მეტრო უნივერსიტეტი, ნალექების ამბოხი და თავდასხმა, ეკონომიკური გათვლები, არჩევნების მიმდინარეობა, სტატისტიკა და ბომბების ანტისამშვიდობო ხასიათი

      თავად სიცივეს რა აქვს საშიში? არც არაფერი, მაგრამ აციებასა და ბუნების ხმაურს, ცუდი შედეგები მოაქვს ხოლმე და ბოლო დღეებში მომატებული წვიმების შედეგებს უკვე ვიმკით დასავლეთ საქართველოში, მთაში კი თოვლის მოსავალი აქვთ. არჩევნებამდე 5 დღე რჩება, მეტროც იხსნება და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ოქტომბერი, 2017/

      ქართველი მფრინავის ოჯახის მოთხოვნებიდან - სოსო ოსორაულის ოჯახი თავდაცვის, შსს-სა და საგარეო უწყების შემადგენლობით ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც სიტუაციის შესასწავლად კონგოში გაემგზავრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - იოსებ ოსორაულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება. გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულთან დაკავშირებით მაქსიმუმს აკეთებს. უჩა ნანუაშვილი - ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, გადადგა თუ არა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები.

      მშენებრე ქვეყანა საქართველო - ბრუნო ბალვანერა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორი - საქართველო მშენებარე ქვეყანაა, რომელ სამინისტროსაც არ უნდა ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ საძირკველს უყრიან მომავალს. საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია. დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

      მოზიდვის ახალი შესაძლებლობები - დიმიტრი ქუმსიშვილი - ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად შესაძლებლობები გაეხსნება. გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებში იქნება. დიმიტრი ქუმსიშვილი - ფისკალური რეფორმები უკეთესი ბიუჯეტირებისკენაა მიმართული. გიორგი გახარია - დაცული იქნება სახელმწიფოს და მიწის, როგორც უნიკალური რესურსის და ასევე ინვესტიციების ინტერესი. "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2017 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება. რომან კაკულია - მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

      თსუელებს განსაკუთრებით ვულოცავთ - დღეს, ოცლიანი შეჩერების შემდეგ, 2015 წელს განახლებული სამუშაოები დასრულა და თბილისის მეტროს სადგური - სახელმწიფო უნივერსიტეტი - ოფიციალურად გაიხსნა. ზურაბ ალავიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში სხვა ახალი მეტროსადგურები აშენდეს. გიორგი კვირიკაშვილი - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ურბანული ტრანსპორტის განვითარება შესაძლებელი. გიორგი კვირიკაშვილი - 2018 წლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რითაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში 90 %-ით მეტი დაიხარჯება.

      ოცნება გავუშვათ ოპოზიციაშიო ანუ ეს და სხვა საარჩევნო ამბები - გიგი უგულავა - ჩვენ მშვიდობიანი გზით შევძლებთ „ქართული ოცნების“ გაშვებას ოპოზიციაში. ელენე ხოშტარია - ჩვენ გამოვაცლით ფულს ბიუროკრატიას. ზაალ უდუმაშვილი - გაყალბების შემთხვევაში ხალხი საკუთარი არჩევანის დასაცავად ქუჩაში გამოვა. ნიკა მელია - ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, გაყალბებისკენ. ეკა ბესელია - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წინასაარჩევნო დღეებში შექმნას დაძაბულობისა და არეულობის ილუზია. გიორგი ვაშაძე - “ქართულ ოცნებას” დაახლოებით 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე. კახა კალაძე "ლიდერთა საბჭოს" განცხადებებზე - „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მათი საქმე. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციასთან რაიმე ტიპის შეთანხმებები ნაკლებად გვაინტერესებს. პაატა მანჯგალაძე - ”ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა დაკარგა. კახა კალაძე - ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება.

      წვიმა გვტბორავს - გადაუღებელი წვიმის გამო, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში სამი სახლი დაიტბორა. თუმცა, იქვე ქობულეთში, სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ძლიერი ქარის გამო, ბათუმში მაგნოლიას ხე წაიქცა. ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად გზები და სახლები დაიტბორა. ფოთში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა. ძლიერი წვიმის გამო, ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. გადაუღებელი წვიმის გამო, ზესტაფონის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. უხვი ნალექის გამო, ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. გარემოს ეროვნული სააგენტო - ქუთაისში 12 საათში ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც ზოგადად ერთი თვის განმავლობაში ფიქსირდება. თოვლი გვაბრკოებ - ხულოში თოვლის გამო, რამდენიმე სოფელს და დაბას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მესტიის გამგებლის მოადგილე - მოსახლეობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო, ამაღამ მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი, რაც ხილს გაყინავს. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

      პრეზიდენტი იტალიაში - თენგიზ ფხალაძე - თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტი უაღრესად აქტუალურია.გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. გიორგი მარგველაშვილი იტალიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა.

      უკრაინაში დაკავებული ქართველი დეპუტატის ბლოკი - რომან გოცირიძე კობა ნაყოფიაზე - ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი საქართველოს მოქალაქის უფლებები. საქართველოს საგარეო უწყება დეპუტატ კობა ნაყოფიას მიმართვის შემთხვევაში დადგენილი პროცედურებით იმოქმედებს.

      უკომენტაროდ - რუსეთი აფხაზეთში წვრთნებს ატარებს.

      გამოკითხვების შედეგებდან - "ღია საზოგადოება - საქართველო" - გამოკითხული თბილისელების 56% მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დედაქალაქი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. კვლევის მიხედვით, გამწვანების სფეროში თბილისში არსებულ ზოგად ვითარებას თბილისელები უარყოფითად აფასებენ. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობა ტრანსპორტის სფეროში არსებულ ვითარებას უფრო მეტად უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად.

      სტატისტიკოსის ამბები - საქართველოში 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა, რომელთა უმეტესობა ბიჭია. 2017 წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს. 2016 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი შემცირდა, განქორწინების რაოდენობამ კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა. წინა წელთან შედარებით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2 %-ით გაიზარდა

      ჩინური სათამაშოები შორს ბავშვებისგან - შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სათამაშოებთან დაკავშირებით ცალკე დირექტივა უნდა დაინერგოს.

      გიხაროდენ საკაბელოს აბონენტებო - საქართველოს საკაბელო ოპერატორთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "ჯიდიესი", "მარაო" და "კომედი არხი" საპროტესტოდ გათიშოს.

საზღვარგარეთულები:

      ბომბების ჩამოვარდნა როგორც მშვიდობის ფირნიში - რექს ტილერსონი - დონალდ ტრამპს სურს ჩრდილოეთ კორეული საფრთხის დიპლომატიურად გადაწყვეტაზე მუშაობა პირველი ბომბის ჩამოვარდნამდე გაგრძელდეს. რექს ტილერსონი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ წელს გამკაცრებული სანქციების რეალიზებას შეუდგება. ჰილარი კლინტონი - „ვიკილიქსი“ რუსეთის დაზვერვის ფილიალად იქცა. სამხრეთ კორეამ და აშშ-მ კორეის ნახევარკუნძულთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წარადგენს.

      რუსეთი მზადაა - სერგეი ლავროვი - მოსკოვი აშშ-სთან, ნატო-სთან და ევროკავშირთან პატიოსანი თანამშრომლობისთვის მზადაა. ლავროვი - აშშ-ს ირანის შესახებ შეთანხმებიდან ფაქტობრივი გამოსვლა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა მსოფლიოში სიტუაციას უფრო ართულებს. სერგეი ლავროვი - კატალონიის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი გზა დიალოგია. სერგეი ლავროვი - რუსეთი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დაცვას ყველანაირად დაუჭერს მხარს. ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

      სახალხო პარტიის გამარჯვება - ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა.

      მიშა VS ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება, შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან საერთოდ მომკლან

      აფრიკას ტერაქტები არ შორდება - სომალის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია

      უბირთვულო ირანი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე კონცენტრირებული ვარ მიზანზე, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

      ვისაუბროთ ხელისუფლებას - ემანუელ მაკრონი ირანში, ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგის გასამართად ვიზიტს გეგმავს.

      დამოუკიდებლობა - El Mundo - კატალონიის ხელმძღვანელმა ესპანეთის მთავრობას ნათელი პასუხი არ გასცა, გამოაცხადა თუ არა კატალონიამ დამოუკიდებლობა.

      მტრობა გვერდზე გადავდოთო? - ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 151

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 0 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:00pm 12 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters