მსმენელი პარლამენტარები და კანდიდატი მთავრობა, ქალაქის ურბანიზაცია, მკვლელი ნარკოტიკები და მოკრივე აშშ-ს ციხეში

      პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს პასუხობდა დღეს და მასთან ერთად მინისტრობის შესაძლო კანდიდატებიც. თუმცა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა პოზიციას მოეწონა, ოპოზიციას არ მოეწონა. კალაძემ ურბანული განვითარების ბრძანებები გასცა. ქართველი მოკრივე ნიუ იორკში 40 წლით დაკავებას ელოდება და ნარკოტიკები ისევ კლავენ ახალგაზრდებს!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ივნისი, 2018 /

      პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში - მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მამუკა ბახტაძე - ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამსხვილება არ იგეგმება. მამუკა ბახტაძე - მე ნამდვილად არ ვაპირებ გაგცეთ პასუხი კითხვაზე, თუ ვინ იქნება იმ მთავრობაში წარმოდგენილი, რომელსაც ორ ან სამ კვირაში წარმოვადგენთ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი. მამუკა ბახტაძე - მთავარი პროკურორი უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და ხედვა. გიორგი გახარია ხორავას საქმეზე - დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის. გიორგი გახარია ნიკა მელიას - აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება. გიორგი გახარია - სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ. გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია. მამუკა ბახტაძე - რკინიგზაში ჩემი გენერალური დირექტორობის პერიოდში, შემოსული იყო აუდიტის სამსახური და ჩვეულებრივად ჩაატარა ის პროცედურები, რომელიც აუცილებელი იყო. მამუკა ბახტაძე - თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე. მამუკა ბახტაძე - მე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს გადამირიცხავს. მამუკა ბახტაძე - 2011-2012 წლებში სრულიად უსაფუძვლოდ დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას ჩამოვაწერთ კომპანიებს, რამაც ბევრი მათგანის გაჩერება გამოიწვია. რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს - თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში - აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა გახდით ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი. დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს. დავით ბაქრაძე - დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროების შერწყმა არ არის შეუძლებელი. ირაკლი აბესაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის და დაირღვა პარლამენტისთვის მიცემული ვადა. ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე მთავრობის ინიციატივა არის სწორი. გიორგი კახიანი - მამუკა ბახტაძის სახით ქვეყანას კარგი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ირაკლი შავიშვილი - მამუკა ბახტაძის ინიციატივები უფრო პოპულისტური მგონია. სერგო რატიანი - ამ მთავრობას არ შესწევს უნარი სიღარიბე და უმუშევრობა დაძლიოს. გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება აქვს. რომან გოცირიძე - ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერი ძველმოდური იდეებით. სალომე სამადაშვილი - პრემიერობის კანდიდატი არსებულ გამოწვევებზე არანაირ ხედვას არ ფლობს. არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს. მამუკა ბახტაძე - სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით გუშინ მნიშვნელოვანი შენიშვნები ვერ მოვისმინეთ. მამუკა ბახტაძე - არავინ აპირებს ფოკუსირებას „იმ ცხრა წელზე“, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე. მამუკა ბახტაძე - მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ. მამუკა ბახტაძე - ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დამატებით შეღავათები დაწესდება, რაც მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისთვის. მამუკა ბახტაძე - ქართულ კულტურას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და ის უნდა გახდეს ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება. მამუკა ბახტაძე - გვჯერა, საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. მამუკა ბახტაძე - უნდა დავნერგოთ ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი. მამუკა ბახტაძე - დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება. სოფიო ქაცარავა მამუკა ბახტაძეს - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა. მამუკა ბახტაძე - საგარეო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე. სალომე სამადაშვილი მამუკა ბახტაძეს - პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ძალიან მძიმე დანაშაულშიც. ზაქარია ქუცნაშვილი გიორგი კანდელაკს - კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის? ირაკლი სესიაშვილი - მოულოდნელად სასიამოვნო იყო ის, რომ მამუკა ბახტაძემ მოკლე დროში წარმოადგინა სამთავრობო პროგრამა. გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ? მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია. დავით ჭიჭინაძე - მამუკა ბახტაძის პროგრამაში პრობლემების მოგვარების ხედვა დევს. მამუკა ბახტაძე - დღეს სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ალექსანდრე ერქვანია - მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს პრინციპულობისთვის, ღირსეული ლიდერობისთვის და დიდი ადამიანობისთვის. მამუკა ბახტაძე - ბიზნესისთვის, რომელიც პენიტენციურ სისტემაში სამუშაო ადგილებს შექმნის, დამატებითი საგადასახადო შეღავათები გვექნება. მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას - ე.წ. შავ სიაში 630 000 ადამიანია. მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მამუკა ბახტაძე - სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი. არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება. სიღარიბის დაძლევა გადის მცირე ბიზნესის წახალისებაზე. ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა გაიზარდოს. სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას. თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით “ნაცმოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვა იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?! დავით ბაქრაძე - მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა საზოგადოებრივ მოლოდინს ვერ პასუხობს. მამუკა ბახტაძე - აქტიურად ვაწარმოებთ დღგ-ს დაბრუნებას, ფაქტიურად დავაბრუნეთ იმდენი, რამდენიც შარშან მთელ წელში. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენ დღესაც ვხედავთ სრულიად საკმარის რესურსს, რომ წელსვე მოხდეს პენსიების 50-ლარიანი მატება, რაზეც მთავრობა უარს ამბობს. მამუკა ბახტაძე - სკოლამდელი ასაკის განათლება ფაქტობრივად ამოვარდნილია საერთო განათლების სტრატეგიიდან, რაც პრინციპულად მიუღებელია. თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის. ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მისაღები, თუმცა მასში გვაკლია ინკლუზიურობის კომპონენტი. მამუკა ბახტაძე გიორგი კანდელაკს - მინისტრი ვიყავი 7 თვის განმავლობაში და შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში. მამუკა ბახტაძე - დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მნიშვნელოვნად გავამარტივებთ. თუ სესხი არის უზრუნველყოფილი და მსესხებელმა ვერ მოახერხა სესხის გადახდა, კრედიტორს არ უნდა ჰქონდეს უფლება სხვა ქონებაზე გადავიდეს მისი მოთხოვნა. კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდი სამინისტროა და მის გაყოფას თუ გაერთიანებას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. მამუკა ბახტაძე - არსებული საბაჟო და საგადასახადო კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ეკონომიკას აქვს. მამუკა ბახტაძე - ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. გიორგი გახარია - შს სამინისტროსთვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა “ბასიანით“ არ დაწყებულა და არც დამთავრდება - როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, დახურული სივრცეები არ იარსებებს. მამუკა ბახტაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია “ატალოსი”, რომელსაც ფლობდა თქვენი მეგობარი კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში. გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძეს - თეა წულუკიანს თუ აქცევთ სახედ, ეს ოპოზიციისთვის საარჩევნოდ კარგიც შეიძლება იყოს, თუმცა ძვირი დაგიჯდებათ. მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აღებული საგარეო ვალი ხმარდება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებმაც უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოს ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა. დავით ბაქრაძე - მთავრობა წარმოდგენისთანავე გახლავთ მორალურად და პოლიტიკურად მოძველებული - “ევროპული საქართველო“ ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებებიდან, რის შემდეგაც ქვეყანამ მიიღო „ე.წ. სესხები 200-300-400 და 500%-ით“. კახა კახიშვილი - გაერთიანების შემთხვევაში უნდა დაფასდეს თითოეული ის ადამიანი, დაწყებული რიგითი თანამშრომლიდან, დამთავრებული მინისტრის მოადგილით, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს ამ სისტემის რეფორმირებაში. დავით სერგეენკო - არსებულ მოცემულობაში 11 სამინისტრო საკმარისია. სერგი კაპანაძე - არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული. მამუკა ბახტაძე - მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წინამორბედს. ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს - ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია. მამუკა ბახტაძე - ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან კომუნიკაციის კუთხით. დავით ზალკალიანი - სტრუქტურული ცვლილება არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დავთანხმდები.

      კალაძის მერია - კახა კალაძე - ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. კახა კალაძემ ვიცე-მერს და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელს აღნიშნულ სამსახურში არსებული პრობლემების ორ კვირაში მოგვარება დაავალა. პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება. კახა კალაძე - ყველა რაიონშია დაუმთავრებელი შენობები, რომლებიც წლების განმავლობაში გაჩერებულია და ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ამბროლაურის მერია - მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამბროლაურის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კახა კალაძე თბილისის მცხოვრებლებს საყოველთაო გარბენში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ირაკლი ხმალაძე - ურბანული განვითარების სამსახურში არსებული პრობლემები, ეს არის დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადები. ილია ელოშვილი - თბილისში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება. თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის მსურველ კომპანიას დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა 22 ივნისამდე გაუგრძელდა. გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. თბილისის მასშტაბით 179 დაუსრულებელი მშენებლობაა.

      ამერიკაში დადანაშაულებული ქართველი მოკრივე - ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ავთანდილ ხურციძის დედა - საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჩემი შვილის დასახმარებლად. ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება. არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

      ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა - გიგი წერეთელი - ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა მკვეთრად უნდა შეიზღუდოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოქალაქეების სარჩელი განიხილა. ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

      მოვალე დედმამიშვილი - არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში ძმამ და ვალების გამო დაჭრა.

      ბუნებაში სეირნობა და თავდაცვა გარემოსი - პაატა იმნაძე - ბუნებაში გასვლამდე მოქალაქეებმა სპეციალური ხსნარი უნდა წაისვან და ტკიპა არ მიეკარებათ.

      ტეტუნაშვილის მკვლელობა - გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია.

       საპატრიარქოს ამბებიდან - წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომაზე შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ. მეუფე იაკობის წინააღმდეგ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა ხვალიდან დაიწყება.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპის დაპატიმრებები და ამერიკა საერთაშორისო ურთიერთობებში - დონალდ ტრამპი - უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან. აშშ-მ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. რომის პაპმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.

      თავმოკეთილი ტერეზა - The Independent - ტერორიზმში ბრალდებული ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთას აპირებდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 219

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters