21 ოქტომბერით თარიღდება. როგორია ანარეკლი არაფრის? სწორად გამიგეთ, ეს მომენტია როცა დგახარ და ხედავ დაუსრულებელ სივრცეს, ეს ძლიერი ემოციის მქონე მომენტია, და თუ ზიხარ მაშინ წარმოსახის დიდი ძალის მქონე ხარ, მაგრამ ეს უნდა დაინახო, თუ რა მასშტაბისაა სივრცე, რომელიც დაუსრულებელია და სივრცე რომელიც შენი გონებაა, ის ასეთივეა დაუსრულებელი და ემოციური, პირველად ეს ნისლიან შემოდგომის დღეს ჩანს (ემთხვევა მოვლენას, როცა ადამიანის გონი მუდმივ ხეტიალშია და ნისლზე უარესად გაუნათებელ ადგილებში დადის) კარგად შემდეგ ყოველ ჯერზე უფრო ძლიერდება, და ზაფხულში როცა ყველა არსებული ფერი საუკეთესოდ ჩანს მაშინ შენვე ხდები სივრცის ნაწილი (ხვდები ამასაც, და ეს სხვა რამეს ბადებს), ჩვენ არ გვაქვს ემოციის გაკვეთილი ანდა ირაციონალობის არამედ სწორი და საინტერესო მოვლენასთან შეხება გვაქვს... მე შეკითხვა არ დამისვავს მე საკითხი დავსვი ისე როგორც ის არის, ჯანმრთელობა ხომ მეტწილად ჩვენ ხელშია.

   ხეტიალში ზოგი ისეთ არაჩვეულებრივს ეხება რომ სჯერა ის ისაა რაც უნდა მოეპოვებინა, პირველივე ჯერზე იპოვა, მაგრამ ის უკვე სხვამ გადააგდო, ეს გავს ველოსიპედის სახელურს რომელიც აღარ ვარგა და გადააგდო და გამოაიარა ვიღაცამ ხელში აიღო და გაუხარდა. ყველა ჯართის შემგროვებელს დაემსგავსა? ამ მოვლენას დავარქმევდი "From Day one" სინდრომს, ნაცვლად "From after Millennium"_ისა. ამ ყველაფერს გამოვაქვეყნებდი 21 ოქტომბრით დათარიღებულ "ნიუ ტაგბლატის" ნომერში, როგორც ახალგაზრდა მენდელს სურდა, შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ის წიგნების მოხუცი შემგროვებელია, ბავშვობაში კარგი ურთიერთობა გვქონდა, ახლა ცოტა შეიცვალა, ცოტა შევიცვალე, "სადაც ჩერნობილი შეიცვალა იქაც შენო" წერილში მპასუხობდა.

ნახვა: 32

ტეგები: Qwelly, ბლოგები, ჩანაწერი

Kakha: იანვარი 22, 2020||10:52am

პრინცი ჰარის იღბლიანად გამოუვიდა, წვიმიანი ქვეყნიდან გაყინულ ქვეყანაში გადავიდა, კიდე იტყვიან ბოროტი ენები მოიყვანოს მდაბიო წარმოშობის დიდი ამბავიო :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters