ბავშვობის მნიშვნელოვანი მოგონებები სიცოცხლის ბოლომდე თან სდევს ყოველ ადამიანს, როდესაც ვიხსენებ ჩემ ბავშვობას პირველ რიგში მახსენდება 18 იანვარი, არც დაბადების დღე და არც ახალი წელი. სვანეთში შეინიშნება ყველაზე ხშირად ადგილობრივი წარმოდგენები გარკვეულ დღესასწაულებზე ამის მაგალითია ე.წ. "სულების კვირის" (ლიფაანალი) დაწყება. ეს ტრადიცია ზემო სვანეთში უხსოვარი დროიდან არსებობს. ყოველი წლის 18 იანვარს სჯერათ, რომ ოჯახის გარდაცვლილი ადამიანების სულები ამ დღეს უკან ბრუნდებიან და პირველ ორშაბათამდე რჩებიან, ეს შეიძლება გაგრძელდეს 1_დან 7 დღემდე (იმის მიხედვით 18 რიცხვი რომელ დღეს დაემთხვევა). დილით იწყებს ყველა ოჯახი განსაკუთრებულ მზადებას, ამზადებენ სამარხვო საჭმელებს, საღამოს შებინდებისას კი სუფრას შლიან (თუ ოჯახში გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი მისთვის ცალკე, პატარა მაგიდას შლიდნენ) და კარს ღიას ტოვებენ ნიშნად იმისა, რომ მათთვის კარი მუდამ ღიაა. მეორე დღეს ისევ ხსნილი არის, პარასკევს კი სამარხო სუფრით უმასპინძლდებოდნენ. შაბათ დღეს აცილებდნენ მოსათათბირებლად "ლალხორში". მათ სჯეროდათ თუ კარგად გაუმასპინძლდებოდნენ "სტუმრებს" ისინიც კარგ წელს მოუტანდნენ. სწორედ სათათბიროდ წასულნი, ლალხორში, წყვეტდნენ როგორი წელი ექნებოდა ოჯახს. საღამოს კი უკან ბრუნდებოდნენ და პირველი დღის მსგავსად ხვდებოდნენ ოჯახში. ორშაბათს, დილის 6 საათზე კი უკან აცილებდნენ, მარადიულ სამყოფელში.

ნახვა: 323

ტეგები: Qwelly, ლიფაანალი, ტრადიცია, ჩანაწერი

ლაშა: იანვარი 19, 2017||11:07pm

ადგილი უფრო ამაღელვებელია თუ ფოტო, ჯერ ვერ გადავწყვიტე!

Maiko: იანვარი 20, 2017||12:38pm
რეალურად უნდა ნახო ლაშა! ))
Kakha: იანვარი 20, 2017||1:21pm

კარგად ჩამოთოვლილი იქნება და უფრო შთამბეჭდავიც! ))

Maiko: იანვარი 20, 2017||5:13pm

კიი გეთანხმები, ამ დღეებში იმდენი მოთოვა ორმაგად შთამბეჭდავი გახადა!  :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters