უმეცართათვის იაკობ მენდელი მხოლოდ წიგნების წვრილმან ბიბლიოთეკარად ან ვაჭრად ითვლებოდა. ყოველ კვირას "ნიუ ტაიმში“ და "ნიუ ტაგბლატში" ქვეყნდებოდა ერთი და იგივე სტერეოტიპული განცხადებები: ვყიდულობ ძველ წიგნებს, ვიძლევი კარგ ფასს, მის: იაკობ მენდელი, ზემო ალზერშტრასე, და შემდეგ ამას მოსდევდა ტელეფონის ნომერი, რომელიც სინამდვილეში კაფე ჰემინგუეის ეკუთვნოდა. იგი წიგნის საწყობებში იქექებოდა და მოხუცი შიკრიკის დახმარებით, რომელსაც წვერი ავსტრიის იმპერატორივით მოეშვა, ალაფს თავის მთავარ ბინაზე მიათრევდა და იქედან კვლავ სხვა გზას გაუყენებდა, რადგანაც წიგნით ვაჭრობაზე სათანადო ნებართვა არა ჰქონდა. ამიტომაც იგი წვრილმანი, უმნიშვნელო ვაჭრობით კმაყოფილდებოდა. სტუდენტები მას თავის სახელმძღვანელოებს მიჰყიდდნენ ხოლმე და ეს წიგნები მენდელის ხელიდან წლების მანძილზე ზემო კურსელებიდან დაბალ კურსელებამდე მოგზაურობდა. შეკვეთილ წიგნებსაც ეძებდა მენდელი და ოდნავი ფასის მომატებით ყიდდა, რჩევა-დარიგებას ეს ბუკინისტი იაფად იძლეოდა. მის სამყაროში ფული დიდად არ ფასობდა, რადგან მას ყოველთვის ერთი და იგივე გაცვეთილი პიჯაკი ეცვა. დილით, ნაშუადღევს და საღამოთი რძეს სვამდა და თან ორ პატარა ფუნთუშას შეატანდა. ღარიბულად სადილობდა, ულუფა მახლობელ რესტორნიდან მოჰქონდათ მისთვის. პაპიროსს არ ეწეოდა, არ თამაშობდა, შეიძლება ითქვას, არც ცხოვრობდა (მათ გარეშე ცხოვრება წარმოდუგენელია).

   სათვალის მიღმა ცოცხლობდა მხოლოდ ორი თვალი, რომელიც ამ თავისებურ ტვინს სიტყვებით, სათაურებით და სახელწოდებებით გამუდმებით კვებავდა, და სათუთი, ნაყოფიერი ფენა ტვინისა ხარბად იწოვდა ამ დოვლათს, ისე როგორც მინდორი ათასობით და ათიათასობით წვიმის წვეთებს. ადამიანები მას არ აინტერესებდა და ადამიანურ ვნებათაგან მისთვის ახლობელი და გასაგები იყო მხოლოდ ყველაზე ადამიანური ვნება პატივმოყვარეობა. როდესაც მასთან რაიმე ცნობის მისაღებად მოდიოდნენ, ამაოდ რომ დამაშვრალიყვნენ ათას ადგილას მისი ძებნით, და მას რომ მაშინვე შეეძლო პასუხის გაცემა, მხოლოდ ესეც კი გვრიდა მენდელს უდიდეს სიამოვნებას. დიდად უხაროდა აგრეთვე ისიც, რომ ვენაში და მის გარეთაც იყვნენ ათეული ადამიანები, რომლებიც მის ცოდნას აფასებდნენ და საჭიროებდნენ. ყოველ ამ უხეშ მრავალმილიონიან კონგლომერატში, რომელსაც ჩვენ დიდ ქალაქს ვუწოდებთ, ყოველთვის არის დამთხვევის წერტილები; ისინი ერთსა და იმავე სამყაროს ასახავენ პაწაწინა მონაკვეთზე, რაც უმეტესობისათვის შეუმჩნეველია, ძვირფასია მხოლოდ განდობილისათვის, რაიმე მისწრაფების თანამოძმისათვის. წიგნების ამ მოყვარულებმა ყველამ იცოდა იაკობ მენდელი (როგორც ფარული ორგანიზაციის წევრები ცნობენ ერთმანეთს შორიდან ) ან ისევე როგორც მუსიკალურ ნაწარმოებზე რჩევის მიღების მსურველს, მუსიკის მოყვარულთა საზოგადოებაში პატარა რუხქუდიან ევზებიუს მანდისევსკისთვის უნდა მიემართა. რომელიც საქაღალდეებსა და ნოტებს შორის იჯდა, და მუსიკის უდიდეს პრობლემებს ღიმილით ხსნიდა. ისევე როგორც დღეს, ვინც ძველი ქალაქის თეატრისა და კულტურის შესახებ ახსნა-განმარტებას საჭიროებს, აუცილებლად ყოვლისმცოდნე მოხუც გლოსის მიაკითხავს, ასევე, ქალაქის ბიბლიოფილები კაფე „ჰენგუეიესიკენ“ გასწევდნენ, როდესაც რაიმე ძნელი საკითხი წამოიჭრებოდა მათ წინაშე. ასეთი კონსულტაციის დროს მენდელის შეხედვა ერთ რამედ ღირდა და ეს მე, ახალგაზრდა ცნობისმოყვარე ადამიანს, განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა. თუკი მას შედარებით უმნიშვნელო წიგნს შესთავაზებდნენ, იგი წიგნს ზიზღით დახურავდა და წაიბუტბუტებდა; „ორი კრონი“. მაგრამ დაინახავდა თუ არა იშვიათ ეგზემპლარს ან უნიკუმს, მოკრძალებით სკამს უკან გასწევდა, წიგნს ქვევით ქაღალდს დაუფენდა და შესამჩნევი ხდებოდა როგორ მალავდა თავის შეასმჩნევად მოკლე თითებს.

ნახვა: 185

ტეგები: ცვაიგი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარკიპელაგი - მოტივტივე კუნძულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2020.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…

გაგრძელება

პოპულარობა ტერორიზმით, მეორე ტური და ელჩობა ოპოზიციაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…

გაგრძელება

ოპოზიციისა და პოზიციის დანახული პომპეო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters