ნადიდგორალს და ნაშამქორალს რა გაგაკვირვებსო, ერთ-ერთ ლექსში, მუხრან მაჭავარიანი ასე მიმართავს თავის სისხლს, თუმცა საკვირველსა და გასაოცარს რა გამოლევს თანამედროვე სამყაროში. ცხადია, ბორბალს ახლიდან ვერავინ გამოიგონებს და ვერც ველოსიპედს, მაგრამ რაღაც ხმაურიანი ახალი ამბები მაინც ვრცელდება გარშემო.


მღვდელი ლუის პადილა დაჭრილ ჯარისკაცებთან ვენესუელის აჯანყების დროს, 1962 წელს. ფოტოგრაფი ჰექტორ ლოვერა. ფოტოს მიღებული აქვს პულიცერის პრემია

      ერთი ასეთი ამბავი იყო ახალი რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ გუშინ გავრცელებული განცხადება! ცხადია, თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაფერი მისაღებია რაც კანონის ფარგლებში ჯდება, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ. არც მორალური თუ „არაქართულისაქციელიაბრატ“-ით ვხედავ იქ პრობლემას, ყველა საკუთარი თვალებით ხედავს სამყაროს. პოსტის მიზანია დასვას კითხვა - რა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი ორგანიზაციების - ეკლესიების მიმართ? ეს პირველი ორგანიზაციაა (ყოველშემთხვევაში პირველი ხმაურიანი) ჩვენს რეალობაში, მაგრამ როგორც ხვდებით ამით არ დასრულდება და ეს ჯერ დასაწყისია.

      დიდი ხანია მიგვაჩვიეს, რომ მღვდლობა პროფესია-სამსახურია და არა ცხოვრების წესი, რომ მღვდლობა ბიზნესმენობას სჯობს, რომ მღვდლობა ხელშეუხებლობაა და თეთრი ბილეთია, რომ მღვდლობა იმის ქადაგებაა, რაც გსურს, რომ მღვდლობა ... მოკლედ, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, უბრალოდ, გუშინ, პოლიტიკურმა ორგანიზაცია „გირჩი“-მ, ეს ყველაფერი ოფიციალური დოკუმენტებით გააფორმა.

      საქმე ისაა, რომ „ბიბლიური თავისუფლება(შემოკლებით ასე ჰქვია ახალდაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციას) შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ. ქართული კანონმდებლობა სასულიერო პირებს ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო გაწვევისგან. ეს რელიგიური ორგანიზაცია, კი იძლევა საშუალებას ჯარს თავი აარიდოთ მღვდლადკურთხევის საშუალებით. ცხადია, ჯერ ჩვენმა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს რას ნიშნავს მღვდელმსახური, რას მღვდელმთავარი და ეპისკოპოსი (რაღაც მკარნახობს, რომ თავად ორგანიზაციაში არ არიან გარკვეულები), ამიტომ უაზრო კითხვებს სვამენ და ისვრიან გაუაზრებელ სიტყვებს, მაგრამ თავად ორგანიზაციის დადგენილებით ყველა „ბიბლიურად თავისუფალი“ ხდება მღვდელი.

      კითხვას მივუბრუნდეთ. ორგანიზაცია დაფუძნდა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მიმდინარეობად, მაგრამ საქმე ისაა, რომ რელიგიური მსოფლმხედველობით განსხვავებას არ გვთავაზობენ. ანუ მათი დაფუძნების მიზეზი არა ბიბლიის რომელიმე ეპიზოდის ახლებური გააზრება და ამ გააზრებაზე აგებული რელიგიური მსოფლმხედველობაა (როგორც სხვა ათასობით ეკლესია მთელს მსოფლოში), არამედ უბრალოდ ორგანიზაცია სახელმწიფო კანონმდებლობის წინააღმდეგ. მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა შეიძლება იდაონ ფილიოკვეზე, კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა პაპსა და პასტორებზე, მართლმადიდებლებმა და ევანგელე-ბაპტისტებმა თუნდაც ქალ ეპისკოპოსებზე და ა.შ. შორს, წარსულში წაგვიყვანს კამათების ჩამნათვალი. მაგრამ „გირჩი“-დან აღმოცენებულებთან სადაო არაფერი ჩანს.

      რა რელიგიურ განსხვავებას გვთავაზობენ გირჩელები? და თუ არანაირს (აცხადებენ, რომ მღვდელმსახურის მოვალეობაა მხოლოდ თავისუფლების რწმენის გავრცელება), მაშინ, რა პოზიცია აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ახალი ეკლესიის და მისი მღვდლების მიმართ? შეგახსენებთ, ეკლესიას მისია აქვს - ქრისტეს რწმენის შენარჩუნება მაცხოვრის ორ მოსვლას შორის. ამ მისიის თვალთახედვით, ცხონების საკითხი როგორია ორგანიზაციულ მორწმუნეობასთან მიმართებაში?

P.S. ვფიქრობ, ეკლესიამ მცირე განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, სანამ ყოველი მეორე წვევამდელი საბუთიანი მღვდელი გახდება.

ნახვა: 355

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ორგანიზაცია, რელიგია, სარწმუნოება

George: აპრილი 26, 2017||8:30am

*ვფიქრობ, ეკლესიამ მცირე განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, სანამ ყოველი მეორე წვევამდელი საბუთიანი მღვდელი გახდება* - აბსოლუტურად საპირისპიროს ვფიქრობ ! ეკლესია საუკუნები აფრთხილებს ადამიანებს - *სულს ნუ გაყიდითო* (თქვენთვის არის ცუდი - შენაძენი მცირე იქნება, გაყიდული კი - აუნაზღაურებელი !) .. მოვიდა ჯორჯიაში ისეთი დრო, რომ არა უკვდავების საფასურად ვითარცა ფაუსტი, არამედ  ცენტის მეათედათ ( ფაკებუკი და მაგვარი გარიგებანი) იყიდება სული ... სულიც კი არა - სულები ... წონით, კასრით ... *ვედრა მანეთი* ( ამიტომ ჯარიდან გათავისუფლების საფასური სარფიან გარიგებად უნდა ჩაითვალოს .. თუ თითოეულ ნანეხვარ სულზე ეკლესია განცხადებას უნდა აქეთებდეს ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters