ნაწამები ჯარისკაცი, მიღებული რეზოლუცია, ძალადობისთვი დასჯილი გრძნობებშეურაცხყოფილები, მარგველაშვილი „ნაცია“ და 21 მარტის დღეობები

      პროგნოზი მართლაც გამართლდა და დილიდან საშინელი ამინდები იყო, სიცივე და ქარი არ აკლდა მარტის 21-ს, მაგრამ თავად დღეს ძალიან დატვირთული და აქტიური გახლდათ. რა თქმა უნდა დღის მთავარი თემა წამებით გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენების ამბავი იყო და მის გარშემო, პარლამენტის ერთიანი რეზოლუცია. ამავე დროს მთელი დღე საუბრობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და ჟენევის მოლაპარაკებებზე, მერე „ნიუსფრონტი“ იყო გახსნილი რუსთავი 2-ის საქმეზე და რელიგიურ გრძნობებზე. პარლამენტში რეზოლუციის გარდა მოახერხეს კვოტირებაზეც საუბარი, მერიამ სითი პარკსა და ავტობუსებზე ისაუბრა, პრეზიდენტმა ყველაფერზე და ასევე, ერთდროულად აღინიშნა დაუნის სინდრომის, ჟურნალისტიკის, მესაზღვრეობის და ნოვრუზ ბაირამის დღე!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 მარტი, 2018 /

      გადმოსვენებული, მოკლული ჯარისკაცის საქმე - კახა ქემოკლიძე - მთავარია, რომ ცხედარი გადმოსვენებულია და დაუბრუნდა ოჯახს. ქეთევან ციხელაშვილი - ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტის სათანადო გამოძიება აუცილებლად მოხდება. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ხანდაზმულობა გარკვეულ სურათს ცვლის, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია. ქეთევან ციხელაშვილი - გაგრძელდება ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ადამიანების უფლებები დაცული იყოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას. ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილს ხელებსა და სახეზე დაზიანებები აქვს. გიორგი ანდრიაძე ტატუნაშვილის საკითხზე - თუნდაც რამდენიმე საათით ყაზბეგის გამშვები პუნქტი უნდა დაიკეტოს - პროტესტი უნდა გამოხატო, თუ ხარ ქვეყანა და გაქვს ღირსების გრძნობა. გია ვოლსკი ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - ჩვენი შეფასება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. რომან გოცირიძე - რეზოლუციის სულისკვეთებას მივესალმებით, მაგრამ გვაქვს გარკვეული შენიშვნები. ალეკო ცქიტიშვილი - დღეს საქართველო გლოვობს ტატუნაშვილს - ყველა დაზიანება სათანადოდ უნდა გამოიკვლიონ და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ. პარლამენტის სხდომა არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო, წუთიერი დუმილით დაიწყო. ზურაბ ჭიაბერაშვილი - პარლამენტმა პრაქტიკულად გაიზიარა, რომ შეიქმნას „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია“- ჩვენი მიზანია, მოხდეს გაკონტროლება, რამდენად ეფექტურად მოხდა რეზოლუციის ამოქმედება. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობელი - ყველა, ვინც ცხედარი ნახა, ამბობს, რომ წამებით არის მოკლული. ემზარ კვიციანი - ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთლიანად უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაეკისროს. გუგული მაღრაძე - ტატუნაშვილების ოჯახმა გამოიჩინა უდიდესი ღირსება, თავშეკავება - არ აყვა მცდელობებს შიგნიდან და გარედან. მალხაზ თოფურია - ტატუნაშვილის საქმე აგრესიის უკიდურესად ბოროტი გამოვლინებაა, რომელიც იმდენად სირცხვილია, თვითონ რუსულ მედიაშიც კი ვერ შუქდება. ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილი იცავდა საქართველოს ღირსებას სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ავღანეთში, ერაყში და იყო ნამდვილი გმირი. მამუკა მდინარაძე - მხოლოდ სია არ არის რეზოლუციაში, მასში არის სხვა ბევრი ძალიან პრინციპული საკითხიც. არჩილ თალაკვაძე - არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სალომე სამადაშვილი არჩილ თალაკვაძეს - თუ შეიძლება ჩამოთვალეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც შეეხება სანქციები, ჩემი აზრით, ეს წრე შეზღუდული იქნება და რეალურად ატყუებთ საზოგადოებას. ოსი ე.წ. დეპუტატი - საქართველო არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური ბაკქანალიის აგორებისთვის იყენებს. შოთა შალელაშვილი - “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ფორმირება, სრულიად სამართლიანი და პრინციპული ნაბიჯია ქვეყნისთვის, რომელიც შეურიგებელია ოკუპაციის მიმართ. არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, სამხედრო წესით დაკრძალავენ. ემზარ კვიციანი არჩილ ტატუნაშვილისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის. სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს. პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტი მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და "პატრიოტთა ალიანსმა" ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ქეთევან ციხელაშვილი - პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მნიშვნელოვანი აქცენტები იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ეკისრება.

      საქართველო-რუსეთი ჟენევურად - გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა. „ნაციონალური მოძრაბა“ ჟენევის კონსულტაციებზე რუსეთის მიერ დაანონსებული ფორმით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს. სერგი კაპანაძის აზრით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე დათანხმება შეცდომა იქნება. არჩილ თალაკვაძე - რუსეთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, პასუხების გაცემა მოუწევს. არჩილ თალაკვაძე - ჟენევის მოლაპარაკებებში შედეგების მიღწევა რთულია, რადგან რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობა დაბალია. „ნაციონალური მოძრაობა“ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მიხეილ ჯანელიძის და სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლების მისვლას ითხოვს. არჩილ თალაკვაძე - ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა მიდის განცხადებაზე - არალეგიტიმური მხარეების მიერ არავითარი ხელმოწერა არ მოხდება. სერგი კაპანაძე - ჟენევის მოპალარაკებების ფარგლებში პოლიტიკური განცხადების ინსტრუმენტი იმისთვის არსებობდა, რომ ზეწოლა ყოფილიყო რუსეთზე მასაც აეღო ვალდებულება. იან კელი - საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რუსეთი არის ოკუპანტი ძალა, შესაბამისად, რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა. ზაზა გაბუნია ლეონიდ კალაშნიკოვს - მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ - მოეშვით ულტიმატუმით საუბარს.

      რელიგიური გრძნობების დაცვა და აყალმაყალი რუსთავი ორის წინ (შედეგები) - საქართველოს საპატრიარქო - მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა. შსს-მ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შსს - სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე. ექიმის ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს და მას დაზიანებები არ აღენიშნება. გია ვოლსკი - საზოგადოებას გააჩნია პრინციპულობა აღკვეთოს უზნეო განცხადებები, თუმცა ეს ვინმეს უკანონო ნაბიჯების გადადგმის უფლებას არ აძლევს. ოპოზიციური პარტიები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე „ქართული მარშის“ წევრების მხრიდან თავდასხმას გმობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ელენე ხოშტარია უმრავლესობას - მგონი, თქვენ საერთოდ დაკარგეთ წარმოდგენა, თუ რა არის თავისუფალი აზრი ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო აბსოლუტურად გაუგონარი, ძალადობრივი თავდასხმა ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფის მხრიდან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე. "ქართული მარში" ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებს და "რუსთავი 2"-ის პარალიზებას გეგმავს. „ქართული მარშის“ წევრი - ქვეყანაში, სადაც გიგი უგულავას 47 მილიონის შეჭმაზე სასამართლო დარბაზიდან უშვებენ, იქ ჩვენ ბიჭებს მაცხოვრის დაცვის გამო ვერ დაიჭერენ. იან კელი იმედს გამოთქვამს, რომ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ფაქტის გამოძიება მოხდება და პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოდან გაეწერა და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

      პრეზიდენტის საუბრებიდან და განცხადებებიდან - გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო და სამთავრობო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ადეკვატურია. გიორგი მარგველაშვილი - პიროვნულად არ მაქვს განცდა, რომ რომელიმე კონკრეტულ მომენტში ჩემი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ბოლომდე არ დავიხარჯე. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს. ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტი მიესალმება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე - მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს. გიორგი მარგველაშვილი - 4 წელი ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ მარგველაშვილი ”ნაცია”. გიორგი მარგველაშვილი - თუ გადავწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას, იმედი მაქვს ისეთი კანდიდატები იქნებიან, რომ ჩემს დამარცხებას სამართლიან ბრძოლაში შეძლებენ.

      საკონსტიტუციო რეფორმა - თამარ ხულორდავა - სრულდება ძალიან მნიშვნელოვანი, საკონსტიტუციო რეფორმის ისტორიული პროცესი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. დღესვე პარლამენტი სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს იხილავდა. გედევან ფოფხაძე გენდერულ კვოტირებაზე - პარლამენტში ცოტა წვეროსანია და მოდი, აქაც შემოვიღოთ კვოტები - გვინდა, მეტი წვეროსანი იყოს. ხათუნა გოგორიშვილი - გამოიყენონ სწორი ტერმინი - ქალი, არანაირი ქალბატონი და არანაირი მანდილოსანი! ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებს - ბარემ მანდილი ჩამოგვაფარეთ თავზე - ნუ ღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე. მამუკა მდინარაძე - გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება. დიმიტრი ხუნდაძე ქალთა კვოტირებაზე - ინდიკატორად არა სქესი, არამედ ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული. ზაქარია ქუცნაშვილი გენდერულ კვოტირებაზე - ძვირფასო მამაკაცებო, მივეხმაროთ ქალებს და გარწმუნებთ, ისინი მოგვეხმარებიან ჩვენ!

      საჩივარი მერიას - „სი-თი პარკის“ ადვოკატები კახა კალაძეს საჩივრით მიმართავენ. მერიის მიერ მილანურ კომპანიასთან 3 მილიონი ლარის ოდენობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე, დღეს ლევან ხაბეიშვილი დაიკითხება. "სითი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. აუქციონში გამარჯვებული პარტიები დმანისში არსებული მიწის იჯარისთვის 5 მილიონის შეგროვებას მოსახლეობაში გეგმავენ. კახა კალაძე "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადავადებაზე - არანაირი გადავადება, გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. თბილისის მერი კახა კალაძე აუცილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკარების გამოცდის გადადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. კახა კალაძე - დედაქალაქის მასშტაბით ხეების სპეცჭრებს სახელმწიფო ელექტროსისტემა კანონის დაცვით ახორციელებს. კახა კალაძე - როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ, ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ ფიქრი, თავიანთი პარკი განაახლონ. „თბილისის მიკროავტობუსი“ – არც ერთი მიკროავტობუსი არ დაიშვება სამუშაოდ ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე.

      აუქციონში გამარჯვებული პარტიები - დმანისში მიწის ნაკვეთის აუქციონში პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმარჯვეს. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, „დმანისის გადარჩენის ფონდი“, რომლის სახელითაც აუქციონში პარტიებმა გაიმარჯვეს, ხარვეზების გამო იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში გატარებული არ ჰყავს. ქონების ეროვნული სააგენტო - თუ დმანისში არსებულ მიწასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 45 დღეში არ გაფორმდება, აუქციონის შედეგები გაუქმდება. კახა კუჭავა - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში ბოლნისსა და დმანისში განვითარებული მოვლენების შესახებ მომავალ კვირას მოსმენა გაიმართება.

      დაუნის სინდრომის, ჟურნალისტიკისა, მესაზღვრეების და ბაირამის დღე ერთად - სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ. მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. დიმიტრი ქუმსიშვილი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. გიორგი კვირიკაშვილი - ვუსურვებ თითოეულ ჟურნალისტს, ყოველთვის ყოფილიყვნენ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულნი, ემსახურონ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას. მაკა ჩიჩუა - დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ ვსაუბრობთ დასაქმებაზე. გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა.

      გენდერული ბიზნესი - ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ჯიპიაი ჰოლდინგს გადაეცა.

      ეკონომიკური ზრდა - დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს.

      სამადლობელი სიგელი - გიორგი კვირიკაშვილმა გენერალ გარი ჯონსონს სამადლობელი სიგელი გადასცა.

საზღვარგარეთულები:

      გაძევებულები წავიდნენ - დიდი ბრიტანეთიდან გაძევებულმა 23-მა რუსმა დიპლომატმა ქვეყანა დატოვა.

      რუსეთი ამბობს - სერგეი ლავროვი - იაპონიაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმები პირდაპირ ეხება რუსეთის უსაფრთხოებას. სერგეი ლავროვი - დიდმა ბრიტანეთმა შეგნებულად აიღო გეზი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაზე. RTVI - სერგეი ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს.

      ლიბანური გამოცემა „ად-დიარი“ - პუტინი სირიაში 100 ათასზე მეტი ჩეჩენი ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს.

      სამი კაცი უკვე ბანდაა - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეასთან და აშშ-სთან ერთად სამმხრივი სამიტი ჩატარდეს.

      საიმედო თურქეთი - მევლუთ ჩავუშოღლუ - მოკავშირეები მიხვდებიან, რომ ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, თურქეთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 218

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters