5 აპრილი. კინაღამ ფეხები გამაფშეკინა ამ ალანმა. პანდიტის მეტი არავინაა ჩემი გამომლაპარაკებელი; და ამას კი, ამ საცოდავს! თავი აქვს გამოტენილი გარდასული ჟამის ამბებით. (სულ 40_იანი წლების ამბებს ყვება, ახლა ხანს გადაეკიდა ამ ტაიმზის 1940 წელს დასახელებულ წლის ადამიანს, თურმე სტალინი იყო (თურმე არა, ნამდვილად იყო)) მთელი დღე ამას მეჩიჩინება, ძველ ამრიქელებს ჰქონდათ თვითმმართველობა! რას მეუბნები? ვითომც ეს ხალხი თავისუფალ მოქალაქეთა რაღაც კონფერენციად ცხოვრობდა, მსგავსად იმ „მინდვრის მორბენლები“, რომლის გამოც წაგვიკითხავს ერთ იგავ-არაკში. პანდიტს დაუჩემებია, კონფედერაციას ესაძირკვლებოდაო უსაკვირველესი იდეა, სახელდობრ: ყველა ადამიანი თავისუფალია და თანასწორი, მაგრამ ეს ხომ ეწინააღმდეგება გრადაციის იმ კანონებს, აგრე ცხადლივ რომ ვლინდება ... ისე მატერიალურ სამყაროში. ყოველ ქალსა და კაცს ჰქონდა ხმის უფლება, როგორც ამბობდნენ, ანუ შეეძლოთ საზოგადოების საქმეში ჩარევა მანამ, სანამ ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ არავის საქმე ყოფილა ყოვლის საქმე და რომ რესპუბლიკა (ასე ერქვა ამ დომხალს) უმთავრობო იყო სულაც. გავიგე, პირველი, რასაც მეტად შეუშფოთებია ამ რესპუბლიკის შემქმნელი თავდაჯერებული ფილოსოფოსები, იყო ასეთი ამბავი: საყოველთაო ხმის უფლება გზას უხსნიდა ყოველგვარ მზაკვრობას, დასავლური მონაპოვარი... გოდსტეინის წიგნს გავდა ეს პანდიტის მოთხრობილი მონოლოგი! პოლიტოლოგი არ იყო, ის მხოლოდ შემფასებელი ნეიტრალური იყო. 6 აპრილს საღამოს გემიბანიდან კარგად ჩანდა უკვე ხმელეთი.

ნახვა: 161

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

Kakha: იანვარი 17, 2020||10:15pm

ნამდვილად უმთავრობო დომხალი იყო, მახსოვს და კარგად ახსენა პანდიტმა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რეალობის აღქმა

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2021.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

   რეალობა პირობით მოვლენაა, თან ცვლადი და არც ისე შორს არ იძლევა გახედვის საშუალებას, რაც დღეს მონაპოვარი და განმტკიცებული და სწორი გვგონია ის ხვალ არა, ზეგ უკვე დიდი შეცდომააა, ადამიანის ფსიქიკა ძალიან სენსიტიური მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს მეგობრებო რომ დღეს უცებ რომ ვინმემ გვითხრას 18 წლის უკან მომხდარი ფაქტი რაც ყველას ჰგონია რომ…

გაგრძელება

DR8926-300 Nike Air Max 90 "Green Snakeskin" will be released in 2022

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As the Nike Air Max 90 inches approaches its 32nd anniversary, it has some non-original but eye-catching styles. Recently, Tinker Hatfield's iconic design incorporates green snakeskin panels and pink-style children's exclusive suits. Although the new surface layer retains the model's standard mesh sole, synthetic leather and TPU components, most of its upper also has a scaly covering layer. This detail can pay tribute to the upcoming animal-inspired Nike Sportswear series, as other Air Max…

გაგრძელება

როგორ იღებენ ფინალური ფანტაზია XIV მოთამაშეები Taffeta Cloth?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Players who have entered the charm of Final Fantasy XIV must have heard of Taffeta Cloth suits, which are known for their attractive appearance. To make this suit, players need Taffeta Cloth, which is specifically for Taffeta Shawl and Loincloth. Any craftsman in Final Fantasy XIV will know that rare crafting materials usually require a lot of polishing. Taffeta Cloth is no exception. Player retainers are the only way to Buy FFXIV Gil.

To obtain Taffeta Cloth, Final Fantasy XIV…

გაგრძელება

აზარტული თამაშების აკრძალვები, სოც. გარემო და დასჯილი პრეზიდენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2021.
საათი: 11:23pm 1 კომენტარი

      როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters