მარტა მოთამაშეა, რომელმაც ჭეშმარიტების საძიებლად წამოიწყო ეს თამაში. საკუთარი ცნობიერების ქვესკნელში ვარდება და ცდილობს ყველა როლი მოირგოს, ადამიანებს მოერგოს. უკუიგდებს ანტიკურობას და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის. თამაშობს ლიტერატურულ პერსონაჟებს, თითქმის უნაკლოებს, ნაკლებად შემამჩნეველი ნაკლით. ის ფენომენალური იყო...

      მოთამაშეები სხვადასხვანაირად იქცევიან ხოლმე - ზოგი უფრო ბედნიერი ხდება (რადგან თამაში ძალას მატებს); ზოგი - სევდიანი (რადგანაც გონია, რომ ბოლომდე მის წამოწყებულ თამაშს ვერ მიიყვანს); ზოგი - არაბუნებრივი (რადგანაც როლები ერთმანეთში ერევა და ტყუილების ქსელში იხლართება); ზოგიც კი - საშიში (რადგანაც ეს თამაში რეალობაში გადადის და მისი ცხოვრების სტილი ხდება)...

      მარტა ცდილობდა ადამიანებისგან „კარგი“ თვისებები აეღო, ეს გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ რამდენად მართალი იყო სხვებთან ან საკუთარ თავთან? მას უნდოდა ყყველას ჰყვარებოდა, ყველასთვის მისაწვდომი და ამავდროულად მიუწვდომელიც ყოფილიყო, უნდოდა იდეალად ქცევა. ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც, რომ თამაშობდა...

      რომელ ფიზიონომისტს შეუძლია ისევე სწრაფად და რაც ყველაზე მთავარია სწორად ამოიცნოს ადამიანის ხასითი, როგორც ძალას, რომელიც უცებ აუღებს ხოლმე ალღოს უცნობს და თამაშში ერთვება, ცდილობს გამოიცნოს იდეალიზმისკენ სწრაფვა იდეალურ ადამიანს ძალუძს, თუ უბრალო მატყუარას, რომელიც გარეგნულ სილამაზეში ამდენ ზიზღსა და ბოროტებას მალავს. როცა სიტყვები არამყარია და არაბუნებრივი ფიქრის შედეგია, მას გარსი ეცლება და კარგავს აზრს. დრო კი ყველაფერს თავის დაღს ასვამს.

      მარტა თავიდან სევდიანი იყო, შემდეგ ბედნიერი, მერე საშიში (რომელმაც ძალიან დიდხანს გასტანა) და ბოლოს არაბუნებრივი, სადაც გამოიჭირეს კიდეც. ის იდეალიზმისკენ ისწრაფვოდა და ყველაფერს კარგად თვლიდა, კარგი მათემატიკოსი და ამავდროულად მეზღაპრეც იყო. მისი ტყუილები სამუდამოდ არ დაიმალებოდა. ამბობენ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ხოდა ეს გვიანიც დადგა 16 წლის შემდეგ. ის უკვე არაფერს წარმოადგენდა, ჯერ ერთი აგური ეცლებოდა, შემდეგ მეორე და ასე, საბოლოოდ კი მისი ნაშენი კოშკი დაინგრა...

      ბოლოს ხვდება, რომ ეს რეალობაა და მისი აღქმის უნარს კარგავს...

      ოკეანის შუა გულში ეშვება და თავს მის კამკამა წყალს წირავს, რადგანაც ის თამაშში მართლაც უნაკლო ჩანდა...

      მარტა ადამიანი იყო...

ნახვა: 210

ტეგები: qwelly, woman, ადამიანი, ბედნიერება, ბედნიერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters