რა ვქნა, რა ვიქმდო, უკვე აღარ ვიცი,
ისევ გავახსენდი თითქოს ტრაგედიას,
ვგონებ, საუკუნოდ წამის გამო ვიცდი
(საათს ძველებურად სევდა ჩაეხვია).
როგორც ღრუბელს მძიმე წვეთი ეკიდება,
ისე დამიმძიმა ცრემლმა წამწამები,
როგორც გაზაფხულზე ვაზებს ეტირებათ,
სულიც ჩაიღვენთა ჩემგნივ ნაწამები.
რა ვქნა, ვერ ვპატიობ წუთებს არსებობას,
ასე უკუღმართი რად რა დაიბადა!..
წინ რომ მიიწევს და არცგზით არ ბრუნდება,
მის გნივ ბევრი გრძნობა კვალშლით დაიკარგა...
ვგონებ საუკუნოდ წამის გამო ვიცდი,
ცეცხლმა გამიმართა ფერფლის პოეზია,
წყალსაც წაუღია დროის მექანიზმი,
წვიმს და ღრუბელს მაინც ცრემლი მოერია..
რა ვქნა... გავახსენდი ისევ ტრაგედიას...


~ბ.ბ.~

ნახვა: 141

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გახსენება, დრო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 11:40pm 3 კომენტარი

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…

გაგრძელება

იღბლიანი მოვლენები

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

   21 ოქტომბერით თარიღდება. როგორია ანარეკლი არაფრის? სწორად გამიგეთ, ეს მომენტია როცა დგახარ და ხედავ დაუსრულებელ სივრცეს, ეს ძლიერი ემოციის მქონე მომენტია, და თუ ზიხარ მაშინ წარმოსახის დიდი ძალის მქონე ხარ, მაგრამ ეს უნდა დაინახო, თუ რა მასშტაბისაა სივრცე, რომელიც დაუსრულებელია და სივრცე რომელიც შენი გონებაა, ის ასეთივეა დაუსრულებელი და ემოციური, პირველად ეს ნისლიან შემოდგომის დღეს ჩანს (ემთხვევა მოვლენას, როცა ადამიანის გონი მუდმივ ხეტიალშია და ნისლზე…

გაგრძელება

ძვირი წამლები ვადის გარეშე, არჩევნები აფხაზეთში და შოთაძე გენპროკურორად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 16, 2020.
საათი: 7:00pm 1 კომენტარი

      როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…

გაგრძელება

ადამიანის უფლებებზე მორიგი შენიშვნები, უსაქმური შენობა, სემეკის ტარიფოლოგია და გადამდგარი რუსეთი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2020.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters