ის მართლაც კიბის თავში იდგა და მაკინტოში ეცვა. იაფფასიანი მაკინტოში, რადგან ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვის დრო არ ჰქონდა. უკვე ორმოცს გადააბიჯა და კეკლუცობას შეეშვა. ასე რომ არ ყოფილიყო, არ იმუშავებდა ამ ვაის ჯეიმზებთან, რომლებიც ცდილობდნენ, გულკეთილ და თავაზიან ადამიანებად გამოჩენილიყვნენ. უნდა ეღიარებინა, რომ მისტერ ვან ჯეიმზი მის მიმართ სულგრძელი და თავაზიანი იყო, მისის ჯეიმზი კი არა! ის უბრალოდ გულმოწყალე, თუმცა, ქედმაღალი იყო. იმ ყველაზე საძულველი მდიდარი ფენის წარმომადგენელი ბრძანდებოდა, რომელიც კულტურით არ ბრწყინავდა. მათ ძვირფასი ნივთები ჰქონდათ: ნახატები, ხალიჩები... უამრავი შინამოსამსახურე ჰყავდათ. მას მიაჩნდა, რომ იმსახურებდა იმ ყველაფერს, რასაც ჯეიმზები უკეთებდნენ. (ამის შეგრძნება მუდამ სახალისო იყო რადგან სახის გამომეტყველებაზე მუდამ აღმაფრენა გამოეხატებოდა)
   გულნატკენმა, გაცეცხლებულმა კალები ორი წლისა და სამი თვის წინ დაიწყო სამსახურში. ერთხელ დაინახა, როგორ გაეხვია ზეციურ ნათელში. იქნებ მუსიკამ თუ მომღერალთა გუნდის ხმამ (ხშირად, საღამოობით, როდესაც მარტო რჩებოდა, ვიოლინოზე დაკვრას იწყებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ვიოლინო ყურთასმენის წამღებ ხმას გამოსცემდა. კალებს სმენა არ ჰქონდა) აწეწილი სული დაუმშვიდა, მტანჯველი შეგრძნება უკვალოდ გაქრა. ბევრი ცრემლი ღვარა. მისტერ უითთეკერს კენსინგტონში ესტუმრა და ყველაფერი უამბო. „ეს ღვთის ხელი იყო“,  უთხრა მისტერ უითთეკერმა. ახლა გული ძალიან სტკიოდა, მტანჯველი შეგრძნებები არ ასვენებდა,  სული მისი ნეტარებდა. მის ძარღვებში საამური სიტკბოება ჩუხჩუხებდა. მაკინტოშში გამოწყობილიყო და შიშის მომგვრელი იერი ჰქონდა. კიბის თავში იდგა და დაჟინებით, ავად, ბოროტად, თუმცა, აუღელვებელი სიმშვიდით უცქერდა ვან ჯეიმზი, რომელიც ოთახიდან ქალიშვილთან ერთად გამოვიდა.   ელიზაბეთმა თქვა, რომ ხელთათმანების აღება დაავიწყდა. სინამდვილეში, ეს იმიტომ თქვა, რომ დედამისსა და მის ვან ჯეიმზს ერთმანეთი ეზიზღებოდათ და ელიზაბეთს მათ გვერდით გაჩერება არ შეეძლო. კიბეზე აირბინა და თავის ოთახისკენ გასწია. სამოგზაუროდ დიდი ხანია არ წასულისყო მთელი ოჯახი, ზამთრის დასვენება და თავის გაგრილება ახლა ყველას ჭირდებოდა, ზოგი თხილამურებისკენ წავიდა, მხცოვანი თაობა კი ყავით ხელში უყურებდა გადათეთრებულ მთებს, მათ თავზე ნისლს დაესადგურებინა, დიდი ხანია შეჯიბრებაზე არ გასულა, ბოლოს 12 წლის უკან კალებმა მოიგო თხილამურებით სრიალში... ზღვაზე უთქმელმა შფოთმა აიტანა, სანაპიროზე უამარავი მხატვარი იყო წარმაოდგენილი, ყველა რაღაც გაურკვეველი ხასიათით დაჯილდოვებულიყო...

ნახვა: 554

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, პოსტი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters