა? თავით ფეხებამდე ცისარტყელას ფერებით შეფერილა, უზარმაზარი სათვალის ჩარჩოც ცისარტყელას ფერებით მოუხატავს.

      მგალობელი ფრინველი... არც ამის ამოცნობაა ძნელი; ხშირი, ხუჭუჭა თმები, დაწინწკლული პეპელა ჰალსტუხი. ფართო მანჟეტები უფრიალებს, ისიც დაწინწკლული. შედარებით სადად გამოიყურება ამ ჭრელა-ჭრულა ნიღბებში, მაგრამ, ჩემი აზრით, არც პეწი აკლია, არც დახვეწილობა... პირიქით, აღემატება კიდეც სხვებს ამ მხრივ...

      ...და რა თქმა უნდა, ჭექა-ქუხილის ღმერთი! ო, ამან უკვე კარგად გამაცნო თავი; გამგმირავი გამოხედვა, მრისხანე მეომრის იერი, დამაბრმავებლად მოლაპლაპე ელვის ისრები და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად ომახიანი ხაფი ხმა, მართლაც ჭექა-ქუხილივით მგრგვინავი.

      ბოლოს კი (საგანგებოდ მოვიტოვე ბოლოსთვის) ოქროს ნიღაბი. ერთიანად ოქროსფრად მბზინავი, თავით ფეხებამდე. რა მშვენიერია, რა პეწიანი და ლაზათიანი, ამის ყურებას მართლაც არაფერი სჯობს... ჯერ მარტო მისი ერთი დანახვაც კი რად მიღირს... მოსვენებით და დიდებულად სუფევს აუზის კიდესთან... კიდესთანო, ვამბობ, მაგრამ ეს კიდე იმდენად ჩახლართულია ნაირნაირი ორნამენტებით და რაღაც გამოუცნობი, ძერწილი სახეებით, რომ ასე უბრალო სიტყვა მეხამუშება თითქოს. ო, რა კარგად იგრძნობდა აქ თავს ვინმე მხატვარი’, რა წყალუხვ წყაროს იპოვიდა საკუთარი ფანტაზიისთვის.

      აუზში კი წყალია, მართლაც ცრემლივით გამჭვირვალე... როგორც სარკეში, ისე ირეკლება მასში ყველაფერი... და ყველა ნიღაბი ორია, როგორც უკვე ვთქვი... ასევე ოქროს ნიღაბიც... ჭრელი ბურთიც ორია... საოცარია, ოქროს ნიღაბი ამ ბურთს წამითაც რომ არ იშორებს თავიდან... ეს ბურთიც რა პეწიანი სანახავია... ნაირფერი (ოქროსფერი, ლაჟვარდისფერი, მწვანე და ა.შ.) თითქოს უწესრიგოდ არიან მიმოფანტულნი, მაგრამ ისე ლამაზად ერწყმიან ერთმანეთს, უკეთესს ვერც კი წარმოიდგენ. ვერცერთი მხატვარი აქ ოდნავ შესწორებასაც ვერ შეიტანდა. თანაც, ამ ლამაზ ჭრელ ბურთს ერთგვარი მარგალიტის მსგავსი ელფერიც გადაჰკრავს, თითქოს მქრქალ შარავანდედში იყოს გახვეული. მართლაც მშვენიერი რამაა, მდიდრული და პეწიანი, როგორც ყოველივე ამ მშვენიერ წალკოტში...

ნახვა: 127

ტეგები: qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ნიღაბი, ოქრო, ქადაგიძე, ძიება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters