მზე მეთამაშება...
მზე მემალება...
კლდეებს ზემოთ აღმართულ ხეებს ეფარება ...
ხავსს სთხოვს შეიხიზნოს თავისი სხივები და ნამად გადააქციოს.
ხე და ხავსი თავის სამეფოში იფარებენ მზეს. თუმცა არა! მზეს არა! მზის იმ ანარეკლს, რომელიც ჩვენამდე აღწევს...
ჩაბნელებული და მზისგან მიტოვებული მე ისევ ველოდები მზეს... ველოდების ღიმილს თბილს და ჩასახუტებლად გამოწვდილ სხივს...
მზე კეთილია, დიდი და თბილი. მოწყენილ "მე"-ს ვერ გაუძლო და გამოიჭყიტა. ჯერ ერთი სხივი სტყორცნა, შემდეგ მეორე და სვეტებად დაიღვარა სითბო ხევში...
მზემ ცივ ხავსებს ნათელი გადაჰკრა, ჩანჩქერს ფერები, მე კი თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...
წყლის წვეთებზე არეკლილმა შუქმა ფერები შობა ფერადი....
ხევი ბედნიერმა მემ დავტოვე, იმაში დარწმუნებულმა, რომ მზე ისევ დიდია და თბილი...
ამ ამდგილებში მეც ვიყავი და ნავის გარეშე გავცურეთ ბოლომდე, მიუხედავად იმისა რო ცურვა წესიერად არ ვიცი, ნუ გავცურეთ რა, შიგადაშიგ გვიწევდა გაცურვა :D :D ძალიან ლამაზია ^_^ ^_^
მომავალ წელს ჩამო ლაშიკო, ჩემი გოგონებიც მინდა წავიყვანო მაგ ადგილებში და ჩვენთან წამო, ნუსხელაძესაც წამოვათრევ :D
შევთანხმდით :) მომავალ წელს, აგვისტოში შენთან ვარ და გაჭედილში მივდივართ! :D :) ok??? :)
მანამდე გამოცდები და რამე-რუმეები მექნება და ამიტომ აგვისტო! ფლიზ :)
კი ლაშიკო, აგვისტომდე მეც ვერ მოვახერხებ :))) ერთი 2 კარავი გვჭირდება ;))
იმედია ცურვა იცი კარგად, რო რამე... :)) ბოლომდე უნდა გავიდეთ ^_^
არა რა :( :( :( ცურვა არა, თორემ თქვენი სათრევი ვიქნები :P :P :P
2 კარავს არაუშავს - ვიშოვით სადმე :)
შენს თრევაზე არცაა ლაპარაკი ლაშიკო, უბრალოდ ვინც წამოვა, სავარაუდოდ არცერთმა არ იცის ცურვა ):)))
წესიერად არც მე ვიცი პრინციპში, მაგრამ მაინც :D :D :D
:D :D :D კაი ლაშიკო, თანახმა ვარ :D
p.s. მე პირადად ტყეში დაკარგვაზეც თანახმა ვარ, მაგრამ სამწუხაროდ დასაკარგი ადგილები არ იყო მაინცდამაინც :( :D
თუმცა, ხრამში გადასავარდნი ადგილებია იცოცხლე :D :D :D
ბალუკა კრუზო :D :D :D მშვენიერია :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია