წვიმებმა სიცხისგან გამოდარება ვერ შეძლეს - ტემპერატურა ისევ მაღალია, მაგრამ შედარებით მცირე თემებზე კონცეტრირებული - ისევ რუსთავი ორი და ამჯერად ახალი კურიერის თემა და მთავარი სიახლე - აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 აგვისტო, 2019

      ახალი კურიერი - გიორგი ლაფერაშვილი - "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატება. „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ირაკლი იმნაიშვილი - თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ. მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია - გუნდმა გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ცენზურაზე უნდა მოიპოვოს.

      აფხაზეთის არჩევნები - ედგარს რინკევიჩსი - ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ჯემალ გამახარია - იმედი მაქვს, გერმანიის საელჩო განცხადებას გააკეთებს თუ რატომ ჩამოვიდნენ გერმანიის მოქალაქეები აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე. ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან იყოს დაკავშირებული. კახა კალაძე - საერთაშორისო დამკვირვებლები აფხაზეთში არ ყოფილან და თანამედროვე მსოფლიოში ამ ე.წ. არჩევნებს არავინ არ სცნობს. ამერიკა და ევროპის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ. აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ მიიღო. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აფხაზეთში რუსული გავლენის ქვეშ მყოფი გერმანელი დეპუტატები იმყოფებიან და მათი დამკვირვებლად ჩაყვანაც რუსულმა მხარემ დააფინანსა. მამუკა არეშიძე - ამ არჩევნებზე კარგად გამოჩნდა აფხაზური საზოგადოების ნიჰილიზმი, რადგან ულაპარაკო ლიდერი არ არის, კლანები ცდილობენ თავისი ხალხი გაიყვანონ. პაატა ზაქარეიშვილი - ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის „პრეზიდენტი“, რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. ქეთევან ციხელაშვილი - სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. ჯეიმს აპატურაი - ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - საქართველო არ მაინტერესებს - მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გერმანიის საგარეო უწყება - არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა.

      ბანკირის გირაო - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 700 000-700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს.

      ოცნების გადახვევა - ბიძინა გეგიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ოთხპუნქტიან გეგმას, სადაც საუბარია სამართლიანობაზე, თავისუფლებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

საზღვარგარეთულები:

      ამაზონის ხანძარი - ემანუელ მაკრონი - ბრაზილიელებს ალბათ, მათი პრეზიდენტის გამო რცხვენიათ - იმედი მაქვს, მალე ისეთი პრეზიდენტი ეყოლებათ, რომელსაც საქმის გაკეთების უნარი ექნება. ბრაზილიის პრეზიდენტი - დაუშვებელია საფრანგეთის პრეზიდენტის დაუსაბუთებელი და უადგილო თავდასხმები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 21

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: აგვისტო 27, 2019||3:58pm

გერმანიისგან მეტს ველოდი )  მინიმუმ კანცლერის დონეზე მაინც უნდა ყოფილიყო დამკვირვებელი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:54pm 0 კომენტარი

                                                                                         ადამი და…

გაგრძელება

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 2 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

Qwelly World

free counters