მზე მეთამაშება...

მზე მემალება...

კლდეებს ზემოთ აღმართულ ხეებს ეფარება ...

ხავსს სთხოვს შეიხიზნოს თავისი სხივები და ნამად გადააქციოს.

ხე და ხავსი თავის სამეფოში იფარებენ მზეს. თუმცა არა! მზეს არა! მზის იმ ანარეკლს, რომელიც ჩვენამდე აღწევს... 

ჩაბნელებული და მზისგან მიტოვებული მე ისევ ველოდები მზეს... ველოდების ღიმილს თბილს და ჩასახუტებლად გამოწვდილ სხივს...

მზე კეთილია, დიდი და თბილი. მოწყენილ "მე"-ს ვერ გაუძლო და გამოიჭყიტა. ჯერ ერთი სხივი სტყორცნა, შემდეგ მეორე და სვეტებად დაიღვარა სითბო ხევში...

მზემ ცივ ხავსებს ნათელი გადაჰკრა, ჩანჩქერს ფერები, მე კი თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...

წყლის წვეთებზე არეკლილმა შუქმა ფერები შობა ფერადი....

ხევი ბედნიერმა მემ დავტოვე, იმაში დარწმუნებულმა, რომ მზე ისევ დიდია და თბილი...

ნახვა: 1287

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მზე, სიბნელე, სინათლე, ქველი

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 9, 2013||1:02am

ღმერთმა მუდამ ნათელი მზისკენ გატაროს!!! ♥♥♥

salome: სექტემბერი 9, 2013||1:04am

გაიხარე ჩემო კარგო!!! :***

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||1:05am

ნიჭიეროოოო :* ♥

salome: სექტემბერი 9, 2013||1:17am

ლაშიკო მაიმუნო :P :D  ♥  ♥  ♥

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||5:40pm

ეს რომელი ხოების ისტორიაა ბალუკა? :) 

salome: სექტემბერი 9, 2013||5:48pm

ეს მარტვილია ლაშიკო, კანიონები თუ იცი ;) 

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||5:53pm

კი, ვიცი :) ბევრმა მეგრელემაც დამპატიჟა მაგრამ ბოლოს ყველა მეგრულად მოიქცა :D :D :D :D 

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||5:54pm

არადა რა ლამაზია :( http://www.qwelly.com/group/earth/forum/topics/6506411:Topic:386822

salome: სექტემბერი 9, 2013||5:56pm

ლაშიკო საზიზღაროოოო!! :)) ნუ ამბობ ეგრე :( მეც ვუთხარი ბავშვებს ჩამოდით-თქო, მაგრამ სანამ სტუმრებით არ გაივსო სახლი ვერ გადაწყვიტეს და მერე უკვე მეც აღარ დავიჟინე : )))) 

BrOliKa: სექტემბერი 9, 2013||5:59pm

შენ კი არა მე ვერ წავსულვარ ლაშიკო :D არადა მაგ სოფელში ბიძა მყავს :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეცვალე შენი ცხოვრება - გაუხსენი გზა პირად განვითარებას

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი





Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…

გაგრძელება

რელიგიური არეულობა ჩოხატაურში და საპარლამენტო მანდატები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 14, 2021.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21;…

გაგრძელება

ეპისტოლე, დანატოვარი და პროკურატურის ანგარიში - ხელოვნური ინტელექტი გამოძიებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როცა მრავალთათვის მთავარი პიროვნება ხარ სამმართველოში, წასვლა და მოსვლა მარტივი არ არის. ბიძინას წავსლის მეორე სერია, წასვლიდან მეორე დღესაც აქტუალური იყო, დატოვებული კობახიძეც კი მრავალთა განხილის მიზეზი გახდა. დღეს აქტუალური იყო პროკურატურაც და მთავარი პროკურორი შოთაძეც. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 241637, გუშინ დილის შემდეგ - 1857; გამოჯანმრთელებული - 227208, ბოლო 24 საათში - 993; გარდაცვლილი - 2820, გუშინ დილის შემდეგ -…

გაგრძელება

მეორედ წასვლა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 11, 2021.
საათი: 10:00pm 1 კომენტარი

      ისეთი მასშტაბური გამოდგა ერთი კაცის პოლიტიკიდან წასვლა, მთელი დღეა ამ თემაზე საუბრობენ. ბოლო პერიოდში გააქტუალურებული ეპისტოლარული ჟანრის ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, საკუთარი საქმიანობა შეაფასა, იამაყა და პოლიტიკიდანაც წავიდა. მერე, მთელი დღე, პოზიციაცა და ოპოზიციაც მის წასვლაზე საუბრობდა, ვინ აქებდა, ვინ აძაგებდა, ვინ ზეიმობდა და ვინ გამარჯვებად სახავდა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან. ამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters