მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი

 

   ნეოკანტიანური ფილოსოფიის და სოციოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი მაქს ვებერი (1864 – 1920) იყო ბერლინის,ფრაიბურგის, ჰაიდელბერგის და ბოლოს მიუნხენის  უნივერსიტეტის პროფესორი, განიცადა დილთაის გავლენა, მ. ვებერმა გაიზიარა რიკერტის თეორიის ძირითადი დებულებები,განსაკუთრებით მისი მოძღვრება ისტორიულ ცნებათა წარმოქმნის ბუნების შესახებ, რიკერტის ამ შეხედულებებზე დაყრდნობით მაქს ვებერი იკვლევს ისტორიული შემეცნების ლოგიკურ სტრუქტურას,ქმნის იდეალ-ტიპობრივი ცნებების თავის ცნობილ თეორიას და ახორციელებს მას მრავალრიცხოვან ისტორიულ და  ისტორიულ-სოციოლოგიურ შრომებში, თავის თვალსაზრისს იგი უპირისპირებს ისტორიულ მატერიალიზმს, ლექციების კურსს რელიგიასა და პოლიტიკის სოციოლოგიაში, რომელსაც ვებერი 1919წ. კითხულობდა, იგი უწოდებდა „ისტორიის მატერიალისტური გაგების  პოზიტივურ კრიტიკას“ ამავე დროს მან განსაკუთრებით  პრობლემატიკისა და ტერმინოლოგიის მხრივ ჰეგელის გავლენაც განიცადა.

  ვებერმა სოციოლოგიაში ერთ-ერთმა  პირველთაგანმა გაამახვილა ყურადღება რიგ პრობლემებზე (სტრატიფიკაცია,ბიუროკრატია,სამართლებრივი და რელიგიური ინსტიტუტები და სხვ.)  რომლებიც  შემდგომში ინტენსიური კვლევის  ობიექტები გახდა და ზოგმა მათგანმა დასაბამი მისცა  სოციოლოგიის ცალკეულ დარგებს. ამიტომ ვებერს თანამედრვე სოციოლოგიის ერთ-ერთ უშუალო წინამორბედად თვლიან, ისტორიული  შემეცნების ვებერისეული გაგება „შემეცნების სოციოლოგიის“ თანამედროვე სოციოლოგიის გავრცელებული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

   ისტორიული შემეცნების უპირველესი თავისებურება,ვებერის მიხედვით არის მისი განუყრელი კავშირი ღირებულებებთან,საზრისთან,მსოფხედველობებთან,ისტორიას კულტურასთან აქვს საქმე,კულტურის ცნება კი ღირებულებითი ცნებაა. სინამდვილის გარკვეულ ნაწილს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმდენად,რამდენადაც ის ღირებულებასთან არის დაკავშირებული, ეს მნიშვნელობა და ღირებულება ემპირიული მოცემულობიდან არ გამოიყვანება, არამედ პირიქით მათი  დადგენა იმის წინაპირობაა, რომ რაიმე კვლევის საგნადაც იქცეს,ისტორიულ მოვლენებს ჩვენ ვაწერთ მნიშვნელობას. ისტორიულ მასალას ჩვენ ვაწესრიგებთ მსოფხედველობის, იდეალის მიხედვით, უმაღლესი იდეალუები,რომლებიც ჩვენ გვამოძრავებენ ყალიბდებიან სხვა იდეალებთან ბრძოლაში, და მათ ისევე უფლება აქვს ჭეშმარიტებაზე როგორც უკანასკნელებს, მიუხედავად ამისა, ვებერს შესაძლებლად მიაჩნია ილაპარაკოს ისტორიული შემეცნების ობიექტურობაზე, მაგრამ ეს ობიექტურობა ვებერს ესმის როგორც სუბიექტურის ობიექტურობა, ღირებულებანი ობიექტურია,რამდენადაც ისინი ყოველგვარი ისტორიული შემეცნების სუბიექტური  წინაპირობებია, ასეთი სუბიექტური მხოლოდ  იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს სუბიექტური თუ აღიარებული იქნება საყოველტაო და უმაღლესი ღირებულებები,რომლებსაც  ყველა ეპოქისათვის  ექნებათ მნიშვნელობა, მართლაც  ვებერი  ასეთ ღირებულებებზე ამყაებს  ისტორიული შემეცნების ობიექტურის პრეტენზიას, მაგრამ მისი აზრით ასეთი უმაღლესი ღირებულების აღიარება კი არ გამორიცხავს,არამედ პირიქით, გულისხმობს კონკრეტური ღირებულებითი კრიტერიუმების ცვალებადობას.

   ღირებულება წარმოადგენს ისტორიულ მასალის შერჩევის პრინციპს, ამ გზით შერჩეული მასალა თავისებურ ლოგიკურ ფორმაში უნდა ჩამოყალიბდეს, ასეთ ფორმას ვებერის მიხედვით წარმაოდგენს, იდეალ-ტიპობრივი ცნება, თუ საბუნებისმეტყველო ცნება წარმოადგენს ინდივიდუალურში გვარეულის შემეცნების შედეგს, იდეალ-ტიპობრივი ცნებაში არ არის დაკარგული ინდივიდუალურის სიმდიდრე. იდეალური  ტიპების საშუალებით შეიმეცნება არა გვარობრივი, არამედ თავისებური,განსაკუთრებული, იდეალ-ტიპებია, ვებერის მიხედვით,ძირითადი ცნებითი აპარატი,რომლის საშუალებითაც ხდება სოციალური მოვლენის მოაზრება.

   იდეალ-ტიპობრივი ცნება მიიღება ერთი ან რამდენიმე თვალსაზრისის წინ წამოწევის, მათ მიხედვით ისეთი ცალკეული მოვლენების გაერთიენბის საფუძველზე, რომელთაგან თვითეული ზოგგან მეტია, ზოგგან ნაკლები, ზოგგან კი საერთოდ არ არის, წმინდა სახის იდეალ-ტიპობრივი ცნების შესაბამისი მოვლენა არსად არ არსებობს, იგი უტოპიაა და ისტორიული მკვლევარის ამოცანა ის არის, რომ ყოველი  ცალკეულ შემთხვევაში დაადგინოს, თუ რამდენად ახლო ან შორს არის სინამდვილე მოცემული იეალური სურათიდან.

    ვიანიდან იდეალ-ტიპობრივი ცნებების ჩამოყალიბება დამოკიდებულია თვალსაზრისზე, ხოლო თვალსაზრისები სხვადასხვა შეიძლება იყოს, ამიტომ ერთი და იგივე საგნის შესახებ, მაგალითად, კაპიტალისტური კულტურის შესახებ შეიძება გვქონდეს მრავალი იდეალ-ტიპობრიცი ცნება,მრავალი უტოპია,რომელთაგან არც ერთი არ გავს მეორეს, არც ერთი არ წარმოადგენს სინამდვილის ემპერიულ ასახვას, მაგრამ თვითეულს აქვს პრეტენზია წარმადგენდეს მის დახასიათებას,რამდენადაც თვითეული ამ სინამდვილის რომელიმე ემპერიული მხარის წინა პლანზე წამოწევის გზით მიიღება.

   იდეალ-ტიპობრივ ცნებას არა აქვს კაუზალური მნიშვნელობა, რადგან დეტერმინანტების უსასრულო რაოდენობიდან რომელიმეს ამორჩევა განპირობებულია ისტორიული ინტერესით, მაგრამ იდეალურრი ტიპები დამხმარე საშუალებანია სინამდვილეში არსებული მომართებების გასაგებად, იმისათვის რომ დავინახოთ რეალური მიზეზობრივი მიმართებანი, ამბობს ვებერი,ვაგებთ ირეალურ მიმართებებს. ამასთან რაც უფრო ცალმხრივადაა აგებული იდეალური ტიპები ე.ი. რაც უფრო დაშორებულნი არიან ისინი სინამდვილეს, მით უფრო უკეთესად ასრულებენ თავის დანიშნულებას,ტერმინოლოგიური,კლასიფიკაციური და ევრისტიკული თვალსაზრისით.

    იდეალური ტიპები, ვებერის მიხედვით, მხოლოდ ლოგიკური საშუალებანი კი არაა არამედ თვითონ სინამდვილის იდეალებიცაა, რომელთა საფუძველზეც ამ სინამდვილეს ღირებულება მიეწერება.

   ისტორიის ლოგიკის ასეთ გაგებას  ვებერი თავის კონკრეტულ ისტორიულ-სოციოლოგიურ შრომებში, გამოკვლევებში კაპიტალიზმისა და პროტესტანტული ეთიკის უერთიერთობის შესახებ. თავისი ისტორიოგრაფიული შეხედულების შესაბამისად  ვებერი არ ცდილობს გაარკვიოს ეს ურთიერთობა იმ თვალსაზრისით, თუ რომელი მხარეა  განმსაზღვრელი, ვებერი ცდილობს დაადგინოს  მხოლოდ „ნათესაობა“ კაპიტალიზმისა და პროტესტანტულ ეთიკას შორის, ასეთ ნათესაობას იგი ხედავს მოვალეობის ცნების  პროტესტანტულ გაგებასა და კაპიტალიზმის, როგორც კაპიტალის ზრდის ეთოსს შორის.  თავის მხრივ მოვალეობის პროტესტანტული გაგება მას  პროტესტანტული დოგმატიკიდან გამოყავს, კალვინის მიხედვით, ამბობს ვებერი ღმერთი კი არ არის ადამიანისთვის,არამედ ადამიანია ღმერთისათვის, ადამიანი ისევე როგორც ყოველი არსებული საერთოდ საშუალებაა ღმერთისათვის, კათოლიკური დოგმატიკის მიხედვით საკმარისია ცალკეული კეთილი საქციელი,მაგალითად  ცოდვების მონანიება, ადამიანს ღმერთთან შესარიგებლად, პროტესტანტული დოგმატიკის მიხედვით ადამიანს  ცალკეულ კეთილ საქციელს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ადამიანის ბედი წინასწარაა განსაზღვრული, იგი რეულია ან განწირული, მაგრამ ადამინმა არ იცის  ეს, მან ყოველთვის უნდა იმოქმედოს ისე თითქოს იგი რჩეულია, პროტესტანტული ღმერთი ადამიანისაგან მთელ სიცოცხლეს მოითხოვს, აქედან გამომდინარეობს პროტესტანტების ასკეტიზმი. მართალია ასკეტიზმი კათოლიციზმსაც ახასიაბს, მაგრამ აქ  იგი გარეგნულია, პროტესტანტიზმში კი შინაგანი ასკეტობა გვაქვს,  პროტესტანტული ასკეტობა არ უარყოფს სიმდიდრეს სიმდიდრე მისთვის არის დასაგმობი, როცა იგი ექვემდებარება სიამოვნების მიღებას, მაგრამ როდესაც თვითონ სიმდიდრის ზრდაა დასახული მიზნად მაშინ გამდიდრება წარმოადგენს ადამიანის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების პროცესს.  ღმერთისათვის სასურველ მოღვაწეობას. და კაპიტალიზმისათვისაც ხომ სიმდიდრის ასეთი დაგორვებაა დამახასიათებელი.

   ვებერმა, ისევე როგორც რიკეტმა, სწორად შენიშნა ისტორიული შემეცნების ერთი სიძნელე: ისტორიული მეცნიერება, ისევე როგორც  ყოველი მეცნიერება, ობიექტური ჭეშმარიტების  დადგენას უნდა ცდილობდეს, მაგრამ იგი ჩვენი კულტურის, ჩვენი ღირებულების ისტორიაა, ჩვენი საკუთარი ისტორიაა და ამიტომ ისტორიული შემეცნების ობიექტურობას არ შეიძლ;ება დამატებითი  გარანტია არ  ესაჭროებოდეს. მაგრამ ამ გარანტიას მოცემა ვებერისათვის კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე  რიკერტისათვის: ღირებულებათა კონკრეტული კრიტერიუმების ცვალებადობა ვებერთან დასაბუთებულია,უმაღლესი ღირებულებანი კი,რომელთაც  უნდა დაეფუძნებინათ ისტორიის ობიექტურობა,ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდნენ.

   საინტერესოა ვებერისეული იდეალური ტიპების ცნებაც. ვებერმა სწორად შეამჩნია განსხვავება ცნების სახეებს შორის. თუ ავიღებთ, ერთი მხრივ სამკუთხედს,მეორე მხრივ კაპიტალისტური საზოგადოების ან რენესანსის ცნებებს არ შეიძება არ შევნიშნოთ ნასხვავება მათ შორის. სამკუთხედის ცნება გარკვეული აქსიომებიდან და განსაზღვრებიდან მიიღება და ამის შედეგია ის, რომ არ შეიძება სამკუთხედის რომელიმე ნიშანი ერთი სამკუთხედს უფრო მეტად ქონდეს, ვიდრე მეორეს. სხვადასხვა გვარია კაპიტალიზმის და რენესანსის ცნებები.  ისინი საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურებს გამოხატავენ,ამიტომ არის, რომ კაპიტალიზმის რომელიმე ნიშანი შეიძლება ერთ ქვეყანაში უფრო მეტად იყოს განვითარებული,ვიდრე მეორეში,იგივე ითქმის რენესანსზე, ასეთი ტიპის ცნებები,მართლაც გარკევულ იდეალიზაციას გულისხმობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამით სინამდვილეს შორდებიან.

   იდეალური ტიპების თეორია მაქს ვებერთან რელატივისტური ხასიათისაა (ამას  რიკერტიც აღნიშნავდა). იგი შესაძლებლობას არ აძლევს მას გამოთქვას კატეგორიული მტკიცებანი საზოგადოებრივი სინამდვილის რეალური კავშირების შესახებ, მაგრამ ვებერი როგორც სოციოლოგი და ისტორიის მკვლევარი თავისი თეორიის წინააღმდეგ, მაინც გარკვეულ მტკიცებებს გამოთქვავს ამ სინამდვილის შესახებ, იგი მაგალითად ამტკიცებს რომ რელიგიას  ისევ რელიგიური  მოთხოვნილებები ასაზრდოებს, რომ არ  ეკონომიკასა და  რელიგიას შორის უშუალო კავშირი არ არსებობს.


ნახვა: 1425

ტეგები: Qwelly, ბიუროკრატია, ეთიკა, ნეოკანტიანელობა, სტრატიფიკაცია, ტიპობრივობა, შემეცნება

მარიამი ❀: ოქტომბერი 15, 2013||10:33pm

ერთი კომენტარიც არ აქვს:( ცოდოა :D აი უკვე აქვს :D :)) 

BrOliKa: ოქტომბერი 15, 2013||10:37pm

რა კეთილი ხარ მარიამ :D :D

Kakha: ოქტომბერი 15, 2013||11:54pm

კი უკვე მოიწყინა:P:P და უსაქმურობისგან აღაც იცის რა ქნას:D:D

ლელაჰ: დეკემბერი 13, 2013||11:55pm

ვებერს არ შეეაშინებდა კომენტარების ნაკლებობა.

ლაშა: დეკემბერი 13, 2013||11:59pm

ლელაჰ ვებერი უკომენტაროდ? მართლა ცოდოა :)) :) 

ლელაჰ: დეკემბერი 14, 2013||1:21am

მე იცით,  რატომ მომწონს ვებერი?! ვებერიის თეორიის/ცნების  საშუალებით მივხვდი რო "იდეალურ ტიპისგან" ჩემი რიგი მოქმედებების გადახრის ხარისხი  არის მცირე  :d 

აჰა კომენტარი ლაშა (მარა ვერ მოგნიშნე)

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||1:24am

წინა კომენტარიდან დამაკოპირე ხოლმე :D 

ლელაჰ ანუ მიაღწიე ვებერი იდეალურ ტიპობას? :) :) კი მაგრამ სოციოლოგები (salomeლიკა) დამეთანხმებიან რო ასეთი თითქმის არ არსებობს ბუნებაში :) 

ლიკა: დეკემბერი 14, 2013||1:30am

ლაშიკო იმ დიდ არმოსულ წერილში ვახსენებდი ზუსტად იდეალურ ტიპს :))) და ამ ოთხშაბათს კიდევ პრეზენტაცია გვქონდა ამ კაი კაცზე :D

ლელაჰ: დეკემბერი 14, 2013||1:31am

მე ვახსენე გადახრის ხარისხი არის მცირე მეთქი, ე.ი. არ მითქვამს იდეალური ტიპია, იდეალურ ტიპთან მიახლოებული. ვიხუმრე , მაგრამ სიმართლედ რომ მიიღოთ ,ის არ სცდება ვებერის კონცეფციას

ლაშა:

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||1:33am

ლიკუნა რომელ საგანში? :) 

ლელაჰ მომეწონა განმარტება :) ვიცი ჩემო კარგო, უბრალოდ ჩაგეძიე :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Final Fantasy

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As Final Fantasy XIV surges in popularity during the summer months, millions of players who booked the expansion will try to log in to an already crowded server. The game developer warned of the impending overcrowding in a letter to the community. Although the current server has been optimized for a large number of new players and returning players, the lack of available hardware means that new worlds cannot be opened to accommodate a large number of players.

What the company has done…

გაგრძელება

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:40pm 1 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

სამი გზა - კლასიკა გამარჯვებისკენ

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Final Fantasy XIV players have many things to do in the game, such as completing a wonderful storyline, participating in PvP and so on. At the same time, they also have a decent quality of life, and this requires players to have some FFXIV Gil to embark on a journey in this fantastic land. FFXIV Gil is the currency in Final Fantasy XIV. Just like the British Pound or Japanese Yen, FFXIV Gil is the basis for all legal transactions in Final Fantasy XIV.

FFXIV Gil has too many functions,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters