მზე მეთამაშება...

მზე მემალება...

კლდეებს ზემოთ აღმართულ ხეებს ეფარება ...

ხავსს სთხოვს შეიხიზნოს თავისი სხივები და ნამად გადააქციოს.

ხე და ხავსი თავის სამეფოში იფარებენ მზეს. თუმცა არა! მზეს არა! მზის იმ ანარეკლს, რომელიც ჩვენამდე აღწევს... 

ჩაბნელებული და მზისგან მიტოვებული მე ისევ ველოდები მზეს... ველოდების ღიმილს თბილს და ჩასახუტებლად გამოწვდილ სხივს...

მზე კეთილია, დიდი და თბილი. მოწყენილ "მე"-ს ვერ გაუძლო და გამოიჭყიტა. ჯერ ერთი სხივი სტყორცნა, შემდეგ მეორე და სვეტებად დაიღვარა სითბო ხევში...

მზემ ცივ ხავსებს ნათელი გადაჰკრა, ჩანჩქერს ფერები, მე კი თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...

წყლის წვეთებზე არეკლილმა შუქმა ფერები შობა ფერადი....

ხევი ბედნიერმა მემ დავტოვე, იმაში დარწმუნებულმა, რომ მზე ისევ დიდია და თბილი...

ნახვა: 1292

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მზე, სიბნელე, სინათლე, ქველი

salome: სექტემბერი 9, 2013||7:14pm

არა, რობინზონა :D :D:D:D
ურააააააა!!!!!!!!!!! ისევ მივდივაააააააააააააააააარ ^_^ ამჯერად ერთი ძალიან დიდი ჩანჩქერი როაა ეგეც უნდა ვნახოოოთ :)))

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||7:16pm

მოიცა მოიცა, ამ "ისევ"_ში 2014 წლის აგვისტო იგულისმე ხო? :D 

salome: სექტემბერი 9, 2013||7:19pm

კიიი, ხო არ გადაიფიქრე ლაშიკო? :)))
დაკარგვის, გადაჩეხვის ან დახრჩბის ხო არ შეგეშინდა? :P არადა რა საყვარლად ჟღერს :D :D

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||7:27pm

არა salome, რას ამბობ :D არც დასახიჭრება, დამახინჯება, დანაკუწება მაშინებს :D :D :D :D 

salome: სექტემბერი 9, 2013||7:39pm

იიიიი.... კაია, :DDDD ვხედავ შენში მოლაშქრეობის პოტენციალს :D :D :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm 0 კომენტარი

      დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…

გაგრძელება

საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…

გაგრძელება

შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…

გაგრძელება

ნიკა მელია დააკავეს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm 3 კომენტარი

      დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters