როგორც დედაეკლესია გვასწავლის, უფლისადმი სიყვარული და რწმენა თითოეულ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს, რადგან უპირველესად სწორედ გულით შეიგრძნობა უფალი. მაგრამ რწმენას გასაცოცხლებლად მუდმივად ესაჭიროება საქმე. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია მარხვა. მარხვის დროს ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიური სიამოვნებების (საჭმლის, გართობის) მოკლება გვიწევს. ამ მიზეზის გათვალისწინებით გონიერი და ღვთის მოშიში ადამიანი ლოცვასთან ერთად სულ მარხვაში უნდა იყოს, თუმცა ადამიანის თავშეუკავებლობისთვის ეკლესიაამ გარკვეული დრო დაადგინა მართვისთვის.

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

  1. დიდი მარხვა - ის აღდგომამდე 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მთავრდება.
  2. საშობაო მარხვა - ეს მარხვა 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე ( მაცხოვრის ხორციელად დაბადებამდე) გრძელდება.
  3. მარიამობის მარხვა - ეს მარხვა14-დან 28 აგვისტომდე ( ღვთისმშობლის მიძინებამდე) გრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა - ამ მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია ცხრა დღიდან თვენახევრამდე ეს იმიტომ ხდება, რომ მისი დასასრული უძრავი, დასაწყისი კი მოძრავია და სულთმოფენობას უკავშირდება. ეს მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთ კვირაში და მთავრდება 12 ივლისს (პეტრე-პავლობას).

ასევე განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიაამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები:

  1. ყოველი კვირის ოთხშაბათი-პარასკევი, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო, პარასკევს კი მაცხოვარი ჯვარზე აცვეს.
  2. ნათლისღების წინა დღე (18 იანვარი)
  3. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე (11 სექტემბერი)
  4. ჯვართამაღლება (27 სექტემბერი).

მარხვაში, ასევე გვხვდება მსგეფსისა და ყველიერის შვიდეულები. მსგეფსისა არის როდესაც მთელი კვირა ხსნილია, ხოლო ყველიერი, როცა მხოლოდ რძის ნაწარმის ჭამაა შესაძლებელი.

ნახვა: 146

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დავალება, მარხვა, სასკოლო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ოვალური ოთახის საპრეზიდენტო მორთულობა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm 1 კომენტარი

      ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…

გაგრძელება

უზენაესი გამარჯვება რუსეთზე და ცივი აცრა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm 0 კომენტარი

      დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…

გაგრძელება

გირჩულ-ელისაშვილური ტანდემი, პანდემიის შემცირება და ნავალნის დაპატიმრება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…

გაგრძელება

კაპიტოლიუმის დაცვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm 1 კომენტარი

      უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters