ლტოლვათა შესახებ

      იგი_ს ძალა გამოხატავს ცალკეულ არსებათა სიცოცხლის თავდაპირველ მიზანს.ეს კი მდგომარეობს თანდაყოლილ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში, იგი_ს არ შეიძლება მიეწეროს განზრახვა სიცოცხლისშენარჩუნებასა და საშიშროებისაგან შიშის საშუალებით თავის დაცვისა, ეს არის მე_ს ამოცანა რომელიც გარემოსადმი ანგარიშის გაწევით პოულობს თავის მოთხოვნილებების ხელსაყრელ და უშიშარ დაკმაყოფილებას, ზე-მე_ს შეუძლიაა ახალი მოთხოვნილებები რეალობად აქციოს, მაგრამ მის მთავარ ფუნქციად რჩება მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შეზღუდვა.

      ძალებს, რომლებსაც იგი_ს მოთხოვნილებათა დაძაბულობის საფუძვლად ვთვლით ვუწოდებთ ლტოლვებს, ისინი სულიერ ცხოვრებაში წარმომადგენლობენ სხეულებრივ მოთხოვ ნებს, ყოველი აქტივობის საბოლოო მიზანი კონსერვატული ბუნებისაა, ყოველი მდგომარეობიდან რომელსაც ამა თუ იმ არსებამ მიაღწია წარმოდგება მაშინვე მისწრაფება ამ მდგომარეობის ხელახალი აღდგენისა, როგორც კი ის აღიკვეთება, ჩვეულებრივ საქმიანობაში შეიძლება განვასხვავოთ ლტოლვების განუსაზღვრელი რაოდენობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ შეიძლება თუ არა ყველა ეს ლტოლვა ზოგიერთ ძირითად ლტოლვაზე დავიყვანოთ. გამოცდილებამ აჩვენა რომ რომ ლტოლვები მიზავს იცვლიან (გადაწყვეტის საშუალებით) რომ მათ ასევე შეუძლიათ ერთიმეორეს შეენაცვლონ, რის დროსაც ერთი ლტოლვის ენერგია მეორეზე გადადის, უკანასკნელი პროცესი ჯერ კიდევ კარგად არაა გააზრებული, ხანგგრძლივი მერყეობის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეშვა მხოლოდ ორიძირიტად ლტოლვა ეროსი და დესტრუტუციის ლტოლვა (თვითდამკვიდრების და გვარის დამკვიდრების ლტოლვების დაპირისპირება ისევე როგორც მე- სიყვარულისა და ობიექტ-სიყვარულისა თავსდებიან ეროსის ფარგლებში)

      პირველის მიზანია რაც შეიძლება მეტი ერთიანობბის აღდგენა და მისი ამგვარად შენარჩუნება, მაშასადამე დაკავშირება, ამის საპირისპიროდ მეორეს მიზანია კავშირების დარღვევა და ამგვარად ნივთების მოსპობა,, დესტრუქციული ლტოლვისას შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე რომ მისი საბოლოო მიზანია ცოცხალიარსების გადაყვანა არაორგანულ მდგომარეობაში, ამიტომ მას ასევე სიკვდილის ლტოლვასაც უწოდებენ, როცა ვუშვებთ რომ სიცოცხლე არაცოცხალზე გვიანდელია და მისგანაა აღმოცენებუული სიკვდილის ლტოლვას ემორჩილება ხსენებულ ფორმულას: ლტოლვა მიისწრაფვის საწყისი მდგომარეობის აღდგენისაკენ, ამას ვერ ვიტყვით ეროსის(ანუ სიყვარულის ლტოლვის) მიმართ, დაუჯერებელია რომ ცოცხალი სუბსტანცია იყოს ერთიანობა, რომელიც შემდგომ განადგურდა და ახლა კვლავ მიისწრაფვის გაერთიანებისკენ. გიოლოგიურ ფუნქციებში ორივე ძირითადი ლტოლვა ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებს ან ერთმანეთთანაა კომბინირებული, ჯამის აქტი ობიექტის განადგურებაა მასთან შეერთების განზრახვით, ორივე ძირითადი ლტოლვის განსხვავებული მოქმედებიდან მომდინარეობს ცხოვრების მოვლენის მთელი სიჭრელე, სიცოცხლის სფეროს გარეთ ჩვენი ორი ძირითადი ლტოლვის ანალოგიას მივყავართ არაორგანულში გაბატონებული მიზიდულობისა და განზიდულობის დაპირისპირებულთა წყვილთან, ლტოლვათა სერეულ მდგომარეობაში მიმდინარე ცვლილებებს აქვს ძალზე ხელშესახები შედეგები, სექსუალური აგრესიის ზედმეტად გაძლიერებას სიყვარუთან მივყავართ დამახინჯებული სახით გამოვლენილ აგრესიას კი სიკვდილამდე, ხოლო აგრესიული ფატორის მკვეთრი დაცემა აქცევს ადამიანს მხდალად

      არ შეიძლება იმის თქმა რომ ესაა თუ ის ძირითადი ლტოლვა გვხვდება სულიერი ცხოვრების ერთ რომელიმე სფეროში, ისინი ყველგან გვხვდებიან, საწყისი მდგომარეობიდან ჩვენ ასე წარმოდგვიდგენია: ეროსის განკარგულრბაში მყოფი მთელი ენერგია, რომელსაც ჩვენ ლიბიდოს ვუწოდებთ, კერ კიდევ არადიფერენცირებული სახით არსებობს, მე-სა და იგი_ში და ემსახურება იმავდროულად არსებული დესტრუქციული მიდრეკილებების განეიტრალებას, (დესტრუქციის ლტოლვის ენერგიისათვის ჩვენ არ გაგვაჩნია ლიბიდოს ანალოგიური ტერმინი).

მოგვიანებით ჩვენთვის შედარებით ადვილი იქნება მივყვეთ ლიბიდოს ბედს, დესტრუქციული ლტოლვის შემთხვევაში კი ეს უფრო ძნელი გასაკეთებელი იქნება.

      სანამ ეს ლტოლვა, როგორც ლტოლვა სიკვდილის ლტოლვა, ჩვენს შიგნით ვლინდება, როცა დესტუქციული ლტოლვის სახით გარეთ მიემართება.

      ამის აუცილებლობა საჭიროა ინდივიდის შესანარჩუნებლად, კუნთების სისტემა ემსახურება აღნიშნულ გადართვას, ზე-მე_ს ჩართვის გამო მე_ს შიგნით ფიქსირდება აგრესიული ლტოლვის მნიშვნელოვანი რაოდენობა რაც ადამიანზე გამანადგურებლად მოქმედებს, აგრესიისგან თავის შეკავებას ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისათვის და იწვევს დაავადებას, დათრგუნული აგრესიის გადასვლა თვითგანადგურებაში აგრესიის მიმართვით, საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ ხშირად ვლინდება პერსონის გაავებაში, როცა იგი თმას იგლეჯს, სახეში მუშტებს იშენს, ამასთან აშკარაა, რომ ეს ქცევა სხვის წინააღმდეგა მიმართული, თვითგანადგურების რაღაც ნაწილი ყველა ვითარებაში რჩება სუბიექტის შიგნით სანამ საბოლოოდ არ მოკლავს ინდივიდს, ეს ალბათ იმ შემთხვევაში ხდება როცა მისი ლიბიდო გადახარჯულია ან უსარგებლოდაა ფიქსირებული.

      ზოგადად შეიძლება დავუშვათ რომ ინდივიდი კვდება მისი შინაგანი კომფლიქტებით : გვარი, პირიქით უშედეგო ბრძოლით გარესამყაროს წინააღმდეგ, როცა ის იმგვარად იცვლება რომ მის მიერ შეძენილი შეგუებანი არასაკმარისია.

      ძნელია რაიმე ითქვას ლიბიდოს მოქმედებაზე იგი_ში და ზე-მე_ში, ყველაფერი რაც მის შესახებ ვიცით ეხება მე_ს რომელშიც ტავიდანვე მის განკარგულრებაში მყოოფი ლიბიდოს მთელი რაოდენობა ა დაგროვილი, ამ მდგომარეობას ვუწოდებთ აბსოლუტურ პირველ ნარცისიზმს

ის მანამდეა შენარჩუნებული სანამ მე დაიწყებდეს ობიექტების წარმოდგენათა დამუხტვას ლიბიდოთი, ნარცისული ლიბიდოს გარდაქმნას ობიექტის ლიბიდოდ. მთელი ცხოვრების მანძილზე მე რჩება დიდ რეზერვუარად საიდანაც ობიექტზე იგზავნება და რომელშიც ისევ უკან ბრუნდება ლიბიდოს მუხტები, როგორც ამას აკეთებს პროტოპლაზმა თავისი ფსევდოპოდიებით, მხოლოდ სრული სიყვარულისას გადაიტანება ლიბიდოს ძირიტადი რაოდენობა ობიექტზე ასე რომ ვთქვათ ობიექტი იკავებს მე_ს ადგილს, ცხოვრების მნიშვნელოვანი მახასიათებელია ლიბიდოს მოძრაობა, იოლად გადასვლა ერთი ობიქტიდან მეორეზე, ამის საპირისპიროა გარკვეული ობიექტებზე ლიბიდოს ფიქსირება, რაც ხშირად მტელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

      უეჭველიია რომ ლიბიდოს აქვს სომატური წყაროები რომ ის ხვადასხვა ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ადგილიდან მიედინება მე_ში, ყველაზე ცხადად ეს ლიბიდოს იმ ნაწილში ჩანს რომელშიც საკუთარი ლტოლვითი მიზნის მიხედვით აღინიშნება

ბიბლიოგრაფია:
 "ლარი"
ხელოვნება.თბილისი 1991წ.


ზიგმუნდ ფროიდი იდენტიფიკაცია და ჰიპნოზი

ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქიკური ბუნება - ფსიქიკური აპარატი

ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)

ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქოანალიზის შესავალი

ნახვა: 5046

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თეორიები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ონლაინ თამაშების დავალებები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Cooperative games are an important part of Elder Scrolls Online, and Dungeons and Trials have continued to grow since their launch. The dungeon is a place of instantiation, where you can see a group of four completing the set tasks and facing the deadly boss on the way. Trials provide roughly the same functionality, but are more challenging, have more Elder Scrolls Online Gold, and allow teams of up to 12 people. Since its launch, new dungeons and trials have been added every year, and this…

გაგრძელება

კატები ღმერთებთან და ადამიანებთან

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ეგვიპეტში კატების საკრაულობა ცნობილი ამბავია. ადამიანებისა და კატების მეგობრობა ათობით ათასწლეულს ითვლის. კატის სიწმინდეც ძველი წლებისაა, ეგვიპეტში, ქრისტეს შობამდე, მესამე ათასწლეულში მას უკვე თავისი ქალაქიც ჰქონდა ბუბასტისი. იმ ქალაქში კი ეთაყვანებოდნენ კატისთავიან ქალღმერთ ბასტესს, რომელიც ნაყოფიერების, მხიარულების, სიყვარულისა და სიხარულის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგია. სწორედ ის იქცა კატების, როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის…

გაგრძელება

მკვდარი მიწის თამაშობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 14, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Bethesda Softworks announced that Elder Scrolls Online Deadlands will be released on all current game platforms next month. Players on PC/Mac and Stadia will get the head start of the DLC on November 1st, while the Xbox Series X|S, Xbox One, PlayStation 5 and PlayStation 4 versions will be available on November 16th in a few weeks.

ESO fans will get a unique opportunity to enter Deadlands for free. Players must participate in the ongoing Blackwood bounty activities and work together…

გაგრძელება

მცხეთობას ჩანიშნული აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2021.
საათი: 10:57pm 2 კომენტარი

      ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters