მშვიდობიანი არჩევნები, ქიმის მასწავლებელი, გაპრავებული კონსტიტუცია, ღვინის რეკორდი, კატალონიის მარტოობა და კიევური მიტინგი

      ორი დაძინებაღა და რომ გაიღვიძებთ, არჩევნებზე წასვლა მოგიწევთ მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად. ცუდია თუ მხოლოდ არჩევნებზე მისვლით იხდით მოქალაქეობრივ ვალს, მაგრამ მეორე მხრივ, ვინ თქვა რომ შემოთავაზებული კანდიდატებია ასარჩევი მხოლოდ? მოკლედ, აქ ფილოსოფიური კამათები შეიძლება გამოგვივიდეს, ამის ნაცვლად კი:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ოქტომბერი, 2017/

      შსს უსაფრთხო არჩევნებისთვის - გიორგი მღებრიშვილი - შსს მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, 21 ოქტომბრის არჩევნები იქნება მორიგი დასტური, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა. ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ე.წ. უსაფრთხოების კუნძული დაანგრია. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა. გიორგი კვირიკაშვილი - თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენს ანგარიშში მოცემული დარღვევები ძალიან მძიმე სურათს ხატავს, რომელიც გავლენას ახდენს, როგორც წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე, იმოქმედებს საბოლოო შედეგზე. გიორგი კანდელაკი - ”ქართულ ოცნებას” ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული. თინა ბოკუჩავა - ორი საქართველო გვაქვს - ერთი არის კახა კალაძის, სადაც იგი გაბადრული გადმოგვყურებს პლაკატებიდან და მეორე - სადაც პოლიტიკური ლიდერები იდევნებიან. არჩილ თალაკვაძე - პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ კონკრეტული ფაქტები სათანადოდ იქნება გამოძიებული. იანოშ ჰერმანი - წლევანდელმა მედიამონიტორინგმა აჩვენა საკმაოდ დადებითი ტენდენციები და ძალიან კარგი შედეგები. ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. შალვა ხუციშვილი - იქ, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად ემოციურად მიმდინარეობდა, დამატებითი ზომები იქნება მიღებული. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილი როგორც 2016 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებშიც. ირაკლი კობახიძე - კახი კალაძე არის გუნდის ერთგული და გამოვრიცხავ, ხვალ მან გააკეთოს ის, რაც გუშინ გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა. ირაკლი კობახიძე - კახი კალაძე არის უნიკალური კანდიდატი განსაკუთრებული თვისებებით, განსაკუთრებული გამოცდილებით და ის რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს. ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს.

      ისევ აქტიური ომბუდსმენი - სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება კონსულტაციების სახით.

      ქართველები მწვერვალზე - ქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაებში, ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე ლარკიას მწვერვალი დალაშქრეს.

      შოუმენი ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე - „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველაფერი არის სუფთად, ოპოზიციას კი შოუს მოწყობა სურს.

      გეყოთ თუშეთში სიარულიო - თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა

      გამოროტებული ქიმიკოსი - 67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი - ქიმიის მასწავლებელმა ბოლო პერიოდში სამი მოსწავლე სცემა, კიდევ ერთ მოსწავლეს კი ჩანთა დაუხია. თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა მათ ულტიმატუმი წაუყენა. 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი - დირექტორმა შემომითვალა, რომ დავწერო განცხადება და სკოლიდან წავიდე. თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 67-ე სკოლის დირექტორი - ქიმიის მასწავლებლის დასაცავად რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია. #67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, დოდო კეზუას საკითხი განიხილება. #67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

      ამის პირს შაქარი - ანდრეს მამიკინსი - ადრე თუ გვიან, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება

      ე.წ. ოსეთის ხელისუფალმა რამდენიც არ უნდა იაროს იტალიაში - დავით ზალკალიანი - იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არანაირი საფრთხე არ ელის

      რეკორდული ღვინო - ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში. ლევან დავითაშვილი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა, არის სიცრუე.

      და არის, ასრულდა, ხემოწერილი კონსტიტუცია გვაქვს - პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. გიორგი მარგველაშვილი - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას. გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება. გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”.

საზღვარგარეთულები:

      არგასამეორებელი დღე - აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამსახური - ტერორისტულ დაჯგუფებებს თვითმფრინავის გამოყენებით, 11 სექტემბრის მსგავსი აფეთქების მოწყობა სურთ. ტრამპის სპეცწარმომადგენელი - პალესტინის მთავრობამ ისრაელი უნდა აღიაროს და ძალადობაზე უარი თქვას.

      ირანული მუქარის ხანგრძლივობა - დენი დანონი - 38 წლის განმავლობაში ირანი ემუქრება მსოფლიოს, ირანი და მისი სატელიტები უდანაშაულო ხალხს ხოცავენ. ნიკი ჰეილი - გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ უნდა უგულებელყოს ირანის აგრესიული ქმედებები.

      მიტინგდაუცხრობელი - კიევში, პარლამენტის შენობის წინ, მორიგი საპროტესტო მიტინგი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოვუშვათ დეპუტატები, ვიდრე ისინი მხარს არ დაუჭერენ ხალხის მოთხოვნებს. ანტონ გერაშენკო - სააკაშვილს, რომელიც საკუთარი ხალხის მიერ საქართველოდან იყო გაძევებული, უკრაინაში სურს გადატრიალების მოწყობა.

      კარლეს პუჩდემონი - კატალონიის პარლამენტი ავტონომიის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადებს, თუ ესპანეთი ზეწოლას გააგრძელებს. ესპანეთის მთავრობის განცხადებით, კონსტიტუციით გათვალისწინებული ზომების მიღებას განაგრძობენ, რათა კატალონიის ავტონომიაში კანონიერება აღადგინონ. ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ევროპული სახელმწიფოები მხარს არ დაუჭერენ კატალონიის დამოუკიდებლობას.

      ბაშარ ასადი – სირიაში ტერორისტების განადგურებამ ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის გეგმები ძალიან სერიოზულად არია.

      ვლადიმერ პუტინი რუსეთის საზღვრებთან ნატოს ყოფნაზე - დაე, ივარჯიშონ. ვლადიმერ პუტინი - ცდილობენ 50-იან წლებში დაგვაბრუნონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 146

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 0 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:00pm 12 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters