გაერთეთ )

1) რონალდო კოტე - ცოლი გაშორდა, ირინა ერქვა.
2) დიკაპრიო თამაზა - ტყეში დათვს გადაეყარა, გადარჩა.
3) გასხლული პეტრე - ცალი თვალი­, ცალი თირკმელი და ცალი ფილტვი არა აქვს.
4) ბარსელონა ქეთო - მაგისი ძროხა ყოველ წელს ხბოს იგებს.

5) მაესტრო ლევანა - მეზობელი ნაკვეთს ედავება სასამართლოში.
6) ჭორვილა გოგია - ვირი თეთრი ზოლებით შეუღებეს.
7) პრეზიდენტი ლეილა - ლამაზ წინდებს ქსოვს.
8) ჩურჩხელა გია - ბავშვობაში თეთრი ძაფი გადაეყლაპა.
9) სპეცნაზი ჯემალა - სიმთვრალეში ხან ფანჯრიდან ხტება, ხან აივნიდან.
10) დეპუტატი ნუგზარა - სულ კოსტუმი აცვია.

11) ესპანელი ზაზა - ბევრი ხარი ყავს დაკლული.
12) მარადონა ზვიადა - ათ ლიტრ ღვინოსა სვავს.
13) ბაში-აჩუკა ბიკენტი - ტყუპი და ჰყავდა და ორივე თურქეთში გათხოვდა.
14) ციანიდა ლამარა - შხამიანი ენა აქვს.
15) შაჰ-აბასა გურგენა - ვენახი გაჩეხა და თხილი გააშენა.

16) იაზონა გოგია - ფოთელი მედიკო მოიტაცა და ცოლად შეირთო.
17) მიშენია კაკო - სამამულო ომიდან დაბრუნდა, 29 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და გადარჩა.
18) მალფუჭებადი ვასო - თვეში ორჯერ-სამჯერ გაცივებულია და სულ ექიმებთან დარბის.
19) გუგული კობა - რუსეთის სამ სხვადასხვა ქალაქში სამ ქალთან სამი შვილი ჰყავს, საქართველოში კი ცოლთან შვილი არ შეეძინა.
20) სინოპტიკოსა ბადრი - რევმატიზმი აქვს და თუ სახსრებმა მტვრევა დაუწყო, შეუცდომლად ხვდება ამინდის ცვლილებას.

21) ორასოცა ჯუმბერა - ელექტრომონტიორია.
22) ტარზანა გოჩა - რო იზმორება, ტარზანივით ბღავის
23)სარეველა სოსო - ნული სარგებელია მისგან.
24) ამირანი ზაზა - რომ დალევს, გიჟდება და ჯაჭვით აბამენ.
25) სამსართულიანი გუჯა - 2 მეტრი და 5 სანტიმეტრია სიმაღლეში.

26) ამხანაგი თაზო - დღემდე კომუნისტებს მისტირის.
27) ფიფქია ლერი - ნახშირივით შავია.
28) ხრუშჩოვკა ბესო - ძალიან დაბალია.
29) პანდა ელგუჯა - ახალგაზრდაა, მაგრამ რატომღაც ნახევარი თავი გაუჭაღარავდა.
30) კენტავრა ზაზა - როცა დათვრება, სახლში არ მიდის, სოფელში რომელიმე ხეს მიეყუდება და ზეზეულად სძინავს.
31) ქალწული შოთა - 80 წლისაა და უცოლოდ დაბერდა.
32) ჯვარიმწერია ბონდო "სასწრაფოს" მძღოლია და არავის უნდა, მისი მანქანა თავის სახლთან გაჩერებული იხილოს.

ვვარაუდობ ახლო მომავალში სია გაიზრდება. 

ნახვა: 14

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მეტსახელი, სახალისო

Kakha: ხუთშაბათს

ამ სახელებიდან 90% მოგონილია და ალბათ არავის ქვია კახეთში, მაგრამ ვინც გამოიგონა სტილში ერკვევა )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

სოციალური დისტანცია ალბომებზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მარტი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სოციალური დისტანცია ყველას შეეხო. სამწუხაროა, რომ ძველი პერიოდის ეპიდემიების - გიგანტების მძვინვარები დროს, ხალხის გართობის საშუალებებზე ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ ახლა ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ფოტოშოპის ხანაში რამდენიმე საინტერესო კოლაჟი გვაქვს. დღეისთვის კი ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჯგუფის, აქტივისტას (Activista) ერთი პროექტი უნდა წარმოგიდგინოთ. 6 ფუტის დისტანცია, ან ჩვენებურად, 2 მეტრიანი დისტანცია ცნობილი ალბომების ქოვერების…

გაგრძელება

უეინ დრედსკი და კორონავირუსი კანადაში

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2020.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Rapper Wayne Dreadski is A Viral Sensation on Spotify in Canada During Coronavirus Outbreak

Truth is Wayne Dreadski’s name echoes Canadian-bon hockey player Wayne Gretzky’s name thanks to which his music has been topping the Canadian charts.

Toronto, Canada (March 26, 2020) - Many know when it comes to the genre of rapping, there’s one name that has been making news for a while. Wayne Dreadski, thanks to his great work, has become…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, მსოფლიო ვირუსული ომიანობა და ერთობლივი ლოცვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 27, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კორონას ამბები, საერთო ლოცვა და დოლარის მაღალი ნიშნული - 3.2896. ნატოს მდივნის პოზიტიური შეფასებები ჩვენი ბრძოლის მეთოდებისა და კერძო ტესტები ან პირბადეები. კარგი ამბავიც არის - ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2020

      შიდა კორონა - ამ დროის მონაცემებით: საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 83 და მათ შორის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters