ბუნების მოყვარულ ადამიანებს, ბუნება არა მხოლოდ იქ სეირნობისას ან მათ შესწავლა-დაკვირვებისას ანდა მოფრთხილებისას უყვართ, არამედ, მაშინაც, როდესაც ცდილობენ, ეს ბუნება თავიანთ ქმნილებათა ნაწილად აქციონ. კაცობრიობის ისტორია ხომ ამ შექმნილი სამყაროს, ბუნების ათვისების პროცესია, მაგრამ ახლა კაცობრიობაზე კი არა, ორ ადამიანზე მინდა გესაუბროთ, რომელიც ბუნებას არა იმდენად ითვისებს, რამდენადაც ესტეთიკასა და ხელოვნებაში, ბუნების ქმნილებები შემოაქვს საღებავების, მუყაოს და მაკრატლის დახმარებით.
რასაც ქვემოთ ნახავთ, შესაძლოა იფიქროთ ფიტულებიაო, ან გაყინული და ისე შენახულიო, მაგრამ არა - ყველაფერი, ენ ვუდის (Ann Wood) და დეან ლაქერის (Dean Lucker) ხელებითაა შექმნილი. 1987 წელს, მათ დააფუძნეს სტუდია - ვუდლაკერი (Woodlucker) და იმ დღიდან მოყოლებული, ხელოვნების ამ მიმართულების ერთ-ერთ ეტალონებად იქცნენ.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:41pm
0 კომენტარი
3 მოწონება
12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.
პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm
2 კომენტარი
3 მოწონება
დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 9, 2019.
საათი: 7:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.
მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი…
© 2019 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია