დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა ფორთხვას იწყებს, ცდილობს მაღლა ავიდეს, მაგრამ რამდენჯერაც გაიფორთხიალებს, უფრო ღრმად ეფლობა. ხმაც აღარ ესმის. ფხაკუნის ხმაც მიწყდა. ჩუმადაა. ცდილობს ყური დაუგდოს. აი, მისი მეგობრების ხმაა, ჯერ ასეთი ხმა არ ჰქონიათ, თითქოს ჩხუბობენ, თითქოს ვიღაცას ეძახიან. "როგორც იქნა დამიწყეს ძებნა, მაშინ უნდა ავიდე აქედან, დამინახავენ და ისევ სითბოში აღმოვჩნდები" - იმედი მიეცა და ფორთხიალს განაგრძობს, მაგრამ ამაოდ. "კარგი, დავუცდი და თვითონ მომაგნებენ". ისევ იკუნტება. გაყინულს სადაცაა ჩაეძინება. უცბად ადამიანების ყიჟინის ხმა შემოესმა და წეღანდელი ფხაკუნის, მაგრამ უფრო ძლიერი, იმდენად ძლიერი რომ ხმა ყურებს ტკენს. ხმა ნელ-ნელა უახლოვდება. ეშინია. ცდილობს ამოვიდეს, ცდილობს როგორმე დაინახოს ეს ამ საშინელი ხმაურის მიზეზი. ახლა ისევ მოძრაობას გრძნობს. კვლავ სადღაც მიაქანებენ. ძალიან ნელა. არც ფრენაა, არც სიმსუბუქე, უბრალოდ დიდ თეთრ მასასთან ერთად ტრიალებს და სადღაც, უმისამართოთ მიაქანებენ. შეჩერდებიან, ხმამაღლა ამოისუნთქებენ და კვლავ აგრძელებენ და ეს საშინელი ხმაც არ ჩერდება. არ იცის რამდენ ხანს იკოტრიალა, როგორც იქნა ხმაურმა კლება იწყო, ყიჟინა, ჟრიამული და ხმაურიც ნელ-ნელა შორდებოდა, ყურებმა სიმშვიდე იგრძნეს. თავიც გაამოძრავა. ახლა უკვე დღის სინათლესაც ხედავს. მზე კარგად გამოსულიყო. მაგრამ აღარც მაღალი მწვანე ხეა სადმე და არც მისი მეგობრები ჩანან.

პირველი მარტოობა, ქველი, ბლოგი, დღიური, თოვლი, ზამთარი, qwelly, winter, snow, zamtari, tovli

ნახვა: 372

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზამთარი, თოვლი, მარტოობა, ჩანახატი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კალაძის მთავარობა საკრებულოს წინაშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2021.
საათი: 11:17pm 0 კომენტარი

      თბილი დეკემბერია. დღე ისეთი მზიანია რომ ზამთარსაც კი დაგავიწყებს. ასე გაგრძელდება 9 დეკემბრამდეო. პოლიტიკაშიც არაა მაინცდამაინც გაციებული ამბები - კოვიდზე ჯერ დაპირისპირებაა მმართველ-ხელმძღვანელებშიო, თან არ არის დაპირისპირებაო და ა.შ. მოკლედ, კოვიდი თავად არ წასულა, მაგრამ მართვაში გარღვევებია. დღის მთავარი თემა კალაძის მთავრობა იყო, რომელიც საკრებულოს წინაშე წარსდგა. მიშას კადრები კი ღირსების შემლახავად დასახელდა. დოლარის ღირებულება -…

გაგრძელება

ენდვოლკერის სია

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Square Enix released a huge list of Final Fantasy XIV changes, including the upcoming MMORPG expansion package Endwalker. One thing players need to know is that new Viera bunny boys will be lucky enough to be able to Buy FFXIV Gil. In addition, players also spend some FFXIV Gil to buy items in the game.

Endwalker will provide early access to players who pre-order the expansion pack on December 3rd, and will provide regular ol’ Joe Schmoe access to everyone else on December 7th. This…

გაგრძელება

ფანტაზიის ბოლო საფეხურები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As Final Fantasy XIV surges in popularity during the summer months, millions of players who booked the expansion will try to log in to an already crowded server. The game developer warned of the impending overcrowding in a letter to the community. Although the current server has been optimized for a large number of new players and returning players, the lack of available hardware means that new worlds cannot be opened to accommodate a large number of players.

What the company has done…

გაგრძელება

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

Qwelly World

free counters