მასხარები
V თავი

რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სასახლეში დავბინავდით. საუკეთესო აპარტამენტებში ვცხოვრობდით. ხელმწიფის ბრძანებით არ გვაკლდა ფინიკი და ფახლავა, შაქარლამა და რახათ ლუხუმი. არც სამეჯლისო გართობა და ცხენებით ჯირითი მოგვკლებია, მაგრამ ყველაფერი სასახლის კანონებსა და სამეფო ეთიკეტებში იყო მოქცეული.

ტანსაცმელიც კი გამოგვიცვალეს. ჩვენი თავისუფალი სამოსის ნაცვლად მოტკეცილ პაჟებში გამოგვაწყვეს. ბურთულებიანი, წაწვეტებული ქუდების მაგივრად ფუშფუშელებიანი ბრჭყვიალა ბერეტები დაგვაფარეს და იცი რა სასაცილოები გამოვჩნდით?! ერთმანეთს რომ შევხედეთ ჯერ ყველას სიცილი აგვიტყდა. ჩაკუჭაჭებამდე დავცინეთ ერთმანეთს. მერე კი ერთბაშად ყველას ტირილი მოგვერია. მივეყარეთ ჩვენს საწოლებზე და პირზე ბალიშაფარებულები ხმამაღლა ავღრიალდით.

ვერ ვხვდებოდით რა გვატირებდა. ყველაფერი თავზე საყრელად გვქონდა, ჩვენ კი ვტიროდით...

კუთხეში მიწოლილი კობრა ინარჩუნებდა მხოლოდ სიმშვიდეს. ბრძენი თვალებით შიგადაშიგ გამოგვხედავდა და ცივად იღიმებოდა.

ამ ყოფაში გავატარეთ რამოდენიმე დღე.

დღისით, ხალხის დასანახად, მოჩვენებითი ღიმილიანი სახეებით ვიტინგიცებდით, საღამოს კი მივსხდებოდით ჩვენს მიერ ამორჩეულ ადგილებზე და ნაღვლიანად მივტიროდით ჩვენს თავისუფლებას.

მე, ჩემი ძველი, ხელთუქმნელი, თავისუფალი სამოსის გულში ჩახუტებას, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებას და (პირველად ჩემს სიცოცხლეში) ტირილს მივეჩვიე.

ერთ საღამოსაც, როცა ყალბი ცუნდრუკით დაღლილი და და ნაღვლიანი თვალებით ცაზე მიჯაჭვული, ღვარღვარა ცრემლებს ვაფრქვევდი, უცებ ვხედავ, რომ ცისკიდური აირია. უხმო ელვამ სივრცის კიდეები რომბისებურად გადასერა, მნათობები ერთ ალაგას, ცის გულზე, ტიტას ფორმით შეიკრიბა, ჭაღივით დაეკიდა, გადაიფურჩქნა და მისი გულიდან თვალის მომჭრელი სხივის თანხლებით უცხო ვარსკვლავი გამონათდა. ვარსკვლავს სხვა, მისი მსგავსი ვარსკვლავთ ლაშქარიც გამოჰყვა და ყველა ერთად ჩემკენ გამოემართა.

მე გაოცებული ვუყურებდი ამ დიდებულ სანახაობას. ტირილი სულ გადამავიწყდა. კაუჭა ცხვირი ერთბაშად ამიცახცახდა, გული ამიფრთხიალდა და თვალთაგან გადმოყრილი ცრემლები ნაზი წკრიალით დაცვივდა სამეფო აივნის, თეთრი მარმარილოს ძვირფას იატაკზე.

მომიახლოვდნენენ... მომიახლოვდნენ და ვხედავ, თუ როგორ დაიწყო მიერთება თვითოეულმა ვარსკვლავმა მთავარ ვარსკვლავთან, თითქოსდა წინასწარ მისთვის მიჩენილ ადგილზე. მიედუღნენ და მიერწყნენ ერთმანეთს და საბოლოოდ მრავალისაგან შექმნილი ერთი, ზღაპარ-სხივთა მფრქვეველ ბედაურზე ამხედრებული ვარსკვლავთ-მხედარი გამომეცხადა, სხივთა ბასრი მახვილითა და აბჯრით აღჭურვილი და თავზე დიდების შარავანდედით შემკობილი.

გაოცებული ვუყურებდი. სახე დავიჩქმიტე, მოჩვენება მეგონა. კაუჭა ცხვირი ისე ჩამოვიქაჩე, რომ სახით ზღართანი მოვადინე იატაკზე. ფეხზე წამოვხტი და ახლა გადაპროწიალებ- გადმოპროწიალებით გადავიმოწმე თავი, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი, რადგან ასეთი დიდებული აქამდე არასოდეს არაფერი მენახა, მაგრამ ეს არ იყო მირაჟი. ჩემს წინ აქამდე ლეგენდად გაგონილი დიდებული ვარსკვლავთ-მხედარი იდგა.

-რამ გაგაოგნა ცხვირკაუჭავ?! - ჩამესმა ყურში.

თავი მოვაბრუნე და ჩემს გვერდით ჩემი ბრძენი მეგობარი კობრა წამოყალყულიყო, რომელიც ბრტყელი სახითა და შავი ალმასის თვალთაგან გადმოღვრილი ემოციური ელვარებით დიდებული სანახაობის ხილვით ტკბებოდა.

-შენც აქ ხარ მეგობარო? ნუთუ რასაც ვხედავ სიზმარი არაა?! - გადავულაპარაკე კობრას ემოციების ლაბირინთში გადასროლილმა.

-არა! ეს სინამდვილეა! რჩეულთა ხვედრია მისი ხილვა! -მიპასუხა კობრამ ოლიმპიურად მშვიდი ჩურჩულით, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია დიდებული მხედართმთავრისთვის.

ამ გადაჩურჩულ-გადმოჩურჩულებაში ვიყავით, როცა ვარსკვლავთ-მხედარის საოცრად მგრგვინავი, მაგრამ გალობასავით სასიამოვნო და ხავსივით რბილი, ხავერდოვანი ხმის სხივი ჩემკენ გამოემართა:

-რად მიხმე ჩემო ცხვირკაუჭავ? - მკითხა ზრუნვით ხმადამთბარმა.

-მე გიხმე? როდის? -ისედაც გაოგნებულმა ვერ დავმალე უკვე ზღვარს გადასული გაოცება.

-მინდა იცოდე, რომ მე, ვარსკვლავთ-მხედარი, სიმართლის მეფე და ჩაგრულთა მხსნელი, მარგალიტად ქცეული წრფელი ცრემლების სურნელს დავყვები. სწორედ მათი წკრიალის ხმა შემომესმა და აქეთ გამოვეშურე.

-მარგალიტები? ნუთუ ჩემი ცრემლები მარგალიტებია?

ვარსკვლავთ-მხედარმა კეთილად ჩაიცინა:

-რა გასაკვირია?! დახედე, შენს ფეხებთან ყრია ისინი.

დავხედე და რას ვხედავ?! მუხლამდე მარგალიტებში ვარ ჩაფლული. გაოცების მწვერვალზე ასულმა კვლავ კობრას გადავუჩურჩულე:

-ამდენი სიმდიდრე ცხოვრებაში არ მინახავს, მეგობარო! ნუთუ ეს ჩემია და მე მეკუთვნის?

-შენ გეკუთვნის?! - დამცინავად ჩამეკითხა ბრძენი მეგობარი და ირონიულად გამიღიმა.- თუ მას საშენოდ შეეხები კვლავ ცრემლებად გადაგექცევა. ის ხომ შენი ტკივილისთვის გაცემული სამსხვერპლო საფასურია?! თუ ამ მარგალიტებს მას მიუძღვნი ვისაც შენი ოცნებების ასრულება შეუძლია, მარგალიტი მარგალიტად დარჩება და თავის მიზანმიმართულ ძალასაც არ დაკარგავს. - მიპასუხა მეგობარმა.

შემდეგ ბრძენი მზერა კვლავ ვარსკვლავთ-მხედარს მიაპყრო და გამომცდელად მითხრა:

- ახლა ჯერი შენზეა, თუ სწორად გამოიცნობ ვის მიუძღვნა ეგ სიმდიდრე, მაშინ შენც იმას მიიღებ რისთვისაც დაიხარჯე და მარგალიტებიც მარგალიტებად დარჩება.

-თუ მარგალიტებად ქცეულ ჩემი ცრემლების სურნელს ვარსკვლავთ-მხედარი გამოჰყვა, მაშინ ის ყოფილა ამ სიმდიდრის კანონიერი პატრონი და მისთვის მიმიძღვნია! - ვუპასუხე გულგანთავისუფლებულმა და მარგალიტებს დავწვდი. ერთად მოვაქუჩე და ვარსკვლავთ-მხედარს შევძახე:

-ვარსკვლავთ-მხედარო! ეს სიმდიდრე შენ გეკუთვნის! - და მისკენ გადავყარე.

და აი, კიდევ ერთი საოცრება... მარგალიტები ყვავილების ნაზ ფურცლებად გადაიქცნენ, ნაზ სურნელებად მოეფინენ ვარსკვლავთ-მხედრის სამყაროს და ნაზ პეპლებად დაიწყეს ფარფატი მის ირგვლივ. ფარფატებდნენ და ყურში ჩასჩურჩულებდნენ ცით მოვლენილ გმირს ჩემს საიდუმლოებებსა და ტირილის მიზეზს.

სიყვარულით გამიღიმა ვარსკვლავთ-მხედარმა. მომიახლოვდა. მეგობრულად მხარზე შემეხო და მითხრა:

-ნუღარ იდარდებ ჩემო ცხვირკაუჭავ. ახლა ერთ პატარა ტომარას მოგცემ რომელშიც სამი ჯადოსნური ნივთია. - გადაიხარა, ცხენს უნაგირიდან შეპირებული ტომარა მოხსნა და ფეხებთან დამიგდო.

გავხსენი. შიგ, მართლაც, ერთი თეთრი ატლასის ხალათი, ერთი ოქროს გული და ერთიც უბრალო ლერწმის ტოტი იდო.

-ესენი რაში გამომადგება? - ვკითხე თითქოსდა იმედგაცრუებულმა.

-ეს უბრალო ნივთები არ გეგონოს! - მიპასუხა ვარსკვლავთ-მხედარმა. - თეთრი ატლასის ხალათს თუ ჩაიცვამ სიმართლით შეიმოსები და შენს სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება. ოქროს გულს თუ გახსნი, მისგან უზომო სიყვარული გადმოიღვრება, ირგვლივ ყველაფერს მოედება და წრფელი სიყვარულის სურნელს დაატრიალებს.

-ეს უბრალო ჯოხი რიღას მაქნისია? - ვკითხე თითქოსდა ისევ იმედწამხდარმა.

-მაგ ნივთის გარეშე ფასი არ ექნება არც შენს სიმართლეს და არც შენს სიყვარულს. ის შენი უბრალოების საზომია. ერთმანეთის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ, ერთად კი იმ თავისუფლებას დაგიბრუნებენ რისი გულისთვისაც ასერიგად ღვრიდი მარგალიტად ქცეულ მწარე ცრემლებს უიმედობაში გადასროლილიო, - მიპასუხა ვარსკვლავ ჭაბუკმა და კვლავ კეთილად გამიღიმა.

- კეთილო ვარსკვლავთ-მხედარო, იქნებ მაგ ნივთებთან ერთად სიბრძნეც გებოძებინა მასხარების ოჯახისთვის?! - თავი გამოიდო ჩვენზე ზრუნვით გულანთებულმა და ვარსკვლავ ჭაბუკის წყალობით გულაჩუყებულმა კეთილმა კობრამ.

- განა მათ სიბრძნე უფრო ადრე არ ვუბოძეო? - გაიოცა ზეციურმა გმირმა. - მაშ შენ ვინა ხარ მათთვისო?

გველმა დაირცხვინა. მიხვდა, რომ სისულელე წამოროშა და თავჩაღუნულმა ამოიბუტბუტა:

-მაპატიე ვარსკვლავჭაბუკო, თურმე ერთ სისულელეს ბრძენიც იტყვისო.

-ბრძენის ვალია გრძნობებს არ აჰყვეს, სიტყვა კარგად აწონ-დაწონოს და პირიდან ისე ამოუშვას. ახლა კი დაბრუნდით თქვენს საწოლებში და კარგად დაისვენეთ. ხვალიდან ხომ უდიდესი საქმეები გელით სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. მე კი თქვენს მეგობრად მიგულეთ, როცა დაგჭირდეთ მომიხმეთ და მეც უმალ თქვენთან გავჩდები! - ესა თქვა, თავი თავაზიანად დაგვიკრა და კვლავ ზეცის გულისკენ მიაშურა ვარსკვლავთ ლაშქარის თანხლებით.

ჩვენ კი სიყვარულით ვუმზერდით ზეცისკენ მიმავალ ვარსკვლავთ მხედართმთავარს და გული სიამაყითა და სიხარულით გვევსებოდა, რომ ამ უიმედობაში ასეთი დიდებული , მაგრამ საოცრად უბრალო ახალი მეგობარი გამოგვიჩდა.

◄ წინა ნაწილი გაგრძელება ►

ნახვა: 187

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მასხარები, რომანი, საბავშვო

Tamila Moshiashvili: იანვარი 3, 2014||2:36pm

მომეწონა, თან ძალიან - თავიდან უნდა დავიწყო... მგონი ნაწილები გამოვტოვე :( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters