qwelly | blog | კარლ გუსტავ იუნგი | მითები | ჩანაწერი

   წიგნი არც იუნგიანურ-სტრუქტურალისტურ ტრადიციას უჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც მითები ჩვენს ცნობიერებაში (არაცნობიერში) ჩადებული სტრუქტურებია არქეტიპები ან ბინარული ოპოზიციები, რომლებიც უნივერსალურია და წარმართავს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს.
   წიგნი იწყება მითების ჩვეულებრივი და გაზიარებული აღწერებით. უგური იმეორებს უკვე საკმაოდ გაცვეთილ მოსაზრებებს, რომ კოსმოგონიური მითები ხსნიან სამყაროს წარმოშობას, რომ ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობის მითები ხსნიან ბუნების მოვლენებს (ზაფხულის დადგომა, ქარის ქროლვა, ჭექა-ქუხილი, მდინარეების ადიდება და სხვა). ამ უკანასკნელს უგური „საბუნებისმეტყველო მითებს“ არქმევს. წიგნის პირველი ნახევარი შედარებითი მითოლოგიის კარგი სახელმძღვანელოა: ჩინური, ბერძნული, შინტოს, ინდუისტური, ჩრდილოამერიკელი ინდიელების ტომებისა და კელტური მითების ანალიზით უგური აჩვენებს ე.წ. კოსმოგონიური და საბუნებისმეტყველო მითების უნივერსალურ ხასიათს. ამაში უცნაური არაფერია და წიგნის პირველი ნაწილი მხოლოდ უგურის ღრმა ცოდნასა და ანალიზის უნარზე თუ მიუთითებს.
   საინტერესო აზროვნება და ანალიზი მეორე ნაწილიდან იწყება. უგური სვამს კითხვას: თუკი კოსმოგონიურ და საბუნებისმეტყველო მითებს სამყაროს და გარემოს მამოძრავებელი ძალების ახსნის სოციალური და მეტაფიზიკური ფუნქცია აქვს, რა ფუნქცია აქვს ე.წ. გმირების მითებს?
   უგური მითების ანალიზის ანალიზით იწყებს. ამბობს, რომ XIX საუკუნეში, როდესაც ფროიდი მითებით დაინტერესდა, სოციალური მეცნიერებები ან საერთოდ არ არსებობდა ან საკმარისად არ იყო განვითარებული. შედეგად, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც ფროიდს შეეძლო მითების „ახსნა“, ფსიქიკაზე ორიენტირებული ტერმინოლოგია და მეცნიერება (მედიცინა) იყო.
   უგური არ არის დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული ფროიდს, რომ ის გმირულ მითებს კონკრეტული ადამიანის მოქმედების კანონზომიერების ამხსნელის ფუნქციას ანიჭებდა და ამით გმირულ მითებს კოსმოლოგიური და საბუნებისმეტყველო მითების ლოგიკურ ჯაჭვში სვამდა. ანუ, ფროიდმა აჩვენა, რომ გმირების მითებიც ისევე ხსნის და განმარტავს კონკრეტული ადამიანის საქციელს, როგორც კოსმოგონიური და საბუნებისმეტყველო მითები სამყაროს წარმოშობასა და ბუნების ძალების მოქმედებას.
მაგრამ, ამბობს უგური, ფროიდის მიერ გმირების მითების ფუნქციის ახსნა შერჩევითია. ზოგი მითი გამოდგება არაცნობიერის მოქმედების ასახსნელად, ზოგი კი არა. ხოლო, რაკი შერჩევითია, ის არ შეიძლება იყოს უნივერსალური. საბოლოო ჯამში, უგური ცდილობს დაამტკიცოს, რომ ფროიდი მითებს იყენებდა როგორც მეტაფორებს და მარტივ, პირდაპირ ილუსტრაციებს.
   ფროიდის საპირისპირო გზა არის მცდელობა, გმირების მითები აღიწეროს, როგორც სოციალური სამყაროს კანონზომიერებების/წესების ამხსნელი/მიმთითებელი. ოღონდ, წერს ავტორი, ეს მითითება, რა თქმა უნდა, პირდაპირი არ არის. ეს ჰიპერბოლიზებული და უკიდურესობამდე მიყვანილი, ხელოვნების ნაწარმოების სახით მოცემული მითითებებია. ანუ, უგურის მტკიცებით, ყოველი მითი გმირის შესახებ ჩვენს სოციალურ სამყაროში მოვლენების განვითარების წესზე მიგვითითებს.
   ამის შემდეგ უგური იწყებს კონკრეტული მითების გარჩევას. წიგნში რამდენიმე ათეული მითია გარჩეული მითების იმ კორპუსებიდან, რომლებიდანაც წიგნის პირველ ნაწილში კოსმოგონიური და საბუნებისმეტყველო მითებია მოხმობილი. ანალიზი მახვილგონივრულია და ამიტომ წიგნი ნამდვილად ღირს წასაკითხად. იმისათვის, რომ მკითხველი მიხვდეს, თუ რასთან აქვს საქმე, მხოლოდ რამდენიმე, მკითხველისათვის ყველაზე უფრო ნაცნობ, ბერძნული მითის ანალიზს მოვიყვან მაგალითად: აგამემნონის მითის ანალიზისას უგური ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ეს მითი არ გვეუბნება, თუ ომიდან გამარჯვებული სახლში დაბრუნდი, ნამდვილად მოგკლავენ. მითის სტრუქტურიდან „ზედმეტი“ ნაწილებისა და შრეების მოშორებით უგური მიდის სტრუქტურამდე, რომელსაც „მმართველების გაფრთხილებას“ უწოდებს.

   აგამემნონის მითი გვეუბნება, რომ გარე პრობლემების მოგვარების (მტრების დაამარცხების, ტროის აღების შემდეგ) აუცილებლად გამოჩნდება „შიდა“ პრობლემა, რომელიც იმათთან იქნება დაკავშირებული, ვისაც ენდობი; არგონავტების მითი გვეუბნება, რომ საქმის, რომელსაც მთელ ძალებს დაახარჯავ და მთლიანად მიუძღვნი თავს, შედეგები ყოველთვის დანახარჯების არათანაბარზომიერი იქნება; ოიდიპოსის მითი, უგურის აზრით, ბედისწერის შეუქცევადობაზე კი არ მიუთითებს, არამედ კანონზომიერებაზე, რომ რაც მეტად დიდ დისტანციაზე იქნები საკუთარი შვილისაგან, მით უფრო ეცდება ის დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შემდეგ შენი ცხოვრება და გარემო საკუთარი წესების და შეხედულებების მიხედვით დაალაგოს; ჰერაკლეს მითი გვეუბნება, რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი შვილების სრულ დამორჩილებას და მათთვის ინდივიდუალობის დაკარგვას ვცდილობთ და ა.შ.
   უგური ამბობს, რომ სწორედ ეს არის მითების შენარჩუნების და „სიცოცხლის“ საიდუმლო. ისინი გვიყვებიან იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებიც არ ძველდება და რომლებშიც ჩვენ მუდამ ვმონაწილეობთ, სოციალური და პოლიტიკური სისტემებისა და ისტორიული დროის მიუხედავად. ჰიპერბოლიზაცია კი ის ფორმაა, რომლითაც ეს წესები ხელოვნების ნაწარმოები ხდება, გვამახსოვრდება და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ძალიან საინტერესოა კელტური მითების ანალიზი, სადაც ძალიან სისხლიანი ამბებიდან ძალიან ყოფითი კანონები გამომდინარეობს.
   რაც შეეხება თანამედროვე მითებს: როგორც უკვე აღვნიშნე, უგური უარყოფს როლან ბარტისეულ მოდელს და ამბობს, რომ „ამბები“ და „ჭორები“, რომლებიც პოლიტიკაში გამოიყენება, არ უნდა ავურიოთ მითებში. მითს თავისი სტრუქტურა აქვს, ფუნქციონალური დატვირთვის ანალიზი კი ყოველთვის არ არის სწორი შედეგის მომტანი. მაგალითად, ამბობს უგური, ხმალიც, დანაც და „ვარსკვლავური ომების“ ლაზერული მახვილიც ჭრის და სამივე შეიძლება გამოვიყენოთ მკვლელობისათვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამივე ეს საგანი ურთიერთჩანაცვლებადია.
   თუმცა, უგურის აზრით, თანამედროვე მითებიც იქმნება: ვერასოდეს იტყვი, რომ სოციალური ურთიერთობები შეიძლება ამოიწუროს რომელიმე ან რამდენიმე მითის კორპუსით. კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ურთიერთობა/ურთიერთდამოკიდებულება ხდება მნიშვნელოვანი, რომელიც „ავტომატურად“ გადაიყვანება ხელოვნების ნაწარმოებში ხელოვანის მიერ, რომელიც სწორად გრძნობს, თუ რომელი სოციალური ბმული უნდა გადააქციოს საკუთარი ნაწარმოების ღერძად. როგორც წლების და საუკუნეების წინათ, დღესაც გმირების შესახებ მითების შექმნა ხელოვნების ნაწარმოების საშუალებით ხდება. უგურს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მე მხოლოდ ერთზე შევჩერდები: კვენტინ ტარანტინოს „მოკალი ბილი“, ამბობს უგური, არის ასაკით უფროსი კაცის და ასაკით ბევრად უმცროსი ქალის ურთიერთობის მითი: ისევ და ისევ, ამ შემთხვევაშიც, მკვლელობები ჰიპერბოლიზაციისთვისაა. ეს მითი გვეუბნება, რომ ასეთ ურთიერთობაში ყოველთვის არის უფროსიდან უმცროსზე გამოცდილების გადაცემა, კაცის მიერ ქალის შეყვანა მის სამყაროში, კაცის მცდელობა ქალისაგან მეორე „მე“ შექმნას, ქალისა კი გაანადგუროს, რაც საბოლოოდ იწვევს ქალის გაძლიერებას და მათი ურთიერთობა მთავრდება ქალის წასვლით, რამაც კაცს შეიძლება უკანასკნელი სასიცოცხლო ძალები გამოაცალოს.
   უგურის ეს თეორია, გარდა სხვა ღირსებებისა, დემოკრატიულიცაა: ამ თეორიის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის გმირების მითებს შორის მსგავსება არაა მნიშვნელოვანი, შესაბამისად, არც „წუხილია“ საჭირო იმის შესახებ, თუ რომელი მათგანი არის „პირველადი“ და რომელი „მეორადი“. თუკი ეს ერთნაირი მითები (მაგ. პრომეთეს და ამირანის მითები), სრულიად იგივეობრივია, არა მარტო ჩარჩო ამბის, არამედ ფაბულის განვითარების მხრივაც, მაშინ უბრალო კოპირებასთან გვაქვს საქმე. თუკი ისინი ფაბულებით განსხვავდებიან, ცხადია, რომ მათ სხვადასხვა ხელოვნების ნაწარმოები დაედოთ საფუძვლად და ისინი სხვადასხვა სოციალურ ბმულს აღწერენ.
ამიტომ, ამბობს უგური, გმირების შესახებ მითების გმირები სინამდვილეში ჩვენ ვართ. უბრალოდ, სწორედ უნდა გავიგოთ, რას გვეუბნება თითოეული მითი. გმირების შესახებ მითები ალბათ ერთადერთი ცოდნაა ადამიანის ბუნების შესახებ, რომელიც არ ძველდება და ყოველთვის აქტუალურია.

ნახვა: 225

ტეგები: blog, post, qwelly, არაცნობიერი, დღიური, თეორია, იუნგი, ტროა, ფროიდი, ჩანაწერი, მეტი...წიგნი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters