გთხოვ, მე გულახდილ სიტყვას მოველი,
ჩემი არ გჯერა და ვერც გაჯერებ,
ვეღარც ჩემიდან ითქვა ყოველი
და ვერც ამ წყეულ წუთებს ვაჩერებ.
თუ არც მომისმენ, მითხარ რომ მარად
ისე იფიქრებ, როგორც ცა წვიმას,
როგორც მაგ სხეულს სულია მყარად,
ისე როგორც მე, ისე არც იმას
ვითარცა ქრება შენში იმედი,
როს უკიდურესს ეხება ზღვარი,
მე ამ დასკვნამდე მაშინ მივედი,
როცა დაკარგე კუთვნილი თავი.
როს შენ სხვას უსმენ, ვინც არ გარგია,
მე ვიმეორებ, როგორც ცა წვიმას,
ყოვლის საწყისი ისევ კარგია,
არ დაუჯერო ისევ სხვა იმას.
რომელსაც ოდეს ზღვა წაშლის ტალღით,
შენ კი დაგრჩება მკვდარი სოფელი,
როდესაც ცუდი საზღვრების გავლით
აღარც იქნება კაცი ყოველი.
ჩემი არ გჯერა, რადგან არ გესმის,
რომ სხვა ცხოვრებით აღარ ივარგებ,
მაგ ყოველივე ნათქვამის შესმით,
ჯოჯოხეთის კარს თავად მიაგნებ.
მაგრამ თუ ოდნავ გიყვარვარ მაინც,
ან თუ სულ ცოტა ვინმეს პატივს სცემ,
გთხოვ, არ დაკარგო კუთვნილი თავი,
მე თუ გაგიშვი, დრო არ გაგიშვებს.
უბრალოდ მინდა გესმოდეს ცოტა,
თუმცა ამის თქმას ვერცერთხელ ვბედავ,
თუკი დაეცი, მიწას ნუ ბობღავ,
გთხოვ, რომ იცოდე, მე შენი მჯერა.

ნახვა: 135

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ლექსი, პოეზია, რწმენა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters