კარლ თეოდორ იასპერსი

   გერმანელი ფილოსოფოსი კ. იასპერსი დაიბადა 1883 წელს, თავდაპირველად  მუშაობდა ჰაიდელბერგის ფსიქიატრიულ კლინიკაში, 1921 წლიდან იასპერსი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესსორია. 1937 წელს ნაცისტებმა იასპერსი დაითხოვა უნივერსიტეტიდან. 1945 წელს კი კვლავ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორია. 1948 წლიდან მოღვაწეობდა ბაზელის უნივერსიტეტში.

   იასპერსის ფილოსოფიური ძიების მთავარ ამოცანას ყოფიერების ნათელყოფა წარმოადგენს, მაგრამ ამ ძიების გზაზე იასპერსის ყურადღების ცენტრში ხვდება არა „ყოფიერება როგორც ასეთი“ არამედ ყოფიერების სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული სახე: სამყარო, ეგზისტენცი და ტრანსცედენტური(ღვთაება) ყოფიერების ამ დანაწევრების შესაბამისად იასპერსთან ფილოსოფიაც სამ ნაწილად იყოფა. ეს ნაწილებია: ფილოსოფიური ორიენტირება სამყაროში, ეგზისტენცის სპეციფიკურად ადამიანური ყოფიერების-განათება და მეტაფიზიკა. ამ სამ ნაწილს საბოლოო ჯამში ერთი მიზანი აქვს: მიგნებულ  იქნას ყოფიერების ისეთი სახე,რომელიც ადამიანის არსებობას შეესაბამება და ადამიანს ყველა სხვა არსებულთაგან მიჯნავს.

   უკვე ამ წინასწარი და ზედაპირული დახასიათებიდანაც კარგად ჩანს სხვაობა იასპერსისა და ჰაიდეგერის ნააზრევს შორის, კერძდ,როგორც სრულიად მართებულად მიუთითებენ,ჰაიდეგერის ფილოსოფია ყურადღებას ამახვილებს ყოფიერების მხოლოდ იმ სახეებზე, რომლებიც ანალოგიური არიან იასპერსის „სამყაროსი“ და „ეგზისტენციისა“ ტრანსცედენტური,ღვთაება,ჰაიდეგერის ანალიზის საგანი არ  არის. ეგზისტენცთან  დაკავშირებული სიძნელეები მის ფილოსოფიაში ტრანსცედენტურის გათვალისწინების გარეშე უნდა დაიძლიოს სრულიად სხვაგვარია იასპერსის პოზიცია:მასთან ტრანსცედენტურს  მეტად მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა ეკისრება, სწორედ ამით აიხსნება ის რომ იასპერსის ფილოსოფია ყოფიერების უფრო მეტ ასპექტს შეიცავს ვიდრე ჰაიდეგერის ფუნდამენტალური ონტოლოგია.

   სამყარო.  ჩვეულებრივ,სამყაროს ცნებაში იგულისხმება სამყაროსეული მთელი ყველა არსებულთა ერთობლიობა,ამგვარად გაგებული სამყაროს ცნება მოიცავს აბსოლუტურად ყოფიერს და სრულიად გამორიცხავს ყოფიერების ისეთი სახის დასახელებას,რომელიც ამ ცნებაში არ იქნება ნაგულისმევი.

   იასპერსთან სამყაროს ცნება სპეციფიკური და შედარებით ვიწრო  მნიშვნელობით მოიხმარება. სამყაროსეული ყოფიერება,იასპერსის მიხედვით ახასიათებს არა ყველა არსებულს,არამედ მხოლოდ არსებულის  ნაწილს,მართალია ეს ნაწილი ძალზე დიდია,მაგრამ ის მაინც ნაწილია  და არა მთელი სინამდვილე. სამყაროს ეკუთვნის ყველაფერი ის რაც შეიძლება გახდეს ჩემი ობიექტი, საგანი,სამყაროსეული ყოფიერება, მაშასადამე არის ობიექტის ყოფიერება,სხვა სიტყვებით,საგნობრიობის შემცვლელი ყოფიერება ანუ მუნყოფიერება ობიექტებია,მაგალითად,დროსა და სივრცეში არსებული ნივთები,იარაღები,პიროვნებები,ობიექტების რიცხვს ეჯუთვნის აგრეთვე აზრები,იდეალური საგნები,ფანტაზიის შინაარსები, სამყაროს ყოველი ნაწილი შეიძლება ვაქციოთ ობიექტად, საგნად და ამ საფუძველზე შევიმეცნოთ. სპეციალური მეცნიერებები,იასპერსის აზრით,სწორედ ამ ფუნქციას ასრულებენ.

   მეცნიერებას,აღნიშნავს იასპერსი,მეტად მნიშვნელოვანი  ფუნქცია აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანმა არ იცის რა ელის მას, ადამიანი კარგავს სიმშვიდეს უამრავი ძალების ზეგავლენით, ის განიცდის შიშს არცოდნის გამო, მეცნიერება,როგორც საყოველთაო ცოდნა,ადამიანს მყარ საყრდენს აძლევს, იმ  სფეროში,რომელიც მეცნიერების კომპეტენციაში შედის,ადამიანი აღარ არის უძლური,ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ საქმე გვაქვს მოვლენათა უსასრულობასთან,სიმრავლესთან და მათი წვდომა შეუძლებელი ჩანს. მეცნიერება საშუალებას გვაძლევს გავბატონდეთ უსასრულობაზე ვიპოვოთ ერთიანი სიმრავლეში.

   მეცნიერულ ცოდნას ვახორციელებ მე, როგორც ცნობიერება რა თქმა უნდა ამ ცოდნის რეალიზაციას  ვერ მოახდენს ემპერიული ცნობიერება,რომელსაც არ შეიძლება მოვთხოვოთ ობიექტური, საყოველთაობის შემცვლელი შემეცნება,საყოველთაო ბუნების ცოდნა ზორციელდება ცნობიერებაში, ადამიანი როგორც ემპირიული ცნობიერება განსხვავებულია ყოველი სხვა  ადამიანსგან,მაგრამ როგორც  ცნობიერება საერთოდ ყველა სხვა ადამიანის იგივეობრივია,ცნობიერება საერთოდ არსებობს ყველგან,სადაც ნაწვდომია სინამდვილე, ობიექტი მუნყოფიერი, ის არის სუბიექტური პირობა ობიექტურისა,საყოველთაოსი, ის უპიროვნოა,ყოველ ცნობიერებაში წარმოდგენილი იდენტური სტრუქტურაა, ცნობიერების სფეროში არ არსებობს თვითნებობა, აქ მეფობს აზროვნებითი იძულება,რომელიც  ყოველ სუბიექტს საერთო ნიადაგზე აყენებს.

 სამყაროს მოვლენათა ათვისება შემეცნების საშუალებით მარად დაუსრულებელი პროცესია და როგორც ასეთი წარმოადგენს სამყაროში ორიენტირების საშუალებას, იასპერსისათვის ცნება სამყაროში ორიენტირებისა მოიცავს კონკრეტულ მეცნიერებათა მიერ განხორციელებულ ცოდნას მუნყოფიერი საგნების შესახებ. ორიენტირება სამყაროში რეალიზდება ცალკეულ  მეცნიერთა სფეროში მოღვაწე მკვლევართა შედეგებში.

   კვლევითი ორიენტაცია სამყაროში,იასპერსის მიხედვით უნდა განსხვავებულ იქნას იმ აზროვნებითი ძიებისგან, რომელსაც ეწოდება ფილოსოფიური ორიენტირება სამყაროში, ეს უკანასკნელი არ არსებობს პირველის გარეშე მეცნიერულ-კვლევითი ორიენტირების ათვისების გარეშე სამყაროზე ფილოსოფოსობა ცარიელია,მასალას მოკლებულია, ფილოსოფიური ორიენტირება სამყაროში არის  ფილოსოფოსობა სწორედ კონკრეტული მეცნიერების მასალის საფუძველზე.

   ჩვეულებრივ,მეცნიერებათა ფილოსოფიური ანალიზი სამყაროს ერთიანი სერათის შექმნით ფვირგვინდება,იასპერსისათვის ეს გზა მიუღებელია.ფილოსოფია ვერ შექმნის სამყაროს ერთიან სურათს,რადგან სამყარო არ არის ერთიანი,ამდენად ფილოსოფიურმა ორიენტირებამ სამყაროს აბსოლუტური და ერთიანი სურათის შექმნის შეუძლებლობა უნდა აჩვენოს. მან უნდა შემოფარგლოს მეცნიერების მოქმედების  საზღვრები და მოამზადოს ძიების ახალი გზები რომლებიც პრინციპულად განსხვავდებიან მეცნიერული ძიების გზებისაგან.

   სამყაროს რომელ სფეროებს პოულობს ფილოსოფიური ორიენტირება?

   იასპერსი ასახელებს ოთხ შემდეგ სფეროს:

1) არაორგანული ბუნებას ანუ მატერიას

2) სიცოცხლეს. 

3) სულის როგორც განცდას.

4) გონს როგორც მოაზროვნე,საგნებზე მიმართულ ცნობიერებას

   იასპერსი  მკაცრად მიჯნავს ამ სფეროებს ერთმანეთისგან. ორგანიზმის გაგება არაორგანული ბუნებიდან სრულიად შეუძლებელია. ასევე გამორიცხულია სულის გამოყვანა არასულიერისგან,სული ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოგვცემს გასაღებს გონის ასახსნელად, ამ სფეროების  ერთმანეთისგან დედუცირება ვერ მოხერხდება, ამის მიზეზი კი იასპერსის  მიხედვით   ის არის რომ ყოველი სფერო ნამდვილობის სრულიად თავისებური ხასიათის მქონეა,მატერია რომლის გაზომვა შესაძლებელია, არ შეიძება გავაიგივოთ ცოცხალ ორგანიზმთან. ამ ორ სფეროს შორის ერთიანობა არ არის პირველიდან მეორეზე გადასვლა მხოლოდ ნახტომით შეიძლება. ასევე  ნახტომით გადავდივართ ცოხხალი  ორგანიზმის  ობიექტურ გარეგან სინამდვილიდა განმცდელი ცნობიერების სულის ობიექტურობაზე, ეს ორი ურთიერთზე დაყვანადი სინამდვილეა, ასევე განმცდელი ცნობიერება გამიჯნულია ინტერნაციონალური ცნობიერებისგან, ე.ი. გონისგან,ამრიგად სამყაროს ყოველ  თავისი სპეციფიკური კანონზომიერება აქვს. ყოველი სფერო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წესით „ცხოვრობს“ აქედან სრულიად არ გამომდინაორეობს ის აზრი რომ სამყარო არის ოთხი ურთიერთთან მთლად დაუკავშირებელი სფეროს კონგლომერატი. სამყაროს სფეროებს აქვს მიმართება ერთმანეთთან უფრო მეტიც ყოველი მათგანი თავისი არსებობის აუცილებელ წინაპირობად გულისხმობს წინარეს: არ არსებობს გონი სულის გარეშე, მაგრამ ეს ურთიერთგანპირობება იასპერსისათვის არ აუქმებს იმ დებულებას, რომ სამყარო მრავალსახოვანია და ამიტომ სამყაროს ერთიანობის იდეა მოჩვენებითია.

  რადგან სამყარო თავისი არსებით არ არის ერთიანი, არ შეიძლება ერთიანი იყოს მეცნიერებაც, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყაროს სხვადასხვა, პრინციპულად განსხვავებულ სფეროს არ მიეყენება რომელიმე სფერო ავხსნათ სხვა სფეროში გამართლებული მეცნიერული პრინციპებით,ასახსნელი სინამდვილე საეჭვო ხდება.ფიზიკის  მეთოდებით სიცოცხლის ახსნისას სიცოცხლე დაიყვანება ფიზიკალურ-ქიმიურ პროცესებზე. ის სპეციფიკური,რაც სიცოცხლეს სიცოცხლედ  აქცევს უგულებელყოფილი  ხდება. ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს  საქმე,როდესაც სულის ახსნა გვსურს სიცოცხლის პრინციპებით, ან გონის ახსნა-სულის პრინციპებით,რადგან მეცნიერებებს განსხვავებულ სფეროებთან აქვთ საქმე. მათი მუშაობის წესი, კვლევის მეთოდი განსხვავებული უნდა იყოს, თეორიული კვლევის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშიშროებას იასპერსი მეცნიერების რომელიმე ერთ სფეროს პრინციპებსა და მეთოდების გააბსოლუტურებაში ხედავს. განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს იმას, რომ ხშირად კერძო მეცნიერების პრინციპები საფუძვლიანად ეკიდება ფილოსოფიურ მსოფხედველობას. იასპერსისათვის ცალკეულ მეცნიერებათა სფეროების გააბსოლუტურების მაგალითია პოზიტივიზმი და იდეალიზმი. ამ ორი მსოფხედველობის ძირითადი ამოსავალი ფილოსოფიური პოზიცია და ბევრი თანა,ედროვე მოაზროვნისათვის დამახასიათებელი ტენდენცია-დადგეს ტრადიციულ ფოლოსოფიურ მიმართულებებზე, კერძოდ მატერიალიზმზე და იდეალიზმზე მაღლა.

   პოზივისტისათვის საგანი მაშინ არის შემეცნებული,როდესაც გაგებულია ამ საგნის გამომწვევი მიზეზი. კაუზალობა მთავარი კატეგორიაა პოზიტივისტურ მსოფხედველობაში,კაუზალობის კანონს ემორჩილება ყოველი ყოფიერი. ამიტომ საგნის შემეცნება პოზიტივიზმში ამ საგნის გენეზისის განხილვაა, საგნიდან მის გარეთ მდგომ სხვა საგანზე გადასვლაა,პასიხია კითხვებზე: რატომ,საიდან, რის მიხედვით,რადგან ერთადერთი სინამდვილე,რომელსაც იცნობს პოზიტივიზმი,ეს არის დროსა და სივრცეში საგანთა,ობიექტთა სინამდვილე, სუბიექტმა უნდა დაკარგოს თავისი სპეციქიკურობა,სუბიექტურობა. სუბიექტი პოზიტივიზმის ჩარჩოებში პრინციპულად არაფრით არ განსხვავდება ობიექტისაგან:ისიც  ახსნილ უნდა იქნას გენეტიკურ-კაუზალურად, ისიც აღქმადია, ისიც შეიძლება გახდეს შემეცნების ობიექტი, მოკლედ:სუბიექტი ჩვეულებრივი ობიექტია სხვა სუბიექტებს შორის.

   პოზიტივისტურ მსოფხედველობას უპირისპირდება იდეალისტური მსოფხედველობა, ამ უკანასკნელთანაც იასპერს პრინციპული ხასიათის უთანხმოება აქვს.

   იდეალიზმი, იასპერსის აზრით მსოფხედველობაა, რომელიც ყოფიერებას აიგივებს გონის ყოფიერებასთან,თუ პოზიტივიზმი ორიენტირებულია ბუნების მეცნიერებაზე,იდეალიზმი ეფუძნება გონით მეცნიერებებს,რომლებიც კვლევისას გაგების მეთოდს მიმართავენ.

   იდეალიზმი იცავს სუბიექტ-ობიექტის განუყრელობის თეზისს,მაგრამ ამ ორი კომპონენტის კორელაციაში უპირატესობას სუბიექტს  ანიჭებს.თავისი თავის გამაცნობიერებელ გონს პრიმატი აქვს ობიექტებთან,რომელთა არსებობა და არსებობის წესი იდეალიზმისათვის პრობლემის შემცვლელია.

   რადგან იდეალიზმისათვის ყოფიერება არ არის ობიექტის ყოფიერება მექანიკური წესით მოქმედი განსჯა,რომელიც კაუზალურ ახსნას ჯერდებოდა, კარგავს თავის უზომოდ გაზრდილ უფლებებს, წინა პლანზე გამოდის დიალექტიკური აზროვნება,რომლის როლი აკისრია გონებას. გონება კაუზალურ-გენეტიკურ ახსნას კი არ იძლევა,არამედ გაგებას,რომელიც იდეასთან ზიარებას ეყრდნობა, ჭეშმარიტი და ნამდვილი იდეალიზმისათვის ისაა, რაც შეესაბამება იდეას, ნაზიარებია  იდეასთან, იდეასთან ზიარებისას ქრება ჩემთვის  უცხო,ქრება მარტოობა. მე ვუერთდები მთელს,ცალკეულს გამართლება ხდება იმით რომ ის მთელის მომენტის სახით განიხილება, ეს ზიარება მისვლა სამთავრებული და სრულყოფილი სახის მქონე იდეათა სამყაროსთან რაც ჩემში ერთეულის დაძლევის გზით უნდა მოხდეს იდეალიზმისათვის ნამდვილი ცხოვნრების ერთადერთი გარანტიაა.

ეგზისტენცი. სად უნდა ვეძებოთ საკუთრივი სინამდვილე თუ კი მისი პოვნა სამყაროსეულ საგნებში შეუძლებელი იყო? სამყაროში ორიენტირებამ ყოფიერების ძირეული საკითხები ღიად დატოვა. მაგრამ ფილოსოფოსობა ყოფიერების პრობლემის გარშემო დაუძლეველია,რაციონალური მიდგომის მსხვრევა ახალი ხერხებისა და ახალი სფეროების ძებნას გვავალებს. მზერა გარე სამყაროდან თვითონ მესკენ უნდა შემობრუნდეს,ახალი სამყაროსგან განსხვავებული სინამდვილე,იასპერსის თანახმად შეიძლება ვიყო სწორად მე,ადამიანი.

   მაგრამ აქ დგება კითხვა: რით შეიძება გავამართლოთ  ის აზრი რომ სამყაროსგან განსხვავებული სინამდვილე ადამიანში უნდა ვეძებოთ? განა ადამიანი არ შეიძლება გახდეს შემეცნების ობიექტი? ამ შემთხვევაში ის ხომ სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი იქნება და არა სამყაროს განსხვავებული სინამდვილე? მართლაც ადამიანში არის ფენა ფიზიკურისა, არის ფენა ფსიქიკურისა, ამ ფენებს ობიექტებად აქცევენ გარკვეული კერძო მეცნიერებანი:ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია,ანთროპოლოგია და სხვ. ამრიგად,ადამიანი როგორც ფსიქო-ფიზიკური არსება,თავისუფლად თავსდება ობიექტთა  სამყაროში,როგორც არსება,რომლის ობიექტად, საგნად ქცევა პრინციპულად შესაძლებელია,ადამიანი არის სამყაროსეული,არის მუნყოფიერება.

   ნათელია,ადამიანი რომ მხოლოდ მუნყოფიერებას წარმოადგენდეს, მას არ ექნებოდა განსაკუთრებული მდგომარეობა სხვა საგნებთან შედარებით,მაგრამ იასპერსის მიხედვით,ადამიანი არ შეიძება გაყვანილ იქნას მუნყოფიერებაზე, ადამიანში  იმ განზომილებების გვერდით, რომლეთაც ობიექტის ყოფიერების წესი აქვთ, შეიძება ვიპოვოთ ისეთი განზომილებაც რომელიც არასოდეს არ შეიძება იყოს არა მარტო მეცნიერების მეთოდებით შემეცნებული,არამედ საერთოდ შემეცნებული, ეს განზომილებაა ადამიანის ყველაზე არსებითი ფენა,რომელსაც კირკეგორთან თანხმობით,იასპერსი ეგზისტენცს უწოდებს.

   კითხვაზე, თუ რა არის ეგზისტენცი,მაშასადამე,რა არის ადამიანი არსებით განზომილებაში, არ შეიძება უპასუხოს რომელიმე მეცნიერულმა დისციპლინამ, აქ აღარ არის კომპეტენცია ცნობიერებისა საერთოდ,რადგან ამ კითხვაზე მეცნიერული პასუხეის გაცემა იასპერსის მიხედვით,ეგზისტენცს უმალ აქცევდა ობიექტად,საგნობრივ ყოფიერებას მიანიჭებდა მას და ამით ეგზისტენცის სპეციფიკას წაშლიდა.

 ემპირიული კვლევა ეგზიტენცს გადააქცევდა ფსიქიკურ სინამდვილედ. მაგრამ ის ფაქტი რომ ეგზისტენცი არ არის ობიექტი, რომ მისი შემეცნება შეუძლებელია,არ აქცევს მას არარაობად,ეგზისტენცი შეუმეცნებადია,მაგრამ გააზრებადია.

   ეგზსიტენცი იქცევა სინამდვილედ მაშინ, როდესაც მე ვარსებობ საკუთარი თავის ძალით,ეგზისტენცი არის თვითყოფიერება,ჩემი „თვისთონ“_ის გამოღვიძება, ის არის საწყისი ადამიანისა,მისი მოზემდებისა და აზროვნებისა,ეგზისტენცი ნიშნავს მიმართებას თავისთავისადმი,ადამიანური ყოფიერების უპირობო,აბსოლუტურ არსებას ადამიანში,როგორც ეგზისტენცში მოხსნილია გარეგანი შემბოჭველი პირობები,რომლებიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავენ საგანთა ქცევას სამყაროში,მუნყოფიერების სფეროში,ეგზისტენცის არსება თავისუფლებაშია.

   მეტაფიზიკა. ტრანსცედენტური,რომელიც მეტაფიზიკის კომპეტენციაში შედის,არის სინამდვილე შესაძლებლობების გარეშე, ის სინამდვილეა,რომლის იქით არაფერი არ არის, ამ აზრით ის აბსოლუტურია, ტრანსცედენტური არ ემთხვევა ემპერიულ სამყაროს,მაგრამ ის იასპერსისათვის არც იმქვეყნიური სამყაროა,ტრანსცედენტური არის ნამდვილის იმანენტური ფუძე,მაგრამ ისეთი ფუძე,რომლის შემეცნება ცნობიერების საერთოდ მეშვეობით შეუძლებელია,ტრანსცედენტურის გარკვეულობები ჩემთვის მუდამ დაფარული რჩება.

   მიუხედავად ამისა,ტრანსცედენტურზე მითითება გარკვეული სახით კატეგორიების მეშვეობით აბსოლუტის გააზრების დროსაც ხდება. აზროვნება ყოველთვის კატეგორიების მეშვეობით აზროვნებას გულისხმობს,ამიტომ მე აბსოლუტიც კატეგოერიების ბადეში უნდა მოვათავსო,თუ კი მსურს აზროვნებით ვწვდე მას,მაგრამ აბსოლუტის გააზრება კატეგორიების საშუალებით ვერ აღწევს თავის მიზანს, რადგან რა წამს მე აბსოლუტს კატეგოერიებს მივუყენებ,აბსოლუტი გაქრება და ჩემს წინაშე აღმოჩნდება სამყაროსეული საგანი, ობიექტი. იქმნება წინააღმდეგობრივი,ანტინომიური მდგომარეობა:მე მსურს გავიაზრო ის რაც გააზრებადი არ არის, ეს ანტინომიურობა არ არის შემთხვევითი, მე შემძლია არ ვიაზრო აბსოლუტი და აზროვნება მხოლოდ არააბსოლუტურზე გადავიტანო,მაგრამ არააბსოლუტურის აზროვნებისას მე არაპირდაპირ მაინც ვეხები აბსოლუტს, მე არ შემიძლია გავიაზრო აბსოლური და ამავე დროს არ შემიძლია უარი ვთქვა აბსოლუტი სგააზრებაზე,აბსოლუტი მუდამ რჩება ტრანსცედენტურად. რადგან მე არასოდეს არ შემიძლია ავითვისო ის მაგრამ მე ვახდენ ტრანსცენდირებას მისკენ აზროვნების საშუალებით,რაც ნახულობს დასრულებას იმის ნათელყოფაში,რომ აბსოლუტი მოუაზრებადია აბსოლუტის გააზრება აჩენს აზროვნების საზღვარს,აზროვნების ფარგლებიდან გასვლას,გადასვლას გარკვეულიდან გაურკვეველზე,მოაზრებადიდან მოუაზრებადზე,თუმცა ტრანცედენტური მუდამ მოუაზრებადი რჩება. მაგრამ მოაზრებადია ის რომ არსებობს მოუაზრებადი,აზროვნების მსხვრევა მიანიშნებს აბსოლუტზე, მის არასებობაზე,სწორედ არსებობაზე და არა არსებობაზე,აბსოლუტის „რა“ მისი გარკვეულობები,თვისებები,მხარეები სრულიად დაფარული რჩება ჩვენთვის, ყოველი დადებითი ნიშნის გამომთქმელი მსჯელობა აბსოლუტზე შეცდომა იქნებოდა,რადგან უსასრულოს გამოთქმა სასრულოთი შეუძლებელია.

   ღმერთთან შეხება ცნობიერებისა საერთოდ საბოლოო ჯამში გაალახავს და ეგზისტენცის პოზიციაზე დადგომას გილისხმობს, ეგზისტენციალურად ყრუ ვერ გაიგონებს ღვთაების ხმას, ეგზისტენცის პოზიციიდან ყოველ საგანს ენიჭება რაღაც მნიშვნელობა, ყოველ საგანს ენიჭება რაღაც მნიშვნელობა,ყოველი საგანი ხდება მეტი ვიდრე შიშველი ობიექტი,სინამდვილე იქცევა გარკვეულ ენად,შიფრად,რომლის წაკითხვა შემოვლითი გზით მიგვიყვანს ტრანსცედენტურთან,ტრანსცედენტური გამოსჭვივის ყველაფერში,ყოველი არსებული ატარებს ღვთაების კვალს,ყველაფერი შეიძლება გაგებული იქნას როგორც სიმბოლო,მაგრამ არა სიმბოლო რაღაც საგნობრივისა,ობიექტის ბუნების მქონესი,არამედ არასაგნობრივი ტრანსცედენტურისა,ამიტომ შიფრის წაკითხვა არ იქნება ობიექტური ცოდნა ის არის საქმე რწმენისა,რომლის არაერთმნიშვნელოვნად სიფრავს ტექსტს, იასპერსისათვის შიფრია ყველაფერი,რაც ჩვენ გარს გვარტყია:ბუნება,ისტორია,ადამიანი,მაგრამ მთავარ და საბოლოო შოფრად იასპერსი მიიჩნევს მსხვრევას,ყოველივე ამქვეყნიურის,ადამიანურის მსხვრევის განცდაში ამოიკითხევა ტრანსცედენტური, დროულისა და სასრულოს დაღუპვა აჩენს მარადიულსა და უსასრულოს. იმ მარადიულს, რომელშიც მე ვარ დაფუძნებული,რომელშიც მე მაქვს წილი, როგორც ეგზისტენცს,ტრანსცედენტურთან,მარადიულ და აბსოლუტურ ყოვლის მომცველთან შეხებამ შიშის განცდა ღრმა  სიმშვიდით უნდა შეცვალოს, უნდა მისცეს მტკიცე საყრდენი ადამიანის მოქმედებასა და აზროვნებას.

  

*ეგზისტენციალიზმი - ნიჰილიზმი*

სპეციალურად: www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 1728

ტეგები: Qwelly, iaspersi, აბსოლუტი, აზროვნება, ამინერსუმი, ეგზისტენცი, იდეალიზმი

გიგა სულაშვილი: დეკემბერი 23, 2014||11:04pm

საინტერესო პიროვნებაა. მართლაც რომ კარგად მოაზროვნე ფილოსოფოსია.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

NBA 2K's playoffs simulation goes into the second round

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Fans have had to adapt to the reality that 2K22 MT sporting leagues are totally off-limits. Racing…

გაგრძელება

How do Final Fantasy XIV players get Opo Opo brown dye?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 6:34am 0 კომენტარი

Opo Opo Brown Dye is one of many brown shades that players can color their clothing in Final Fantasy XIV. This dye is named after Opo Opo, which is an animal skin creature in Final Fantasy XIV. Opo Opo brown dye has a brighter hue, similar to a lighter brown or pigment between dirt. It is an excellent dye for those who want their clothes to have a rustic or natural feel.

New players should remember that they cannot dye armor in Final Fantasy XIV until they complete the side quest…

გაგრძელება

The 2-0 Cardinals will be focusing on the Jaguars

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 5:15am 0 კომენტარი



The Madden series has had mixed reviews in recent years, with critics acquiescing to the long-standing complaints of hardcore fans and casual players. EA has begun to introduce new features and game modes to Madden to emphasize the …

გაგრძელება

სიენას ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2021.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters