ალბათ ყველას შემჩნეული გაქვთ როგორ სწრაფად გადის დრო. განსაკუთრებით სტუდენტობის წლებმა იციან გაფრენა. როდესაც პირველად მივედი უნივერსიტეტში 4 წელი მთელ საუკუნედ მეჩვენებოდა, ახლა კი მგონია რომ თვალის დახამხამებაში გავიდა ეს დრო. სასიამოვნოა იმის განცდა რომ ცხოვრების ერთი ეტაპი დახურე და ახალი, უფრო საინტერესო გელოდება წინ, თუმცა არის ფაქტორები რომლებიც ფიქრებით მაინც უკან, უნივერსიტეტის კედლებში დაგაბრუნებს, ამის მიზეზი კი ის მოგონებებია რომელიც დაგიგროვდა ამ დროის მანძილზე. 

   ...და აღმოგვიბრწყინდა მზე (წელს არ გაუმართლათ სტუდენტებს და მზის ნაცვლად წვიმა თქეში და ჭექა-ქუხილი ამოუბრწყინდათ) რომელმაც მანტიების ჩაცმის დრო გვარგუნა. დიახ, დიახ, მხოლოდ მანტიების (ქუდებს მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მოგცემთო). 

   ხშირად გვიფიქრია (ისევე როგორც ფილმებშია) უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ როგორ გაგვაცილებდნენ, ხელმძღვანელები გვისურვებდნენ წარმატებას და ჩვენც დამშიდობების ნიშნად ერთდროულად ავყრიდით მაღლა ქუდებს. თუმცა ფილმბის ცხოვრებაში გადმოტანა არასდროს მომწონდა, ამიტომ გაცილება არ იყო საჭირო. არც ქუდების ცერემონია მივიჩნიეთ მნიშვნელოვნად და მანტიებით ჩავანაცლეთ (მოკლედ ახალი ტრადიცია ჩამოყალიბდა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში).

   ბოლოს კი წარმატება მინდა ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ოთხი წელია ჩემთან ერთად ცდილობენ ბოლოში წარმატებით გასვლას. თითოეულისთვის მალე მაგისტრობაც მომელოცოს! 

ნახვა: 454

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განათლება, მანტია, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters