ლაშა ჩილინდრიშვილის

მოხსენება თემაზე

პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ (მეორე)

I-II თავები

ზოგადი ცნობები

     დაწერის თარიღი - 58-59 წწ.

     დაწერის ადგილი - მაკედონია, ფილიპია.

     დაწერის ადრესატი - კორინთოს ეკლესია, აქაიის მოსახლეობა.

მოხსენების გეგმა

     მისალმება - მუხლები 1, (1-2)

     ეპისტოლეს მოკლე შინაარსი, დაწერის მიზეზი - მუხლები 1, (3-11);

     კორინთელების მთავარი პრობლემა - მუხლები 1, (12-24);

     ვერ ჩასვლის მიზეზები - მუხლები 2, (1-4);

     სისხლის ამღრეველზე - მუხლები 2, (5-11);

     პავლეს სიხარული კორინთოს ეკლესიაში აუზაურის დაცხრომის გამო - მუხლები 2, (12-16).

     დაწერის მიზეზის შესახებ ეფრემ მცირე, კორინთელთა მიმართ მეორე ეპირტოლეს განმარტებების დასაწყისშივე გვამცნობს, რომ პავლე წერს მეორე ეპისტოლეს შემდეგი მიზეზების გამო. ერთი ესაა პირველი ეპისტოლეს შეწყნარება, მეორე მიზეზი ისაა რომ კორინთოელები შეწუხებულნი არიან საკუთარი ცოდვების გამო, ეფრემ მცირეს იხსენებს - "შეწუხნეს ცოდვასა მას ზედა, რომელსა-იგი მამის ცოლი შეერთო, თუ ვითარ უგულებელს-ეყო ესევითარი იგი ცოდვაი" და პავლეც მიწერს მათ "რაჲთა შეიტკბობდენ წერილსა შჯულისასა". ასევე სიხარულს გამოთქვამს კორინთოელების მიერ ცოდვათა აღიარების გამო.

პირველი თავი

     როგორც უკვე ავღნიშნეთ პირველი თავის პირველი ორი მუხლი ესაა მისალმება: 1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. წინა ეპისტოლეების მსგავსად აქაც ყველაფერი პავლეს ხელწერის მიხედვითაა. წერილის დასაწყისშივე ის საკუთარ თავს უწოდებს ქრისტეს მოციქულს, და თან დართავს რომ უფლის, უზენაესის ნებით წერს ამ წერილს და არა საკუთარი "ზუაობით". პირველსავე მუხლში იხსენიებს ტიმოთეს, რადგან პირველი ეპისტოლე გაატანე ტიმოთეს, კვლავ მოიხსენი იგი დიდი სიყვარულით, ვინაიდან ზოგან ტიმოთეს უწოდებს შვილს რომელიც ერგულად ემსახერება მამას, ზოგან - თაბამოქმედს, რომელიც უფლის საქმეს იქმს, ხოლო ამ ეპისტოლეში იხსენიებს როგორც ძმას, რათა "ყოველსავე შინა სარწმუნო ყოფაჲ მისი ყოველთა განუცხადოს". ეპისტოლე მიერმართება არა მხოლოდ დედაქალაქ კორინთოში მცხოვრებთ, არამედ "მიმოგანთესულთა აქაიაჲს სოფლებისათა", იმიტომ რომ ზოგადად, მთელი მოსახლეობა მოშურნე იყო ქრისტიანობაში "დამშჳდებისა".

     3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ. მესამე მუხლის განმარტებისას ეფრემ მცირე ყურადღებას ამახვილებს პავლეს მიერ ღმერთის "მოხსენიებაზე"– "მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი". განმმარტებელი ამბობს რომ ის ჩვენთვის არის ღმერთი, ხოლო იესო ქრისტესთვის მამა. ამით გვეუწყება რომ ის ბუნებით "მ ა მ ა ჲ არს" - ქრისტესთვის, ხოლო დაბადებულებისთვის, შექმნილებისთვის - "ბუნებით დამბადებელი". ამის შემდეგ მოციქული უწოდებს მას მოწყალების მამას, ღმერთს ყოვლისა ნუგეშინის-ცემისას. ნუგეშისმცემლად მოიხსენებს იმიტომ რომ შემდეგ მუხშლი უნდა წარმოაჩინოს ღმერთის მოწყალება და უფლიემიერი დახმარება გაჭირვების ჟამს.

     4. რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ. განმარტებელი "გვიშიფრავს" ამ მუხლის ქვე ტექსტს. პავლე ამბობს: "ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა" ანუ როდესაც პავლემ პირველი ეპისტოლის მიწერისას კორინთოელებს აღუთქვა მათთან ჩასვლა და შემდეგ ვერ მოახერხა, ახლა უთხრა ამის მიზეზი - "ჭირთა ჩუენთა"(საქ. 18). და ამბობს რომ არა სრულად გამოიხსნა ღმერთმა ჭირისაგან, არამედ ნუგეშინის-სცა, იმიტომ რომ პავლე ფიქრობს - ყოველ შეჭირვებას აქვს სარგებელი. უფლის მიერ ნუგეშინის-ცემა უნდა გახდეს მიზეზი ადამიანთა შორის მსგავსი საქციელისა. პავლე საკუთარი სიმდაბლის გამო ამბობს რომ როგორც მე შემეწია ღმერთი, მეც ვალდებული ვარ მის მსგავსად შევეწეოდე შეჭირვებულებს.

     5. რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი. შემდეგ მუხლებში პავლე გამოკვეთს, რომ ის როგორც მოციქული, არ დაუტოვებია ღმერთს და მარადის ანუგეშებს მას. პავლე საუბრობს შეჭირვების კეთილ მხარეზე, ის ამბობ რომ თუკი ვინმეზე ვნება, განსაცდელი და ტანჯვა მოიწევა, მასზედ უფრო მეტად გამოვლინდება უფლის ნუგეში, უფლის წყალობა.

     6. რამეთუ გინა თუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა, რომელითა-ესე ჩუენცა გუევნების. ამის შემდეგ პავლე ასწავლის მათ ჭირთა მოთმენას, და ეს უკანასკნელი არის თანაზიარება ქრისტეს ვნებისა. ამასთან თუკი მოციქულებზე არ იქნებოდა შეჭირვება, დევნა, ტანჯვა, მაშინ მათი საქმე "წარწყმედა იყო მოწაფეთა" და როდესაც ისინი არათუ შეშინდნენ, არამედ კადნიერად მოუწოდეს ხალხს ქრისტეს რჯულის მიღებაზე, მათ მიიღეს "ნუგეშინის-ცემაჲ და ცხოვრებაჲ მათი მოქმედებითა სულისა წმიდისაჲთა".

     7. და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. გინა თუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინის-ცემასა. პავლე ეუბნება მათ რომ თუკი ისინი (კორინთოელები)მოციქულების თანაზიარნი არიან ქრისტესთვის ვნებაში, ისინი თანაზიარნი იქნებია მაცხოვრის ნუგეშინის-ცემაშიც.

     8. რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროჲს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა. 9. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი. 10. რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს. 11. თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს. მერვე-მეთერთმეტე მუხლებში პავლე კორინთოელებს უბნება, რომ მოციქულებს დიდი გაჭირვება შეემთხვათ "ასიას შინა". განსაცდელის სიმძიმეს პავლე უხატავს შემდეგნაირად: "არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო." მაგრამ პავლე ასეთი სასოწარკვეთილებისგან გამოსავალსაც ხედავს და რა თქმა უნდა ის ღმერთს მიერმართება. პავლე ეუბნება რომ ჩვენ უთუოდ თავს მოვიკლავდით, იმედად რომ ჩვენი თავი გვყოლოდა, მაგრამ ჩვენი მანუგეშებელი ღმერთი იყო, რომელსაც შეუძლია მკვდართა აღდგინებაც, და რომლისადმი სასოებამ, რწმენამ, იმედმა ჩვენ გადაგვარჩინა და მოგვივლინა ნუგეშინის-მცემელი. და კვლავაც გვჯერა რომ ღმერთი, მისდამი რწმენით და იმედით განმსჭვალულებს, მუდამ დაეხმარება. აქვე, მეთერთმეტე მუხლში პავლე ასწავლის ურთიერთდახმარების ფორმას - "თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს,"

     12. რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ. მეთორმეტე მუხლში პავლე საუბრობს ქრისტიანის (გა)ნათლებაზე რომ არა გონების კარნახით და ამქვეყნიური, კაცობრივი სიბრძნით უნდა ვცხოვრობდეთ, არამედ "მადლითა ღმრთისაჲთა" და უფლისმიერი ჭეშმარიტებით. და ბოლო სიტყვებად ამბობს "უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ". პავლე მოციქული კორინთელებს გამოკვეთილად იხსენიებს, როგორც მეტ-წილ ცრუ-მოციქულებს და "სასყიდლით დადგენილ" მღვდლებს. პავლე ეუბნება მათ, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე მოაქვს უფლის მადლს, რომელიც გარდა სიბრძნისა, ასევე ვლინდება სინდისის ხმაში. ეს სინდისის ხმა არამორწმუნეებს მამხილებლად აქვთ ("ბუნებითი რჯული"), ხოლო მორწმუნეებს გარდა მომახილებლობისა, განსაწმენდელად და უმანკო ცხოვრებისთვის, რათა მათზედ მოწევნული ნუგეშინისმცემელი, მათივე მეშვეობით ხალხზე გავრცელდეს. როგორც მოგეხსენებათ კორინთოს მკვიდრნი ამაყი, "მკვეხარა" ხალხი იყო. ამის მიზეზი ჰქონდათ კიდეც (უდიდესი კუტურა). ამასთან, ისევე როგორც ნებისმიერი ბერძენი, კორინთოელები მეტისმეტ სიბრძნეს მოიხვეჭდნენ. პავლე სწორედ ამ სიბრძნეში ამხელს და ეუბნება რომ თქვენი სიბრძნე არის ამქვენიური, კაცობრივი რომლითაც ავრცელებთ ქრისტეს "ჭეშმარიტებას" და რაც უარესია ამაში "სასყიდელს" ანუ გასამრჯელოს იღებთ. როგორც პირველი კორინთელთადან გვახსვოს, კორინთოს ეკლესიის მოძღვართ, პავლემ მოუწოდა უსასყიდლოდ მოექციათ წარმათნი. სწორედ ამ მოწოდების გარძელება იყო მე-12, მე-13 მუხლები.

     13. რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.

     ამის შემდეგ პავლე მიანიშნებს მათ რომ მისი წერილი არა სხვა რამეს, არამედ სწორედ რომ მათ პრობლემას ეხება. და რომ პავლეს სიტყვა მიმართულია სწორედ კორინთელთა მიმართ. პავლე ხელმეორედ წერს მართლმოძღვრობის შესახებ, რათა მათ განუახლდეთ პირვანდელი სწავლება და ახალად აღმოკითულის ძალით განეწყონ ნაკარნახევის შესასრულებლად. და იმედი აქვს, რომ ყოველივე აღმოკითხულს "გულისხმაყოფენ", მოისმენენ, შეიმეცნებენ და შემდეგ საქმით აღასრულებენ, მსაგვად მოციქულებისა. პავლე ამბობს: "ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ" ანუ იკითხეთ და იხილეთ, რომ ჭეშმარიტი მოციქულნი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით აღასრულებენ ქრისტეს რჯულს, და თუ ამას მოციქულთა საქმეებშია შეამჩნევენ კორინთოს ეკლესიის მოძღვარნი (და არა მარტო), მაშინ მოციქულები მათთვის მაგალითის მიმცემნი აღმოჩნდებიან.

     14. ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

     მეთოთხმეტე მუხლში პავლე მოციქული ეუბნება კორინთოელებს რომ მეორედ მოსვლის ჟამს, ანუ იგივე ქრისტეს დღეს, თითოეული მორწმუნის "სიქადული" იქნება ყოველი მოციქული, ხოლო მოციქულებისა - თითოეული მორწმუნე. ის ფაქტი რომ ნებისმიერი ადამიანისთვის თითოეული მოციქული არის იმედის მომნიჭებელი რომ ისინი ქრისტე იესოს წინაშე მეოხნი იქნებიან მათზედ მლოცველების, ეს რა თქმა უნდა არც იმდროინდელ კორინთელებს გაუკვირდბოდათ. საკითხავი ისაა, რატომ არის მოციქულისთვის სიქადული თითოეული მორწმუნე? ეფრემ მცირე განმარტავს რომ თითოეულ კორინთელს (არამარტო) რომ არ შეშურებოდა მოციქულების წარმატებისა, პავლე ეუბნება მათ რომ ჩემი საქმეების ავ-კარგიანობა წარმოჩნდება თქვენით, ანუ პავლეს "ცხონება დამოკიდებულია" მის სამწყსოზე, მათ შორის კორინთოელ მიმდევრებზე, თუ ისინი როგორ აღასრულებენ პავლეს მოძღვრებას.

     15. და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს, 16. და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად და კუალად მაკედონიაჲთ მოსლვად თქუენდავე და თქუენ მიერ წარგზავნად ჰურიასტანად.

     მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე მუხლებში პავლე საუბროსბ მის "სამოგზაურო გეგმებზე" ანუ კორინთო-მაკედონია-კორინთო-ჰურიასტანი. (მესამე სამოგზაურო). განმმარტებელი ამბობს: კორინთოში ორჯერ ჩასვლით პავლემ მათი ხილვის წადილი დაანახა. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან გვახსოვს, რომ პავლე მაკედონიაში აპირებდა ჩასვლას და გზად კორინთოშიც უნდა გაევლო. ხოლო ახლა "მარშრუტი" შეიცვალა. პავლემ იცის რა კორინთელთა საზრიანობა, "ეჭვიანობა", მეჩვიდმეტე მუხლიდან მოყოლებული, ვიდრე თავის ბოლომდე, წინასწარ პასუხობს იმ შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება "ბრძენ ბერძნებს" დაებადოთ. მაგ: რატომ იცვლება პავლეს მარშრუტი? მეჩვიდმეტე მუხლი სწორედ ამ კითხვაზე პასუხია. 17. ამას უკუე რაჲ განვიზრახვედ, მცირედ რაჲ-მე ნუუკუე შემერაცხა? ანუ რომელსა-ესე ვზრახავ, ჴორციელად-მე რას ვზრახავა, რაჲთა იყოს ჩემ მიერ იგი ჰეჲ ჰე და არაჲ - არა? როგორც ეფრემ მცირე გვეუბნება, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე კაცობრივი, ხორციელი აქვს განზრახული, იტყვის "ჰე_ს" და საქმითაც აკეთებს "ჰე_ს" ანდა იტყვის "არა_ს" და მისი საქმე არის "არა". "ხოლო რომელი სულისა მიერ წმიდისა იყვანებოდის, არა აქუს ჴელმწიფებაჲ სლვად, სადა ენებოს", იმიტომ რომ, მისი მეუფე, მისი "მბრძანებელი" არის ნუგეშინის-მცემელი, რომელსაც მორჩილებს სულიწმინდით განღმრთობილი გონი. ანუ რომ შევაჯეროთ, პირველ კითხვაზე პასუხი ის გახლავთ რომ პავლემ არ უწყის როდის სად წაიყვანს სულიწმინდა. და ეს თუ რატომ არ უწყის ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვით.

     მეთვრამეტე-მეცხრამეტე მუხლებში არის შემდეგი ორი, ყველაზეუფროადვილად წარმოსაშვები კითხვების პასუხები. პირველი - თუკი პავლეს მარშრუტი იცვლება სულიწმიდის მიერ, ხომ შეიძლება რომ პავლეს მოძღვრება იესო ქრისტეს შესახებ, ასევე შეიცვალოს და გარკვეული დროის შემდეგ გადასხვაფერდეს? და მეორე - ნუთუ პავლეს პირველი აღთქმა კორინთოს მონახულებისა, სულიწმიდის გარეშე იყო დაწერილი? მაშ, გამოვა რომ მთლიანად პირველი ეპისტოლე პავლეს ეკუთვნის და მასში ღვთაებრივი არაფერია.

     როგორც განმმარტებელი ამბობს - "ნუ იყოფინ!"

     საქმე იმაშია რომ... მეთვრამეტე-მეცხრამეტე მუხლებში ვკითხულობთ: 18. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჩუენი, რომელი იყო თქუენდა მიმართ, არა იყო ჰე და არა. 19. რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა. განმმარტეველი ამბობს, რომ პავლეს მინაწერში მხოლოდ კორინთოში ჩასვლა-არჩასვლა იცვლება, ხოლო ის რაც პავლემ იქადაგა არის სარწმუნო და ჭეშმარიტი. საქმე ისაა რომ პავლეს საშუალებით უნდა გამოჩნდეს ღმერთის, სულიწმიდის დიდება და მის საპირწონედ კაცობრივი ბუნების სიმცირე. რაც გამოიხატება სწორედ იმაში, რომ პავლე არ არის წინასწარმცნობელი ყოველივე იმისა რაც მას სულიწმინდისგან ებრძანება მომავალში. ეს კაცობრივ, ხორციელ ბუნებას არ შეუძლია. ჩვენს მიერ წაკითხული მეცხრამეტე მუხლით, პავლე კიდევ უფრო განამტკიცებს მისი მოძღვრების ჭეშმარიტებულობისა. ის ამბობს რომ ჩვენი ნაქადაგები იესო ქრისტე, არ იყო "ჰე" და "არა" ანუ ცვალებადი არ არის რომ ხან იყოს და ხან არ იყოს, ზოგჯერ ასეთი იყოს და ზოგჯერ ისეთი. ამას მოწმობს ისიც რომ, მიუხედავად იმისა რომ "ჰე" ანუ სიტყვა განკაცდა და ხორციელ იქმნა, ის ასევე "უცვალებე ეგო ღმერთეებისაგან".

     მეორე არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს მეოცე მუხლი, 20. რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ. სადაც პავლე საკუთარ თავს მხოლოდ უფლის მადიდებელ, მისი ნების აღმსრულებელ ჭურჭლად მიიჩნევს. ხოლო ყოველი სიტყვა მის მიერ ანუ ღმერთის მიერ და მასში, ანუ ღმერთში აღესრულება. ოცდამეერთე მუხლშიც ამავე აზრს ავითარებს 21.რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ, და ცხებულ გუყვნა ჩუენ ღმერთმან.ოცდამეერთე მუხლში პავლე მოციქულების ცხებულობაზეც საუბრობს, რასაც ეფრემ მცირე შემდეგნაირად განმარტავს. ანუ მოციქულები იყვნენ ცხებულნი "ვითარ-იგი ძეულსა შინა იცხებოდეს მღვდელნი და წინაჲსწარმეტყუელნი და მეფენი, ეგრეთვე ჩუენცა ვიცხებით სულისა მიერ, რაჲთა მ ე ფ ე ვიყვნეთ ფლობითა ვნებათაჲთა, ხოლო მ ღ დ ე ლ - მსხუერპლად შემწირველობითა თავთა თჳისთაჲთა და მსხუერპლად ცხოველად წარდგინებითა ასოთა ჩუენთაჲთა, ხოლო წ ი ნ ა ჲ ს წ ა რ მ ე ტ ყ უ ე ლ - რამეთუ ვქადაგებთ მიმთხუევასა მათ კეთილთასა, რომელნი-იგი თუალმან არა იხლინა და ყურსა არა ესმა, და ყოფადი იგი, ვითარცა აწვე აღსწულებული, ეგრეთ მიგჳთუალავს". და ოცდამეორე მუხლში 22. და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა. ამატებს მოციქული რომ ყოველივე ეს, ანუ ცხებულობა არის "წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა" ანუ ეს წინდი არის განმპირობებელი ნუგეშინისმცემელის მუდმივი გამოვლინებისა მოციქულებში.

     ამის შემდეგ, პირველი თავის ბოლო ორი მუხლი მიემართება კიდევ ერთ მიზეზს პირვანდელი გეზის შეცვლისა და კორინთოში არ/ვერ ჩასვლისა. ეს გახლავთ მორიდება.      23. ხოლო მე მოწამედ ღმერთსა ვხადი სულისა ჩემისა, რამეთუ გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ. 24. არა თუ უფლებთ რას სარწმუნოებასა თქუენსა, არამედ თანა-შემწენი ვართ სიხარულისა თქუენისანი, რამეთუ სარწმუნოებითა სდგათ. პავლეს კორინთოში ჩასვლით უნდოდა რომ მათთვის სიხარული მიენიჭებინა, მაგრამ ვინაიდან იქ ჯერ კიდევ იყვნენ მოუნანიებელნი რომელთაც მძიმე ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი, მათთვის პავლეს დანახვა სრულიად არ იქნებოდა სიხარულის მომტანი. ამავე აზრს ავითარებს მოერე თავის პირველ ოთხ მუხლში

მეორე თავი

     1. და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე თქუენდა. 2. რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ? 3. და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე, მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს 4. რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ. რომ ზოგჯერ ადამიანს მწუხარებადაც კი ექცევა საყვარელი ადამიანის მიერ მონახულება, თუკი მის წინაშე აქვს დანაშაული. პავლე ელის, იმედს გამოთქვამს იმ სიხარულის მიღებაზე, რომელიც შეუძლიათ კორინთელებს რომ მიანიჭონ მოციქულს. და რა იგულისხმება ამაში. პავლე წერს ეპისტოლეს, რომელშიც შეახსენებს კორინთელებს შეცოდებებს და იმედს გამოთქვამს მათ გამოსწორებაზე, შესაბამისად მათ მიერ გამოსწორება იქნება პავლეს სიხარული, ხოლო დარიგებების არ შესმენა და არ შესრულება, პავლეს მწუხარების მიზეზი. ვინაიდან გარდარეული სიყვარული აქუს მათდამი. ასე გამოკვეთილად იმიტომ მოიხსენია, წერს განმმარტებელი, რომ სხვაზე მრავალრიცხოვანი და უფრო მეტად გამოცდილი იყო კორინთოს ეკლესია.

     5. ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა. 6. კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ. 7. ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. 8. ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული. 9. რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი მორჩილ ხართა? 10. ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა, 11. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ. მეხუთე-მეთერთმეტე მუხლებში პავლე საუბრობს სამღვდლო ფუნქციაზე. ესაა მიტევება.

     იხსენებს წერილის დაწერის მიზეზს და ეუბნება რომ ასეთი ცოდვა (სიძვა) ღირსია დაგმობისა, მაგრამ მთავარი რაც თითოეულ მოციქულს და შემდეგ მათგან მიემადლებათ მღვდლებს, ესაა ნუგეშინისმცემელი. ანუ პავლე საუბრობს და ასწავლის მათ მიეტევებას. ვინაიდან უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდნენ და სასოწარკვეთილებმა - როგორც განნმარტებელი ამბობს - იუდას მსგავსად თავი არ ჩამოიხრჩონ. ანუ ერთი რომ გმობს ასეთ მძიმე ცოდვას, მაგრამ მეორეს მხრივ უებნება რომ მიტევების შანსი მისცეს ყოველ მონანულს. თან ამასთან დაურთავს რომ უნდა იცოდეს, მან ვინც შესცოდა რომ ამ სინანულის უფლებას, მიტევების უფლებას მას ღმერთი აძლევს და არა თავად მოიპოვა. მეათე მუხლიდან უკვე თვით მღვდლებს აშორებს ამპარტავნებას და ეუბნება რომ ეს მიტევების უნარი არა მათ შესწევთ თავიანთი ძალით, არამედ უფლის მიერ მომდინარეობს, და ჩვენს მუდამ მიამრთულნი უნდა ვიყოთ იესო ქრისტეს მიმართ ვინაიდან არ შევცდეთ და ეშმაკისკენ არ მივემართოთ. და თუკი სინანულიც წაგვერთმევა მაშინ ეშმაკის გონების, ანუ მისი სივერაგის - როგორც ამბობს განმმარტებელი - მსხვერპლნი შევიქმნებით.

     12. ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ, 13. არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად. მეთორმეტე-მეცამეტე მუხლებში პავლე გამოთქვამს თავის დამწუხრებას ტროადაში მცირე ხნით ყოფნისა. განმმარტებელი ამბობს რომ მიუხედავად იმისა რომ პავლე დამწუხრდა, ვინაიდან იქ ვერც ტიტე ნახა, ის თავს არ ანებებს, მაინც ქადაგებს იქ და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის მაკედონიაში.

     14. ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა. რომ არ ეგონოთ რომ მტკივნეულია ყოველივე ჭირზე შემთხვევა და ძნელად "მოსაშუშებელი", პავლე მადლობას შესწირავს ღმერთს მეთოთხმეტე მუხლით, ვინაიდან მოიწია რა პავლეზე განსაცდელმა, ეშმაკის ბრძოლამ, მით უფრო გამოჩნდა უფლის დიდება როცა პავლე დაიცვა ამ ბრძოლაში.

     15. რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა:16. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს?

     მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე მუხლებში პავლე საუბრობს თითოეული მოციქულის ერთგვარ მისიაზე რომ მათ უნდა განაბნიონ ქრისტეს სულნელებანი, ეფრემ მცირე ამას ხატოვნად განმარტავს და წერს: "ვითარცა-იგი საკუმეველი იკუმევინ მიმოღებითა საცეცხურისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ მიმოგუაქუსო ზეცისა იგი სულნელებაჲ, სახარებისა იგივე და ერთი შეუცვალებელი ქებაჲ აქუს სათნოებისა თვისისაჲ, რამეთუ მისი საქმე ცხოვნებაჲ ოდენ არს და არა წარწყმედაჲცა". ამიტომ მოციქულნი ქადაგებენ არა მხოლოდ მოქცეულებში და ქრისტეს მადიდებლებში, არამედ მათთანაც ვინც წარწყმენდილია და რომლებისთვისაც "მარადღე სიკუდიდ მივეცემით". მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ესოდენ მცდელობისა, გარყვნილი, წარწყმედილი და რაც მთავარია არამოშურნე, რომელსაც სურვილიც არ აქვს ღმერთის შეცნობისა, ვერასდროს დაიტევს უფლის სიტყვას. და თუ მოციქულებს ძალუძთ მათი მოქცევაც კი, ამას პავლე ისევ უფალს მიაწერს. როგორ განმმარტებელი ამბობს ბოლო სიტყვებზე - პავლე გულისხმობს რომ, განა ვინმემს ამ ქვეყნად შეუძლია მათი მოქცევა თუ არა ღმერთს?

     17. რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ.

     და ბოლო მუხლი, შეიძლება კვლავ მთავარ თემაზე დაბრუნებად ჩავუთვალოთ პავლე მოციქულს.

     გავიხსენოთ, მან დაიწყო იმ პრობლემის შესახებ რაც იყო კორინთოში, რომ მღვდელნი იღებდნენ სასყიდელს და ამსოფლიური სიბრძნით ქადაგებდნენ ქრისტეს. პავლემ მრავალი სწავლება მისცა მათ ჭეშმარიტი მღვდლობისა, მოციქულობისა და ახლა კვლავ პირვანდელს უბრუნდება, უფრო ზედა საფეხურზე აყავს. ის ამბობს რომ ჭეშმარიტი მოციქული, ყოველივე კეთილ საქმეს უფალს მიაწერს და ამაში გასამრჯელოს ამ ქვეყნად, ფულის ან რაიმე მატერიალურის სახით, არ აიღებს, ის არ არის ვაჭარი უფლის სიტყვებისა, ის სულიწმიდის ყოველ ნაკარნახებს უსასყიდლოდ გასცემს. და რაც მთავარია, მათი წადიერებაც, მათი მოდომებაც უფლის მიერია და არა მოციქულებისა. ამიტომ სამწყსოს და უფლის წინაშე თვით უფლისას ამბობენ.

     და ბოლოსკენ, ყველაფერს შევხედოთ სკეპტიკოსის პოზიციიდან. საიდან ვიცით რომ პავლე ჭეშმარიტებას ამბობს? ეგებ ასე არაა? ეგებ არ ცდებოდნენ კორინთოელები როცა სასყიდელს იღებდნენ ქადაგებაში? ნუთუ პავლეს ავტორიტეტი კმარა რომ ვთქვათ ის ჭეშმარიტებას ამბობსო? იქნებ პავლეს "ახირებაა" რომ მოციქულებმა სასყიდელი არ უნდა აიღონ?

     დავესესხები ეფრემ მცირეს - "ნუ იყოფინ!" პავლე კრძალავს ქადაგებისთვის გასამრჯელოს მიღებას იმის გამო, რომ მაცხოვარმა მთაზე ქადაგებისას თქვა: "უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით (მთ. 10 (8))." აი, ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამა მოციქულთა ცხოვრებისა.

-----------------------------------------------------------------

გამოყენებული ლიტერატურა:

  • "ახალი აღთქუმაჲ" - გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა; თბილისი, 2003
  • "სამოციქულოს განმარტება" - გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ. ტექსტი მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, თბ., 2006
  • ელ. რესურსები

ნახვა: 461

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეპისტოლე, რელიგია, სასწავლო, ქველი

ლაშა: თებერვალი 16, 2015||2:31pm

ნუ ჩავეძიებით 3-4 წლის წინანდელ მოხსენებებს :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters