ავტორები: ქეთი პოპიაშვილი, ლევან ჩახავა, ლილი ჭელიძე, ლუკა კვირიკაშვილი, ნანუკა კვარაცხელია
კურსის ხელმძღვანელი: თამარ მოცრაძე
თბილისი 2018

სარჩევი

აბსტრაქტი

შესავალი

ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის შეჯამება

დანართი N1

დანართი N2

აბსტრაქტი

      კვლევა ჩატარდა ახალგაზრდებში, მხედველობის მასიური გაუარესების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. კვლევის მიზანი იყო რომ დაგვედგინა, არის თუ არა კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთი მთავარი დამამძიმებელი გარემოება, თვალის დაავადებების ფართო გავრცელების.

      როგორც ვიცით, ჩვენს თანამედროვეობაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ახალგაზრდებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ამავდროულად გაიზარდა მხედველობის პრობლემის მქონე ახალგაზრდების რიცხვი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამჟღავნებული მჭიდრო კავშირი ზემოთ ხსენებულ ორ მოვლენას შორის ღირებული იქნება საზოგადოებისთვის, ასევე გასათვალისწინებელი მომავალში საკუთარ ჯანმრთელობაზე უკეთესად ზრუნვისათვის.

      იმისათვის, რომ კვლევის შედეგები ყოფილიყო ღირებული, რესპოდენტებად მიზნობრივი შერჩევის საფუძველზე ავირჩიეთ პროფესიონალი თვალის ექიმები - ოფთალმოლოგები, რომელთაც თბილისის სხვა და სხვა თვალის კლინიკებში ვესტუმრეთ. ამავე მეთოდით შევარჩიეთ 18-35 წლამდე მხედველობის პრობლემების მქონე ახალგაზრდები.

შესავალი

      21-ე საუკუნეში, ადამიანს, საკმაოდ ხშირი შეხება აქვს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, რადგან კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. ამავდროულად, ყოველ წელს, სულ უფრო და უფრო იზრდება მხედველობის პრობლემის მქონე პირების რიცხვი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობა ცხოვრების ერთ-ერთი ყვეროგორც ვიცით, ჩვენს თანამედროვეობაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ახალგაზრდებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ამავდროულად გაიზარდა მხედველობის პრობლემის მქონე ახალგაზრდების რიცხვი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამჟღავნებული მჭიდრო კავშირი ზემოთ ხსენებულ ორ მოვლენას შორის ღირებული იქნება საზოგადოებისთვის, ასევე გასათვალისწინებელი მომავალში საკუთარ ჯანმრთელობაზე უკეთესად ზრუნვისათვის.

      იმისათვის, რომ კვლევის შედეგები ყოფილიყო ღირებული, რესპოდენტებად მიზნობრივი შერჩევის საფუძველზე ავირჩიეთ პროფესიონალი თვალის ექიმები - ოფთალმოლოგები, რომელთაც თბილისის სხვა და სხვა თვალის კლინიკებში ვესტუმრეთ. ამავე მეთოდით შევარჩიეთ 18-35 წლამდე მხედველობის პრობლემების მქონე ახალგაზრდები.

      ლაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კვლევა, რომელიც პასუხს გაგვცემს კითხვაზე, იწვევს თუ არა კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება მხედველობის დაქვეითებას. დღეისთვის კომპიუტერის მეშვეობით ხდება მუშაობა, ინფორმაციის მიღება, ურთიერთობა, შოპინგი და მრავალი სხვა ტიპის აქტივობების შესრულება, თან გასათვალისწილებელია ის ფაქტიც რომ ამგვარი ტიპის ინდუსტრია დღითიდღე განიცდის უდიდეს წინსვლას და პროგრესს, როგორც თვისობრივ ასევე პოპულარობის მხრით. შესაბამისად კომპიუტერთან, ტელეფონთან ან პლანშეტთან გატარებული დროც ინდუსტრიული განვითარების პირდაპირ პროპორციულად იზრდება.

      კომპიუტერის ყველაზე ხშირი მომხმარებელი არის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც სოციალური ქსელების გარეშე, დღევანდელი დღე წარმოუდგენელია, ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დარეგსიტრირებულია სოციალურ ქსელებში, უყურებენ ვიდეოს, ფილმებს, უსმენენ მუსიკას, სწავლობენ, თანაც უფასოდ, საჭიროა მხოლოდ წვდომა იყოს ინტერნეტთან და ერთი შეხედვით, მართლაც გასაგებია მათი პოზიცია, რადგან ბევრი კარგი მხარე აქვს კომპიუტერის გამოყენებას, მაგრამ ამ ბევრ დადებით ნიუანსს თან მოსდევს მხედველობის დაზიანების რისკი. ასევე საკმაოდ გავრცელებულია კომპიუტერის ან პლანშეტის გადაჭარბებული მოხმარება ზრდასრულ ადამიანებშიც, რადგან მათ უწევთ ისეთ სამსახურში მუშაობა სადაც კომპიუტერის გამოყენების გარეშე, დავალებული საქმის შესრულება შეუძლებელია, იგივე ვითარებაა სწავლის განხრითაც, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებშიც, რაც ნამდვილად პროგრესული ნაბიჯი ჩანს, მაგრამ არის თუ არა ჯანმრთელობისთვის ეს უვნებელი?.

      არსებულმა კვლევამ, პასუხი გაგვცა კითხვაზე, იწვევს თუ არა კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება მხედველობის დაქვეითებას. კვლევა დაფუძნებულია თვისებრივი კვლევის მეთოდებზე. სიღრმისეული ინტერვიუ, რომლის რესპოდენტებიც არიან პროფესიონალი ექიმები - ოფთალმოლოგები, და ასევე შეიქმნა ფოკუს ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 18-დან 35-წლამდე მხედველობის პრობლემების მქონე ახალგაზრდები.

ლიტერატურის მიმოხილვა

      წარმოდგენილ კვლევაში ძირითადი დაშვებები და შეფასებები ემყარება სამეცნიერო კვლევებსა და სტატიებს, რომელშიც განხილულია რა საფრთხეს უქმნის კომპიუტერი და სხვა ციფრული ტექნოლოგიები ჯანმრთელობას, კონკრეტულად კი მხედველობას.

      საშიშია თუ არა კომპიუტერი? სპეციალისტები, ექიმები და პედაგოგები ამერიკაშიც კი დღემდე კამათობენ იმის შესახებ, რა ადგილი შეიძლება ეკავოს კომპიუტერს განათლების სისტემაში. მოწინავე ქვეყნებში სპეციალისტები კვლავაც შეისწავლიან ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე კომპიუტერის გავლენას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ბავშვის მონიტორთან ყოფნის ხანგრძლივობა.[1]

      ექიმი-ოფთალმოლოგი ია ეცადაშვილი, ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საყურადღებოა ის ფაქტი, როგორ იყენებს ადამიანი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და რომ სწორად მოხმარების შემთხვევაში კომპიუტერი და ტელევიზორი საფრთხეს არ წარმოადგენს მხედველობისთვის - „ რა უფრო მავნებელია მხედველობისთვის: კომპიუტერი, წიგნების კითხვა თუ ტელევიზორი?
- მავნებელია არა თავად კომპიუტერი, არამედ მასთან გატარებული დიდი დრო. თუ ადამიანი 8 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მონიტორს უყურებს, რა თქმა უნდა, მის თვალებსა და მთლიანად ჯანმრთელობას ვნება მიადგება, ხოლო თუ დატვირთვის დოზირება მოხდება, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. „ - პასუხობს ექიმი-ოფთალმოლოგი, ასევე საუბრობს იმის შესახებ რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა თუ ხვდება რომ კომპიუტერთან დიდი დროის გატარებისას ამჩნევს უფრო მკაფიოდ მხედველობის პრობლემებს - „თუ კომპიუტერთან მუშაობისას გვტკივა თვალი, დიდი ალბათობით, საუბარია თვალის დაღლაზე და ამ დროს შესაძლებელია წვეთების გამოყენება, რომლებიც თვალზე დატვირთვას ამცირებს. თუმცა, წვეთები აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს და არა თავად პაციენტმა, მაგალითად, ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით. თუ მხედველობა გაუარესდა ან ტკივილი და ცრემლდენა დაიწყო, ადამიანმა სპეციალისტს უნდა მიმართოს.[2] ადამიანის თვალისთვის შეუსვენებლად მუშაობის ნორმა არაუმეტეს 2 საათია, ამის შემდეგ ის იღლება და აქედან იწყება პრობლემებიც.

      სტატიაში განხილულია რას იწვევს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, როგორ შეუძლია კომპიუტერთან დიდი დროის გატარებას გაართულოს უკვე არსებული თვალის დაავადება ან/და შეუქმნას საფუძველი მის წარმოქმნას.

      კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, რა თქმა უნდა, სიბრმავეს არ იწვევს, მაგრამ მხედველობის გადაღლა-გადაძაბვას სხვა სერიოზული გართულებები და პრობლემები მოსდევს. ხშირია ფსევდო მიოპია, ვინც, მაგალითად, სათვალეს ატარებს, განსაკუთრებით - მინუსს, ამ მინუსის უფრო სწრაფი მატება აღენიშნება და სხვა. კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისა და, შესაბამისად, დიდი მხედველობითი დატვირთვის შედეგად წამწამოვანი კუნთი ხანგრძლივი შეკუმშვის მდგომარეობაშია, ხდება ფრიგიული და კარგავს მოდუნების უნარს. კლინიკურად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, განსაკუთრებით - შორ მანძილზე. ბევრი ახალგაზრდა მიმართავს ოფთალმოლოგს მხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებული ჩივილებით. ზოგიერთ მათგანს 10-12 საათს და მეტხანსაც უწევს კომპიუტერთან ჯდომა. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.[3]

      კომპიუტერული ტექნოლოგიები არ არის ერთადერთი მთავარი მიზეზი სიბრმავის, თუმცა ხელს უწყობს ყველა სახის თვალის დაავადების წარმოქმნა/განვითარებას. ხშირია შემთხვევებიც, როცა კომპიუტერული ტექნოლოგიები თვალის სიმშრალესაც იწვევს. ჩვენ შევეცდებით ამ შემთხვევების გამოვლენას და იმის გარკვევას, თუ რა დროა რეკომენდებული კომპიუტერული ტექნოლოგიებისთვის. მოგეხსენებათ ისიც , რომ თვალისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ხელსაწყო, რომელიც კომპიუტერის, მობილურის და ტელევიზორის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა შეისწავლა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მობილური ტელეფონის გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ენერგიის მავნე გავლენის და დასაშვები ნორმების შესახებ საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა და ასევე, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან თავდაცვის ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. მათ ისიც თქვეს, რომ შეიძლება მობილურის გამოყენება ყოველდღიურად ისე, რომ მან არ დააზიანოს თვალი და არ შეუქმნას პრობლემა ჩვენს მხედველობასა თუ ჯანმრთელობას.[4] შეგვიძლია ვთქვათ, რომ მობილური არ უნდა გამოვიყენოთ "დროის მოკვლის" მიზნით და უნდა დავარეგულიროთ მისი მოხმარება, ისევე როგორც სხვა კომპიუტერული ტექნიკის შემთხვევაშიც. ასევე მკვლევარები გვირჩევენ, რომ კომპიუტერის ეკრანს ტელეფონის ეკრანი სჯობს, მაგალითად სხვადასხვა საიტის მონახულების მიზნით, ვინაიდან ტელეფონს გარკვეულწილად ნაკლები გამოსხივება აქვს და არც "უაზრო" რეკლამებითაა გადატვირთული. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ტელეფონის განათებასაც, რომელიც თავადვე შეგვიძლია ვაკონტროლოთ, პარამეტრების დახმარებით. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნოლოგიები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენენ თვალისთვის და საჭიროა ამის სრულად რეგულირება.

კვლევის მეთოდოლოგია

      კვლევის მეთოდოლოგიად შევარჩიეთ თვისებრივი კვლევის მეთოდები სიღრმისეული ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფი. სიღრმისეული ინტერვიუს რესპოდენტებად ავირჩიეთ ოფთალმოლოგები. გამომდინარე იქიდან, რომ შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დეტალური მოსაზრებები გვჭირდებოდა გაგვეგო, ეს მეთოდი ჩვენი კვლევისთვის ყველაზე შესაფერისად მივიჩნიეთ. სწორედ სიღრმისეული ინტერვიუ გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას არ გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი საკითხები და მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ რესპოდენტებისაგან. კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ სადისკუსიო გეგმა, რომელიც სავარაუდო კითხვების და მათი თანმიმდევრობის მონახაზია და დაგვეხმარა ინტერვიუს სწორად წარმართვაში, ასევე მოგვცა საშუალება შევხებოდით სწორედ იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კვლევისათვის და არ გამოგვრჩენოდა რომელიმე მათგანი.

      ჯგუფური ინტერვიუ, ისევე როგორც სიღრმისეული ინტერვიუ გვეხმარება ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ საკვლევ თემასთან დაკავშირებით რესპოდენტებისაგან. ფოკუს ჯგუფის ფარგლებში გადავწყვიტეთ მხედველობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების გამოკითხვა. მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიეთ მათ გამოსაკითხად ეს მეთოდი და არა სიღრმისეული ინტერვიუ როგორც ოფთალმოლოგების შემთხვევაში , არის ის, რომ ფოკუს ჯგუფში რესპოდენტები რომლებსაც საერთო პრობლემა აერთიანებთ გაცილებით გულახდილები და გახსნილები არიან ვიდრე ინდივიდუალური ინტერვიუს დროს. იმისთვის, რომ რესპოდენტების გულახდილობის დონე უფრო მაღალი ყოფილიყო და ასევე მათ მისცემოდათ საშუალება უფრო გახსნილები ყოფილიყვნენ ერთმანეთში და საერთო პრობლემებზე საუბრისას, გადავწყვიტეთ ორი ფოკუს ჯგუფის შექმნა, რომლებშიც რესპოდენტები მხედველობის დაქვეითების დონის მიხედვით გადავანაწილეთ. კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი.

      შერჩევა მოვახდინეთ თბილისის სხვადასხვა კლინიკების ოფთალმოლოგებში, არაალბათური შერჩევის, კერძოდ მიზნობრივი ანუ შეფასებითი შერჩევის საფუძველზე. ჩვენი კვლევის თემიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღება გვჭირდებოდა ისეთი ადამიანებისგან, ვინც გათვითცნობიერებულია მხედველობის პრობლემებში და პროფესიონალურ დონეზე შეუძლია პასუხის გაცემა დასმულ შეკითხვებზე ანუ ოფთალმოლოგებისგან. სწორედ ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა მიზნობრივ შერჩევას და არა შემთხვევითს. რადგან შემთხვევითი შერჩევისას გამოკითხულთა დიდ ნაწილს შესაძლოა საერთოდ არაფერი სცოდნოდა კონკრეტული საკითხების შესახებ და ვერაფერი ეთქვა ჩვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. იგივე პრინციპით მოხდა შერჩევა მხედველობის პრობლემის მქონე ახალგაზრდებშიც. ჩვენ გვჭირდებოდა საერთო და კონკრეტული მახასიათებლის მქონე რესპოდენტები , მიზნობრივი შერჩევა კი საუკეთესოა როცა კონკრეტული ნიშნით ვეძებთ რესპოდენტებს.

      ჩვენი კვლევის სეგმენტს წარმოადგენენ ოფთალმოლოგები და მხედველობის პრობლემების მქონე 18-35 წლამდე ახალგაზრდები თბილისის მასშტაბით. რადგან ორივე კატეგორია მჭიდრო კავშირშია კვლევის საგანთან, შესაბამისად მათგან მიღებული ინფორმაცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი ღირებულების მატარებელია ვიდრე იმ ადამიანებისა, რომელთაც არ აქვთ პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას და ცოდნას იმისათვის, რომ მათთან ინტერვიუ ჩაითვალოს კვლევისთვის შედეგის მომტანად.

      სადისკუსიო თემა წინასწარ ფორმულირებულ შეკითხვებისა და მათთან პოტენციურად დაკავშირებული საკითხების მიხედვით ხუთ ნაწილად დაიყო:

I. მჭიდრო კავშირი მხედველობა დაქვეითებული ახალგაზრდების რიცხვის ზრდასა და ადრეული ასაკიდან კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებულ მოხმარებას შორის, რის ფონზეც ვითარდება თვალის სხვა და სხვა დაავადება. (კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია ბოლო წლებში მხედველობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების რიცხვის ზრდის. ასევე წინა პირობა, არა ერთი თვალის დაავადების წარმოქმნის, რომლებიც დღეისათვის სწორედ ახალგაზრდებშია ყველაზე მეტად გავრცელებული.)

      ჩვენს მიერ გამოკითხული ყველა ოფთალმოლოგი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მხედველობის მასიური გაუარესების.

„ალბათ და ალბათ მაინც არის, თუმცა არის გამოკითხვები სადაც ზოგი წერს, რომ არ არის, მაგრამ კვლევების დაახლოებით 95% აჩვენებს, რომ კომპიუტერის გადაჭარბებული მოხმარება აზიანებს მხედველობას. აზიანებს არა მხოლოდ მონიტორის გამოსხივების შედეგად, ამ დროს მომხმარებელი ზის დაძაბულად, უყურებს ერთი და იმავე ობიექტს, ერთი და იგივე მანძილიდან, არ ახამხამებს თვალებს, რაც იწვევს თვალის დაძაბულობას, ცრემლდენას. წვას ანუ სიწითლეს და დაშრობას რომელსაც შედეგად მოაქვს მხედველობის დაქვეითება.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„რა თქმა უნდა, გვაქვს უკვე შედეგები, გადაჭარბებული მოხმარება ახალგაზრდებში, შესაბამისად ოფთალმოლოგებთან მომართვა ახალგაზრდებისგან ძალიან მაღალია. მიზეზი არის ცუდი მხედველობა, მხედველობის დაზიანება. ახალგაზრდები კომპიუტერთან ყოფნის დროს, მონიტორისკენ სულ უფრო ახლოს იწევენ, რასაც ამჩნევენ მშობლები და შემდეგ ჩვენ მოგვმართავენ. ადრეულ ასაკში ადამიანს არ აქვს გენეტიკური ფაქტორი, ამიტომ მიოპიის გამოწვევა ამ შემთხვევაში არის კომპიუტერის გადაჭარბებული გამოყენების შედეგი, ამიტომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და ვცდილობთ შევუზღუდოთ ეკრანთან გატარებული დრო. „ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. ა)

„რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს, მოგეხსენებათ, მკვეთრად იმატა ახლომხედველობამ ახალგაზრდებში, ამის მიზეზი მართლაც არის ჭარბად კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, რასაც სამწუხაროდ ვერ გავექცევით.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი თ. ჯ)

      მათ ასევე ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გაიზარდა მხედველობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების რიცხვი ბოლო წლებში. მათმა

      პასუხებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს სამწუხარო ფაქტი, რომ 21 საუკუნეში მხედველობა მასიურად გაუარესდა.

„სტატისტიკურად რა თქმა უნდა იზრდება, იმიტომ რომ ტექნოლოგიებიც ვითარდება, ამავდროულად ყველა მიჯაჭვულია კომპიუტერებზე, არ აქვთ აქტიური ცხოვრების სტილი და ასევე უნდა ითქვას რომ დანიაში ჩატარდა კვლევა, მოგეხსენებათ დანიაში ღამე ჭარბობს დღეზე და დადგინდა რომ ზამთრის პერიოდში, ანუ როდესაც იზრდება ღამე, მიოპიაც იზრდება რაც ცუდად მოქმედებს მხედველობაზე.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„რა თქმა უნდა იზრდება, ერთგვარი სრული და ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დღითიდღე იზრდება. იწყება ადრეული ასაკიდან, 5-6 წლიდან და 10-12 წლიდან, ეს ორი ასაკობრივი კატეგორია არის გამოვლინების, დებიუტის პერიოდი როდესაც იწყება მიოპიის განვითარება და შემდეგ პაციენტი ხდება დამოკიდებული სათვალეზე ან კორექციაზე.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. ა)

„ძალიან გაიზარდა იმატა რეფრაქციების ანომალიებმა განსაკუთებით გადახრამ უარყოფითი რეფრაქციისკენ, ანუ ეგრეთწოდებული მიოპიისკენ და ამის ერთერთ ძირითად მიზეზად თვლიან ტექნოლოგიების ნაადრევ და გადაჭარბებულ მოხმარებას.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. გ)

      რესპოდენტებმა დაასახელეს ის დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირი და გავრცელებულია ახალგაზრდებში. როგორც დადგინდა განსაკუთრებულად ხშირი - მშრალი თვალის სინდრომი, მიოპია და ახლომხედველობაა.

„რა თქმა უნდა ეს არის ახლომხედველობა, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, მაგრამ ასევე სერიოზული პრობლემაა მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც ეხებათ არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ საერთოდ მთელს პოპულაციას და ასევე დაკავშირებულია კომპიუტერების და გაჯეტების გადაჭარბებულ მოხმარებასთან.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი თ. ჯ)

„ყველაზე გავრცელებულია მხედველობის დაქვეითება, თვალების წვა - რაც თვალის სიმშრალით არის გამოწვეული და ვითარდება კომპიუტერისგან, 5-6 საათი გატარებული კომპიუტერთან და ჩვენ უკვე ვიღებთ თვალის სიმშრალეს, რაც უკვე თანამედროვე მსოფლიოში ეპიდემიად იქცა და არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება - მშრალი თვალის სინდრომი. „(ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. ა)

„ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში ყველაზე ხშირად იმატა მიოპიის პროგრესიამ ანუ მინუსის, შორს მხედველობის პრობლემამ. ხშირია არის ასევე თვალის ბუდის სპაზმი ანუ აკომოდაციური ასთენოპიები. აკომოდაციის სპაზმი რომელიც ხშირად მხედველობის გაუარესების მიზეზია, რომელიც გამოწვეულია თვალის ბუდის გადაღლის ხარჯზე, რომელიც არის შექცევადი ამ შემთხვევაში და სპაზმის მოხსნის შედეგად შეიძლება გაუმჯობესდეს მხედველობა. მაგრამ თუ ხშირად მოხდა ისე რომ ხანგრძლივი სპაზმის მოქმედება გადავიდა ჭეშმარიტ მინუსში ეს უკვე არის ახლო მხედველობა, ანუ პაციენტს უჭირს შორს საგნების გარჩევა და უკვე მიოპია ყალიბდება ჭეშმარიტად და არა სპაზმი რაც ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში მიოპია და ასთენოპია.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი დ. გ)

„ყველაზე გავრცელებულია რეფრაქციის ანომალიები მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი, გახშირებულია მშრალი თვალის სინდრომი, აკომოდაციური სპაზმი და თვალის წინა ნაწილის ანთებითი პროცესები.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. გ)

II. მხედველობასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლის გამოწვევაც კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებულ გამოყენებას შეუძლია და ოფთალმოლოგების რეკომენდაციები. (კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგები და ოფთალმოლოგების მიერ მოცემული რეკომენდაციები აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.)

      ყოველი ჩვენს მიერ გამოკითხული ექიმი-ოფთალმოლოგის აზრი დაემთხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხე შეუძლია შეუქმნას მხედველობას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებამ. ყოველმა მათგანმა ცალსახად დაადასტურა, რომ მონიტორთან დიდი დროის გატარება იწვევს თვალის სიმშრალეს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მშრალი თვალის სინდრომი“, ასევე ასთენოპიურ ჩივილებს, ახლომხედველობის განვითარებას და სხვ.

„ძირითადი საფრთხე ახლომხედველობის განვითარებაა , მშრალი თვალის სინდრომიც. გარდა იმისა, არის კიდევ ბევრი სხვა პრობლემა, მაგალითად კომპიუტერთან არასწორი ჯდომა, ანუ ჯდომის ჰიგიენის არ ქონა და ა. შ, ეს უკვე საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პრობლემებიცაა, და თვალს რაც შეეხება ახლომხედველობა და მშრალი თვალის სინდრომი ძირითადად როგორც უკვე აღვნიშნე.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი თ. ჯ)

„კონკრეტულად, უკვე როგორც მოგახსენეთ იწვევს დაღლილობას, თვალების წვას და სიმშრალეს, მაგრამ ამ ყველაფერს მონიტორს ვერ დავაბრალებთ, ამ შემთხვევაში მოქმედებს კიდევ მაგალითად მტვერი, კონდიციონერი ან რამე სხვა ფაქტორიც.“ ( ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„თვალის კუნთის დაძაბულობას იწვევს , ასევე გამოსხივებას აქვს თვალზე , უარყოფითი ზეგავლენა და ამავდროულად იწვევს თვალის ხამხამის გაიშვიათებას რაც მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი მიზეზია“ ( ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. მ)

      თუმცა ჩვენი რესპოდენტების მოსაზრებები გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა დროა რეკომენდირებული ახალგაზრდებისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან საურთიერთოდ და რა ასაკიდან აღარ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის მათი გამოყენება.

„რა დროის გატარებაა საჭირო, ეს ცოტა რთული შეკითხვაა, ჩემი რეკომენდაცია ასეთია, პატარა ბავშვებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ კომპიუტერთან ჯდომა, ნახევარი საათი შეიძლება შევთავაზოთ, ოღონდ ისიც სადღაც 15-20 წუთამდე ინტერვალებით (შესვენებებით). რაც შეეხება მოზარდებს და ზრდასრულებს, რომლებსაც რეალურად მართლა სჭირდებათ კომპიუტერი და ეს არ არის გართობის საკითხი, ისინი სწავლობენ ან ინფორმაციას იძიებენ, მათ უწევთ 2-3 საათი ჯდომა კომპიუტერთან და მე ძალიან ვარ შეზღუდული რომ რჩევა მივცე ამ დროს პაციენტს. ასევე სტუდენტს, რომელსაც სჭირდება კომპიუტერი, ვერ ვეუბნები, რომ არ დაჯდეს კომპიუტერთან. მთავარი არის სწორი ჯდომა , მთავარი არის ის, რომ აუცილებლად უნდა გააკეთოს ინტერვალები, უნდა დაისვენოს 25 წუთში ერთხელ , თვალი დაასვენოს, გადაიტანოს ყურადღება სხვა საგნებზე. თვალის ვარჯიშებიც არის, ერთ ერთი კარგი საშუალება დასვენების, უნდა იყოს განათება ძალიან კარგი და ასე შემდეგ. სასურველია დაახლოებით არაუმეტეს 3 საათი დღეში, რამდენად საკმარისია ეს ვერ გეტყვით.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი თ. ჯ)

„გააჩნია პაციენტის გენეტიკას, გენეტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ რომ ავიღოთ საშუალოდ, დღეში 1-2 საათი, ისიც დაყოფილად, 20-30 წუთიანი სეანსებით, რომელსაც შემდეგ უნდა მოსდევდეს შესვენება. ხოლო ასაკზე კონკრეტულად ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან დღეს უკვე 3 წლის ბავშვებიც მოიხმარებენ კომპიუტერს, მაგრამ რასაკვირველია უკეთესი იქნება თუ 6 წლამდე მოზარდს საერთოდ არ მივაკარებთ მონიტორს.“ ( ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„სამ წლამდე საერთოდ არ არის სასურველი გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები 6წ-ის ასკიდან შეიძლება ნახევარი საათი დღის განმავლობაში და ზრდასრული ასაკიდან ყოველ 40წ 1სთ დაასვენოს თვალი დატვირთვისგან გავაკეთოთ ვარჯიშები მხედველობა გადავიტანოთ შორს და ახლოს.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. გ)

„ბავშვებში, დაახლოებით 2-3 წლის ასაკში 15 წუთიდან 30 წუთამდე, უკვე მოზარდები კი 2 საათამდე, ოღონდ რა თქმა უნდა გადანაწილებით, დღის განმავლობაში, ხოლო ზრდასრული ადამიანისთვის უფრო იზრდება მონიტორთან გატარებული დრო, ეს გამოწვეულია სუბიექტური მიზეზებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გადანაწილებით, 30-40 წუთში ერთხელ.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. ა)

III. კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენების გარდა, არსებობს ფაქტორები და გარემოებები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მხედველობისათვის. (გენეტიკური ფაქტორი, შაქრის დიაბეტი და სხვა მრავალი გარემოება სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მხედველობისათვის.)

      გამოკითხული ოფთალმოლოგების დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ გენეტიკური ფაქტორი და სხვა გარემო პირობები საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მხედველობისათვის.

„გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია , თუ მაღალი ხარისხის მიოპიაა მშობლებში ან წინა თაობაში გენეტიკურად გადადის ეს და ამას დამატებული კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება საკმაოდ აუარესებს მდგომარეობას.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ც. პ)

„გენეტიკა განაპირობებს წინა განწყობას ამა თუ იმ დაავადების განვითარების, დავუშვათ ახლომხედველობა არის ხშირად გენეტიკური. ეკოლოგია და კვება ასევე არის ის მთავარი გარემოებები რაც ცუდად აისახება მხედველობაზე.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი მ. ქ)

„ეკოლოგია, საკვები პროდუქტები, ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებში. ასევე სტრესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი თ. ჯ)

      მათ ასევე დიდი დრო დაუთმეს დაავადების - შაქრის დიაბეტის განხილვას, მათი პასუხებიდან გამოვლინდა, რომ ეს დაავადება მხედველობისთვის ერთმნიშვნელოვნად მაღალი რისკის შემცველია.

„ძალიან სერიოზული დაავადებაა, დიაბეტის დროს, პირველ რიგში ზიანდება სისხლ-ძარღვების კედელი, რომელიც ხდება ჟონვადი, სისხლი გამოდის გარეთ და ეს ჩანს თვალის ბადურაზე, რაც იწვავს ანევრიზმებს, მიკრო და მაკრო სისხლ-ჩაქცევებს. არ არის სასურველი შოკოლადის და ტკბილეულის მირთმევა, რადგან შემდეგ მიდის არასწორი ინსულინის გამომუშავება, ვითარდება სპაზმები და ეს რა თქმა უნდა იწვევს მხედველობის დაქვეითებას.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„შაქრიანი დიაბეტი ნამდვილად მოქმედებს. არსებობს ასეთი დაავადება დიაბეტური ჰომეოპათია, რომელიც ახდენს ზეგავლენას ბადურაზე ყველაზე გავრცელებულია დღესდღეობით დაავადებებს შორის და ჭირდება მუდმივი კონტროლი.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. მ)

„მხედველობის დაქვეითების დიდი ნაწილი შაქრიანი დიაბეტით არის განპირობებული დიაბეტური ენდოპათია, ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელმაც სიბრმავემდე შეილება მიგვიყვანოს. ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი წელიწადში ორჯერ უნდა გადიოდეს ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას, რადგან თავიდან აიცილონ სიბრმავე ასევე. მხედველობის დაქვეითების პროვოცირებას ახდენს გლაუკომა ასაკობრივი მაკრო დეგენერაცია და ასაკობრივია ასევე ხშირი კატარაქტა.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი დ. გ)

„შაქრის დიაბეტი პირველ რიგში აისახება ცუდად მხედველობაზე, იწვევს ძალიან დიდ გართულებებს , კატარაქტას, ბადურის ჩამოშლას და სხვა რთულ დაავადებებს.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ც. პ)

IV. ოპტიკური სათვალე, კონტაქტური ლინზები და გვერდითი მოვლენები რომლებიც კონტაქტური ლინზების გამოყენებას შეიძლება სდევდეს თან. (ოფთალმოლოგების რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რომლის გამოყენებაა ოპტიმალური მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში - სათვალის თუ კონტაქტური ლინზების.)

      ჩვენი რესპოდენტი ოფთალმოლოგების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ პიროვნებაზეა დამოკიდებული თუ რომლის მოხმარებას ამჯობინებს - სათვალის თუ კონტაქტური ლინზების. თუმცა მათ ისაუბრეს იმასთან დაკავშირებითაც, რა სიტუაციაში რომელია პაციენტისთვის უკეთესი.

„სუბიექტურია დამოკიდებულია ადამიანის არჩევანზე, მე ვფიქრობ, რო სათვალე უკეთესია თუმცა ლინზებსაც აქვს უპირატესობები ასევე ასტიგმატიზმის დროს უმჯობესია ვიხმაროთ ლინზები.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. მ)

„როდესაც მხედველობა არის დაქვეითებული, ყველაზე კარგი ალტერნატივაა კონტაქტური ლინზები და დადგენილია რომ ყველაზე ეფექტურად მიოპიის პროგრესირების შეჩერებას იწვევს კონტაქტური ლინზების გამოყენება, რეკომენდირებულია 13 წლიდან, მაგრამ თუ არის მოთხოვნა შეიძლება 13 წლამდე მოზარდებისთვისაც. “ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. ა)

„ორივე ძალიან კარგი რამაა და ყოველთვის ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ რომ გამოიყენონ ორივე, რადგან კონტაქტურ ლინზებს სხვა დანიშნულება აქვს, სათვალეს სხვა. კონტაქტური ლინზები იძლევა უფრო მკაფიო მხედველობას ვიდრე სათვალე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 24 საათი უნდა გვეკეთოს, თვალმა უნდა დაისვენოს.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„ეს არის ინდივიდუალური, ვინც ვერ ეგუება კონტაქტურ ლინზებს, ატარებს სათვალეს. ზოგი ადამიანი საჭიროებიდან გამომდინარე ორივე მათგანს ანაცვლებს ერთმანეთს. ბავშვებში რა თქმა უნდა სათვალეა რეკომენდირებული.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი მ. ქ)

„გააჩნია შემთხვევას პროფესიას სურვილს მაგრამ სათვალე ყველაზე ხშირი და ოპტიმალური საშუალებაა კორექციისთვის.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი დ. გ)

      მიუხედავად იმისა, რომ ოფთალმოლოგების დიდმა ნაწილმა დადებითად დაახასიათა კონტაქტური ლინზები და ზოგიერთ სიტუაციაში ის ერთადერთ საუკეთესო საშუალებად დაასახელა მათთვის ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს, ისინი არ მოერიდნენ ლინზების გვერდით ჩვენებებზე საუბარსაც.

„კონტაქტური ლინზები იწვევს გარკვეულ გართულებებს. კერატიტებს, რქოვანას ანთებებს, შემღვრევებს, რომლებსაც შემდეგ უკვე არ შველის სათვალე და არც კონტაქტური ლინზები.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ც. პ)

„ლინზების სწორი გამოყენების შემთხვევაში ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა თუ არ დავიცავით მოხმარების წესები შეიძლება ფატალურ შედეგამდე მივიდეთ და არასწორმა გამოყენებამ თვალის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი დ. გ)

„ახლა ყოველ წელს ახალი კონტაქტური ლინზებია შემოთავაზებული და ძირითადი ცვლილება ისაა, რომ 24 საათი შეიძლება მოხმარება. მაგრამ ეს ასე არ არის. კონტაქტური ლინზები კარგია მხოლოდ დროებითი გამოყენებისთვის, როდესაც მაგალითად რამეს ვუყურებთ და საჭიროა მკაფიო მხედველობა. 24 საათიანი გამოყენებით თვალი გაღიზიანდება, განსაკუთრებით თუ მომხმარებელი არ იცავს ჰიგიენის ნორმებს, რადგან აუცილებლად ხელები უნდა იყოს სუფთა როდესაც ვისვამთ ლინზებს.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

V. ზოგადი რეკომენდაციები პროფესიონალი თვალის ექიმებისგან- ოფთალმოლოგებისგან, რომლებიც დაგვეხმარება არსებული რთული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლაში.

      კვლევაში მონაწილე ოფთალმოლოგებმა არ დაიშურეს რჩევები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უჭირთ აკონტროლონ და განსაზღვრონ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მუშაობის ხანგრძლივობა. ყველა მათგანი შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია დღეს-დღეისობით უარის თქმა კომპიუტერზე, თუმცა აუცილებელია სხვა და სხვა მითითებების შესრულება, მაგალითად : ნაკლები დროის გატარება მონიტორთან, თვალის დამატენიანებელი საშუალებების მოხმარება და საკონტროლო ვიზიტი ოფთალმოლოგთან.

„პირველი რჩევა არის ნაკლები დროის გატარება მონიტორთან, ეს არის კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი თუ პლანშეტი, შემდეგ ოფთალმოლოგთან ვიზიტი, თუ არ აქვს პრობლემა წელიწადში ერთხელ, თუ აქვს პრობლემა ინდივიდუალურად. და ბოლოს დამატენიანებელი წვეთები, რომ არ იყოს თვალი სიმშრალე.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. ა)

„სწორად გამოყენება ამ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების, სწორი ჰიგიენა, ჯდომის ჰიგიენა, განათება, შესვენებები , დამატენიანებელი წვეთების გამოყენება კომპიუტერთან მუშაობის დროს. აუცილებელია კარგი ეკრანები, ნუ, რა თქმა უნდა, თვითონ განათებაც უნდა იყოს დარეგულირებული, კომპიუტერის საშუალებით შესაძლოა გამოსხივების რეგულირება. მშვიდი განათება და ანტი რეფლექსური სათვალეები. „ (ექიმი-ოფთალმოლოგი თ. ჯ)

„აუცილებელია იყოთ დაკვირვების ქვეშ ოფთალმოლოგთან, სწორად უნდა შეარჩიოთ კონტაქტური ლინზა აუცილებლად, დამატენიანებელი წვეთები და უნდა ატაროთ სათვალე.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ვ. კ)

„იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნუ მოიხმართ ციფრულ ტექნოლოგიებს თუ აუცილებლობა არ მოითხოვს და მოხმარების შემთხვევაში დაასვენეთ თვალი ასევე შეგიძლიათ იხმაროთ თვალის დამატენიანებელი საშუალებები.“ (ექიმი-ოფთალმოლოგი ნ. გ)

კვლევის შეჯამება

      კვლევის შედეგების შეჯამების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოკითხულ ოფთალმოლოგთა აბსოლუტური ერთობლიობა კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული დოზით გამოყენებას ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი მხედველობისთვის საზიანოდ მიიჩნევს. თვალის დაძაბულობა, წვა, სიწითლე, ცრემლდენა, თვალის ხამხამის გაიშვიათება, თვალის სიმშრალე - ე. წ „მშრალი თვალის სინდრომი, ე. წ კომპიუტერული ასთენოპია, აკომოდაციის სპაზმი, მიოპია, ახლომხედველობა - ეს თვალის იმ ყველაზე გავრცელებულ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დიდი დროის გატარება იწვევს. ჩვენი კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ მხედველობის გაუარესების სიხშირე ახალგაზრდებში, ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, რის გამომწვევ მიზეზადაც კვლევაში მონაწილე ყველა ექიმმა-ოფთალმოლოგმა ისევ და ისევ ციფრული ტექნოლოგიების გადაჭარბებული მოხმარება დაასახელა. რესპოდენტთა მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ტელევიზორთან, კომპიუტერთან, მობილურთან და მსგავსი ტიპის ტექნოლოგიებთან ურთიერთობის ნორმად, დღის განმავლობაში დაახლოებით 3-4 საათი დასახელდა, მინ.30 წუთიანი ინტერვალებით. ასევე აღმოჩნდა, რომ აუცილებელია წელიწადში ერთხელ საკონტროლო ვიზიტი ოფთალმოლოგთან მათთვის ვისაც არ აწუხებს მხედველობის პრობლემები თუმცა უწევს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ხშირი მუშაობა, მათთვის საჭიროა ოფთალმოლოგის მიერ დანიშნული დამატენიანებელი წვეთების და რეფლექსური სათვალის გამოყენებაც. რაც შეეხება მათ ვისაც უკვე აქვს მხედველობის პრობლემები, მუდმივად უნდა ატარონ ოპტიკური სათვალე და კონტაქტური ლინზები, მაქსიმალურად შეამცირონ კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა იყვნენ მუდმივად ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

      კვლევის შედეგები აბსოლუტურად სანდოდ ითვლება, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე კვლევისას, როგორიც ჯანმრთელობა და მხედველობაა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მხოლოდ პროფესიონალების მოსაზრებებსა და რჩევებს შეიძლებოდა დავყრდნობოდით, ასეც არის. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ოფთალმოლოგთა მიერ გაცემული პასუხები ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე - პროფესიონალური დონისაა და რა თქმა უნდა სანდოა.

      ჩვენი კვლევის შედეგად დადასტურდა ჩვენი ჰიპოთეზა - კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს მხედველობის დაქვეითებას. ყოველმა ჩვენი კვლევის რესპოდენტმა, პროფესიონალმა თვალის ექიმმა- ოფთალმოლოგმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდებში მხედველობის მასიური გაუარესების მიზეზი სწორედ რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გადაჭარბებული მოხმარებაა.

დანართი #1

სიღრმისეული ინტერვიუ - სადისკუსიო გეგმა

  1. ტექნოლოგიების გადაჭარბებული მოხმარება ადრეული ასაკიდან არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხედველობის მასიური გაუარესების?
  2. სტატისტიკურად, რამდენად გაიზარდა ბოლო წლებში მხედველობის პრობლემა მოზარდებში?
  3. თვალის რომელი დაავადებაა ყველაზე გავრცელებული ახალგაზრდებში?
  4. კონკრეტულად, რა საფრთხეს უქმნის მხედველობას კომპიუტერთან/მობილურთან დიდი დროის გატარება? (მაგ: რა დაავადებას იწვევს)
  5. რა დროის გატარებაა რეკომენდირებული ზემოთხსენებულ ტექნოლოგიებთან და რა ასაკიდან?
  6. გენეტიკური ფაქტორისა და კომპ.ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენების გარდა კიდევ რა გარემოებები აისახება უარყოფითად მხედველობაზე?
  7. მოქმედებს თუ არა შაქრის დიაბეტი ან და სხვა ამ ტიპის დაავადებები მხედველობაზე?
  8. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების ქონის შემთხვევაში რომელია მეტად რეკომენდირებული, კონტაკტური ლინზების თუ ოპტიკური სათვალის გამოყენება?
  9. როგორ მოქმედებს კონტაკტური ლინზების მოხმარება მხედველობის მდგომარეობაზე?
  10. მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლისათვის რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მოგვცეთ?

დანართი #2

ფოკუს ჯგუფი - ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი

  1. ხართ თუ არა კომპიუტერული ტექნოლოგიების მომხმარებელი? რომლის?
  2. დღის განმავლობაში, რა დროს ატარებთ კომპიუტერთან?
  3. რა ასაკში შენიშნეთ მხედველობის გაუარესება?
  4. ამ პრობლემის შემჩნევის შემდეგ, რა დროის განმავლობაში მიმართეთ ოფთალმოლოგს?
  5. რა დაავადება დაგიდგინათ ოფთალმოლოგმა და რა გამომწვევი მიზეზები დაგისახელათ?
  6. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა მხევდელობის გაუარესებაზე?
  7. თქვენი აზრით, მხედველობის გაუარესებაზე იმოქმედა კომპიუტერულმა ტექნოლოგიამ?
  8. რა მკურნალობის კურსი დაგინიშნათ ოფთალმოლოგმა ვიზიტის შემდეგ?
  9. ჰქონდა თუ არა შედეგი ოფთალმოლოგის მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს?
  10. რა რეკომენდაციას მისცემთ მათ, ვინც ახლახანს აღმოჩინა მხედველობის პრობლემები?


[1] mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/1168-2009-03-20-21-28-47; ავტორი: მარიკა დვალი. სტატიის გამოქვეყნების თარიღი (21.03.2009). ბოლო ვიზიტის თარიღი (29.06.2018).

[2] kvirispalitra.ge/medicina/32353-qnu-gadaghlith-thvalebsq; ავტორი: ნანა ჩარკვიანი. სტატიის გამოქვეყნების თარიღი (14.11.2016). ბოლო ვიზიტის თარიღი (03.07.2018)

[3] mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/thvali/4042-ra-itsvevs-sibrmaves.html; ავტორი: თინათინ გოცაძე. სტატიის გამოქვეყნების თარიღი (25.07.2013). ბოლო ვიზიტის თარიღი (29.06.2018).

[4] resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=11&id_artc=30323; ავტორი: ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების წევრი, პროფესორი - რამაზ გახოკიძე . სტატიის გამოქვეყნების თარიღი (19.08.2016). ბოლო ვიზიტის თარიღი (03.07.2018).

ნახვა: 1344

ტეგები: ილიაუნი, კვლევა, მხედველობა, პრობლემები, ტექნოლოგიები

George: დეკემბერი 16, 2018||4:01pm

ნამდვილად კარგი კვლევაა - ვულოცავ ავტორებს ! გამოვთქვავ იმედს, რომ სამაგისტრო დონეზე კვლვა გაგრძელდება და აუცილებლად მოიცავს კორელაციას ტექნოლოგიამდელ თაობასთან - ანუ თუ წიგნის მკითხველს ჰქონდა დაზიანებული მხედველობა, რა ფუნქციები შეიძინა ან დაკარგა კომპუტერის მოხმარებით?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters