მოკლე კონსპექტი ლიტურგიკაში სამების ჯგუფისთვის

2. ეკლესიის საიდუმლოებები 

2.1. ნათლისღება

“ნათლისღება არის საიდუმლოება, რომელშიც მორწმუნე, მამის, ძისა და სულიწმიდის სახელის მოხსენიებითა და სამჯერ წყალში ჩაფლობით კვდება ხორციელი და ცოდვილიანი ცხოვრებისათვის და სულიწმიდისაგან იბადება სულიერ და წმიდა ცხოვრებიში”3.
“...ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღმრთის შასუფეველში” (იოანე 3, 5)
ნათლისღების საიდუმლო დაადგინა თვით უფალ იესო ქრისტემ, მაშინ როცა
“თავისი მაგალითით განწმიდა ნათლისღება, მიიღო რა იგი იოანესაგან. და ბოლოს, თავისი აღდგომის შემდეგ მან მოუწოდა მოციქულებს: “ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით” (მათე 28, 19)4.

ნათლობის აღსასრულებელ ფორმულას წარმოადგენს სიტყვები:
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ”
ნათლობის მიღების პირობაა სინანული და რწმენა5.
“ხოლო პეტრემ უთხრა მათ: “მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებელად...”(საქმე 2, 38)
“ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება... ”(მარკოზი 16, 16)
ადამიანის ცხოვრებაში ნათლისღება აღესრულება ერთად-ერთხელ და არავითარი გარემოების გამო არ მეორდება, რადგან 
“ნათლისღება არის სულიერი დაბადება: ადამიანი კი ერთხელ იბადება და ამიტომაც ერთხელ ინათლება”6.

2.2. მირონცხება

“მირონცხება არის საიდუმლო, რომლის დროსაც მორწმუნეს, სხეულის ნაწილებზე სულიწმიდის სახელით ნაკურთხი მირონის წასმით მიემადლება სულიწმიდის ნიჭები, სულიერ ცხოვრებაში დასაბრუნებლად და გასაძლიერებელად7”.
თავდაპირველად ამ საიდუმლოწბას მოციქულები ხელდასხმის საშუალებით აღასრულებდნენ(საქმე 8, 14-17). მოგვიანებით დაიწყო მირონის ცხება, რაც შეიძლება ძველ აღთქმაშიმირონის ცხების მაგალითით იყო განპირობებული(გამოს. 30, 25; 3მეფეთა 1, 39).
მირონცხების შინაგანი მოქმედების შესახებ წმიდა წერილში შემდეგი რამ არის ნათქვამი:
“თქვენ ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი... ხოლო ცხებულება რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არავისაგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც ის გასწავლით. მასში დარჩით”(1იოანე 2, 20,27).
“ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და ის რომელმაც აგრეთვე დაგვბეჭდა და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი” (2კორინ. 1, 21-22).
მირონცხების აღსასრულებელ ფორმულას წარმოადგენს სიტყვები: 
“ნიჭი მონიჭებული სულისა მიერ წმიდისა, ამინ.” 
წმიდა მირონი არის კეთილსურნელოვანი ნივთიერება, რომელიც მზადდება განსაკუთრებული წესგანჩინებით და იკურთხება უმაღლესი სამღვდელოების მიერ, რომლებიც როგორც წესი წარმოადგენენ ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას, ეპისკოპოსთა კრებულის თანხლებით, როგორც მოციქულთა მემკვიდრეებისა, რომლებიც “სულიწმიდის ნიჭების გადაცემისათვის თვითონ ახორციელებდნენ ხელდასხმას.8” 
ყოველი ნაწილის ცხებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ასე მაგალითად
ა) შუბლისა–ნიშნავს “გონებისა ადა აზრების გაწმედას”;
ბ) გულმკერდისა– “გულისა და სურვილებისას”;
დ) თვალის, ყურისა და პირის–გრძნობათა კურთხევისა”;
ე) ხელებისა და ფეხების– “საქმეებისა და ზოგადად ქრისტიანული საქციელის კურთხევა”9.
ცხოვრებაში ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებები აღესრულება ერთი საიდუმლოების სახით. წმიდა ნათლისღებაში ადამიანი ღებულობს ახალ ცხოვრებას ქრისტეში, ხოლო მირონცხებაში მას მიემადლება სულიწმიდის ნიჭები და ძალა, და ასევე თვით სულიწმიდა როგორც მადლი, ქრისტეში ღირსეული ღმერთკაცობრივი ცხოვრების გასავლელად. მირონცხებაში ადამიანი როგორც პიროვნება, ღებულობს ცხებულებას ღმრთაებრივი ცხებულის_იესო ქრისტეს მსგავსად10.

2.3. ევქარისტიის საიდუმლოება

2.3.1. ევქარისტიის საიდუმლოების გაგება

ევქარისტია არის საიდუმლოება რომელშიც
ა) პური და ღვინო სულიწმიდით დარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად;
ბ) მორწმუნეები ეზიარებიან მას, ქრისტესთან და საუკუნო ცხოვრებასთან უმჭიდროესი კავშირისათვის. 
წესგანჩინება ევქარეისტიული საიდუმლოებისა-ლიტურგია, არის ერთიანი და განუყოფელი ღმრთისმსახურება. ლიტურგიულ წესგანჩინებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ევქარისტიული კანონი, ხოლო მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეპიკლეზას-ეკლესიაზე სულიწმიდის გარდმოწვევისათვის, ანუ ევქარისტიულ შეკრებაზე და წინადაგებულ მსხვერპლზე.

2.3.2. ევქარისტიული საიდუმლოების დადგინების შესახებ

ევქარისტიის საიდუმლოება უფალ იესო ქრისტეს მიერ იყო დადგენილი საიდუმლო სერობაზე.
“როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: “აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.”
აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: “ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.”(მათე 26, 26-28).
წმიდა მახარებელი ლუკა ვსებს მათე მახარებლის მონათხრობს. უფალი აწვდიდა მოწაფეებს წმიდა პურს, უთხრა მათ: 
“ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად”(ლუკა 22, 19).

2.3.3. პურისა და ღვინის გარდასახვა ზიარების საიდუმლოებაში

მართადიდებლური ღმრთისმეტყველება, განსხვავებით ლათინურისაგან, შეუძლებლად მიიჩნევს ამ საიდუმლოების არსის რაციონალურად ახსნას. ლათინური საღმრთისმეტყველო აზრი ევქარისტიის საიდუმლოებისას წმიდა ძრვენზე აღსრულებულ ცვლილებას ახასიათებს ლათინური ტერმინით (ტრანსუბსტანტიატიო), რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “არსებითად შეცვლას”.
“პურისა და ღვინის კურთხევით პურის რაობა მთლიანად გადაიქცევა ქრისტეს სხეულის რაობაში, ხოლო ღვინის რაობა_ მისი სისხლის რაობაში”12.
ამასთანავე პურისა და ღვინის გრძნობითი თვისებები უცვლელი რჩებიან მხოლოდ სახილველად, ნარჩუნებიან რა როგორც გარეგნული შემთხვევითი თვისებები.(აქციდენცია) 
თუმცა კი მართმადიდებელი ღვღისმეტყველებიც სარგებლობდნენ ტერმინით ტრანსუბსტანტიატიო, მაგრამ მართმადიდებელი ეკლესია თვლის რომ ამ სიტყვით
“არ აიხსნება თუ როგორ გადაიქცევა პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად, რამეთუ ამის წვდომა ღმრთის გარდა არ ძალუძს არავის; მაგრამ ჩვენ წარმოგვიჩნდება მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტია, ქმედითად და არსობრივად პური ხდება უფლის ჭეშმარიტ სხეულად, ხოლო ღვინო თვით სისხლად უფლისა”13. 
ევქარისტიაზე სწავლებისას წმიდა მამებისათვის უცხოა განსჯითი სქემები. მათ არასდროს უცდიათ სქოლასტიკური დეფინიციებით გამოეთქვათ უდიდესი ქრისტიანული საიდუმლოების არსი. წმიდა მამათა უმრავლესობა წმიდა ძღვენის გარდასახვაზე გვასწავლიდნენ, რომ ძღვენი სულიწმიდის მოქმედებით ძე ღმერთის იპისტას შეთვისებაზე, რის შედეგადაც ევქარისტიული პური და ღვინო ძე ღმერთის მიმართ ისეთივე დამოკიდებულებაში აღმოჩნდებიან, როგორც განდიდებული კაცობრიობა განუყოფლად და შეურევნელად არის შეერთებული ქრისტეს ღმრთაებრიობასა და მის ადამიანობასთან. 
ამასთანავე ეკლესიის მამები თვლიდნენ რომ პურისა და ღვინის რაობა ნარჩუნდება, პური და ღვინო არ იცვლის თავის ბუნებით თვისებებს, მსგავსად იმისა, როგიორც ქრისტეში ღმერთობის სისავსე არაფრით არ აკნინებს მის ჭეშმარიტ ადამიანობას. “მსგავსად იმისა როცა პურის კურთხევამდე ჩვენ პურს ვამბობთ, როცა ღმრთაებრივი მადლი აკურთხევს მას მღვდლის საშუალებით, იგი უკვე თავისუფალია პურის სახელწოდებიდან, და ღირსი ხდება დაერქვეს უფლის სხეული, თუმცა კი პურის ბუნება მასში რჩება” 14..
წმიდა მამები ცდილობდნენ მსგავსებების საშუალებით ამ საიდუმლოების ჩვენ აღთქმასთან მიახლოვებას. ასე მრავალი მათგანი გახურებული ხმლის მაგალითს იყენებდ: ხურდება რა რკინა, ხდება ერთიანი ცეცხლთან ისე, რომ შესაძლებელია დაწვა ხმლით და გაკვეთო ცეცხლით. ამასთანავე არც ცეცლი და არც რკინა რა კარგავეს თავის არსებით თვისებებს. ასე X საუკუნემდე არც აღმოსავლეთში და არც დასავლეთში არავინ ასწავლიდა ევქარისტიული სახეების ილუზორულობაზე15.
ლათინური სწავლება გარდასახვის (ტრანსუბსტანტიატიო) შესახებ ახდენს მორწმუნეთა მიერ ევქარისტიის საიდუმლოების აღქმის დეფორმაციას, გარდააქცევს რა ეკლესიის საიდუმლოებას რაღაც ზებუნებრივ, არსებითად მაგიური მოქმედებად. დასავლეთელი სქოლასტიკოსებისაგან განსხვავებით წმიდა მამები არასოდეს არ უპირიპირებდნენ ერთმანეთს ევქარისტიულ ძღვენსა და მაცხოვრის მართმადიდებელ კაცობრიობას, როგორც ორ გარეგნულ არსებითობას, რომლთა ერთობა აუცილებლად რაციონალურად უნდა დავასაბუთოდ. წმიდა მამები მათ ერთიანობას ჭვრეტდნენ არა მათი ბუნებების ერთიანობაში, არამედ იპოსტასურ დონეზე, წმიდა ძღვენისა და ქრისტეს კაცობრიობის თანაზიარობა ერთადერთი, ძე ღმერთის იპოსტასში დამკვიდრების საშუალებით. წმიდა ძღვენის გარდასახვის სასწაული მსგავსია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელზე სულიწმიდის გარდამოსვლისა; სხვა სიტყვებით ევქარისტიის საიდუმლოებაში არ იცვლება ადამიანთა და საგანთა(პურისა და ღვინის) ბუნება, არამედ გარდაისახება მათი ბუნების არსებობის სახე16.

2.3.4. წმიდა საიდუმლოებების აუცილებლობა და მაცხოვნებელობა

ცხონებისათვის წმიდა საიდუმლოებებთნ ზიარების უცილებლობის შესახებ ბრძანებს ტვით უფალი იესო ქრისტე:
“იესომ უთხრა მათ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ ხორცს და არ შესვამთ კაცის ძის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე_მასში”(იოანე 6, 53-54).
წმიდა საიდუმლოებებთან ზიარების მაცხოვნებელი ნიჭები და მოქმედებებია:
ა) უფალთან უმჭიდროესი ერთობა (6, 55-56);
ბ) სულიერ ცხოვრებაში ზრდა და ჭეშმარიტი სიცოცხლი მოპოვება (იოანე 6, 57);
გ) მომავალი აღდგომის და მარადიული ცხოვრების საწინდარი(იოანე 6, 58
მაგრამ ზიარების ეს მოქმედებები ეხება მხოლოდ მათ, ვინც ზიარებას ღირსეულად მიეახლება. უღირსად მაზიარებლებს ზიარება მეტ მსჯავრ სდებს:
“ვინაიდან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავის თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს.”(1 კორ. 11, 29). 

2.4.სინანულის საიდუმლოება


“სინანული არის საიდუმლოება, რომელშიც საკუთარი ცოდვების შემნანებელი, ხილულად მღვდლისაგან შენდობის მიმღები, უხილავდ ცოდვათა მიტევებას ღებულობს თვით უფალ იესო ქრისტესაგან”17.
სინანულის საიდუმლოება ერთმნიშვნელოვნად თვით უფალ იესო ქრისტესაგანაა დადგინებული. უფალმა აღუთქვა მოციქულებს, რომ მიანიჭებდა მათ ცოდვათა განხსნის ძალაუფლებას, უთხრა რა:
“რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”(მათე 18, 18.) .
თავისი აღდგომის შემდეგ კი უფალმა ნამდვილად მიანიჭა მათ ეს ძალაუფლება, უთხრა რა: 
“მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.”
სინანულის საიდუმლოებასთან მიმაახებელთ მოეთხოვებათ:
ა) ქრისტეს რწმენა, რამეთუ
“ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელიტ მიიღებს ცოდვების მიტევებას”(საქმე 10, 43)
ბ) მწუხარება ცოდვების გამო, რადგან:
“ღმრთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს სახსნელად”(2. კორინ. 7, 10)
გ) გაფდაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების შეცვლისა, რადგან იმის შემდეგ რაც 
“ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისაგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება”(ეზეკიელი 33, 19).
სინანულისათვის დამხმარე და მოსამზადებელ საშუალებებად გვევლინება მარხვა და ლოცვა18.

2.5 მღვდლობის საიდუმლოება 

”მღვდლობა რის საიდუმლოება, რომელშიც სულიწმიდა მართლიად გამორჩეულს, სამღვდელო ხელდასხმის საშუალებით დაადგინებს აღასრულოს საიდუმლოებებიდა დამწყსოს ქრისტეს ფარა”19.
თავისი ამაღლების წინ უფალმა უთხრა მოციქულებს:
“ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”(მათე 28, 19-20).
ამგვარად სამღვდელო მსახურება თავის თავში შეიცავს მასწავლებლობას (მოიმოწაფეთ), მღვდელთმსახურებას (მონათლეთ) და წვრთნის მსახურებას (ასწავლეთ ყოველივეს დაცვა). ამ სამი სახის მსახურებას_მასწავლებლობას, მღვდლთმსახურებას და წვრთნას_ ქვია საერთო სახელი მოძღვრობა. მღვდელთმსახურები დგინდებიან მისთვის რომ, “დამწყსონ ეკლესია” (საქმე 20, 28).
მღვდლობის ინსტიტუტი ეკლესიაში არა არის ადამიანური გამონაგონი, არამედ ღმრთის მიერ დადგენილი. თვით უფალმა
“..დააყენა ერთნი მოციქულებად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად რათA სრულყონ წმიდანი მსახურების საქმისათვის,”(ეფეს. 4, 11-12) 
სამღვდელო მსახურებისათვის გამორჩევაც აგრეთვე არა არის ადამიანური საქმე, არამედ გულისხმობს ზეციურგ რჩეულებას:
“თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ..”(იოანე 15, 16)
“და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღმრთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი”(ებრაელ. 5, 4).
ხელდასხმა, ადამიანის აყვანა იერარქიულ ხარისხში, არ არის მხოლოდ მსახურებაზე დადგინების გარეგნული ნიშანი, როგორც ამას პროტესტანტები ვარაუდობენ, თვლიან რა რომ საერო და სასულიერო პირს შორის არავითარი პრინციპული განსხვავება არ არის. წმიდა წერილი არ გვიტოვებს იმის ეჭვს, რომ მღვდლობის საიდუმლოებაში მიემადლებათ განსაკუთრებული მადლის ნიჭები, რომლებიც განასხვავებენ საეროს_ სასულიერო პირისაგან.
პავლე მოციქული თავის მოწაფე ტიმოთეს, წერდა:
“ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით”(1 ტიმოთე 4, 14).
“შეგახსენებ გააღვივო ღმრთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში” (2 ტიმოთე 1, 6).
მართმადიდებელ ეკლესიაში სამი აუცილებელი სამღვდელო საფეხურია: ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი.
“დიაკონი მსახურობს საიდუმლოებებისას. მღვდელი აღასრულებ საიდუმლოებებს, ეპისკოპოსის კურთხევით, ეპისკოპოსი არა მარტო აღასრულებს საიდუმლოებებს, არამედ აქვს ძალაუფლება ხელდასხმის მეშვეობით გადასცეს მადლმოსილი ნიჭები საიდუმლოების შესასრულებლად”20.
ამასთანავე მხოლოდ ეპისკოპოს აქვს ტაძრის, ანტიმონისა და მირონის კურთხევის უფლება. 
საეკლესიო ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა სამივე იერარქიული ხარისხი. უძველესი დროიდან ეს ითვლებოდა ეკლესიის ცხოვრების აუცილებელ პირობად. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი წერდა:
“ყველამ პატივი მიაგეთ დიაკვნებს, როგორც მცნება დაგვიდო უფალმა, ეპისკოპოსებს როგორც იესო ქრისტეს, მამა ღმერთის ძეს, მღვდლებს კი, როგორც ღმრთის გუნდს, როგორც მოციქულთა კრებულს-მათ გარეშე არ არის ეკლესია”21.

2.6.ჯვრისწერის საიდუმლოება

“ჯვრისწერა არის საიდუმლოება, რომელშიც მღვდლისა და ეკლესიის წინაშე, Mნეფე და დედოფლის მიერ ურთიერთ ერთგულების პირობის დადებით ქრისტესა და ეკლესიის სულიერი კავშირის დარად, იკურთხება მათი მეუღლეობა, და გამოითხოვება მათთვის მადლი უბიწო ერთობის, კურთხეული შვილთა სხმისა და ბავშვთა ქრისტიანული აღზრდისათვის”.
ქორწინება რომ ნამდვილად საიდუმლოებაა ადასტურებს პავლრ მოციქულის სიტყვები:
“მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო...”(ეფეს. 5, 31-32).
ქრისტიანული გაგებით ცოლქმრობა არ არის საშუალება რაღაც მიზნების მისაღწევად, მაგალითად ადამიანთა მოდგმის გაგრძელებისა. ცოლ-ქმრობას ქრისტიანობაში აქვს განსაკუთრებული რელიგიური განზომილება. შემოქმედის ნებით ადამიანური ბუნება გაყოფილია ორ სქესად, ორ ნაწილად, რომელთაგან არც ერთი მხოლოდ თავისთავში არ შეიცავს სრულყოფილების სისრულეს. ცოლ-ქმრობაში მეუღლეები ერთმანეთს ამდიდრებენ თავთავიანთი სქესისათვის დამახასიათებელი თვისებებითა და ღირსებიბით, და ამგვარად მეუღლეობის ორივე ნაწილი გადაიქცევა “ერთ ხორცად”(შესაქმ. 2,24; მათე 19, 5-6), ანუ ერთიან სულიერ და ხორციელ არსებად, აღწევენ სრულყოფილებას.
ქრისტიანულ ოჯახს ეძახიან “მცირე ეკლესიას და ეს მხოლოდ მეტაფორა არ არის, არამედ საკუთრივ მოვლენათ არსის გამოხატულებაა, რამეთუ მეუღლეობაშიც ადგილია აქვს ერთიანობის იმავე ტიპს, რასაც ვხვდებით ეკლესიაში, “დიდ ოჟახში”, _ სამების პირთა დარად სიყვარულში გაერთიანება.” 
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი არის გაიგონოს მისკენ მომართული ღმრთის მოწოდება და უპასუხოს მას. მაგრამ იმისათვის რათა ადამიანმა უპასუხოს ამ მოწოდებას აუცილებელია საკუთარი ეგოიზმის უარყოფა, და იმის სწავლა, რომ იცხოვრო სხვისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქრისტიანული ოჯახი, რომელშიც მეუღლეები გადალახავე თავიანთ ცოდვილიანობას და მათი ბუნებისათვის დამახასიათებელ შეზღუდულობას, “იმისათვის რათა ცხოვრება განვითარდეს როგორც სიყვარული და თვითგანწირვა”23. 
ამიტომაც ქრისტიანული ოჯახი არ აცილებს ადამიანს ღმერთისაგან, არამედ აახლოებს მასთან. ცოლ-ქმრობა ქრისტიანობაში აღიქმება, როგორც ღმრთის სასუფეველისაკენ ერთობლივი გზა. ქრისტიანობა რომელიც ასე ამაღლებულად აფასებს ოჯახს, ამასთანავე
ათავისუფლებს ადამიანს ცოლ-ქმრობის აუცილებლობისაგან. ქრისტიანობაში არსებობს ღმრთის სასუფევლისაკენ ალტერნატიული გზაც_ქალწულება, რაც წარმოადგენს ოჯახის, ანუ ბუნებითი წესით სიყვარულში ეგოიზმის დაძლევის უარყოფას, და უფრო რადიკალური გზის არჩევას მორჩილებითა და ასკეზით. ამ გზაზე შემდგართათვის, ადამიანისაკენ მომართული ღმრთის მოწოდება ხდება ერთადერთ არსებობის წყაროდ24. 
“ქალწულება საუკეთესო ქორწინებაა, ვისაც კი შეუძლია მისი სიწმიდეში დაცვა”25.
თუმცა ქალწულების გაზა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, არამედ განსაკუთრებულ რჩეულობას მოითხოვს:
“..ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს... ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”(მათე 19, 11-12).
ამასთავე ქრისტიანონაში ქალწულება და ცოლ-მრობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ქალწულება აღმატებულია ქორწინებაზე არა იმიტომ თითქოს ქორწინება შეიცავდეს რაიმე ცოდვას, არამედ იმის ძალით რომ ადამიანის ცხოვრების არსებულ პირობებში ქალწულება იძლევა მეტ შესაძლებლობას სავსებით მიუძღვნა თავი ღმერთს:
“..უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს”(1 კორ. 7, 32-33).
საეკლესიო კანონები (კანონი 1, 4, 32-33 განგრის კრება IVს.) მკაცრად განიკითხავს მათ ვინც თაკილობს ოჯახს, ანუ უარს ამბობს ცოლ-ქმრული ცხოვრებაზე არა თავგანწირვის უარყოფის გამო, არამედ იმიტომ თითქოს ქირწინება ქრისტიანობისთვის შეუფერებელი რამ ყოფილიყოს. ქრისტიანობაში ქალწულებაცა და ქორწინებაც აღიარებულია და პატივდებულია როგორც ორი გზა ერთი მიზნისაკენ.

2.7. ზეთისცხება

“ზეთისცხება არის საიდუმლოება, რომელშიც სხეულის ზეთის ცხების საშუალებით ავადმყოფზე გარდამოიწვევა ღმრთის მადლი, სულიერი და ხორციელი უძლურებათა განსაკურნებლად”27.
ეს საიდუმლოება დასაბამს იღებს მოციქულებისაგან, რომელთაც მიიღეს რა ძალაუფლება იესო ქრისტესაგან,
“სნეულებს სცხებდნენ ზეთს და კურნავდნენ”(მრკოზი 6, 13).
იაკობ მოციქული ადასტურებს, რომ ეს საიდუმლოება ეკლესიაში აღსრულდებოდა ჯერ კიდევ მოციქულთა პერიოდში:
“არის თქვენ შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.”
ზეთისცხების საიდუმლოებაში ავადმყოფი ასევე ღებულობს დავიწყებული ცოდვების მიეტევებას. ეს არის 
“სინანულის საიდუმლოებაში ცოდვათა მიტევების აღვსება, აღვსება არა ცოდვათა მიტევებისათვის სინანულის საიდუმლოების ნაკლულოვანებისა გამო, არამედ ავადმყოფთა მიერ ამ სასიცოცხლო საკურნებელის სრულყოფილად და მაცხოვნებელად მოხმარების უღონოებისა გამო28”.

შენიშვნები:

1. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო.. გვ 59
2. იხ. მაგალით, კანონი მე-7 II მსოფლიო კრება. მართმადიდებელი ეკლესიის კანონი, გამოც. ციტ. ტ. I, გვ.271-272.
3. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო.. გვ 60
4. იქვე.
5. იქვე.
6. იქვე. გვ. 63
7. იქვე.
8. იქვე. გვ. 64
9. იქვე.
10. იუსტინე(პოპოვიჩი) არქიმანდრიტი. მართმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი მ. 1997, გვ. 73-74.
11. პომაზანსკი მ., პროტოპრეცვ. გამ. ცნტ., გვ.180.
12. ?????????? კრება, შესს. XIII, ცაპ.4. ციტ. იანარისის ხ. მიხედვით გამოც. ციტ., გვ. 188.
13. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო.. გვ 67-68
14. იოანე ოქროპირის შრომები. რუსული თარგმანი 12 ტომში. 1898-1904, ტომ. 3, გვ. 815.
15. ფოკინი ა. წმიდა ნაწილების გარდასახვა ევქარისტიის საიდუმლოებაში იოანე ოქროპირის სწავლების მიხედვით ///ალფა და ომეგა #2/3 (09/10). მ., 1996, გვ 177-130.
16. იანარისის ხ. გამოც. ციტ., გვ. 185-189.
17. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო.. გვ. 68
18. იქვე. გვ.71.
19. იქვე.
20. იქვე. გვ.71-72.
21. ???????? 
22. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო. გვ. 72
23. იანარისის ხ. გამოც. ციტ., გვ. 119.
24. იქვე. გვ.120-121.
25. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო. გვ. 72
26. მართმადიდებელი ეკლესიის კანონი, გამოც. ციტ. ტ. II, გვ. 38, 39, 43.
27. ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო. გვ. 73
28. მაკარი (ბულგაკოვი), არქიეპ., გამოც. ციტ., ტII, გვ. 362

ნახვა: 801

ტეგები: Qwelly, კონსპექტი, ლიტურგიკა, საკითხები

ლაშა: მაისი 19, 2013||9:32pm

გამოსადეგი! 

ana gumberidze: მაისი 19, 2013||9:47pm

vicit!!!!!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters