კაპიტოლიუმის დივერგენტები, ცეცხლმოდებული საქართველო და ანტისემიტური ამბები

      შობას გილოცავთ მოგვიანებით! მრავალს დაესწარით შობის სიხარულით. შობის ღამის მთავარი ამბავი ამერიკიდან ისმოდა, როცა ჩვენთან ქრისტეს დაბადებას ზეიმობდნენ, ამერიკელები დემოკრატიის სიკვდილზე საუბრობდნენ - კაპიტოლიუმში „დივერგენტები“ თუ არა, ტრამპის მხარდამჭერები კი შეიჭრნენ. დღესაც ამერიკის ქართული განხილვები იყო დღის მთავარი თემა, ასევე კორონა მდივან-რეფერენტის ორგანიზმში და ცეცხლი დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 236028, ბოლო 24 საათში - 537; გამოჯანმრთელებული - 224189, ბოლო 24 საათში - 494; გარდაცვლილი - 2728, ბოლო 24 საათში - 34; კარანტინის რეჟიმში - 508. დოლარის ფასი ლარში - 3.3035

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 265 ტესტი ჩატარდა. 34 პაციენტი გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირით“ მკურნალობის კურსი 33-დან 22-მა კოვიდინფიცირებულმა დაასრულა. ლევან რატიანი - მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია, გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას.

      ცეცხლი მოედო ქვეყანას - დღეს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბალახი იწვოდა. დე ფაქტო აფხაზეთი - ტყეების ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაცია ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა. სერგეი შამბა - სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - 4 იანვრის შემდეგ, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია და 4 ლოკალიზებული.

      ეპისტოლეს შეფასება - თეოლოგ ლევან აბაშიძის შეფასებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დაბალანსებულია.

      შორონა კორონიანი - პატრიარქის ექიმი - შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი საეჭვო დადებითია. თუმცა, მაინც მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

      ამერიკის ქართული შეფასებები - ვანო მაჭავარიანი - პარლამენტსა და ცესკოში შეჭრა არ არის ის, რასაც აშშ-ში საქართველოსგან ელიან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის „ბანანის რესპუბლიკა“. „ევროპელი სოციალისტები“ - აშშ-ში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა მსოფლიოს, რომ დემოკრატია და დემოკრატიული პროცედურები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობა. ვანო მაჭავარიანი - აშშ-ში განვითარებული მოვლენები დემოკრატიული პროცესის ბლოკირების მცდელობა იყო - ამ მომენტს ელოდა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფო. დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.

      ფინანსების ამბავი - ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საკომპენსაციო პაკეტი, რომლითაც ზამთრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდება, ბიუჯეტს 270 მილიონი ლარი დაუჯდება. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, რისი შედეგიც სავალუტო კურსზეც აისახება. ვატო სურგულაძე სოციალური დახმარების ახალ პაკეტზე - 1 200 ლარი კარგად ჟღერს, ოღონდ ესაა 6 თვის განმავლობაში - პარლამენტარები რომ საუბრობენ, საქართველოში შიმშილი არააო, იცხოვრონ 200 ლარით. 2020 წლის დეკემბერში 300-ლარიანი კომპენსაცია 120 ათასზე მეტმა პირმა მიიღო.

      ანტისემიტიზმი ქადაგებებში - ისრაელის ელჩი - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. მეუფე იოანე - დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით - დეკანოზმა მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო. დავით ზალკალიანი - ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

      ბალერინას ბედი - ზაალ უდუმაშვილი - ნინო ანანიაშვილის ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ - როცა საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, აქ კულტურაც და სპორტიც - ყველაფერი პოლიტიკაა

      დახმარება - პრემიერი - ყველა მოქალაქე, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 - ლარიანი მხარდაჭერა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 361 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 274 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 085 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 23 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 454 ადამიანი გარდაიცვალა. აიათოლა ალი ხამენეი - ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება, მე მათ არ ვენდობი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 პაციენტი გარდაიცვალა. ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეისყიდის.

      კაპიტოლიმის აღება ანუ დივერგენტი ვაშინგტონში - კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა. საქართველოში აშშ-ის საელჩო - კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი - სრულიად მიუღებელი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „დემოკრატიის აკვნად“ წოდებულ აშშ-ში განვითარებულმა პროცესებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ესე იგი რა მოხდა ამერიკაში - 6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 63

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

vako: იანვარი 10, 2021||3:16am

მთავარია ხანძარი განეიტრალებულია  აფხაზეთში დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება

Kakha: იანვარი 10, 2021||10:47am

მანდ ყველაზე დილემა არის ის რომ, შამბა გვეხვეწებოდა დავილაპარაკოთო, და ეხლა ესენი ეუბნებიან ცეცხლს ჩავაქრობთო და არ გვჭირდება თქვენი დახმარებაო, ტიპები წამში გაიშიფრნენ რო მარტო დავალებებს ასრულებდნენ როგორმე გამოჩნდეს რო ქართველები და ჩვენ ვართ რუსეთი პრიჩომ_ო :D შამბა მინდა გითხრა ის რომ დედაშენს კი ყავს კაი ჭკვიანი ვაჟკაცი-მანდარინი აფსუა მაგრამ აქეთ იმდენნი ვართ ჭკვიანები რო წნევის წამალის ფული აგიგროვოთ შეიძლება 900 წელი იცოცხლოთ შენ და ოჯახის სხვა წევრებმა, ბჟანია მანიას ჩათვლით )

ლაშა: იანვარი 10, 2021||1:03pm

გაგრა გუშინ იევ იწვოდა, ვაკო (( 

vako: იანვარი 11, 2021||7:38pm

მე მქინც მგონია რო შოცკის კორონა ვერაფერს დააკლებს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დრაკონის კოსმოსური კვერცხები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2021.
საათი: 11:27pm 1 კომენტარი

      ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

ფოსგრაფია ანუ სინათლის აღბეჭდვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2021.
საათი: 11:17pm 0 კომენტარი

      მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…

გაგრძელება

Nerubian Swarmer -- After the Helm of Domination shattered

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2021.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Blizzard is inviting World of Warcraft: Shadowlands players to choose which mount they get Wow gold classic after the expansion releases on October 27.

Mounts, that are an vital way of transport in the massive world of Azeroth, are becoming a favorite part of the MMO experience: many players accumulate as many as you can whilst others excitement after super rare ones.

In Q1 2021, Blizzard will be adding a new mount to the game -- and this time players get to select which one of…

გაგრძელება

ხარება, როგორც გამოხსნის ზეიმი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 7, 2021.
საათი: 9:41pm 0 კომენტარი

      ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...

      ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters